განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2018
საქმის ნომერი
330100117002160347
ინსტანცია
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100117002160347

საქმე №1ბ/680-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის, ეკა კოკილაშვილის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის: თა-------------–---ს

ადვოკატის: მარ-------------ს

მსჯავრდებულის: შ----------------

მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------------------–--------------------- პროკურორის თა-------------–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ---------------- მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის არ მქონე (ქმედების ჩადენის დროს), მცხოვრები: ქ-------------------------------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენით, შ---------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

შ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ შ--------------ს სასჯელის მოხდის ვადა ათვლა დაეწყო - 2018 წლის 23 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 10 ოქტომბრიდან - 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, შ--------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2----–-–------------------ ღამით, შ--------------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქ---------------------–--–--------–------------–------------------ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებულ 19 ლარის ოდენობის ფულად თანხას.

პირველი ინსტანციის განაჩენით შ--------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაგ გამოიხატა შემდეგში: 2----–-–------------------ ღამით, შ--------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქ---------------------–--–--------–------------–------------------ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებულ 19 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------------------–--------------------- პროკურორმა თა-------------–---მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ შ---------------- ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, სასამართლომ ცალმხრივად და ზედაპირულად შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შ---------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, შ---------------- მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტზე, აპელირებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ შ--------------- და გამოძიებით დაუდგენელი პირი მოქმედებდნენ ერთობლივად.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით და შ---------------- ჩვენებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ შ---------------- და გამოძიებით დაუდგენელი პირი დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რამდენჯერმე უახლოვდებიან სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მათ ერთმანეთთან რაიმე სახის კომუნიკაცია/კონტაქტი არ აქვთ. უფრო მეტიც, არ დასტურდება,რომ ისინი ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იცნობდნენ ერთმანეთს, ან როლები ჰქონდათ განაწილებული, რომელთა ერთობლიობაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ.

პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ აღნიშნული საფუძველზე დაადგინოს, რომ შ---------------- წინაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დაეუფლა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულად თანხას. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი იძლევა მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველს და პირის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ---------------- მიერ ჩადენილ ქმედებას. საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: კო----------ს, ზუ--------–----–---–-სა და თა------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, თავად შ---------------- აღიარებით, 2----–-–----------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------------------–----------------------------------------–-–---------------------- დასკვნით, ს-----–----------------–--------–-----------------–----------–------------------------------–-----------------–-–------------------ ექსპერტის დასკვნით და 2----–-–-------------------------------- ექსპერიმენტის ოქმით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ შ--------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის ი--------------------------–--------------------- პროკურორის თა-------------–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ი--------------------------–--------------------- პროკურორის თა-------------–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. შ---------------- ქმედება საქართველოს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

შ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.მსჯავრდებულ შ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 23 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 10 ოქტომბრიდან - 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით.

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

- მინის ნატეხი მოწითალო ფერის ლაქებით და თმის მაგვარი ბოჭკოებით, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ქაღალდის ნახევი მოწითალო ფერის ლაქებით და ქვა მოწითალო ფერის ლაქებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

-ნერწყვისა და სუნის კვალის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

· 3 დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი