განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1/ბ-607-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორების - ნ-----------–--ის, გ---------------–---–ის,ადვოკატ - მ--–--------–------–---–ის,მსჯავრდებულ - გ----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ----------------ის და მისი ადვოკატის მ--–--------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ----------------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–---------------–---–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით:
გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით;
გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2018 წლის 03 აპრილიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ
გ----------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკან---ო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 19:15 საათზე ი-----–----------ემ და გ----------------ემ მოტყუებით გააღებინეს კარი ა-–-------------ვს, ძალისა და მუქარის გამოყენებით უკან---ოდ შეაღწიეს ა-–-------------ვის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ.თბილისში, ა-----–---------–-ძის ქუჩა, კორპუსი N------------ში, ჯგუფურად თავს დაესხნენ დაზარალებულს და მუქარით, წებოვანი ლენტებისა და პლასტმასის დამჭერების გამოყენებით შეუკრეს ხელები, ფეხები და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით მოთხოვეს სახლში არსებული ფულისა და ძვირფასეულობის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. თავდამსხმელებმა ა-–-------------ვს რამდენჯერმე დაარტყეს სახის არეში, რითაც მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. თავდასხმის შედეგად ი-----–----------ე და გ----------------ე ა-–-------------ვის ბინიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჯგუფურად დაეუფლნენ ოქროს ბეჭედს - ღირებულს 1000 ლარად, ოქროს ბეჭედს - ღირებულს 1100 ლარად, ბრილიანტის ბეჭედს - ღირებულს 500 ლარად, ოქროს ჯაჭვს - ღირებულს 600 ლარად, მომრგვალო-მოგრძო ფორმის ოქროს მუსულმანურ კულონს - ღირებულს 200 ლარად, ოთკუთხა ფორმის ოქროს მუსულმანურ კულონს - ღირებულს 200 ლარად, თხელ ბრტყელ მომრგვალო ფორმის ოქროს ჯაჭვს - ღირებულს 600 ლარად, ასევე მასზე დამაგრებულ კულონს „შანელის“ მარკის ნიშნით - ღირებულს 200 ლარად, ოქროს სამაჯურს - ღირებულს 1200 ლარად, მარგალიტის მძივს - ღირებულს 150 ლარად, მარგალიტის სამაჯურს - ღირებულს 100 ლარად, ოქროს გულსაბნევს - ღირებულს 400 ლარად, მუსულმანური სიწმინდის გამოსახულებიან თეფშს - ღირებულს 20 ლარად, 2200 ლარისა და 2100 აშშ დოლარის ოდენობით ფულად თანხას, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 13526,80 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ----------------ემ და მისმა ადვოკატმა მ--–--------–------–---–მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განააჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის განმარტებით, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკან---ო. პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა მტკიცებულებების სათანადო შეფასება და მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საფუძველზე. ბრალდების მხარის მიერ გ----------------ის მხილების კუთხით წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადასტურებენ არა უშუალოდ დანაშაულის ჩადენას, არამედ იმ გარემოებას, რომ არსებობდა შემხებლობა გარკვეულ ნივთებთან და შემთხვევის ადგილთან. თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა თავად ბრალდებულის განმარტება, რომელიც საეჭვოს ხდის ექსპერტიზის დასკვნაში ხსენებული ბიოლოგიური მასალის მოპოვებას. დაცვის მხარე ასევე განმარტავს, რომ გარდა გენეტიკური ექსპერტიზისა, ასევე ბუნდოვანი და საეჭვოა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ იძლევა განმარტებას, კონკრეტულად რომელი ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში აღმოჩნდა მსჯავრდებულ გ----------------ის სუნის ნიმუშის იდენტური. ამასთან, ჩატარებული ესპერტიზა არის ბუნდოვანი და საეჭვო. პირველი ინსტანციის სასამართლო ასევე განაჩენში უთითებს სატელეფონო ზარების დროს მოსაუბრეთა ადგილმდებარეობაზე, თუმცა არ არის დადგენილი, აღნიშნული ზარების მომენტში თუ ვის ეჭირა ტელეფონი ხელში და ვინ საუბრობდა. ამდენად, დამცველი მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ საეჭვო ექსპერტიზის დასკვნები და არარელევანტური მოწმეთა ჩვენებები, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა-–-------------ვმა განმარტა, რომ 2017 წლის 23 ივნისს იმყოფებოდა სახლში მარტო. დაახლოებით 18:10 საათზე, კარზე გაიგო ზარის ხმა და კითხვაზე თუ ვინ იყო, უპასუხეს, რომ იყო ფოსტის თანამშრომელი. ოდნავ გააღო კარი, რა დროსაც სახლში შევარდა ორი პირი. ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭირა შავი ფერის იარაღი, ხოლო ორივეს ეკეთათ სამედიცინო ნიღბები და თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანები. ითხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს. დააგდეს ძირს, ხელებით და ფეხებით დააბეს, პირში ჩაუდეს შვილის ლურჯი ფერის მაისური და წებოვანი ლენტით შეუკრეს. შემდეგ თავზე ჩამოაცვეს შავი ფერის მაისური და რაღაც ჩაარტყეს, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს შესასვლელიდან მისაღებ ოთახში როგორ აღმოჩნდა. თავდასხმელებმა გონზე მოიყვანეს და ჰკითხეს, თუ სად ჰქონდა ფული და ოქრო, რაზედაც განუცხადა, რომ არც ფული ჰქონდა და არც ოქრო. წებოვანი ლენტით ისევ აუკრეს პირი, ასევე ხელები და ფეხებიც მეორედ გადაუკრეს. დადიოდნენ ოთახებში და ეძებდნენ ნივთებს. შემდეგ უჯრაში ნახეს ფული და ოქროს სამკაულები. ხოლო ერთ-ერთი მივიდა მასთან და ხელიდან მოხსნა ბაჯაღლოს ორი ცალი ბეჭედი, ბრილიანტის ერთი ცალი ბეჭედი და ცეპი ორ ცალ კულონთან ერთად. აღნიშნულის შემდეგ აიღეს შუშის მაგიდასთან მათ მიერ დადებული იარაღი, უთხრეს, რომ მის შვილს იარაღით დახვდებოდნენ სადარბაზოში და გავიდნენ სახლიდან. მას შემდეგ, რაც ბინის კარი დაიკეტა, შეძლო წებოვანილ ლენტისგან გაეთავისუფლებინა ხელები, დაურეკა მეზობელს - ნ---ა გ----ს, რომელსაც პასპორტით სხვა სახელი ჰქვია და სთხოვა, დაერეკა პოლიციაში. შემდეგ შვილსაც დაურეკა და უთხრა, რომ სახლში ქურდები იყვნენ და მარტო არ მისულიყო. შემთხვევის ადგილზე ძალიან მალე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მას (ა-–-------------ვს) აღნიშნული შემთხვევის გამო დაუზიანდა კბილები, ტკიოდა ფეხი, დაემართა „შაქარი“, თვალებზე ქონდა გემატომა და მას შემდეგ უწევს სათვალის ხმარება. ასევე მიუთითა, რომ მისი სახლიდან წაიღეს - 2 ცალი ბაჯაღლოს ბეჭედი, 1 ცალი ბაჯაღლოს რგოლი („კალიცო“), 1 ცალი ცეპი, 2 ცალი კულონი, 2200 ლარი, 2100 აშშ დოლარი, ოქროს სამაჯური, ცეპი თავისი კულონით, გულსამაგრი, მისი ბიჭის 2 სუნამო, 2 ოქროსფერი ქანდაკება, მოოქროვილი თეფში, ბიჟუტერიის ცეპი, 2 ცალი ბიჟუტერიის ბეჭედი, მარგალიტის მძივი და სამაჯური. საერთო ჯამში მიადგა 13526,80 ლარზე მეტი მატერიალური ზიანი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც რამდენიმე ნივთიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----------------მა განმარტა, რომ დაზარალებული ა-–-------------ვი არის მისი დედა. 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე გამოვიდა სამსახურიდან და კუთვნილი ავტომანქანით მივიდა სანაპიროზე მდებარე „ლ-------–-ს“ ავტოსადგომზე მანქანის გასარეცხად. დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო იქ, რის შემდეგაც წავიდა სამტრედიის ქუჩისკენ. გზაში გრძნობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა, კერძოდ, გვერდით ავტომობილიდან ვიღაც გამუდმებით უყურებდა. ამის შემდეგ ავტომობილი მოაბრუნა სახლისკენ და გააჩერა ქ.თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მაღაზია „შინხოფერთან“. შეიძინა სხვადასხვა პროდუქტები, დაბრუნდა ავტომანქანაში და მიდიოდა სახლში, რა როდესაც დაურეკა დედამ და აღელვებული ხმით უთხრა, რომ 10 წუთის წინ მოტყუებით შევარდნენ მის სახლში, იარაღით ემუქრებოდნენ და წაიღეს მისი კუთვნილი ოქროს ნივთები, ასევე ფულადი თანხა. აღნიშნულის შემდეგ მოწმე მივიდა წერეთლის მეტროს წინ მდებარე პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ. პოლიციის თანამშრომლის მითითებით, წავიდა სახლისკენ, თუმცა სახლში არ ასულა საპატრულო პოლიციის მისვლამდე. სამართალდამცავების მისვლის შემდეგ ავიდა სახლში, სადაც ნახა საშინელ მდგომარეობაში მყოფი დედამისი, რომელსაც პირზე ეკეთა წებოვანი ლენტი, მიბმული ჰქონდა ლურჯი ფერის მაისური, მოსდიოდა სისხლი, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და 4 კბილი გატეხილი, თვალზე ჰქონდა გემატომა და საუბრობდა ძალიან ხმადაბლა. შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. პატრულის თანამშრომლებმა პოლიციის ლენტით დალუქეს სახლი, რის შემდეგაც მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. სამართალდამცავების და ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ბიომასალა, ანაბეჭდები, ე.წ. „სკოჩი“, თეთრი ფერის პლასტმასის ავტომანქანის ე.წ. „ჟგუტები“ და მაკრატელი. მათი სახლიდან წაღებული იყო 2100 აშშ დოლარი, 2200 ლარი, დედამისი კუთვნილი ოქროს ნივთები, რელიგიური თეფში, 2 ცალი რელიგიური კულონი და 2 ცალი სუნამო, რის გამოც მის ოჯახს საერთო ჯამში მიადგა 13000 ლარზე მეტი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----–-------მ განმარტა, რომ არის ა-–-------------ვის და ი-----------------ის მეზობელი. 2017 წლის 23 ივნისს, ტელეფონზე დაურეკა ალ---, რომელსაც ჰქონდა ძალიან აღელბეული ხმა. უთხრა, რომ დააყაჩაღეს და სთხოვა დაერეკა პოლიციაში. მოწმემ დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში, განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ და ჩავიდა ა-–-------------ვთან. იგი დახვდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სახეზე ჰქონდა სისხლი და ნორმალურად ლაპარაკი უჭირდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----------–-------ა განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი. 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა მგზავრმა და სთხოვა „მეგალაინთან“ წაყვანა. ვ----–--------–----–---–-ს და ქუთაისის ქუჩების გავლით მგზავრი მიიყვანა „მეგალაინთან“, კერძოდ, კ-------–---ს ქუჩის დასაწყისში. მის ავტომანქანაში ყოფნისას მგზავრმა ტელეფონით ისარგებლა და ვიღაცას ჰკითხა თუ რომელი მხრიდან უნდა მისულიყო „მეგალაინთან“. მოწმე ზ----------–-------ა დაადასტურა მისი მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმეტში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------–--მ განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი და სარგებლობაში ჰყავს „ოპ--–----------ს“ მარკის შავი ფერის ავტომანქანა. 2017 წლის 23 ივნისს, „მ----–----ს“ გვერდით არსებულ ქუჩაზე მიიყვანა მგზარვი, რის შემდეგაც მის ავტომანქანაში ჩაჯდა დაახლოებით 20-30 წლამდე ორი მამაკაცი და სთხოვეს დ----------------ე გაყვანა. მოწმემ მოაბრუნა ავტომანქანა და ავიდა წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც დიდუბის გავლით მივიდა ზესტაფონის ქუჩაზე. ამის შემდეგ ხელმარჯვნივ შუქნიშანთან შეუხვია და დაახლოებით 200-300 მეტრში გაჩერდა, სადაც ჩავიდნენ აღნიშნული პირები. გ--------------–--მ დაადასტურა, რომ მოხდა მისი ავტომანქანის დათვალიერება, რა დროსაც ექსპერტების მიერ აღებული იქნა ნიმუშები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ--------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ------–--–--–-----–----------------------ში მდებარე შ----------––-“ ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე. ადმინისტრაციული შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელთაგან ერთ-ერთი იყურება კ-------–---ს ქუჩის მხარეს. მოცემული ობიექტიდან სამართალდამცავების მიერ ამოღებული იქნა ვიდეოჩანაწერები. მათში დაფიქსირებული დრო დაახლოებით 4 საათით უსწრებს წინ რეალურ დროს, რაც გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამართველოს მე-2 განყოფილებაში. 2017 წლის 28 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ.თბილისში, კ-------–---ს ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდათ 1982 წელს დაბადებულ ი-----–----------ეს და 1988 წელს დაბადებულ გ----------------ეს. ინფორმაციის მიღების დღისთვის ი-----–----------ე იმყოფებოდა დ--------ში, ხოლო გ----------------ე - ვ-–----–----–-----------ზე. მოწმემ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 28 ივნისის მდგომარეობით მუშაობდა ქ------–----------------------------- პოლიციის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში. 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე განსახილველ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქ------–--–-------------–--------------ს“ მიმდებარე ტირიტორიიდან „მერსედესის“ მარკის ავტომანაქანით, რომელიც ეკუთვნოდა მოქალაქე ზ----------–------ს, ქ.თბილისში, კ-------–---ს ქუჩის N--თან მივიდა პიროვნება, რომელსაც სავარაუდოდ ჩადენილი უნდა ჰქონოდა ყაჩაღობის ფაქტი. მოწმემ მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 23 ივნისის მდგომარეობით მუშაობდა ქ------–----------------------------- პოლიციის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 24 ივნისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესულებისას მიიღო ინფორმაცია, რომ 2017 წლის 23 ივნისს მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე პირები გადაადგილდნენ კ-------–---ს ქუჩიდან, ზესტაფონის ქუჩის მიმართულებით, გ--------------–--ს მართვის ქვეშ მყოფი „ოპ--–----------ს“ მარკის ა/მანქანით. მოწმემ მიღებული ინფორმაცია პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა: გ-----------–--------–-----------–------------–------–----–---–-----------------------------------------------------–-–---–---------------------–-–---–------------------–---–------–----–--–-------------–-–----------------------------------------------–-–---–------------------–-–---–----------------–--–---–----------------–-----------–-------------------------------------------–---–---------------------–----–--------------------------–---–----------------------------------------------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა სახის საპროცესო მოქმედებების სისწორე და კან---იერება.
2017 წლის 23 ივნისის შემთხვევის ადგილის დათლიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების კონკრეტულ ადგილს წარმოადგენს ქ.თბილისში, ა-----–---------–-ს ქუჩაზე მდებარე კორპუსი N----------, სადაც ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 3 ცალი სუნის კვალის ნიმუში, კერძოდ, შესასვლელი კარებიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ საძინებელში ტანსაცმლის გარდერობის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან, მისაღებ ოთახში მარჯვენა მხარეს ჭურჭლის კარადის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან და მისაღები ოთახიდან ხელმარცხნივ გასასვლელიდან საძინებელ ოთახში კომოდის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან. ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები მოთავსდა 0,5 ტევადობის შუშის გამჭვირვალე ქილებში, სამძებრო ძაღლი გაშვებული იქნა სუნის კვალზე, შემთხვევის ადგილიდან ჩავიდა კიბეებით სადარბაზოს პირველ სართულზე, ეზოს გავლით შემოუარა კორპუსს და გზის სავალ ნაწილზე, კ-------–---ს ქუჩაზე გაჩერდა. აღნიშნულის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, შესასვლელ კართან მარცხენა მხარეს ბეტონის საფარის ზედაპირიდან ამოღებული იქნა წებოვანი ლენტი დაკუჭულ მდგომარეობაში. ასევე, შესასვლელ ფოიეში მდგომი სკამის ზედაპირიდან ამოღებული იქნა დაკუჭულ მდგომარეობაში მყოფი წებოვანილ ლენტი და პლასტმასის დამჭერი. ხოლო მისაღები ოთახის შესასვლელ კართან იატაკის ზედაპირიდან და მისაღები ოთახის იატაკის ზედაპირიდან - 2 ცალი პლასმასის დეტალი. საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებული იქნა 24 ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, 1 ლარიანი 6 ცალი ფულადი მონეტა, 1 ცალი მაკრატელი და ხელის კვლები. ამოღებული ნივთები და ნიმუშები შეიფუთა ცალ-ცალკე პაკეტებში და დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 24 ივნისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მოწმე გ--------------–--ს მართვის ქვეშ მყოფი შავი ფერის „ოპ--–----------ს“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით L------. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: 1)ბილოგიური კვლები, 2)თითის კვლები, 3)მიკრონაწილაკები, 4)სუნის კვლები და 5)მიკროორგანიზმების ნიმუშები, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით კან---მდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2017 წლის 24 ივნისის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ა-–-------------ვისგან ამოღებული იქნა 1 ცალი ლურჯი ფერის მოკლემკლავებიანი მაისური, რომელსაც საყელოზე შიდა მხარეს აღენიშნება ლათინურ ენაზე წარწერა “T---------“. ამოღებული მაისური მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა N------- ლუქით.
2017 წლის 27 ივნისი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ მოწმე ზ----------–------ი გამომძიებელს და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტებს უჩვენებს იმ ადგილებს, სადაც მან 2017 წლის 23 ივნისს დაახლოებით 19:00 საათზე ავტომანქანაში ჩაისვა მგზავრი, რომელიც კონკრეული მონაკვეთების/ქუჩების გავლით მიიყვანა ქ.თბილისი, კ-------–---ს ქუჩაზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიდინარეობა დაფიქსირებული იქნა შესაბამის ოქმში, რა დროსაც გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რომლებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
2017 წლის 28 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ.თბილისი, ვ-–----–----–---------------- კორპუსთან ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ----------------ე, რომელსაც დაკავების შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გ----------------ისგან ამოღებული იქნა ,,hTC” ფირმის მობილური ტელეფონი შპს „ჯეოსელის“ სიმ-ბარათით - 5-----------, 1 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 4 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 3 ცალი 1 ლარიანი მონეტა, 1 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 2 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 5 თეთრიანი მონეტა, თეთრი ფერის ბურთულებიანი სამაჯური, რომელსაც აქვს ვერცხლისფერი შესაკრავი, გ----------------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, 1 რგოლზე ასხმული 2 ცალი გასაღები და ოქროსფერი ოვალური ფორმის მცირე ზომის ლითონის ფრაგმენტი. ამოღებული ნივთები მოთავსდა შესაბამის პაკეტებში და დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 28 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ქ.თბილისში მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გამოსასვლელისა და თ------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ი-----–----------ე, რომელსაც დაკავების შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ი-----–----------ისგან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 52 ლარის ოდენობით, ფრჩხილების საჭრელი მოწყობილობა - ე.წ. ,,კუსაჩკა“, მოთეთრო ფერი ბურთულებით აწყობილი მძივი, შავი ფერის ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი ე.წ. „ფლეშკა“ ლურჯი ფერის გულით და „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო სააბონენტო ნომერი 5-----------. ამოღებული ნივთები/საგნები მოთავსდა შესაბმის პაკეტებში და დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 28 ივნისის სუნის ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ გამომძიებლის და ექსპერტების მონაწილეობით ი-----–----------ისგან და გ----------------ისგან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები.
2017 წლის 29 ივნისის ნერწყვის, ხელის კვლების და ფოტოგამოსახულების ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ გამომძიებლის და ექსპერტების მონაწილეობით ი-----–----------ისგან და გ----------------ისგან აღებული იქნა ნერწყვის, ხელის კვლების და ფოტოგამოსახულების ნიმუშები.
2017 წლის 5 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ქ.-----–---------–--------–-----------------ში მდებარე კაზინო „სინოტის“ ტექნიკური მენეჯერ - მიხეილ კვარაცხელიასგან თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა კაზინოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთავალო კამერების ჩანაწერები, რომელიც მოიცავს 2017 წლის 23 ივნისის 18:30 საათიდან 2017 წლის 23 ივნისის 20:00 საათამდე პერიოდს. მითითებული ჩანაწერი მოთავსებულია 2 ცალ დისკზე, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 5 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ქ.თბილისი, არ. კ-------–---ს ქუჩა N-2-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „მ----–----დან“ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა სავაჭრო ცენტრ „მ----–----ს“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთავალო კამერების ჩანაწერები, რომელიც მოიცავს 2017 წლის 23 ივნისის 18:30 საათიდან 2017 წლის 23 ივნისის 20:00 საათამდე პერიოდს. მითითებული ჩანაწერი მოთავსებულია 1 ცალ დისკზე, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 5 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ქ.თბილისი, ა---–--------–------------------ში მდებარე შპს ,,პ-----–--“ ოფისის მენეჯერ - თ--------------–---–ისგან თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა შპს „პ-----–--“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთავალო კამერების ჩანაწერები, რომელიც მოიცავს 2017 წლის 23 ივნისის 18:30 საათიდან 2017 წლის 23 ივნისის 20:00 საათამდე პერიოდს. მითითებული ჩანაწერი მოთავსებულია 1 ცალ დისკზე, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 12 ივლსის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ა-–-------------ვმა მისთვის წარდგენილ 3 ნივთიდან (თეთრი ფერის მარგალიტის მძივებიდან) სიგრძით, ჩამკეტის ფორმით, მექანიზმით და ზოგადი იერსახით ამოიცნო მისი კუთვნილი მძივი, რომელიც ყაჩაღურ თავდასხმამდე მოთავსებული ჰქონდა მის საცხოვრებელ ბინაში.
2017 წლის 12 ივლსის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ა-–-------------ვმა მისთვის წარდგენილ სამი ნივთიდან (თეთრი ფერის მარგალიტის სამაჯურებიდან) ჩამკეტის ფორმით, ზედაპირით, მექანიზმით და იერსახით ამოიცნო მისი კუთვნილი სამაჯური, რომელიც ყაჩაღურ თავდასხმამდე მოთავსებული ჰქონდა მის საცხოვრებელ ბინაში.
ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალირების ოქმების თანახმად, დათვალიერდა შპს „მ--------–--------–-------------------------–------------–----ნ“ გამოთხოვილი ინფორმაცია გ----------------ის და ი-----–----------ის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების, აღნიშნულ ნომრებზე კავშირში მყოფი პირების დემოგრაფიული მონაცემების, მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის და იმეი კოდების შესახებ.
2017 წლის 29 ივნისის სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქ. ა-–-------------ვს 26.06.17 წელს პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და ქვედა ტუჩის ლორწოვანი ნახეთქის სახით (მათი აღწერილობა და ლოკაცია იხ. პირადი შემოწმების მონაცემებში). აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-–----------–--ემ.
2017 წლის 06 ივლისის სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად გენტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: 1) პაკეტში წარწერით „თეთრი ფერის ბურთულებიანი სამაჯური“, მოთავსებულ სამაჯურზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის გ----------------ეს (პაკეტში წარწერით „ნერწყვის ნიმუში 1 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული მოწმე გ----------------------------ს (დაბ. 29.11.1988 წელს) პირის ღრუდან), 2) პაკეტში წარწერით „ბრალდებულ ი.რაზმაძის ჩხრეკისას ამოღებული მძივი“, მოთავსებულ მძივზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ი-----–----------ეს (პაკეტში წარწერით „ნერწყვის ნიმუში 1 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული მოწმე რაზმაძე ირაკლი ბორისის ძის (დაბ. 12.06.1982 წელს) პირის ღრუდან), 3) პაკეტში წარწერით „მწებავი ლენტები დაკუჭულ მდგომარეობაში, ბინაში შესასვლელ კარებთან გარე მხარეს, სადარბაზოში იატაკის ზედაპირიდან. მწებავი ლენტები დაკუჭულ მდგომარეობაში, პლასტმასის დამჭერი ამოღებული ბინაში შიდა მხარეს შესასვლელ მხარეს შესასვლელ კართან სკამის ზედაპირიდან“ მოთავსებულ წებოვან ლენტებზე, სალტებზე და ხელთათმანის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N3,5,6-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი-----–----------ეს. ობ. N4-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ალინა ბოგდანოვას, გ----------------ის და ი-----–----------ის გენეტიკური თანამონაწილეობა და 4) ამავე წებოვან ლენტზე (ყუთი წარწერით ,,გარე მხარეს მწებავი ლენტები“) არსებული მოყვითალო-მოყავისფრო გრძელი თმის ღერები ეკუთვის ა-–-------------ვას, ხოლო მოკლე მოშავო ფერის თმის ღერი ი-----–----------ეს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი-------------მ.
2017 წლის 11 აგვისტოს სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად გენეტიკური კვლევის და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა: 1) ობ. N---ის (კონვერტი წარწერით - „ანაწმენდი ბინაში შესასვლელ კართან, გარე მხარეს ზარის დასარეკი ღილაკის ზედაპირიდან“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----------------ეს (ობ. N8), 2) ობ. N-2,15-17-ის გენეტიკური პროფილები შერეულია, 3) ობ. N-2-ის (კონვერტები წარწერით - „ბინაში შესასვლელი კარების გარე სახელურის ზედაპირიდან“) გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ----------------ის (ობ. N8) გენეტიკური პროფილის იდენტურია, 4) პაკეტში წარწერით „ა-–-------------ვისგან ამოღებული ლურჯი ფერის მაისური“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N26-28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ა-–-------------ვას და 5) პაკეტში წარწერით „ანაწმენდები 4 ცალ სპეც. ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა/მანქანის უკანა მარცხენა და მარჯვენა კარის სახელურის გარე ზედაპირიდან“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალა (ობ. N30; კონვერტი წარწერით ,,ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარის სახელურის გარე ზედაპირიდან“) ეკუთვნის ი-----–----------ეს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი-------------მ.
2017 წლის 08 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივნისს ქ.თბილისი, ა-----–---------–-ძის ქუჩა, კ-----------------------------ში ა-–-------------ვის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, ბინაში შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს საძინებელში ტანსაცმლის კარადის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან, მისაღებ ოთახში მარჯვენა მხარეს ჭურჭლის კარადის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან, მისაღებიდან გასასვლელ საძინებელ ოთახში კომოდის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან და ავტომანქანა „ოპელის“ სახ. ნომრით L---------ის უკანა მარცხენა და უკანა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ----------------ისგან და ი-----–----------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ------------------მ.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შესაბამისი ორგანიზაციებიდან/დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ასახულია შემთხვევის ადგილთან ახლოს ზ----------–------ის და გ--------------–--ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილები და მათ მიერ მგზვართა გადაადგილება.
მოცემულ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ა-–-------------ვმა საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2017 წლის 23 ივნისს საღამოს საათებში მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. აღწერა, თუ როგორ და რა მიზნით მოხვდნენ დამნაშავე პირები მის ბინაში და დაწვრილებით ისაუბრა მისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ფიზიკური ძალადობისა და იარაღის გამოყენებით მასზე მუქარის განხორციელების დეტალებზე. ასევე, ა-–-------------ვმა დეტალურად მოახსენა სასამართლოს მისგან წაღებული ნივთების ჩამონათვალის და საერთო ჯამში მისთვის მიყენებული ზიანის შესახებ. მანვე დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მისი კუთვნილი მარგალიტის მძივი და სამაჯური.
დაზარალებულის ჩვენება სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მოწმეების: ი-----------------ის და მ-----–-------ს ჩვენებებთან, რომლებიც ა-–-------------ვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის იდენტურად აღწერენ ამ უკანასკნელის მიერ მათთან სატელეფონო კომუნიკაციის, შემთხვევის ადგილზე მათი მისვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების და დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალებს. ამასთან, იმ ფაქტს, რომ ა-–-------------ვის ცემას და მუქარას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ადასტურებს მის სხეულზე არსებული დაზიანებებიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ა-–-------------ვს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და ქვედა ტუჩის ლორწოვანი ნახეთქის სახით, რომლებიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით კი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, დგინდება რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი განხორციელებისას არ გამოვლენილა კონ---ის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მისი შემდგენი პირების მიერ და პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში. პოლიციის თანამშრომლების მიერ თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად იქნა აღწერილი როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა, ასევე გ----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის პროცედურები, ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საპროცესო დამაგრება განხორციელებულია კან---ის სრული დაცვით, ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. საექსპერტო მასალების მომპოვებელი პირების ჩვენებებში, ასევე ექსპერტიზის დასკვნებსა და ექსპერტთა ჩვენებები სისწორეში ეჭვის შეტანის საფძველი პალატას არ გააჩნია და ვერც დაცის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები, რაც გამოკვლეული მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად დადგინდა, რომ თეთრი ფერის ბურთულებიან სამაჯურზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის გ----------------ეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ წებოვან ლენტებზე არსებულ გენეტიკური პროფილში გამოვლინდა ა-–-------------ვის, გ----------------ის და ი-----–----------ის გენეტიკური თანამონაწილეობა. ასევე, ა-–-------------ვის ბინაში შესასვლელ კართან, გარე მხარეს ზარის დასარეკი ღილაკის ზედაპირიდან და ბინაში შესასვლელი კარების გარე სახელურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდის გენეტიკური პროფილები ეკუთვნის გ----------------ეს. რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, დადგენილია, რომ ქ.თბილისი, ა-----–---------–-ძის ქუჩა, კ-----------------------------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები გ----------------ისგან და ი-----–----------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების იდენტურია. ამდენად, წარმოდნეილი ექსპერტიზის დასკვნები არის უტყუარი დადასტურება იმისა, რომ გ----------------ე ნამდვილად იმყოფებოდა ა-–-------------ვის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში და მონაწილეობა მიიღო მის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ეჭვის ქვეშ აყენებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სანდოობას და განმარტავს, რომ დასკვნა არ იძლევა განმარტებას, კონკრეტულად რომელი ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში აღმოჩნდა მსჯავრდებულ გ----------------ის სუნის ნიმუშის იდენტური; ასევე, მასში არ არის მითითებული ძაღლის მდგომარეობა და ის გარემოება, თუ რამდენჯერ იქნა გაშვებული საკვლევ ობიექტთან ძაღლი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ექსპერტიზის წინაშე შესადარებლად წარდგენილი იქნა საგამოძიებო და სხვა სახის საპროცესო მოქმედებების შედეგად უკვე მოპოვებული, შემთხვევის ადგილიდან და თავად მსჯავრდებულ გ----------------ისაგან აღებული სუნის ნიმუშები, რომლებიც იყო დალუქულ მდგომარეობაში. დასკვნაში კონკრეტულად და კატეგორიულად არის მითითებული, რომ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, ბინაში შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, საძინებელში ტანსაცმლის კარადის წინ, პარკეტის იატაკის ზედაპირიდან, მისაღებ ოთახში მარჯვენა მხარეს, ჭურჭლის კარადის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან, მისაღებიდან გასასვლელ საძინებელ ოთახში კომოდის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან აღებული სუნის კვლის ნიმუშები, გ----------------ისგან და ი-----–----------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების იდენტურია. აღნიშნული მოწმობს იმას, რომ თითოეული ადგილიდან აღებულ სუნის ნიმუშში აღმოჩნდა გ----------------ის სუნის ნიმუში.
რაც შეეხება უშუალოდ იმ ფაქტს, თუ რა ვითარებაში იქნა მოპოვებული შემთხვევის ადგილიდან სუნის ნიმუშები, პალატა მიუთითებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, სადაც დეტალურადაა აღნიშნული, რომ კინოლოგების მონაწილეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სამი ცალი სუნის კვალის ნიმუში, კერძოდ, შესასვლელი კარებიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ საძინებელში, ტანსაცმლის გარდერობის წინ, პარკეტის იატაკის ზედაპირიდან, მისაღებ ოთახში მარჯვენა მხარეს, ჭურჭლის კარადის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან და მისაღები ოთახიდან ხელმარცხნივ გასასვლელიდან საძინებელ ოთახში კომოდის წინ პარკეტის იატაკის ზედაპირიდან. სუნის კვალზე გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან კიბეებით ჩავიდა სადარბაზოს პირველ სართულზე, ეზოს გავლით შემოუარა კორპუსს და გზის სავალ ნაწილზე, კ-------–---ს ქუჩაზე გაჩერდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების კან---ის შესაბამისად ჩატარების ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა - ჯ----------–-–---–მა და რ------------–-–---–მა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ გ----------------ის მონაწილეობა დაზარალებულ ა-–-------------ვზე განხორციელებულ ყაჩაღობაში დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებისა და სისხლის სასამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულების საერთო ანალიზის საფუძველზე. მათ შორის, 2017 წლის 12 ივლსის ამოცნობით დადგენილია, რომ ა-–-------------ვმა მისთვის წარდგენილ თეთრი ფერის მარგალიტის სამაჯურებიდან, ჩამკეტის ფორმით, ზედაპირით, მექანიზმით და იერსახით ამოიცნო გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის ბურთულებიანი სამაჯური, ვერცხლისფერი შესაკრავით, როგორც მისი კუთვნილი ნივთი. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ მოხდა დაზარალებულისაგან დაკარგული ნივთის გ----------------ისათვის „ჩადება“, განსახილველ საქმეში არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე ობიექტური გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება. ასევე, არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულების კან---იერებას და სანდოობას ან დაადასტურებდა სამართალდამცავების მიერ გ----------------ის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობას.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენში პირის დამნაშავედ ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სატელეფონო ზარების დროს მოსაუბრეთა ადგილმდებარეობაზე, თუმცა არ არის დადგენილი, თუ ვის ეჭირა ტელეფონი ხელში და ვინ საუბრობდა აღნიშნული ზარების განხორციელების მომენტში. პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება უპირობოდ ვერ გახდება მსჯავრდებულ გ----------------ის უდანაშაულოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, ქმნიან იმ უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დაზარალებულ ა-–-------------ვის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობაში გ----------------ის მონაწილეობის ფაქტს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, რომ საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გ----------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტი და განაჩენს საფუძლად დაედო ვარაუდი. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ გ----------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
რაც შეეხბა გ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების დამაძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გ----------------ემ ჯგუფურად, ი-----–----------ესთან ერთად, ყაჩაღობის განხორციელების მიზნით უკან---ოდ, მოტყუებით შეაღწია ქ.თბილისში, ა.კ-------–---ს ქუჩა N--ში მდებარე, ა-–-------------ვის კუთვნილ N-- საცხოვრებელ ბინაში, რის შემდეგაც დაზარალებულზე განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობსიათვის საშიში ძალადობისა და ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ ნივთებსა და ფულად თანხას. ჩადენილი ქმედებით მათ დაზარალებულს მიაყენეს 13526,80 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც გ----------------ეს წარედგინა ბრალი. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ----------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკან---ო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) და განუსაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიძიმისა და მისი პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რას სრულიად უზრინველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 03 აპრილიდან, ვინაიდან მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შერჩეული ქონდა არა განსახილველი, არამედ სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ----------------ის და მისი ადვოკატის მ--–--------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენი;
გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით;
გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 03 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილიდან აღებული 6 ცალი ერთ ლარიანი მონეტა, მაკრატელი, ი-----–----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მარგალიტის მძივი, გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მარგალიტის სამაჯური, დაზარლებულისგან ამოღებული მაისური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ - ა-–-------------ვს.
შემთხვევის ადგილიდან აღებული - სუნის ნიმუშები, წებოვანი ლენტები და დამჭერები, პლასტმასის დეტალები, ანაწმენდები, თითის კვლები; ავტომანქანიდან აღებული - სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, ხელის კვლები, მიკრონაწილაკები; ი-----–----------ის - სუნის, ნერწყვის და ფოტოგამოსახულების ნიმუშები; გ----------------ის - სუნის, ნერწყვის და ფოტოგამოსახულების ნიმუშები და ა-–-------------ვის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ი-----–----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები და გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს მსჯავრდებულების ოჯახის სრულწლოვან წევრებს.
შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის კვლების დისკი, ,,პი----–----ნ“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ,,სინოტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 2 დისკად, სს ,,თ----ი“ ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 2 დისკად, შპს ,,მა-------------“ და შპს ,,ჯ------–---ან“ გამოთხოვილი ინფორმაციები, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთო საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კან---იერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი
ლ.თევზაძე