განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
330100117002151250
ინსტანცია
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002151250

საქმე №1ბ/ 690-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის, ქეთევან სუპატაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - მი----–---------ის

ადვოკატ - ნა----------------–----ის

მსჯავრდებულ - სე------------ის

თარჯიმნების - ვი----–-------------ის, ქე---------------ას

მონაწილეობით,მსჯავრდებულ სე------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

სე------------ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 07 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, პასპორტის #C--------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ--------------------–--------------------------------------------------------–----------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენით სე------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

სე------------ის მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

სე------------მა შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და ინახავდა ყალბ 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარს, რომელიც ნომინალური ღირებულების 50%-ად ქ. ბათუმში, ორ ეტაპად გაასაღა გო---------–---ზე, კერძოდ: 2017 წლის 10 სექტემბერს, მან გო---------–---ს ნიმუშის სახით გადასცა 01 ცალი ყალბი აშშ დოლარი სერიული ნომრით H----------; ხოლო 2017 წლის 11 სექტემბერს, სე------------მა 1 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ გო---------–---ზე გაასაღა 29 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა სერიული ნომრებით: H--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა სე------------იმ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანიშნული სასჯელის - 4 (ოთხი) წლის თავისუფლების აღკვეთის - 1/3-ის პირობითად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უსამართლო, რადგან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა, რომ სე------------იმ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ცხოვრობს საქართველოში, ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში თავს არ აარიდებდა პირობით მსჯავრს და შეასრულებდა პრობაციონერის მოვალეობას.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ გასაღების მიზნით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვის და გასაღების ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით: მოწმე რუ----------------------–----–-–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 11 სექტემბრის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 11 სექტემბრის დათვალიერების ოქმით და თანდართული მასალებით, 2017 წლის 11 სექტემბრის ფულადი ნიშნის დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ ოქმით, 2017 წლის 11 სექტემბრის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ტექნიკური ექსპერტიზის N1-------- დასკვნით, 2017 წლის 12 სექტემბრის ლუქის ახსნისა და დათვალიერების ოქმით; ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების: და-----–----–----ის, გო---------–--ის, სა-------------ს, ნა--------------ის, ნი-------------ის, ოთ------------–---–ის, ირ---–-----–------ის, ვა-–-----------–---–ის, გი---------–---–---ის ჩვენებები, ნივთტკიცებად ცნობილი ყალბი ფული (3000 აშშ დოლარი), პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა (1500 აშშ დოლარი), ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დისკი და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოსაყენებლად კანონმდებელი აწესებს გარკვეულ მოთხოვნათა/პირობათა კუმულაციურად არსებობას (მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული ნომრის გამოყენება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას), კერძოდ, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ: ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ სე------------ის წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე, ხოლო დანაშაულის აღიარება თავისთავად არ ნიშნავს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

პალატა აღნიშნავს, რომ სე------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება. ასევე გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ის, რომ ქმედება მიმართულია ფულად-საკრედიტო სისტემის წინააღმდეგ.

პალატას მიიჩნია, რომ სე------------ისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ სე------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

სე------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ სე------------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 სექტემბრიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 1 (ერთი) ცალი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ყალბი ფული 3 000 აშშ დოლარის ოდენობით, დალუქული 2 (ორი) პაკეტად, რაც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1 500 აშშ დოლარი, დალუქული სახით, რაც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე