განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210017001786897
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001786897

საქმე №2ბ/2966-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მ--- სულხანიშვილი

მოსამართლეები _ ირაკლი ბონდარენკო

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ვ-------- ქ---------–--ე

წარმომადგენელი - მ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ--- მ--–---ე

წარმომადგენელი - გ---------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ--- მ--–---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ--- მ--–---ე (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა ვ-------- ქ---------–--ის (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ა--–--ის ქუჩა #3-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--------------------, 2/3 ნაწილის თანამესაკუთრედ;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე მ--- მ--–---ე და მოპასუხე ვ-------- ქ---------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1991 წლის 12 ოქტომბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 1992 წლის 10 ნოემბერს დაბადებული თ------ ქ---------–--ე და 1993 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული თ-------- ქ---------–--ე.

 

2.2. მხარეთა ქორწინების პერიოდში, საქმეში წარმოდგენილი 1995 წლის 07 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, რეესტრის N------ მიხედვით, დ----- ქ-----–---–მა გაყიდა, ხოლო ვ-------- ქ---------–--ემ იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ა--–--ის ქ.N3-, ბინა 5-, რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ-------- ქ---------–--ის სახელზე.

 

2.3. მოსარჩელე მ--- მ--–---ესა და მოპასუხე ვ-------- ქ---------–--ეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2001 წლიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მ--- მ--–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ-------- ქ---------–--ეს თავისი არასრულწლოვანი შვილების, თ------ ქ---------–--ისა (დაბ. 10.11.1992) და თ-------- ქ---------–--ის (დაბ. 24.10.1993) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 60 (სამოცი) ლარის გადახდა, თითოეულ შვილზე, მათ სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით 2007 წლის 22 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ვ-------- ქ---------–--ესა და მ--- მ--–---ეს შორის 1991 წლის 12 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5. საქმეში წარმოდგენილი შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის 08/11/2017წ. N 4---------------- მიხედვით, ვ-------- ქ---------–--ის სახელზე, 2000 წლიდან დარეგისტრირებული იყო სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: 1. სახ N------, მოდელი V-------, გ/წ - 1991, სარ. მოწმ. - A--------, რეგისტრაციის თარიღი: 11.09.2000, რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი - 13.07.2006წ.

 

2.6. საქმეში წარმოდგენილი აუდიტური ფირმა ,,ჩ----ს“ მიერ შედგენილი დასკვნის N01-ქ, 08/01/2018წ მიხედვით, შეფასდა ქალაქ თბილისში, ა--–--ის ქ. N3--ში კორპუსში მდებარე N5- ბინაში შესრულებული კაპიტალური რემონტის საბაზრო ღირებულება. დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი უძრავი ქონების, კერძოდ, ჩატარებული კაპიტალური რემონტების ჯამურმა ღირებულებამ მისი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შემფასებლის მოსაზრებით შეადგინა 52 000 ლარი. ბინაში ზედა სართულიდან წყლით ჩამორეცხვის შედეგად, მოხდა ძლიერი დაზიანება, რის შემდეგაც ჩატარდა კაპიტალური რემონტი შავი კარკასის დონიდან, შეიცვალა იატაკი, ელექტრო სისტემა, კარ-ფანჯარა, გარემონტდა კედლები, ჭერი მთლიან ფართზე. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოპასუხეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია. მისი მითითებით ბინა გარემონტდა 1995 წელს, ვ-------- ქ---------–--ის ფინანსური მონაწილეობით. მას შემდეგ სახლზე მისი მხრიდან განხორციელებულ რაიმე სახის გაუმჯობესებას, მხარე არ აღნიშნავს. აუდიტის დასკვნაში მითითებული ფაქტები კი ასახავს შემდგომ პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებს, რაც სარწმუნოს ხდის მ--- მ--–---ის განმარტებას უძრავი ნივთის გაუმჯობესებაში მხოლოდ მისი მხრიდან გაღებული ხარჯის შესახებ.

 

2.7. სასამართლომ დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ვ-------- ქ---------–--ის მიერ 1995 წლის 07 ივლისს უძრავი ნივთის, მდებარე: თბილისი, ა--–--ის 3- (ა--–--ის 3-/4) (სამოთახიანი) შესაძენად განსაზღვრული ნასყიდობის თანხა, წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური ქონების, მდებარე ქ. თბილისი, თ----, მ---- მ/რ, მ--- კვარტალი, 3-- კორპ. ბინა N-, (ერთოთახიანი) გასხვისების შედეგად მიღებულ ქონებას, ვინაიდან მოსარჩელემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოპასუხემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად. თავად მოპასუხისავე მითითებით, თ----ზე მდებარე ქონება გაიყიდა მოგვიანებით, 1995 წლის 21 სექტემბერს, შესაბამისად, მიღებული თანხა ვერ იქნებოდა გამოყენებული სადავო ბინის შეძენისას, იმავე წლის ივლისის თვეში. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად და სარწმუნოდ დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ვ-------- ქ---------–--ეს წინასწარ ჰქონდა მიღებული ფული, რაც მიემართა მისი მხრიდან სწორედ სადავო ქონების საყიდლად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს : ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლომ შენიშნა, რომ საკითხის იდენტურ მოწესრიგებას გვთავაზობდა 1997 წლამდე მოქმედი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე მუხლი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--- მ--–---ე და ვ-------- ქ---------–--ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1991 წლის 12 ოქტომბრიდან. დადგენილია ასევე, რომ 1995 წლის 07 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, რეესტრის N------, ვ-------- ქ---------–--ემ იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ა--–--ის ქ.#3-, ბინა 5-.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე. ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით _ ქორწინების სააქტო ჩანაწერით მ--- მ--–---ის მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, მ--- მ--–---ისა და ვ-------- ქ---------–--ის თანასაკუთრების რეჟიმში.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა ვ-------- ქ---------–--ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მ--- მ--–---ეს, როგორც მეუღლეს, არ ჰქონდა სადავო უძრავ ქონებაში სამართლებრივი პრეტენზიის გაცხადების უფლება, იმის გამო, რომ უძრავი ქონების შეძენა განხორციელდა მხოლოდ მოპასუხის დედის მიერ ნაჩუქარი ერთოთახიანი ბინის გასხვისების შედეგად მიღებული თანხით, ვინაიდან ასეთი გარემოება სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერისა და უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით დადგენილ იქნა, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ა--–--ის ქ. N3- ვ-------- ქ---------–--ის საკუთრების უფლება წარმოიშვა 1995 წლის 07 ივლისს, მეუღლეთა ფაქტობრივი თანაცხოვრების დროს. სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია ის ფაქტიც, რომ ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, მიუხედავად იმ გარემოებისა ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა. ამდენად, მ--- მ--–---ის, როგორც ვ-------- ქ---------–--ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იგი წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრეს, ხოლო აღნიშნული პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლება ვ-------- ქ---------–--ის ვალდებულებაა, რაც მისი მხრიდან სათანადო დასაბუთებულობით არ განხორციელებულა. ამდენად, სასამართლო დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ვ-------- ქ---------–--ის მიერ 1995 წლის 07 ივლისს უძრავი ნივთის მდებარე თბილისი, ა--–--ის 3- (ა--–--ის 3-/4) (სამოთახიანი) შესაძენად განსაზღვრული ნასყიდობის თანხა, წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური ქონების მდებარე ქ. თბილისი, თ----, მ---- მ/რ, მ--- კვარტალი, 3-- კორპ. ბინა N-, (ერთოთახიანი) გასხვისების შედეგად მიღებულ ქონებას, ვინაიდან მოსარჩელემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოპასუხემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად. თავად მოპასუხისავე მითითებით, თ----ზე მდებარე ქონება გაიყიდა მოგვიანებით, 1995 წლის 21 სექტემბერს, შესაბამისად, მიღებული თანხა ვერ იქნებოდა გამოყენებული სადავო ბინის შეძენისას ივლისის თვეში. ამასთან, საქმეზე არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად და სარწმუნოდ დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ვ-------- ქ---------–--ეს წინასწარ ჰქონდა მიღებული ფული, რაც მიემართა მისი მხრიდან სწორედ სადავო ქონების საყიდლად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მ--- ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ვ-------- ქ---------–--ემ, წარმომადგენლის საშუალებით, 2018 წლის 26 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ქონების ½ ნაწილთან მიმართებით სარჩელი ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის თაობაზე. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებული სადავო ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული მუხლით დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის თანახმად, სადავო უძრავი ქონება მ--- მ--–---ისა და ვ-------- ქ---------–--ის თანასაკუთრებას წარმოადგენს, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი იმ მხარეს აწევს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ქონების ¾ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. ამრიგად, განსახილველი ნორმა აკონკრეტებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს, კერძოდ, ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი, მეუღლის შრომისუუნარობა, ასევე, მეორე მეუღლის მიერ ოჯახის საერთო ქონების გახარჯვის გამო ქონებრივი წონასწორობის აღდგენა. სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის 08/11/2017წ, 4---------------- მიხედვით, დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ-------- ქ---------–--ის სახელზე, 2000 წლიდან დარეგისტრირებული იყო სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: 1. სახ N------, მოდელი V-------, გ/წ - 1991, სარ. მოწმ - A--------, რეგისტრაციის თარიღი: 11.09.2000. მისი რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა მხარეთა ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ - 2006 წლის 13 ივლისს. ასევე, დადგენილ იქნა გარემოება იმის შესახებაც, რომ მ--- მ--–---ის მიერ სადავო ქონებაზე განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა. საქმეში წარმოდგენილი აუდიტური ფირმა ,,ჩ----ს“ მიერ შედგენილი დასკვნის N01-ქ, 08/01/2018წ მიხედვით, შეფასდა ქალაქ თბილისში, ა--–--ის ქ. N3--ში კორპუსში მდებარე N5- ბინაში შესრულებული კაპიტალური რემონტის საბაზრო ღირებულება. დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი უძრავი ქონების, კერძოდ, ჩატარებული კაპიტალური რემონტების ჯამურმა ღირებულებამ მისი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შემფასებლის მოსაზრებით შეადგინა 52 000 ლარი. ბინაში ზედა სართულიდან წყლით ჩამორეცხვის შედეგად, მოხდა ძლიერი დაზიანება, რის შემდეგაც ჩატარდა კაპიტალური რემონტი შავი კარკასის დონიდან, შეიცვალა იატაკი, ელექტრო სისტემა, კარ-ფანჯარა, გარემონტდა კედლები, ჭერი მთლიან ფართზე. სასამართლომ ყურადღება მიაქცია მასზედ, რომ საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოპასუხეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია, მისი მითითებით ბინა გარემონტდა 1995 წელს, ვ-------- ქ---------–--ის ფინანსური მონაწილეობით. მას შემდეგ სახლზე მისი მხრიდან განხორციელებულ რაიმე სახის გაუმჯობესებას, მხარე არ აღნიშნავს. აუდიტის დასკვნაში მითითებული ფაქტები კი ასახავს შემდგომ პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებს, რაც სარწმუნოს ხდის მ--- მ--–---ის განმარტებას უძრავი ნივთის გაუმჯობესებაში მხოლოდ მისი მხრიდან გაღებული ხარჯის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონებაში წილების მიკუთვნებისას გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და ვ-------- ქ---------–--ის მიერ გახარჯული მოძრავი ნივთის ღირებულების, ასევე, მ--- მ--–---ის მიერ ბინაზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მხედველობაში მიღებით, მოსარჩელის წილი სადავო უძრავ ქონებაში სასამართლოს მიერ განისაზღვრა 2/3-ით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 2001 წელს, თუმცა მ--- მ--–---ეს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების მოპოვების მოთხოვნით ქორწინების შეწყვეტიდან 3 წლის მანძილზე არ მიუმართავს სასამართლოსთვის, მან მხოლოდ 2005 წელს მიმართა სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, ამასთან, ამავე პერიოდში იხილებოდა მხარეთა განქორწინების საკითხი სასამართლოში, თუმცა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მ--- მ--–---ეს სადავოდ არცერთ შემთხვევაში არ გაუხდია, რაც აპელანტის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ მან ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაკარგა უფლება ქონებრივ დავაზე. ამავდროულად, აპელანტი მიუთითებს, რომ მან სადავო ქონება შეიძინა მშობლების მიერ ნაჩუქარი უძრავი ნივთის გასხვისების შედეგად, რაზეც ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1164-ე მუხლები და ქონება ვერ იქნება მიჩნეული თანაცხოვრების და ერთიანი საოჯახო მეურნეობის პერიოდში შეძენილად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- მოსარჩელე მ--- მ--–---ე და მოპასუხე ვ-------- ქ---------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1991 წლის 12 ოქტომბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 1992 წლის 10 ნოემბერს დაბადებული თ------ ქ---------–--ე და 1993 წლის 24 ოქტომბერს დაბადებული თ-------- ქ---------–--ე.

 

- მხარეთა ქორწინების პერიოდში, საქმეში წარმოდგენილი 1995 წლის 07 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, რეესტრის N------ მიხედვით, დ----- ქ-----–---–მა გაყიდა, ხოლო ვ-------- ქ---------–--ემ იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ა--–--ის ქ.N3-, ბინა 5-, რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ-------- ქ---------–--ის სახელზე.

 

- მოსარჩელე მ--- მ--–---ესა და მოპასუხე ვ-------- ქ---------–--ეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2001 წლიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მ--- მ--–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ-------- ქ---------–--ეს თავისი არასრულწლოვანი შვილების, თ------ ქ---------–--ისა (დაბ. 10.11.1992) და თ-------- ქ---------–--ის (დაბ. 24.10.1993) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 60 (სამოცი) ლარის გადახდა, თითოეულ შვილზე, მათ სრულწლოვანებამდე. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით 2007 წლის 22 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ვ-------- ქ---------–--ესა და მ--- მ--–---ეს შორის 1991 წლის 12 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

 

- საქმეში წარმოდგენილი შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის 08/11/2017წ. N 4---------------- მიხედვით, ვ-------- ქ---------–--ის სახელზე, 2000 წლიდან დარეგისტრირებული იყო სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: 1. სახ N------, მოდელი V-------, გ/წ - 1991, სარ. მოწმ. - A--------, რეგისტრაციის თარიღი: 11.09.2000, რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი - 13.07.2006წ.

 

- საქმეში წარმოდგენილი აუდიტური ფირმა ,,ჩ----ს“ მიერ შედგენილი დასკვნის N01-ქ, 08/01/2018წ მიხედვით, შეფასდა ქალაქ თბილისში, ა--–--ის ქ. N3--ში კორპუსში მდებარე N5- ბინაში შესრულებული კაპიტალური რემონტის საბაზრო ღირებულება. დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი უძრავი ქონების, კერძოდ, ჩატარებული კაპიტალური რემონტების ჯამურმა ღირებულებამ მისი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შემფასებლის მოსაზრებით შეადგინა 52 000 ლარი. ბინაში ზედა სართულიდან წყლით ჩამორეცხვის შედეგად, მოხდა ძლიერი დაზიანება, რის შემდეგაც ჩატარდა კაპიტალური რემონტი შავი კარკასის დონიდან, შეიცვალა იატაკი, ელექტრო სისტემა, კარ-ფანჯარა, გარემონტდა კედლები, ჭერი მთლიან ფართზე. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოპასუხეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია. მისი მითითებით ბინა გარემონტდა 1995 წელს, ვ-------- ქ---------–--ის ფინანსური მონაწილეობით. მას შემდეგ სახლზე მისი მხრიდან განხორციელებულ რაიმე სახის გაუმჯობესებას, მხარე არ აღნიშნავს. აუდიტის დასკვნაში მითითებული ფაქტები კი ასახავს შემდგომ პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებს, რაც სარწმუნოს ხდის მ--- მ--–---ის განმარტებას უძრავი ნივთის გაუმჯობესებაში მხოლოდ მისი მხრიდან გაღებული ხარჯის შესახებ.

 

4.2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ მის მიერ 1995 წლის 07 ივლისს სადავო უძრავი ნივთის შესაძენად განსაზღვრული ნასყიდობის თანხა წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური ქონების, მდებარე ქ. თბილისი, თ----, მ---- მ/რ, მ--- კვარტალი, 3-- კორპ. ბინა N-, (ერთოთახიანი) გასხვისების შედეგად მიღებულ მატერიალურ სარგებელს. პალატა შენიშნავს, რომ, როგორც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას გამოვლინდა, თავად აპელანტის მითითებით, თ----ზე მდებარე ქონება გაიყიდა მოგვიანებით, 1995 წლის 21 სექტემბერს, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ივარაუდა, რომ მიღებული თანხა ვერ იქნებოდა გამოყენებული სადავო ბინის შეძენისას, იმავე წლის ივლისის თვეში. პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ მსჯელობას მასზედ, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად და სარწმუნოდ დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ვ-------- ქ---------–--ეს წინასწარ ჰქონდა მიღებული ფული, რაც მიემართა მისი მხრიდან სწორედ სადავო ქონების საყიდლად. ამდენად, პალატა თვლის, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენა ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ვ-------- ქ---------–--ის მიერ თ----ზე მდებარე ბინის გასხვისებას, რაც პალატას აძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ სადაცო ქონება შეძენილია ერთიანი მეურნეობის გაძღოლის ფარგლებში, ვინაიდან საერთო ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, მიუხედავად იმ გარემოებისა ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ ქონება ვერ იქნება მიჩნეული თანაცხოვრების და ერთიანი საოჯახო მეურნეობის პერიოდში შეძენილად და პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა და მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1164-ე მუხლები.

 

4.3. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 2001 წელს. პალატა შენიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად არის მსჯელობა განვითარებული მასზედ, რომ მოსარჩელე მ--- მ--–---ე და მოპასუხე ვ-------- ქ---------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1991 წლის 12 ოქტომბრიდან. თუმცა მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2001 წლიდან. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით და ის ფაქტი, რომ მხარეები 2001 წლიდან ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთად, ვერ იქნება მიჩნეული მათ შორის ამ თარიღიდან ქორწინების სამართლებრივად შეწყვეტის საფუძვლად. პალატა აქვე მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას ვერც იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების მოპოვების მოთხოვნით ქორწინების შეწყვეტიდან 3 წლის მანძილზე არ მიუმართავს სასამართლოსთვის, მან მხოლოდ 2005 წელს მიმართა სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, ამასთან, ამავე პერიოდში იხილებოდა მხარეთა განქორწინების საკითხი სასამართლოში, თუმცა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მ--- მ--–---ეს სადავოდ არცერთ შემთხვევაში არ გაუხდია, რაც აპელანტის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ მან ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაკარგა უფლება სადავო ქონებაზე. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იურიდიულად მხარეებს შორის ქორწინება 2016 წლის 03 ნოემბრიდან შეწყდა, სარჩელი კი მ--- მ--–---ეს აღძრული აქვს 2017 წლის 01 თებერვალს, კანონით დადგენილი სამ წლიანი ვადის დაცვით.

 

ამდენად, პალატა შენიშნავს, რომ მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია 2016 წლის 03 ნოემბერს, აპელანტი ვერც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს და ვერს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ ადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებას სადავო ქონების მშობლების მიერ ნაჩუქარი ბინის გაყიდვით ამონაგები თანხით შეძენის თაობაზე, რის შედეგადაც პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მ--- მ--–---ის, როგორც ვ-------- ქ---------–--ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იგი წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრეს, ხოლო აღნიშნული პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლება აპელანტის ვალდებულებაა, რაც მისი მხრიდან სათანადო დასაბუთებულობით არ განხორციელებულა.

 

4.4. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-------- ქ---------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5-.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ იქნა გადახდილი 825 ლარი, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-------- ქ---------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მ--- სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო

 

ნატალია ნაზღაიძე