განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100118002312594
საქმე №1/ბ-1405-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-----–----–---–--ის,ადვოკატების: ვ-------------------------------–--ის,მსჯავრდებულის: ე-–-------–-----–--ს
მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–--------------------–-----–--ს მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ.------–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ე-–-------–-----–--ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე ე-–-------–-----–--მ ქ.------–--–-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, თავის მეუღლეს - დ--–---–-----–--ს და რძალს - ს---------------------ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენჯერმე მოუქნია ცული და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დ--–--–-----–-----------------------------მ რეალურად აღიქვეს ე-–-------–-----–--ს მუქარა და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გარდა ამისა, 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ე-–-------–-----–--მ ქ.------–--–-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, სახეში ხელი გაარტყა მისსავე რძალს - ს--------------------ს, რის შედეგადაც ს--------------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ე-–-------–-----–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ე-–-------–-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ე-–-------–-----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 იანვრიდან.
ე-–-------–-----–--ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----–----–---–--ემ, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ: ე-–-------–-----–--ს ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ძალადობის ეპიზოდში საქმეში არის წარმოდგენილი სხვა საკმარისი მტკიცებულებები გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მიუხედავად იმისა, რომ ე-–-------–-----–--მ არ ცნო თავი დამნაშავედ, ხოლო დაზარალებულმა, მსჯავრდებულის მეუღლემ დ--–--–-----–--მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. მეუღლისაგან განსხვავებით, მეორე დაზარალებული - ს-------------------- ვალდებული იყო სასამართლოსათვის მიეცა ჩვენება. დაზარალებულ დ--–--–-----–--ს მიერ ნანახი ფაქტები სასამართლოს მოუყვა მოწმე მ-----–-----–-–---–მა, რომელმაც მართალია თავის მხრივ ნაწილობრივ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ს--------------------მ სასამართლოზე შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ სახეში მოხვდა არა ე-–-------–-----–--ს მუშტი, არამედ კარი, რომელიც ოთახიდან გამოსვლისას ე-–-------–-----–--მ მიუხურა, სამართლებრივად ეს ფაქტიც კი ძალადობაა. აშკარაა, რომ სასამართლოში დაკითხვისას, მოწმეებმა სცადეს სასამართლოს შეცდომაში შეყვანა ე-–-------–-----–--ს პასუხისმგებლობისაგან გადარჩენის მიზნით, ხოლო გამოძიების დროს კი ისინი სწორ ინფორმაციას აცხადებდნენ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ე-–-------–-----–--ს მიერ რძლის - ს--------------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენა და დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები აძლევს, კერძოდ:
საქმის არსებითი განხილვის დროს ე-–-------–-----–--მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ძალადობის და არც მუქარის ფაქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ--–---–-----–--მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულმა ს--------------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაადასტურა ე-–-------–-----–--ს მხრიდან მის მიმართ სახეში ხელის გარტყმისა და ცულით გამოკიდების ფაქტი და განმარტა, რომ საპატრულო პოლიციაში დარეკა დედამთილის თხოვნით, რომელიც შეშინებული იყო ე-–-------–-----–--ს ჩხუბისა და მუქარის გამო. ე-–-------–-----–-- დ--–--–-----–--ს უყვიროდა „ამ ნაჯახით თავს მომაკვლევინებო“.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ-----–-----–-–---–მა განმარტა, რომ იგი არის ე-–-------–-----–--ს მეზობელი. 2018 წლის 12 იანვარს, ღამით, შემოესმა ყვირილის ხმა, რის გამოც გარეთ გამოვიდა და დაინახა დ--–--–-----–-- და ს--------------------, რომლებიც ატირებული ბავშვებით ეზოში იყვნენ გამოსულები. დ--–--–-----–-- იძახდა, რომ „ელგუჯა სულ გაგიჟდა, ჭკუიდან გადავიდაო“. მოწმის განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე-–-------–-----–-- ჩხუბობდა და ყვიროდა „მოგკლავო“. დ--–---–-----–--ს შეეშინდა, რომ მის მეუღლეს მართლა არაფერი ჩაედინა და მას სთხოვა ბავშვებისთვის მიეხედა. შეშინებული იყო ს--------------------ც. მოწმის განმარტებით, ე-–-------–-----–--ს მხრიდან ს--------------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, ხოლო გამოძიებაში მიცემული ჩვენება ძალადობის შესახებ ეყრდნობოდა მხოლოდ დ--–--–-----–--ს ნათქვამს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომელი – მოწმე გ-------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 13 იანვარს, ღამის საათებში, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილებაში მივიდნენ დ--–--–-----–-- და ს--------------------, რომლებიც იყვნენ ძალიან აღელვებულ მდგომარეობაში და აცხადებდნენ, რომ ე-–--------–-----–-- ცულით გამოეკიდა მათ, ხოლო ს--------------------ს ხელი გაარტყა სახის არეში, რის საფუძველზეც დაიწყეს გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ორივე პირის მიმართ მუქარის ფაქტზე. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომელი - მოწმე თ-------------–--- , რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 13 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ-------–--–-----–----–--------------------------ში მცხოვრები ე-–-------–-----–--, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რძალს - ს--------------------ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლს და რძალს, დანაშაულის იარაღს - ცულს ინახავდა მითითებულ მისამართზე, ასევე, მიიღო ინფორმაცია, რომ ე-–-------–-----–-- იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში და აპირებდა მიმალვას. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
2018 წლის 13 იანვრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ე-–-------–-----–--ს საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც მდებარეობს ქ-------–--–-----–------------------------------ში, მისაღებ ოთახში არსებული ტახტის ქვევიდან ამოღებულ იქნა ცული.
მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურა აგრეთვე სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომელმა – მოწმე გ-----------------–---–მა.
ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ძალადობის ეპიზოდში საქმეში არის წარმოდგენილი სხვა საკმარისი მტკიცებულებები გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ
აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს არავითარი ინფორმაცია არ მიაწოდა ბრალდების მხარის ვერსიით თვითმხილველმა პირმა დ--–--–-----–--მ, რომელმაც უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; თავად დაზარალებულმა ს--------------------მ სასამართლო სხდომაზე უარყო მის მიმართ ე-–-------–-----–--ს მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტი და განმარტა, რომ ე-–-------–-----–--ს მისთვის ხელი არ გაურტყამს, მას შემთხვევით მოხვდა კარი, როდესაც ე-–-------–-----–--მ იგი მიიხურა; მოწმე მ-----–-----–-–---–მა განმარტა, რომ იგი უშუალოდ არ შესწრებია ს--------------------ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს; სასამართლოსთვის არ არის წარმოდგენილი სხვა მოწმეთა ჩვენება (მათ შორის ადგილზე მყოფი არასრულწლოვანი პირების ჩვენება), რომელიც რაიმე ინფორმაციას მიაწვდიდა სასამართლოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე არ არის წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ს--------------------ს სხეულის დაზიანების თაობაზე, ხოლო ე-–-------–-----–-- უარყოფს რძლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, ამ ფონზე კი სასამართლოს არა აქვს არავითარი საფუძველი დადასტურებულად მიიჩნიოს, რომ ე-–-------–-----–--ს მხრიდან ნამდვილად განხორციელდა ძალადობა ს--------------------ს მიმართ.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ე-–-------–-----–--მ ს--------------------ს მიმართ განახორციელა ძალადობა.
რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, პალატას დადასტურებულად მიიჩნია ე-–--------–-----–--ს მიერ მეუღლისა და რძლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ:
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე ე-–-------–-----–--მ ქ.------–--–-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, თავის მეუღლეს - დ--–--–-----–--ს და რძალს - ს--------------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დ--–--–-----–-----------------------------მ რეალურად აღიქვეს ე-–-------–-----–--ს მუქარა და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, თავად დაზარალებულმა - დ--–--–-----–--მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა ე-–-------–-----–--ს მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, დადასტურებულია მოწმე ს--------------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომლის თანახმად, საპატრულო პოლიციაში დარეკა დედამთილის თხოვნით, რომელიც შეშინებული იყო ე-–-------–-----–--ს ჩხუბისა და მუქარის გამო. ე-–-------–-----–-- დ--–--–-----–--ს უყვიროდა „ამ ნაჯახით თავს მომაკვლევინებო“, და ასევე მაგული გელაშვილის ჩვენებით, რომლის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე-–-------–-----–-- ჩხუბობდა და ყვიროდა „მოგკლავო“.
აღსანიშნავია, რომ მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის დასტურდებოდეს მუქარის რეალურად განხორციელების გარდაუვალობა, არამედ საკმარისია, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, მუქარა რეალურად ჰქონდეს აღქმული და გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. დ--–--–-----–-- და ს-------------------- რომ მართლაც შეშინებულები იყვნენ მუქარის გამო, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენებით, კერძოდ, მ-----–-----–-–---–მა განმარტა, რომ როდესაც სახლიდან გამოვიდა ყვირილისა და ჩხუბის გამო, ნახა, რომ შეშინებული დ--–--–-----–-- და ს-------------------- ატირებული ბავშვებით ეზოში იყვნენ გამოსულები. ასევე ის ფაქტი, რომ დ--–--–-----–--მ მ-----–-----–-–---–ს სთხოვა ბავშვებისათვის მიეხედა, ვინაიდან ე-–-------–-----–-- „გაგიჟებული“ იყო და ეშინოდა „მართლა რამე არ ჩაედინა“, მიუთითებს იმაზე, რომ მათ მუქარა რეალურად ჰქონდათ აღქმული.
დ--–--–-----–--ს და ს--------------------ს მუქარა რეალურად რომ ჰქონდათ აღქმული, დასტურდება აგრეთვე იმით, რომ ზამთარში, გვიან ღამით შეშინებული და ატირებული ბავშვებით გამოსულები იყვნენ სახლიდან და იმყოფებოდნენ ეზოში, ვერ აწყნარებდნენ უკიდურესად აგრესიულ მდგომარეობაში მყოფ ე-–-------–-----–--ს, რის გამოც დახმარებისათვის მიმართეს პოლიციას. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე-–-------–-----–--ს მიერ აგრესიული ფორმით გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულების მხრიდან აღქმულ იქნა რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა (აგრესიული ხასიათი), ბრალდებულის პიროვნება (ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა) და გამოყენებული საგანი (ცული). ყოველივე აღნიშნულმა დაზარალებულში საფუძვლიანად გამოიწვია მუქარის განხორციელების შიში.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ე-–-------–-----–--ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ე-–-------–-----–--ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ე-–-------–-----–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ე-–-------–-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ე-–-------–-----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 იანვრიდან.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ცული (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი