განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
330100117001986041
ინსტანცია
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001986041

საქმე №1ბ/311-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპა--ძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ--------------ის

ადვოკატის: ი----------–----–--ის

მსჯავრდებულის: გ------------------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ------------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------–----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 0----------), დაბადებულის 1----–-–----- ოქტომბერს, საშუალო გა--თლებით, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-------------------------, ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------------------- #---ში, მიმართ, და--შაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------------მ ჩაიდინა ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვა--, მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ-------–--–------–----------------------------ში, გ------------------მ თავისი ყოფილი მეუღლის, ა----–----–---–ის მიმართ გა--ხორციელა სასტიკი მოპყრობა, კერძოდ, მან ა----–----–---–ს მრავლობითი დაზიანება მიაყენა თავის არეში, რის შემდეგაც ა----–----–---–მა, ამავე ბინის სააბაზანო ოთახში, ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით, ჩამოიხრჩო თავი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გა--ჩენით:

 

გ------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

გ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2017 წლის 13 მაისიდან.

 

აღნიშნული გა--ჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი----------–----–--ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა გ------------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გამამტყუნებელი გა--ჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი გა--ჩენის დადგენა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გ------------------ს მიმართ გა--ჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე ა-–-----------------ის მიერ მიცემული ჩვენება, რადგან მან გამოძიებაში დაკითხვის დროს განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითა, რაც მხოლოდ იმით ახსნა, რომ გამოძიებაში დაკითხვის დროს არ ჰყავდა თარჯიმანი, იყო აღელვებული და ამის გამო, არ იცის რა დაწერა. სასამართლოს მიერ არ მიეცა შეფასება იმ გარემოებას, რომ მოწმე ზ-----------–---–ი გამოძიების მიმდინარეობისას მთვრალ მდოგომარეობაში თორმეტი საათის განმავლობაში იკითხებოდა. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზეც, რომ ა----–----–---–ი თავისი პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით ყველას მიმართავდა, თუმცა ქმრისგან დაცვის მოთხოვნით არავისთვის მიუმართავს. ასევე, არ არის ნამსჯელი მოწმე ლ----------–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მან განმარტა, რომ ა----–----–---–ი დედის ქცევის მსხვერპლი იყო და წარსულშიც ჰქონდა ადგილი თვითმკვლელობის მცდელობებს. სასამართლომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, როდესაც დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------------მ სახის არეში დაზიანება მიაყენა ა----–----–---–ს მაშინ, როდესაც არ იყო გამორიცხული, რომ ა----–----–---–ს აღნიშნული დაზიანებები მიეღო საშრობზე აქტიური ზემოქმედებით. რაც შეეხება სასტიკ მოპყრობას, რაც გამოიხატა ა----–----–---–ის მიმართ თავის არეში მრავლობითი დაზიანებებით, აღნიშნული სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ ერთი არასანდო მოწმის ჩვენებით. როდესაც ცოლი სახლში მიდის მთვრალი, მეგობრის თანდასწრებით უშვერი სიტყვებით ლანძღავს ქმარს, ქმარს კი ამაზე რეაქცია აქვს, როგორ შეიძლება ქმრის აღნიშნული ქმედება სასტიკ მოპყრობად შეფასდეს? სისტემატურ ძალადობას რაც შეეხება, აღნიშნული სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემაკავებელი ორდერების საფუძველზე. სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება და არ უმსჯელია მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ გარემოებებზე იმის შესახებ, რომ გ------------------ იყო კარგი მამა და მას ძალიან უყვარდა მისი მეუღლე.

 

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------–----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გა--ჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული გა--ჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ა--ლიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გა--ჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი გა--ჩენის გამოსატა--დ. მსჯავრდებულ გ------------------ს და--შაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ გ------------------ს მიმართ წარდგენილი, საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ა-–-----------------ის, ლ----------–---–ის, ნ------------–---–ის, გ-------------ის, ზ-----------–---–ის, გ----------------–---–ის, ა--------–---–ის, ნ----------–-----------ის, ზ---------------ის, თ----–---–----–---–ის და ბ---–------------ს ჩვენებების, თ----------–---–ის დაკითხვის ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის, 2014 წლის 6 ივლისის და 2015 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერების დამტკიცების შესახებ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტების ჩვენებების და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააა--ლიზების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლით გათვალისწინებული და--შაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად არგუმენტებზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რომ გ------------------მ გარდაცვლილ ა----–----–---–ის მიმართ გა--ხორციელა სისტემატური ძალადობა და სასტიკი მოპყრობა. სისტემატური ძალადობა მხოლოდ შემაკავებელი ორდერების საფუძველზე მიიჩნია დადასტურებულად. სააპელაციო პალატა, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება მიაქციოს საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება, რომ ა----–----–---–ს და გ------------------ს თა--ცხოვრების პერიოდში ჰქონდათ მუდმივი უთანხმოება. გ------------------ მუდმივად ძალადობდა, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ა----–----–---–ს. ასევე, საქმეში არსებული, ა----–----–---–თან დაკავშირებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დასტურდება ა----–----–---–ისთვის გარდაცვალებამდე გ------------------ს მიერ მისთვის მიყენებული დაზიანებების ფაქტი. ა----–----–---–ის დედის, - მოწმე ა-–-----------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებით დგინდება, რომ ა----–----–---–ს და გ------------------ს ჰქონდათ მუდმივი უთანხმოება, თავად არაერთხელ გამხდარა გ------------------ს მიერ ა----–----–---–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემსწრე, რის გამოც რამდენჯერმე გამოიძახა საპატრულო პოლიცია. კონფლიქტის ძირითად მიზეზად მოწმემ გ------------------ს მიერ აზარტული თამაშების თამაში დაასახელა და მიუთითა რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე. კერძოდ: ,,ერთ დღეს, როდესაც გ------------------მ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფული წააგო, ა----–----–---–ს ეუბნებოდა, რომ კომპიუტერი და ტელევიზორი გამოეტა--, რათა დაელომბარდებინა. იმავე დღეს, როდესაც მოწმე მაღაზიიდან სახლში დაბრუნდა, მათი საძინებლიდან ყვირილის ხმა შემოესმა. მოწმემ შეიხედა ოთახში და დაინახა, რომ კ--------- პირზე ხელს აფარებდა ლ----–---–ს, რათა ამ უკა---კნელს არ ეყვირა. ა--- პირის მთელი მიდამო შეწითლებული ჰქონდა. კ---------მ მაისური შემოიხია ტანზე და მას (მოწმე) უთხრა, - ,,რატომ მინგრევ ოჯახსო?!“ ლ----–---–მა კი დედამისს უთხრა, ,,გიგი ისე მაფარებდა პირზე ხელს, მეგონა მომკლავდაო“. მან (მოწმემ) გამოიძახა პოლიცია, რომელსაც გ------------------ ასევე აგრესიულად მიმართავდა. გ--------------ს ხშირად უთქვამს მისთვის (მოწმისთვის) -,,შემიძლია ა--- მოკვლა, მაგრამ მეცოდებაო“. მოწმის განმარტებით, როდესაც გ------------------ ნასვამი იყო, იგი თავს ვერ აკონტროლებდა და ავადმყოფი ხდებოდა. საგულისხმოა მოწმე ლ----------–---–ის ჩვენებაც, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ გ------------------ მეუღლეს, ა----–----–---–ს სცემდა და სისტემატურად ძალადობდა მასზე, რის გამოც ა----–----–---–ი არაეთხელ გადავიდა მასთან (მოწმესთან) საცხოვრებლად. საგულისხმოა მოწმის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის აღნიშნავს: ა----–----–---–მა გ------------------ზე მითხრა ,,რომ არ მივცე ნივთები დასალომბარდებლად, შეიძლება მომკლასო“. 2016 წლის სექტემბერში, ა----–----–---–მა სურათი გაუგზავნა სოციალური ქსელის საშუალებით და უთხრა, - ,,ნახე გ-------მ რა გამიკეთაო“, სურათში ჩანდა, რომ მას ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ასევე, მოწმემ ჩვენების დროს აღნიშნა ა----–----–---–ის ნათქვამის შესახებ, რომელიც უკავშირდებოდა ა----–----–---–ის გ------------------სთან კონფლიქტს, რა დროსაც ამ უკა---კნელმა მას მაგიდა ესროლა, თუმცა ლ----–---–მა საბანი აიფარა და სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 18 თებერვალს, ა----–----–---–ი მასთან (მოწმესთან) იმყოფებოდა სახლში, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერდა, ყავა დალია და წავიდა. იგი ჩქარობდა, ვინაიდან სახლი ჰქონდა დასალაგებელი, მოწმეს სახლის ფეხსაცმელები სთხოვა და წავიდა იმ სახლში, სადაც გ------------------ იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, ა----–----–---–ს იმ დროს დაზიანება არ აღენიშნებოდა სხეულზე და არც ნასვამი იყო. ა----–----–---–ს საუბრისას ეტყობოდა ნერვიულობა, თუმცა არ იმჩნევდა. მოწმე პირადად შესწრებია ა----–----–---–სა და გ------------------ს შორის კონფლიქტს, რის შედეგადაც კ---------ს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მოწმე თ----------–---–ის 2017 წლის 16 მაისის დაკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც, მოწმე განმარტავს, რომ იგი იყო ა----–----–---–ის მეგობარი და როგორც მისთვის ცნობილი იყო, ა----–----–---–სა და მის მეუღლე გ------------------ს შორის ხშირად იყო კონფლიქტური სიტუაცია, რაც გამოწვეული იყო კ---------ს უმუშევრობითა და ტოტალიზატორში თამაშით. ა----–----–---–მა არაერთხელ მიატოვა გ------------------ და ბავშვთან ერთად გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად, მაგრამ შემდეგ ისევ უბრუნდებოდა. 2017 წლის 18 თებერვალს, საღამოს საათებში, ა----–----–---–ი იმყოფებოდა მასთან, ხოლო მა--მდე იყო ნ------------–---–თან, რომელსაც გამოართვა ოთახის ფეხსაცმელი. იგი გ------------------სთან აპირებდა წასვლას და სახლის დალაგებას. შემდეგ მან ტელეფონზე ვიღაც მამაკაცეს 30 წუთის განმავლობაში ეკამათა და უწმაწური სიტყვებით ესაუბრა, ლაპარაკი იყო მანქა---ა და ფულზე. ლ----–---–მა მოწმეს არ დაუკონკრეტა, რა პრობლემები ჰქონდა, თუმცა უთხრა, რომ ბევრი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის ბანკის ვალები და ა.შ. რის შესახებაც არ სურდა გ------------------ს გაეგო. ამის შემდეგ მოწმემ და ა----–----–---–მა სახლში ხინკალი და ლუდი მიირთვეს, ლ----–---–მა დაახლოებით ორ ლიტრა ნახევარი ლუდი დალია, რის შემდეგაც დაიწყო სიკვდილზე ლაპარაკი. ა--მ მოწმესთან ყოფნის დროს დაურეკა გ------------------ს და ჰკითხა, სად იყო. კ---------მ უპასუხა, რომ ზ-----------–---–თან ერთად იმყოფებოდა თავის მეგობართან გ------- მ----------თან. ლ----–---–მა მას უთხრა, რომ თავადაც ავიდოდა, მაგრამ კ---------მ უარი უთხრა, რის გამოც ა-- ძალიან გაბრაზდა. ამის შემდეგ ა-- მოწმეს დაემშვიდობა და სახლში წავიდა. ა--- წასვლის შემდეგ მოწმემ თავის მეუღლეს ზ-----------–---–ს დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა გ------------------სთან სახლში, სადაც კ--------- და ა----–----–---–ი ჩხუბობდნენ და იგი აშველებდა, რის გამოც ჯერ ვერ დატოვებდა მათ მარტო. ცოტა ხანში ზ----------–---–ი დაბრუნდა სახლში და დაწვნენ დასაძინებლად. დაწოლამდე ზ----------–---–მა თავის მეუღლეს უთხრა, რომ კ---------მ სცემა ა----–----–---–ი. შუა ღამეს გ------------------მ დაურეკა ზ----------–---–ს და უთხრა, რომ ა----–----–---–მა თავი ჩამოიხრჩო. როდესაც მოწმე მივიდა მათთან სახლში, ადგილზე საგამოძიებო სამსახური მუშაობდა, ა-- აბაზანის ოთახში იწვა, გ------------------ კი საძინებელ ოთახში იჯდა და ხმამაღლა ტიროდა. ექსპერტიზიდან ა--- გვამი რომ გადაასვენეს სახლში, მოწმემ დაინახა, რომ გვამს შუბლზე ნაიარევი ჰქონდა, რაც გაუკვირდა, რადგან შეხვედრისას ა--- არა--ირი დაზიანება არ ჰქონია სახეზე (ტომი 2, ს.ფ. 138-143). მოწმე ზ-----------–---–მა სასამართლოში აცვენა, რომ არის გ------------------ს მეგობარი. 2017 წლის 18 თებერვალს, გ------------------სთან სახლში, კალოუბნის ქუჩაზე ყოფნის დროს, მივიდა ა----–----–---–ი და ჩხუბი დაუწყო კ---------ს. ა-- ამ დროს იყო ნასვამი და უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდა კ---------ს. მას გ-------მაც სიტყვიერი შეურაცხყოფებით უპასუხა, რა დროსაც ა----–----–---–მა მას ხატი ესროლა. მოწმე მათ გაშველებას ცდილობდა, მაგრამ ა-- არ ჩერდებოდა და კ---------მ მას ხელი გაარტყა სახეში და ჩაარტყა ხმის გამაძლიერებელი ტექნიკა. მოწმე ზ---------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 7 თებერვლიდან ა----–----–---–თან ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა ფონდ ,,ერთიანობაში“, სადაც ა-- იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მოწმემ ა----–----–---–ისგან გადმოცემით იცის, რომ იგი 2017 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით ქმართან გაშორებული იყო, რადგან კ--------- მასზე ძალადობდა, ხოლო ა--- ეშინოდა მისი. იგი (მოწმე) ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირის“ დამფუძნებელი. ხსენებულ ორგანიზაციას ა----–----–---–მა მიმართა წერილით, რომ მისი მეუღლე გ------------------ მას მოკვლით ემუქრებოდა. მოწმემ ასევე ლ----–---–ისგან გადმოცემით იცის, რომ გ------------------ იყო აზარტული თამაშების მოთამაშე, ნარკოტიკების მომხმარებელი, რაშიც ხარჯავდა ოჯახის მატერიალურ რესურსს და არ აქცევდა ოჯახს ყურადღებას. გ------------------ სახლში და სამეგობროში ხშირად იმყოფებოდა ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რის გამოც მეუღლეები ხშირად ჩხუბობდნენ, თუმცა შემდეგ ისევ რიგდებოდნენ. ა----–----–---–ი ასევე აცხადებდა, რომ გ------------------ მისი მუშაობის წინააღმდეგი იყო. ა----–----–---–მა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციას უამბო გ----------------ის შესახებ, რომ იგი მის მანქა--ზე ნასვამი დაჯდა, რის გამოც დააჯარიმეს თვითონაც და მანქანის პატრონი ა----–----–---–იც. მოწმემ სა--მოვს შეხვედრა სთხოვა სიტუაციის გარკვევის მიზნით, რადგან ლ----–---–ი განცხადებაში უთითებდა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სა--მოვი არ ცხადდებოდა შეხვედრაზე, ორგანიზაცია ყველა--ირად ცდილობდა მისგან თანხის ამოღებას, ამასობაში კი ა----–----–---–ი გარდაიცვალა. მოწმის განმარტებით, ა----–----–---–ს ჯარიმის გამო თვითმკვლელობაზე არასდროს უფიქრია და არც უსაუბრია. ა----–----–---–ს ნათქვამი ჰქონდა, კ---------ს რომ შეეტყო ჯარიმისა და გ----------------ის შესახებ, იგი მას მოკლავდა. მოწმემ აღნიშნა, რომ 2017 წლის 27-28 თებერვალს, გ-–----ის ტერიტორიაზე შეხვედრისას გ------------------მ უთრა, - ,,როგორც ა----–----–---–ი გავა--დგურე, ისე მოგიწევს შენცო“. აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში განცხადებაც დაწერა. შემთხვევის წინა დღეს ა----–----–---–ი მას (მოწმეს) დაუკავშირდა და უთხრა, რომ გ------------------სთან მიდიოდა ბავშვის გამოსაყვა--დ და არ იცოდა ცოცხალი გადარჩებოდა თუ არა. მას ძალიან ეშინოდა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ა----–----–---–ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური (სტრანგულაციური) ასფიქსია, განვითარებული კისრის ორგანოებზე მარყუჟით ზეწოლის შედეგად. გვამზე კისრის ზედა მესამედში აღინიშნება სიცოცხლისდროინდელი სტრანგულაციური ღარი, სისხლჩაქცევებით კისრის რბილ ქსოვილებში - განვითარებული სამარყუჟე მასალის ჩაჭერის შედეგად, რამაც გამოიწვია სიკვდილი. ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დროის შუალედი არა--კლებ ოთხი საათისა. ა----–----–---–ის გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი სახეზე, შუბლის მიდამოში წვრილკეროვანი სისხლჩაქცევებით; ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები ზედა და ქვედა კიდურებზე, ხანდაზმული ნაჭდევები ქვედა კიდურებზე, ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, და--რჩენი დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს; შუბლის მიდამოში მარცხნივ არსებული ნაჭდევი, ცხვირის ზედა მესმედში მარცხნივ არსებული სისხლნაჟღენთი, ცხვირის ქვედა მესამედში მარჯვნივ არსებული სისხლნაჟღენთი, შუბლის მიდამოში მარჯვნივ გარდამავალი ზედა ქუთუთოზე და მარჯვენა თვალბუდის გარეთა მიდამოში არსებული წყვეტილი სისხლნაჟღენთი, შუბლის მიდამოს რბილ საფარში არსებული წვრილკეროვანი სისხლჩაქცევები, მარჯვენა მტევნის უკა-- ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთი, მარჯვენა მტევნის მე-5 თითის ფუძის უკა-- ზედაპირზე არსებული ნაჭდევი, ორივე წვივის ზედა მესამედების წინა ზედაპირებზე არსებული თითო-თითო სისხლნაჟღენთი, მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე არსებული ორი ნაჭდევი განვითარებული უნდა იყვნენ სიკვდილის დადგომამდე უახლოეს წინა პერიოდში, ხოლო ორივე ბარძაყის შუა და ქვედა მესამედებში, ორივე მუხლის, ორივე წვივვის ზედა და შუა მესამედებში, წინა და ნაწილობრივ გარეთა ზედაპირზე არსებული ფუფხით დაფარული წერტილოვანი ნაჭდევები ხანდაზმულობით შეესაბამებიან 5-9 დღეს; ასევე გვამზე მარცხნივ საზარდულის მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტი ჭრილობა - ინექციის კვალი, რომელიც განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომამდე უახლოეს წინა პერიოდში; ზ/ აღნიშნული დაზიანებები მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან (ტომი 2, ს.ფ. 30-43). მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დავით გრიგოლიამ და ციური მიქაბერიძემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ დასტურდება, რომ გ------------------ს ერთი თვით აეკრძალა ა----–----–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება (ტომი 1, ს.ფ. 230-232).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ დასტურდება, რომ გ------------------ს 25 დღით აეკრძალა ა----–----–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება (ტომი 1, ს.ფ. 233-235).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ დასტურდება, რომ გ------------------ს 5 დღით აეკრძალა ა----–----–---–თან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება (ტომი 1. ს.ფ. 203-206).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულის მიმართ სასტიკი მოპყრობა გულისხმობს ისეთ ქმედებათა ჩადენას, რომელიც დაზარალებულს განსაკუთრებულ ფიზიკურ ან ზნეობრივ ტანჯვას აყენებს. იგი შეიძლება სისტემატურ ხასიათს ატარებდეს ან კიდევ ერთჯერად აქტს წარმოადგენდეს. სასტიკი მოპყრობა, როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანის საშუალება, შეფასებითი ცნებაა. კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთხსენებული მტკიცებულებათა ერთობლივი ა--ლიზი, პალატის დასკვნით, უდავოდ ადასტურებს, რომ ა----–----–---–ი გ------------------ს მხრიდან მუდმივად ექვემდებარებოდა ძალადობას და მასზე არაერთხელ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით, რაც თავის მხრივ აისახა ა----–----–---–ის ფსიქიკაზე. ამავე მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ გარდაცვალებამდე გ------------------მ ა----–----–---–ზე გა--ხორციელა ფიზიკური ძალადობა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რაც ეჭვგარეშეა, რომ წარმოადგენს ა----–----–---–ის მიმართ სასტიკ მოპყრობას.

 

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე ა-–-----------------ის მიერ მიცემული ჩვენება, რადგან მან გამოძიებაში დაკითხვის დროს განსახვავებულ გარემოებებზე მიუთითა. სასამართლოს მიერ არ მიეცა შეფასება იმ გარემოებას, რომ მოწმე ზ-----------–---–ი გამოძიების მიმდინარეობისას მთვრალ მდოგომარეობაში, თორმეტი საათის განმავლობაში იკითხებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თა--ხმად: ,,მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“. გარდა ამისა, ხსენებულ პირთა მიერ მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნულ მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა, აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას.

 

რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ა----–----–---–ი თავის პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით ყველას მიმართავდა, თუმცა მას ქმრისგან დაცვის მოთხოვნით არავისთვის მიუმართავს, სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული ყველა მოწმე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ გ------------------ს მიერ ა----–----–---–ზე მუდმივად ხორციელდებოდა ძალადობა, რის გამოც იგი არაერთხელ გაშორდა კიდეც გ------------------ს და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. საქმეში არსებული შემაკავებელი ორდერებით კი დასტურდება ის გარემოება, რომ ა----–----–---–მა არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს მეუღლის მხრიდან ძალადობისგან დაცვის მიზნით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გა--ჩენი მსჯავრდებულ გ------------------ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი გ------------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----------–----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გა--ჩენი გ------------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ------------------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ 111,115-ე მუხლით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

გ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 13 მაისიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ელექტრონული დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

 

ორი ცალი ნაჭრის ქამრის მსგავსი ნივთი, ა--წმენდები, ფრჩხილის ნიმუშები და ნერწყვის ნიმუშები - გა--დგურდეს;

 

ტანსაცმელი, და--, საფულე, მობილური ტელეფონი და ლეპტოპი, - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

გა--ჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთა--ვე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე