განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 190100117002105860
საქმე №1ბ/620-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალა---ს
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გიო------–---------ის
ადვოკატების: იო------------ის, შალ---------–---–ის, გი------------ას, ზუ-----–----ის
მსჯავრდებულის: ვ---------------------ის და თე----------–------ას
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ---------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალ---------–---–ის და იო------------ის, ასევე მსჯავრდებულ თე----------–------ას ინტერესების დამცველი ადვოკატების გი------------ას და ზუ-----–----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ვ---------------------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------------------–------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-------–-------------------- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
თე----------–------ას მიმართ, დაბადებული 19---–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ არასრული უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ---------------------------–-------–----------–---–--------- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის განაჩენით, ვ---------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ---------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 29 ივლისიდან.
თე----------–------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თე----------–------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 16 ივნისიდან.
ვ---------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის.
თე----------–------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ვ---------------------მა და თე----------–------ამ გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახეს ე----------ოქალაქის - სე----------------------------ას კუთვნილი, 451 220 ლარად ღირებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (--------–--–------–--------–-–-------- დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული N 0--------------------------------------------------------.) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება. მათ დაამზადეს ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვით თითქოს თე----------–------ა იყო სე----------------------------ას წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული მინდობილობის გამოყენებით დაამზადეს ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს დასახელებული მიწის ნაკვეთი შეიძინა თე----------–------ამ. 2017 წლის 06 ივნისს, თე----------–------ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დასახელებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რისთვისაც საჯარო რეესტრში წარადგინა აღნიშნული ყალბი დოკუმენტები. მიუხედავად აქტიური მცდელობისა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ---------------------ის ადვოკატებმა: შალ---------–---–მა და იო------------ემ, ასევე მსჯავრდებულ თე----------–------ას ადვოკატებმა: გი------------ამ და ზუ-----–----ემ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის - მსჯავრდებულ ვ---------------------ის ადვოკატების მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან იგი ეფუძნება კანონის არსებითი, უხეში დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აწარმოა არაფულებამოსილმა პირმა - გამომძიებელმა, რომელიც მოწმის სახით იყო დაკითხული განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე და შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად არსებობდა მისი აცილების საფუძველი. კერძოდ, და------------ემ ჩაატარა ვ---------------------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ის ნივთები, რომელზედაც ჩატარდა ექსპერტიზა, ასევე, მის მიერ იქნა დაკავებული ვ---------------------ი. რაც შეეხება, 2017 წლის 29 ივლისის დადგენილებას ვ---------------------ის ბრალდების შესახებ, იგი პროკურორის დავალებით ბრალდებულს გააცნო ასევე არაუფლებამოსილმა პირმა - და------------ემ, რის გამოც მას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია და ფაქტობრივად, ვ---------------------ს დღემდე ბრალდება არ წარდგენია.
აპელანტის - მსჯავრდებულ თე----------–------ას ადვოკატების მტკიცებით, რ--------- საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არც ერთ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ თე----------–------ამ იცოდა მის მიერ განხორციელებული ქმედების დანაშაულებრივი ხასიათის შესახებ. თე----------–------ა მოქმედებდა იმ ინფორმაციითა და რწმენით, რომ იგი ვ---------------------ს ეხმარებოდა მისი კუთვნილი ქონების მიღებასა და რეალიზაციაში, იმ მიზნით, რომ ეს მიწის ნაკვეთი ვ---------------------ს არ დაეკარგა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო. ვ---------------------ის მიწის ნაკვეთი უნდა გაეფორმებინა თე----------–------ას და შემდეგ, როგორც მესაკუთრეს, უნდა გადაეფორმებინა მყიდველისათვის. ამდენად, ლოგიკურია, რომ თე----------–------ა შუამავალსაც და პოტენციურ მყიდველსაც შეხვდებოდა როგორც მესაკუთრე. ამისათვის თე----------–------ა იღებდა მხოლოდ 500 ლარს, რაც მხოლოდ და მხოლოდ გასამრჯელო იყო ვ---------------------ისათვის გაწეული დახმარებისათვის. ასევე საქმეში არ არსებობს თუნდაც ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა, რომ თე----------–------ას ჰქონდა შემხებლობა ან რაიმე სახის ინფორმაცია დამზადებული მინდობილობის გაყალბებასთან დაკავშირებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მთელი რიგი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით - არაუფლებამოსილი გამომძიებლის მიერ, რომელიც განსახილველ საქმეზე მოწმის სახით იყო დაკითხული.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ და შესაბამისად, სასამართლომ უარი უნდა თქვას მათ გაზიარებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, ასევე ქვეყნის შიდა კანონმდებლობის თანახმად, მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე მაქსიმალურად იქნას დაცული ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი. სწორედ აღნიშნული პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის დანაწესიც, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირების აცილების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, გამომძიებელი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც მოწმე. აღნიშნული გარემოება გამომძიებლის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ საფუძველს წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც შეიძლება უშვებდეს მის დაინტერესებას და მიკერძოებას განსახილველი საქმის მიმართ. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე უნდა შეაფასოს სასამართლომ რამდენად კანონიერი ან უკანონო იყო საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული გამომძიებლის მიერ გამოკითხვის შემდგომ სტადიებზე განხირცილებული მოქმედებები.
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 06 ივნისს პროკურორმა გიო------–---------ემ მიიღო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მოსამართლის განჩინების გარეშე ფარული საგამოძიებო მოქმედების, კერძოდ, დანაშაულთან კავშირში მყოფ პირებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელების შესახებ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება ეთხოვა სსიპ საქართველოს ოპერა---ულ-ტექნიკურ სააგენტოს პროკურორის მიმართვის წერილით, სადაც ასევე დაფიქსირებულია, რომ ფარული საგამოძიებო მოქედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის და მასალების გადაცემის უფლება აქვთ საქრათველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაგან ერთ-ერთი არის და------------ე. რ--------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივნისის განჩინებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება კანონირად იქნა ცნობილი, გაგრძელდა მისი ჩატარების ვადა, ხოლო 8 ივნისს დაიკითხა გამომძიებელი და------------ე, რომელმაც გამომძიებელ ირ---–--------ს მოახსენა მისთვის მიწოდებული ფარული საგამოძიებო მოქედებების შედეგად მოპოვებული მასალების თაობაზე. აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება არ ყოფილა ჩატარებული გამომძიებელ და------------ის მიერ და მას მოწმის სახით გამოკითხვისას არ უსაუბრია უშუალოდ მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ფაქტი, თუ რა იქნა დადგენილი ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ირკვევა არა გამომძიებლის ჩვენებიდან, არამედ თავად ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებიდან, რომელიც ცალკე აღებული წარმოადგენს მტკიცებულებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში. გამომძიებლის მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება კი იყო შეტყობინებითი ხასიათის. მოწმე და------------ემ თავადაც განმარტა სასამართლო სხდომაზე, რომ მის მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაციის თაობაზე მოხსენება შეეძლო პატაკის შედგენითაც დაეფიქსირებინა. ამდენად, გამოკითხვის შემდგომ გამომძიებელის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს პალატა ვერ მიიჩნევს არაუფლებამისილი პირის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებად, ვინაიდან მათ ჩატარებამდე მოწმის სახით დაკითხვისას და------------ეს არ უსაუბრია გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ განხოციელებული საგამოძიებო თუ სხვა სახის საპროცესო მოქმედებებზე და ამ მოქმედეების შედეგად დადგენილ ფაქტორივ გარემოებებზე, მით უფრო, შეფასება არ მიუცია მათთვის. პალა---ს შეფასებით, ოპერა---ულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მოპოვებული მასალების შესახებ მოხსენებითი ხასიათი ჩვენების მიცემა, არ იძლევა გამომძიებელ და------------ის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
1. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ მოცემულ საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის - დ-------------- მიერ.
პალატა განმარტავს, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, ასევე ქვეყნის შიდა კანონმდებლობის თანახმად, მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე მაქსიმალურად იქნას დაცული ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი. სწორედ აღნიშნული პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის დანაწესიც, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირების აცილების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, გამომძიებელი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც მოწმე. აღნიშნული გარემოება გამომძიებლის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ საფუძველს წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც შეიძლება უშვებდეს მის დაინტერესებას და მიკერძოებას განსახილველი საქმის მიმართ. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე უნდა შეაფასოს სასამართლომ რამდენად კანონიერი ან უკანონო იყო საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული გამომძიებლის მიერ გამოკითხვის შემდგომ ეტაპზე განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 6 ივნისს ინსპექტორ-გამომძიებლის ზ--------–-----ის პატაკის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ოპერა---ული ინფორმაციის მიხედვით, ცალკეული პირები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ეუფლებოდნენ სე----------------------------ას კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. იმავე დღეს, პროკურორმა გიო------–---------ემ მიიღო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მოსამართლის განჩინების გარეშე ფარული საგამოძიებო მოქმედების, კერძოდ, დანაშაულთან კავშირში მყოფ პირებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელების შესახებ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება ეთხოვა სსიპ საქართველოს ოპერა---ულ-ტექნიკურ სააგენტოს პროკურორის მიმართვის წერილით, სადაც ასევე დაფიქსირებულია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის და მასალების გადაცემის უფლება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაგან ერთ-ერთი არის და------------ე.
რ--------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება კანონირად იქნა ცნობილი, გაგრძელდა მისი ჩატარების ვადა, ხოლო 8 ივნისს დაიკითხა გამომძიებელი და------------ე, რომელმაც გამომძიებელ ირ---–--------ს მოახსენა მისთვის მიწოდებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების თაობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ფარული საგამოძიებო მოქმედება არ ყოფილა ჩატარებული გამომძიებელ და------------ის მიერ და მას მოწმის სახით გამოკითხვისას არ უსაუბრია უშუალოდ მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ფაქტი, თუ რა იქნა დადგენილი ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ირკვევა არა გამომძიებლის ჩვენებიდან, არამედ თავად ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებიდან, რომელიც ცალკე აღებული წარმოადგენს მტკიცებულებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში. გამომძიებლის მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება კი იყო შეტყობინებითი ხასიათის. მოწმის სახით გამოკითხვისას და------------ე არ საუბრობს რაიმე ისეთ დადგენილ ფაქტორივ გარემოებებზე და მით უმეტეს, მათ შეფასებაზე, რომელიც თავის მხრივ გამორიცხავდა მის მონაწილეობას შემდემ საგამოძიებო მოქმედებებში.
ამდენად, დ-------------- მოწმის სახით გამოკითხვის შემდგომ, მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს პალატა ვერ მიიჩნევს როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებად, ვინაიდან მათ ჩატარებამდე ოპერა---ულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მოპოვებული მასალების შესახებ ინფორმაცის მიწოდება(გამოკითხვა), რომელიც შეიძლება წერილის სახითაც მიეღო გამომძიებელს, არ იძლევა გამომძიებელ და------------ის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
2. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულების უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ, უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც პირდაპირ მიუთითებს მათზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა სე----------------------------ამ განაცხადა, რომ საქართველოში შეიძინა ორი მიწის ნაკვეთი, რომლებიც მდებარეობს ქ.თბილისში ნუცუბიძეზე და ლისის ტბაზე. სადავო მიწის ნაკვეთი არის 2215 კვ.მ., რომელშიც მან გადაიხადა 400 000 აშშ დოლარი. იგი არ იცნობს თე----------–------ას, არც მისთვის და არც სხვა პირისათვის მინდობილობა არ მიუცია აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით. ასევე, არასდროს ყოფილა სომხეთის რესპუბლიკაში. ნო----------–-–---–ი არის მისი ასისტენტი, რომელიც უგვარებს ყველა საკითხს საქართველოში. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის თვითონ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, თუმცა ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ედავება, რომელმაც უკანონოდ მიიღო ეს ქონება.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნო----------–-–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქრ------------------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სამაკლერო ბიუროში. მან დიდ დიღომში, გუდვილის გვერდით ნახა აბრა მიწის ნაკვეთის გაყიდვის თაობაზე, რომელზეც ეწერა ნომერი - 5------------ ტელეფონის ნომერზე დარეკვის შემდეგ უპასუხა პიროვნებამ, რომელიც გაეცნო როგორც გი-----ი და უთხრა, რომ ეს მიწა არ იყიდებოდა, მაგრამ შესთავაზა ალტერნა---ული მიწის ფართი. კერძოდ, რამდენიმე დღეში დაურეკა და უთხრა, რომ საბურთალოზე იყიდებოდა 2000 კვადრა--- მიწა და გაუგზავნა საკადასტრო კოდი. მოწმემ ეს კოდი გადაუგზავნა იმ კომპანიას, რომლის შუამავალიც იყო თვითონ და რომელიც იყო მიწის ნაკვეთის პოტენციური მყიდველი. ამ კომპანიის წარმომადგენელი იყო გი-----ი მე-–--ე, რომელიც დაინტერესდა ფართის შეძენით და სურვილი ჰქონდა მეპატრონეს შეხვედროდა. მოწმემ დაურეკა კვლავ გი-----ის, რომელსაც თავდაპირველად ესაუბრა მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით. მან მისცა სხვა, მეპატრონესთან კავშირში მყოფი გი-----ის ნომერი - 5-----------. ამ უკანასკნელთან დარეკვის შემდეგ შეთანხმდნენ შეხვედრაზე. გი-----ისთან შეხვედრისას მოწმემ იკითხა, რა ენაზე უნდა ესაუბრა მიწის მეპატრონესთან, გი-----იმ კი უპასუხა, რომ იგი ქართველი იყო. ხოლო მოწმის კითხვაზე, რომ მიწის ნაკვეთი უცხოელზე იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გი-----იმ უპასუხა ყველაფერს აგიხსნითო. ამის შემდეგ მივიდნენ კაფე „სტრადაში“, სადაც იმყოფებოდნენ თავად ქრ-------, გი-----ი მე-–--ე, მიშა ხვედელიძე, გი-----ი და თე----------–------ა. გი-----ის, რომელიც მივიდა შედანიასთან ერთად, მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია. თე----------–------ამ განმარტა, რომ მიწა იყო მისი, გაყიდა უცხოელზე, მაგრამ ვინაიდან ამ მიწას არ მიანიჭეს კოეფიციენტი, იმ უცხოელმა უარი თქვა ამ მიწაზე. იგი უკვე იბრუნებდა მიწას, საჯარო რეესტრში მაქვს შეტანილი განაცხადიო და რეესტრის ამონაწერის აღების შემდეგ შეძლებდა გაყიდვას. მოწმეს და გი-----ი მე-–--ეს ეჭვი არ შეპარვიათ, რადგან ხშირად ხდებოდა კოეფიციენტის არ მინიჭება მიწაზე, უკან დაბრუნება და ასე შემდეგ. შეთანხმდნენ ფასზე, ასევე თე----------–------ამ უთხრათ, რომ მამა ჰყავდა ცუდად და სჭირდებოდა თანხის ნაწილი წინასწარ მისი ოპერაციისთვის. ისინი დათანხმდნენ „ბეს“ მიცემაზე და სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ დათქვეს შეხვედრა, სადაც მივიდნენ მოწმე და გი-----ი მე-–--ე, თუმცა არც გი-----ი არც თე----------–------ა აღარ მისულან. ქრ-------მ დაურეკა გი-----ის, მან კი უპასუხა, რომ საჯარო რეესტრში იყვნენ, რაღაც შეცდომა იყო და არკვევდნენ. გი-----ი მე-–--ეს თან ჰქონდა ლეპტოპი, შევიდნენ რეესტრის ვებგვერდზე და ნახეს, რომ ნამდვილად ხარვეზი იყო დადგენილი, მინდობილობაში რწმუნებულსა და მარწმუნებლის დაბადების თარიღში იყო შეცდომა და არც ამაში არ შეპარვიათ ეჭვი. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ რეკავდა მისთვის ნაცნობ ტელეფონებზე, მაგრამ აღარავინ უპასუხა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გი-----ი მე-–--ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თა----------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თბილისის იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის ხანგრძლივი სივრცის ოპერატორად. განაცხადის მიღებისას მათი ძირითადი ვალდებულებაა შეამოწმონ ნამდვილად იმ ადამიანმა მიმართა თუ არა, ვინც არის დაინტერესებული პირი. დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეს იუსტიციის სახლში არსებული სხვა სამსახური ამოწმებს და თუ რაიმე არ აკმაყოფილებს, სთხოვენ დაინტერესებულ პირს აღმოფხვრას ხარვეზი. განსახილველ შემთხვევაში მასთან წარმოდგენილი იყო მინდობილობა, პირადობის მოწმობა და შევსებული ნასყიდობის ხელშეკრულება. თა----------–---–მა პირადობის მოწმობით გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ ვინც მიმართა, ის ადამიანი ნამდვილად იყო თე----------–------ა.
2017 წლის 21 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ-------–--–--------–-----–--------------------ში მდებარე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არქივიდან ამოღებული იქნა თე----------–------ას (პ.ნ 1----------- განცხადება (რეგისტრაციის ნომერი: 8-----------0) და თანდართული დოკუმენტაცია სულ ცხრა ფურცლად დედნების სახით (2017 წლის 6 ივნისის განცხადება); თე----------–------ას (პ.ნ 1----------- განცხადება 2017 წლის 8 ივნისის თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სულ ექვს ფურცლად დედნების სახით. ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის ორი ცალი სომხურ ენაზე და ორი ცალი ინგლისურ ენაზე ს---------------------–--------------- ნოტარიუს ალ-------------ის მიერ დამოწმებული მინდობილობა დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
2017 წლის 06 აპრილის მინდობილობის (სო-----------------–----------------------------–----------–-------------------------------------- თანახმად, ვ-----–------- რაიონის ნოტარიუსს ალ-------------ს მიმართა ბატონმა სე----------------------------ამ, დაბადებულმა 0--------- წელს, პირადი ნომრით 5----- თარჯიმნის საშუალებით - ჰრ---–-------–----ან, რომელმაც მოითხოვა მინდობილობის შედგენა ბატონ თე----------–------ას სახელზე, პირადი ნომერი 1----------- დაბადებული 2--------- წელს, პირადობის მოწმობა 1--------- მინდობილობის შესაბამისად, სე----------------------------ა ბატონ თე----------–------ას ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ იყოს მისი წარმომადგენელი საქართველოს ყველა კომპეტენტურ ორგანოში, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საგადასახადო ინსპექციაში, რაც დაკავშირებულია სე----------------------------ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მართვასთან. კერძოდ: გაასხვისოს, გადაიფორმოს თავის სახელზე და იპოთეკით დატვირთოს უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი 2215 კვ. მ. ფართობით, საკადასტრო კოდი ნომ: 0--------------------------------–--------–-------ვ-–-–-------- დამაკავშირებელ გზატკეცილთან მდებარედ. უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი სახის ქმედება, გადაიხადოს გადასახადები, ჯარიმები, მიიღოს ფული და ხელი მოაწეროს ყველა საჭირო ხელშეკრულებას დაკავშირებული ამ დავალების შესასრულებლად.
2017 წლის 06 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სე----------------------------ამ (P/N:5----- წარმომადგენელი თე----------–------ა, პირადი №------------ მინდობილობა გაცემულია ნოტარიუს ქეთევან გაბისონიას მიერ 2017 წლის 06 ივნისს), რომელიც ამ ხელშეკრულებით შემდგომში მოხსენიებულია როგორც გამყიდველი, გაყიდა და თე----------–------ა, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც მყიდველი, იყიდა გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქალაქ თბილისში, ნ--–-------ვ-–-–-------- დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო 2215კვ.მ (ორი ათას ორას თხუთმეტი) №----------------- ნასყიდობის საგანზე გამყიდველის საკუთრების უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან №8------------ მომზადების თარიღი 18/02/2016 წელი. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 220 000 (ორას ოცი ათასი) აშშ დოლარით.
2017 წლის 07 ივნისის მინდობილობით (სომხეთის რესპუბლიკა, ეჩმიაძინი, სანოტარო კოდი: 5-------------------------------–------- რაიონის საჯარო ნოტარიუსის ალ-----------ის წინაშე წარსდგა ბ-ნი სე----------------------------ა, დაბ. 05.05.1967, PN 5----- თარჯიმნის ჰრ-----------–-------ს დახმარებით, რომელმაც მოითხოვა მინდობილობის შედგენა თე----------–------ასთვის (პ/ნ 1----------- დაბ. 2---------, პ/მ 1--------). სე----------------------------ა ბატონ თე----------–------ას ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ იმოქმედოს როგორც მისმა წარმომადგენელმა საქართველოს ყველა კომპეტენტურ ორგანოში, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საგადასახადო ინსპექციაში, უძრავი ქონების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. კერძოდ: გაასხვისოს, დაარეგისტრიროს თავის სახელზე, დააგირაოს უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი 2215 კვ. მ. ფართობი, საკადასტრო კოდი ნომ: 0--------------------------------–--------–-------ვ-–-–-------- დამაკავშირებელ გზის მდებარედ. თავისი დანიშნულებისთვის, გააჩნია უფლება შეასრულოს ნებისმიერი ქმედება, გადაიხადოს გადახდები, გადასახადები, ჯარიმები, მიიღოს ფული, მოაწეროს ხელი ყველა მოთხოვნილ ხელშეკრულებას, მათ შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, გირავნობის ხელშეკრულებას და ა.შ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს № 8----------- განცხადების მიღების ბარათით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა განცხადება (დაინტერესებული პირი: თე----------–------ა, 1-----------, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე. უძრავი ნივთის მისამართი: ქალაქი თბილისი, ნ--–-------ვ-–-–-------- დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, ზონა: თ---–---------------------- განცხადებაში მოთხოვნილი იყო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნასყიდობის ხელშეკრულება, მინდობილობა. მომსახურების ვადა: 0 დღე, საფასური 205 ლარი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება (№8-----------; 06 ივნ 2017; განმცხადებელი: თე----------–------ა, მისამართი: ზ-----------------–------------–---–----------. განცხადებით მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ნ--–-------ვ-–-–-------- დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, ზონა: თ---–---------------------- განცხადებაზე თანდართული იყო შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნასყიდობის ხელშეკრულება, მინდობილობა. წარმოდგენილი მინდობილობა შედგენილია სომხურ და ინგლისურ ენაზე, წარდგენილია აგრეთვე ქართული თარგმანი. ინგლისურ ვარიანტში მესაკუთრის დაბადების წელი შეცდომითაა მითითებული, ასევე მინდობილობის ქართულ და ინგლისურ ვარიანტში განსხვავდება მინდობილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და პირადი ნომერი). გადაწყვეტილებით, განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით წარმოსადგენია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამოწმებული, კორექტირებული მინდობილობა, რომელშიც ზუსტად იქნება მითითებული რწმუნებულისა და მარწმუნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განისაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს № 8----------- განცხადების მიღების ბარათით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა განცხადება (დაინტერესებული პირი: თე----------–------ა, 1-----------, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე. უძრავი ნივთის მისამართი: ქალაქი თბილისი, ნ--–-------ვ-–-–-------- დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, ზონა: თ---–---------------------- განცხადებაში მოთხოვნილი იყო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. განცხადებას თან ახლდა შემდეგი დოკუმენტები: 1) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2)ნასყიდობის ხელშეკრულება, 3)მინდობილობა. თე----------–------ამ დამატებით წარმოადგინა კორექტირებული მინდობილობა და პ.მ ასლი. სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ საკითხის განხილვის ვადაა 4 სამუშაო დღე. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ვადაში არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, ეს ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ აღმოფხვრილა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №---------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება (№8-----------; 06 ივნ 2017; განმცხადებელი: თე----------–------ა, მისამართი: ზ------------------–------------–---–---------). განცხადებით მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ნ--–-------ვ-–-–-------- დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, ზონა: თ---–---------------------- განცხადებზე თანდართული იყო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნასყიდობის ხელშეკრულება და მინდობილობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 8 ივნისს გაგზავნილი იქნა № 2----- წერილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განისაზღვრა ვადა - უვადოდ.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ თე----------–------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკა---ს პოზიციას, რომ თე----------–------ას რწმენით იგი მხოლოდ ვ---------------------ს ეხმარებოდა პარტნიორისაგან მიწის ნაკვეთის გაფორმებაში და მის დანაშაულებრივ განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია. დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია აშკარა წინააღმდეგობაშია საქმეზე გამოკვლეულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, რომელთა ანალიზის შედეგად დგინდება, რომ თე----------–------ას ისეთივე როლი გააჩნდა სე----------------------------ას კუთვნილი მიწის ნაკვეთის მისაკუთრებაში, როგორიც ვ---------------------ს. მოწმეებმა ქრ------------------მა და გი-----ი მე-–--ემ მოახსენეს სასამართლოს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისებაში სწორედ თე----------–------ა იღებდა მონაწილეობას როგორც მესაკუთრე. კაფე „სტრადაში“ შეხვედრის დროს მისი თანმხლები პირი - გი-----ი საერთოდ არ დასწრებია საუბარს, იგი ცალკე იჯდა. მიწის ნაკვეთის ღირებულებაზეც თე----------–------ასთან შეთანხმდნენ და მყიდველს და მის შუამავალს ეჭვიც არ გასჩენიათ, რომ იგი არ იყო ნამდვილი მესაკუთრე. მიუხედავად იმისა, რომ ქრ------------------მა და გი-----ი მე-–--ემ იცოდნენ მიწის ნაკვეთის უცხოელი მესაკუთრის შესახებ და ჰკითხეს თე----------–------ას ამის თაობაზე, ამ უკანასკნელს არ განუმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო მისი საკუთრება და მხოლოდ და მხოლოდ მეგობარს ეხმარებოდა მის გასხვისებაში. თე----------–------ამ მყიდველს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და დაარწმუნა, რომ მიწის ნაკვეთი რეალურად იყო მისი საკუთრება. ამასთან, როგორც მოწმე ქრისტინა სარქისინმა განაცხადა, თე----------–------ამ მისი მამის ავადმყოფობის გამო წინასწარ „ბეს“ სახით თანხის გადაცემა მოითხოვა. აპელანტი ეჭვქვეშ აყენებს ხსენებული მოწმის ჩვენებას, თუმცა ვერ წარმოადგინა შესაბამის არგუმენტები, რაც პალატას მოწმე ქ--------------------- ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს შეუქმნიდა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისი ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მოწმე გი-----ი მე-–--ის ჩვენებასთან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე მიდის ვ---------------------თან შეთანხმებით და დამოუკიდებლადაა ჩართული მოლაპარაკებებში, თავის ხელით ადგენს ხელშეკრულებას, მიდის საჯარო რეესტრში და არეგისტრირებს განაცხადს, რაც, რა თქმა უნდა, სცილდება უბრალოდ დამხმარის ფუნქციებს და მიანიშნებს, რომ თე----------–------ა და ვ---------------------ი თანაბარი უფლებამოსილებით სარგებლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისებისას.
მოწმე თა----------–---–ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი მასალებითაც დგინდება, რომ საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა თე----------–------ამ. განცხადებას ერთვოდა ამ უკანასკნელის პირადობის მოწმობა, მის მიერ შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება და ვ---------------------ის მიერ მოპოვებული მინდობილობა.
პალა---სათვის დამაჯერებლობას მოკლებულია დაცვის მხარის მცდელობა წარმოაჩინოს, რომ თითქოს თე----------–------ას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მინდობილობის გაყალბებასთან დაკავშირებით. ლოგიკურად ისმის კითხვა, იმ პირობებში, თუკი ვ-------- მათევოსინმა თე----------–------ას მხოლოდ მისი ბიზნესპარტნიორისაგან ქონების გადაფორმებაში სთხოვა დახმარება, რატომ არ დაინტერესდა თე----------–------ა თუ რა მიზეზით გახდა არა მხოლოდ ქონების შემძენი, არამედ სე----------------------------ს წარმომადგენელიც და რატომ გადასცემდა მისთვის სრულიად უცნობი პიროვნება საკუთარი უძრვი ქონების ნებისმიერი სახით განკარგვის უფლებამოსილებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ დაცვის მხარისგან რაიმე დამაჯერებელი არგუმენტაცია ვერ მოისმინა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქეთ---------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 1999 წლიდან 2015 წლის ბოლომდე იყო ნოტარიუსი. მისი სანოტარო ბიურო მდებარეობდა ქ.თბილისში, პ---------------–--------- გადაკვეთაზე. იგი წლების განმავლობაში იცნობდა ვ---------------------ს, რომელიც მაისის თვეში დაუკავშირდა ტელეფონზე ნომრიდან - 5-------- და სთხოვა შეხვედრა. მართალია, უკვე აღარ იყო მოქმედი ნოტარიუსი, მაგრამ მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე სთხოვა კონსულტაცია. კერძოდ, მა----------ს უნდოდა მოწმეს ელექტრონულად ან დაწერილი სახით მიეწოდებინა მინდობილობის ტექსტის შუა ნაწილი მისთვის. მისცა უხარისხო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და სთხოვა, რომ ამ უძრავ ქონებაზე გაეკეთებინა მხოლოდ მინდობილობის შინაარსი, დანარჩენი რეკვიზიტები კი დარჩენილიყო ღიად. მოწმემ ამ შეხვედრიდან მეორე თუ მესამე დღეს სამასი არაგველების მიმდებარე ტერიტორიაზე მიაწოდა მინდობილობის ტექსტი, რაც დაბეჭდილი იყო კომპიუტერზე. ეს იყო მინდობილობის ნიმუში, სადაც მარწმუნებლის და რწმუნებულის მონაცემებისათვის ხაზები იყო დარჩენილი. მოწმეს მინდობილობის გადაცემის შემდეგ კიდევ ჰქონდა მა----------თან ურთიერთობა, ვინაიდან ტექსტში ტექნიკური ხარვეზი გაეპარა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მარ---------------მა განაცხადა, რომ არის სომხური ენის თარჯიმანი და თანამშრომლობს თარჯიმანთა ბიუროებთან. მოწმე ოჯახური პირობების გამო სახლში მუშაობს და გარეთ გადის მაშინ, როდესაც დოკუმენტი ნოტარიულად არის დასამოწმებელი. 2017 წლის 4 ივნისს დილის საათებში დაურეკა პიროვნება - დ------ (მიუთითა ვ---------------------ზე) ტელეფონის ნომრიდან - 5------------ რომელიც დააკავშირა მისმა მეგობარმა და უთხრა, რომ სათარგმნი ჰქონდა ერთგვერდიანი დოკუმენტი ქართულიდან სომხურად. აღნიშნულ პიროვნებას ისნის მეტროს უკან შეხვდა, სადაც მან გადასცა ერთი დოკუმენტი და განუმარტა, რომ ეთარგმნა სამ ეგზემპლარად, ასევე გადასცა თე----------–------ას სახელზე გაცემული აიდი ბარათი და ითხოვა დაემზადებინა კიდევ ერთი ანალოგიური დოკუმენტიც, ოღონდ ამ აიდი ბარათზე აღნიშნული ადამიანის მონაცემებით. მოწმემ თარგმნა დოკუმენტი, ხოლო ვინაიდან კვლავ ვერ გადიოდა სახლიდან, მეორე დღეს, 5 ივნისს დილის საათებში თავის მულს - გა--------–-------ს სთხოვა ამოებეჭდა აღნიშნული დოკუმენტი და გაეტანებინა ამ პიროვნებისთვის. მან დოკუმენტი თავისი პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაუგზავნა გაიანეს მის ელექტრონულ ფოსტაზე. დაახლოებით 12:30 საათზე მივიდა ეს პიროვნება და წაიღო აღნიშნული დოკუმენტი გა--------–-------ისგან. რაც შეეხება მეორე დოკუმენტის დამზადებას დატოვებული აიდი ბარათის მეშვეობით, ამ პიროვნებამ დაურეკა და უთხრა, რომ მას სასწრაფოდ უნდოდა აიდი ბარათის უკან დაბრუნება. მოწმის მეუღლე გადიოდა სამსახურში და მას გაატანა აიდი ბარათი, რომელმაც გადასცა მის მიერ მითითებულ პიროვნებას. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გარკვეული შეცდომა იყო დოკუმენტში, რაც გაასწორა და ამობეჭდვა კვლავ გაიანეს სთხოვა, რომელმაც გადასცა შესწორებული დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი იყო მინდობილობა, მას ჰქონდა სანოტარო აქტის სახე, მაგრამ ოფიციალურად არ იყო სანოტარო აქტი, რადგან არ იყო დაფიქსირებული არც ხელმოწერები და არც ბეჭედი არ ჰქონდა დასმული. უბრალოდ აკრეფილი იყო ხელით ზუსტად იმავე ფორმით რა სახითაც ადგენს ნოტარიუსი. დოკუმენტზე მითითებული ნოტარიუსი სახელი იყო თუ სწორად ახსოვს ა-–--- ხოლო გვარი იყო სომხური. ერთი დოკუმენტი შედგენილი იყო გე-–------------–---–ის, ხოლო მეორე თე----------–------ას სახელზე. მოწმემ მომსახურების საფასური აიღო 30 ლარი თარგმანის და 20 ლარი შესწორებისთვის.
მოწმის ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე გა--------–-------მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზუ---------------მ განაცხადა, რომ არის თარჯიმანი. თუ სწორად ახსოვს მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, ტელეფონზე დაუკავშირდა ერთი მამაკაცი(მიუთითა ვ---------------------ზე) და უთხრა, რომ ტექსტი ჰქონდა გადასათარგმნი. ნახევარი საათის შემდეგ მივიდა აღნიშნული პიროვნება მოწმესთან, რომელსაც ქართულ ენაზე შესრულებული ტექსტი გადაუთარგმნა ინგლისურ ენაზე. როგორც ახსოვს, ტექსტი იყო შედგენილი ორ პიროვნებაზე და დამკვეთმა უთხრა, რომ მეორე დოკუმენტის შინაარსი იქნებოდა იგივე, მხოლოდ პირადი მონაცემები შეიცვლებოდა. დოკუმენტში ნახსენები იყო უცხოელის სახელი და გვარი, რომელიც მინდობილობით გასცემდა უძრავი ქონების განკარგვის ნებართვას. ერთ შემთხვევაში ეს უფლება გადაეცემოდა გე-–------------–---–ს, ხოლო მეორე შემთხვევაში თე----------–------ას. დოკუმენტი შედგენილი იყო სანოტარო აქტის ფორმით, თუმცა არ ჰქონდა არც ხელმოწერები და არც ბეჭედი. მეორე საღამოს ეს პიროვნება კვლავ დაუკავშირდა, განუმარტა, რომ რაღაც მონაცემები იყო შესასწორებელი. კერძოდ, ერთ დოკუმენტში არსებული პირის - გე-–------------–---–ის მონაცემები აირია მეორე დოკუმენტში არსებული პირის თე----------–------ას მონაცემებში. მოწმემ შეასწორა შეცდომა და გაატანა უკან. ასევე შესაცვლელი აღმოჩნდა ნოტარიუსის შტრიხი და კოდი, რაც ზუ---------------მ შეუსწორა. აღნიშნული პიროვნება მოწმეს დაუკავშირდა 5----------- ნომრიდან პირად ნომერზე 5------------ მოწმემ დაადასტურა, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი მასალები არის ზუსტად ის, რაც თავად გადათარგმნა. ზუსტად იგივე ტექსტი თარგმნა ქართულიდან ინგლისურად რაც მასთან იქნა წარდგენილი.
2017 წლის 22 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა მარ---------------მა ამოსაცნობად წარმოდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარცხნიდან მესამე ადგილას მდგომი ვ---------------------ი. მისი განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ 2017 წლის 04 ივნისს სწორედ ეს პირი გაეცნო მას სახელით - დ------ მან გადასცა მას ქართულ ენაზე შესრულებული ერთგვერდიანი დოკუმენტი სომხურ ენაზე სათარგმნად და ამასთან დაკავშირებით იგი ურეკავდა ხოლმე მას. მარ---------------ის განცხადებით, მან პიროვნება ამოიცნო სახით (სახის მოყვანილობით, ცხვირ-ტუჩით, სახეზე არსებული შრამით), აღნაგობითა და სიმაღლით.
2017 წლის 22 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა გა--------–-------მა განაცხადა, რომ ამოსაცნობად წარმოდგენილი სამი პირიდან მან ამოიცნო მარცხნიდან მესამე ადგილას მდგომი ვ---------------------ი. მისი განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პიროვნება არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც ორჯერ მიაკითხა მას სამსახურში და მას გადასცა მარ---------------ის მიერ გადმოგზავნილი და მის მიერ ამობეჭდილი დოკუმენტაცია. გა--------–-------ის განცხადებით, მან პიროვნება ამოიცნო სახით, სიმაღლითა და აღნაგობით.
2017 წლის 27 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ზუ---------------მ განაცხადა რომ წარდგენილი სამი პიროვნებიდან მარცხნიდან მესამე ადგილად მდგომი პირი - ვ---------------------ი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც მას ქართულიდან ინგლისურ ენაზე სათარგმნად გადასცა დოკუმენტები, რა მიზნითაც რამოდენიმეჯერ შეხვდა აღნიშნულ პიროვნებას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ხა---ა ხე-–--ემ განაცხადა, რომ არის თარჯიმანი და მისი სამუშაო ადგილი განთავსებულია სამთო ქიმიის შენობაში. 2017 წლის 06 ივნისს მოქალაქემ სთხოვა, რომ ეთარგმნა მინდობილობა, რომელიც იყო ინგლისურ და სომხურ ენებზე შედგენილი. მოწმემ თარგმნა მხოლოდ ინგლისური ენიდან და დაამოწმა ნოტარიუსთან, რის შემდეგაც წაიღო მოქალაქემ. მინდობილობის ტექსტის თანახმად, ე----------ოქალაქე თავის ქონებას ანდობდა თე----------–------ას. ხა---ა ხე-–--ეს არ ახსოვს ის პიროვნება, ვინც სათარგმნად მიუტანა მინდობილობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მაი--------–---–მა განაცხადა, რომ არის რუსული და ინგლისური ენების თარჯიმანი, მუშაობს ქ. თბილისში, მ--------–---–--------- -ში. მას ინგლისურიდან ქართულ ენაზე გადასათარგმნად მიუტანეს მინდობილობა, რომელიც იყო საკუთრების, მიწის გასხვისებაზე. მინდობილობის გამცემი იყო ე----------ოქალაქე იბრაჰიმ მესიჰა, ხოლო მიმღები თე----------–------ა. თარგმნის შემდეგ ნათარგმნი შეიტანა ნოტარიუსთან და დაამოწმა. ერთი და იგივე პიროვნებამ მოიტანა და წაიღო მინდობილობა, თუმცა ვინ იყო არ ახსოვს.
2017 წლის 16 ივნისის ვ---------------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვ---------------------ისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი „iphone” ბილაინის სიმ ბარათით N5--------, ასევე 27 ცალი 100 ლარიანი კუპიურა და ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, სულ 2750 ლარი.
ვ---------------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის შედეგად სტუდიოს ტიპის ოთახში განთავსებული შავი ფერის კომოდის უჯრიდან ამოღებული იქნა მოვარდისფრო 7 ცალი ლენტი და ყვითელი ფერის 2 ცალი ლენტი შეკრულ მდგომარეობაში. აივნიდან ამოღებული იქნა 2 ცალი მრგვალი ბეჭედი, რომელიც მოთავსებულია მუყაოს ყუთში, კერძოდ პირველი ბეჭედი არის ცისფერი ფერის ემბლემიანი სომხური, ლათინური და რუსული ასოებით, ხოლო მეორე ბეჭედი არის შავი ფერის C----------------- ასევე ემბლემიანი სომხური, ლათინური და რუსული ასოებით. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
საბუთების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ხელმოწერები, სე----------------------------ას სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული, სომხურ და ინგლისურ ენაზე შედგენილ მინდობილობის სანოტარო აქტებზე: რ--------------------–-–---------------–--------–----------------------------------------------------------------–-–----------------–--------–------------------------------------- გრაფებში: „ხელმოწერა“, სავარაუდოა, რომ შესრულებული არა სე----------------------------ას, არამედ სხვა პირის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ნიმუშების სიმცირის გამო (შედარებითი კვლევისთვის არ იყო წარმოდგენილი სე----------------------------ას ხელწერის თავისუფალი ნიმუშები).
1(ა).გამოსაკვლევად წარმოდგენილ სომხურ და ინგლისურ ენებზე შესრულებულ მინდობილობაზე №-----------------------------------------–-------–-–-----------------------------–--------------------------------- დათარიღებული 2017 წლის 06 აპრილით არსებული ნაბეჭდი ტექსტი შესრულებულია ლაზერული ტიპის პრინტერზე.
1(ბ).სომხურ და ინგლისურ ენებზე შესრულებულ მინდობილობაზე №--------------------------------------–-------------------------------- არსებული ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერები შესრულებულია საწერი საშუალებით (საშუალებებით).
2(ა).გამოსაკვლევად წარმოდგენილი სომხურ და ინგლისურ ენებზე შესრულებული №---------------------------------------------------- მინდობილობების პირველი გვერდის (სომხურ ენაზე შესრულებული) სახით მხარეზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდი, პირველი გვერდის უკანა მხარეზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდის ნაწილი, რომლის მეორე ნაწილი გადადის მეორე გვერდის უკანა მხარეზე (ინგლისურ ენაზე შესრულებული), მეორე გვერდის სახით მხარეზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდი და ლუქზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდები არ არის დატანილი ნიმუშად წარმოდგენილი პირობითად №2 ბეჭდით (რომლის კორპუსი შავი ფერისაა).
2(ბ).გამოსაკვლევად წარმოდგენილი სომხურ და ინგლისურ ენებზე შესრულებულ №---------------------------------------------------- მინდობილობებზე, პირველი გვერდის (სომხურ ენაზე შესრულებული) სახით მხარეზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდი, პირველი გვერდის უკანა მხარეზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდის ნაწილი, რომლის მეორე ნაწილი გადადის მეორე გვერდის (ინგლისურ ენაზე შესრულებული) უკანა მხარეზე, მეორე გვერდის სახით მხარეზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდი და ლუქზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია ერთიდაიგივე ბეჭდით, კერძოდ შესადარებლად წარმოდგენილი პირობითად №1 ბეჭდით (რომლის კორპუსი მოლურჯო ფერისაა).
4).დადგენა იმისა, რა თანმიმდევრობით არის შესრულებული გამოსაკვლევად წარმოდგენილ მინდობილობებზე ნაბეჭდი ტექსტი და მათი ბეჭდით დამოწმება, მათი გადაკვეთის ადგილების მიხედვით, შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენს ხელთ არსებული ხელსაწყო არ იძლევა ერთმნიშვნელოვან შედეგს ბეჭდის ანაბეჭდის და ნაბეჭდი ტექსტის შტრიხების დატანის თანმიმდევრობის დასადგენად.
5). გამოსაკვლევად წარმოდგენილი სომხურ და ინგლისურ ენებზე შესრულებულ №---------------------------------------------------- მინდობილობებზე, პირველი გვერდის (სომხურ ენაზე შესრულებული) სახით მხარეზე განთავსებულ ბეჭდის ანაბეჭდზე, პირველი გვერდის უკანა მხარეზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდის ნაწილზე, რომლის მეორე ნაწილი გადადის მეორე გვერდის (ინგლისურ ენაზე) უკანა მხარეზე, მეორე გვერდის სახით მხარეზე განთავსებულ ბეჭდის ანაბეჭდზე და ლუქზე არსებულ ბეჭდის ანაბეჭდებზე, ასევე შესადარებლად წარმოდგენილ პირობითად №1 და №2 ბეჭდებზე იკითხება ერთიდაიგივე შინაარსის ტექსტი, კერძოდ პირველ რიგზე იკითხება იკითხება ტექსტი: „--------- და შემდგომში სავარაუდოდ სომხურ ენაზე შესრულებული ტექსტი, რომელსაც ექსპერტი არ ფლობს. მეორე რიგზე იკითხება რუსულ ენაზე შესრულებული ტექსტი: ”P------------------------------------------------------------- ხოლო მესამე რიგზე იკითხება ინგლისურ ენზე შესრულებული შემდეგი შინაარსის ტექსტი: ”*R----------------------------------------------------------- (მრავალწერტილებით აღნიშნულია ასოები, რომლებიც არ იკითხება). დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა მა----------------მ და თამ----------–-–---–მა.
სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ნ--–-------ვ-–-–-------- დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ მდებარე, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (2215 კვ.მ.) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 10 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 188 275 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (------------------------ შეადგენდა 451 220 ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქრ------- მარ----–-–---–-ა.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის №9---- დასკვნის თანახმად, 1. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ”-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- აუდიოგრამები გაშიფრულია ტექსტობრივად და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით (იხ. დანართი 1 )
2-3. გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოჩანაწერებში, კერძოდ, 1------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ საუბრობენ ვ---------------------ი, გი-----ი შოშ--–---–ი და ავ--------– შოშ--–---–ი. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ეთ----------–-–---–მა და ან-----------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა აღნიშნული, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება, რომ ვ---------------------ი და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირები საუბრობენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტსა და შემდგომში მის რეალიზაციაზე, რაც უშუალოდ უნდა განახორციელოს თე----------–------ამ.
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებეულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების ქმედებას. საქმეში არსებული, სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ---------------------მა და თე----------–------ამ ჩაიდინეს მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული ქმედება და მათი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ---------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ თე----------–------ას ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
3. რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
4. ვ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით. თავისუფლების აღკვეთა;
5. მსჯავრდებულ ვ---------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 29 ივლისიდან.
6. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ვ---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პა---მრობა - გაუქმებულია.
7. თე----------–------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. მსჯავრდებულ თე----------–------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 ივნისიდან.
9.მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თე----------–------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პა---მრობა - გაუქმებულია.
10. ნივთიერი მტკიცებულებები:
- სს საქმეზე დართული - ხუთი ცალი CD დისკი, რომელზეც ასახულია 2017 წლის 06 ივნისიდან - 2017 წლის 08 ივნისის ჩათვლით განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული ინფორმაცია; ხუთი ცალი CD დისკი, რომელზეც ასახულია 2017 წლის 09 ივნისიდან - 2017 წლის 08 ივლისის ჩათვლით განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული ინფორმაცია; ერთ ცალი CD დისკი, რომელზეც ასახულია შპს „ჯეოსელი“-დან 2017 წლის 27 ივლისს გამოთხოვილი ინფორმაცია; ერთ ცალი CD დისკი, რომელზეც ასახულია შპს „მობიტელი“-დან 2017 წლის 27 ივლისს გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ ცალი CD დისკი, რომელზეც ასახულია შპს „მაგთიკომი“-დან 2017 წლის 25 ივლისს გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ ცალი CD დისკი, რომელზეც ასახულია ვ---------------------ის ხმის ნიმუში შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- ვ---------------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება რ--------- საქალაქო სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ვ---------------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ვ---------------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მრგვალი ბეჭედი და ე.წ. ლენტები, თე----------–------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ს--------------------------------------- სამხედრო ბილეთი სერია თ--------- რომელიც ინახება რ--------- საქალაქო სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- თე----------–------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი და სხვა პირადი დოკუმენტები, რომელიც ინახება რ--------- საქალაქო სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
11. პალა---ს განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
12. პალა---ს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი