განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002412609-1ბ/1521-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული:მ---------–--------------------ი - დაბადებული 19---–-–--------------------------–----------–--------------------------- ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვა------------------–------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ--------------ა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ----–---------ა, ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
მ-------------- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასამართლომ დაადგინა:
1994 წლიდან ე-–--------------- ქორწინებაში იმყოფებოდა მ----ბ ა---------ნ. დაახლოებით 8-9 წლის წინ მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ იმის გამო, რომ მ--------------სათვის მიუღებელი იყო ე-–---------------ს სამუშაო გარემო. აგრეთვე შერიგების მოთხოვნით, 2016 წლიდან მ-------------- ყოფილ მეუღლეზე სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას, შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევდა.
2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ ე-–--------------- მ--------------ა შეაჩერა. ხელი დაუჭირა და უყვიროდა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. ე-–--------------- ხელის გათავისუფლებას ცდილობდა, მ-------------- ხელს უფრო მეტად უჭერდა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, მ-------------- ე-–--------------- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა და აგინებდა, რაც მეტროში გამვლელ ხალხს ესმოდა, რომელთაც მ-------------- მიმართავდა, რომ არ ჩარეულიყვნენ, ვინაიდან ე-–--------------- იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. ყოველივე ამის დაზარალებულს რცხვენოდა და ტანჯვას განიცდიდა. აღნიშნულის შემდეგ, მ-------------- მობილური ტელეფონით ყოფილ მეუღლეს სისტემატურად უკავშირდებოდა და შეურაცხმყოფელ შეტობინებებს უგზავნიდა, რითაც ე-–--------------- ტანჯვას განიცდიდა.
2018 წლის 11 იანვარს, დაახლეობით 22:30 საათზე, ქ------–---------------–-------------------------------------------------------- ე-–--------------- შვილთან - მ----------------- ერთად გამოდიოდა მაღაზიიდან, რა დროსაც მას მიუახლოვდა მ--------------, კვლავაც უსაფუძვლო მოტივით, მიმართა უცენზურო სიტყვებით და დედის მიმართ გინება დაუწყო. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
2018 წლის 15 მარტს, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ ესკალატორზე, ე-–--------------- შეუმჩნევლად მიუახლოვდა მ-------------- და ხმამაღლა გინება დაუწყო, იმავდროულად ხელი ჯიბისკენ წაიღო და ანიშნა, რომ ჰქონდა დანა და სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში დასახიჩრებით დაემუქრა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ე-–---------------ს ჩვენებით, 1994 წლიდან არის მ--------------ს მეუღლე და ჰყავთ სამი შვილი. მესამე შვილის გაჩენიდან დაახლოებით 1 წელში, მსჯავრდებულმა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება და გახდა აგრესიული, სისტემატურად ჩხუბობდა, ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დანა-ჩანგლების გამოყენებით, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ადგილი ჰქონდა როგორც საპატრულო პოლიციის გამოძახებას, ისე შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოძალადე მ--------------ს მიმართ. საბოლოოდ, მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ და ე-–--------------- შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ სახლში. 2016 წლის 6 თებერვალს, მ--------------ა მიაკითხა ყოფილ მეუღლეს სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების - ხელის დარტყმის მცდელობა, რისი საშუალებაც არ მისცა შვილმა რ---------------. ძალადობას ასევე ესწრებოდა მეორე შვილი მა-------------–. მან სადარბაზოში გაქცევით უშველა თავს, მას უკან გაყვა მსჯავრდებულიც, რომელიც ადგილზე შეკრებილი მეზობლების თანდასწრებით აგრძელებდა ყოფილი მეუღლის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც დაზარალებულის ძლიერ მორალურ ტანჯვას და დამცირებას იწვევდა. ე-–--------------- იძულებული გახდა გამოეძახა საპატრულო პოლიცია და მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა როგორც საზოგადოების გარემოცვაში, ისე სატელეფონო კომუნიკაციისას დაიწყო სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სახეზე ნაიარევებით, კვლავ მოიხსენიებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალად და ამცირებდა მას, ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობებიც. მსჯავრდებულის ზ/აღნიშნული ქმედებების გამო ე-–--------------- იყო მუდმივ შიშში და მოლოდინში, რომ ყოფილი მეუღლე მუქარას სისრულეში მოიყვანდა. ფსიქოლოგიური ტერორისა და ძალადობის მსხვერპლი ე-–--------------- ქუჩაში მარტო აღარ დადიოდა, მას მუდმივად თან ახლდნენ შვილები: რ-------------- ან მა-------------, ჩანთით კი ატარებდა ე.წ „გაზის ბალონს“ თავდაცვის მიზნით. 2016 წლის 11 მარტს, სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი და მ-------------- 6 თვით აუკრძალა ყოფილ მეუღლესთან მიახლოვება და სატელეფონო კომუნიკაცია.
2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ ე-–--------------- დახვდა მ--------------, მარცხენა ხელი დაუჭირა და ძლიერად უჭერდა, თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მოიხსენიებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალად და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ყოფილი მეუღლე მუშაობდა სასტუმროში დამლაგებლად, ამასთან ემუქრებოდა, რომ ისეთ დღეში ჩააგდებდა, რომ საკუთარი ჩრდილისაც კი შეეშინდებოდა. მსჯავრდებულის ქმედებით, ე-–---------------- განიცადა როგორც ფიზიკური ტკივილი, ისე მორალური ტანჯვა, ვინაიდან ყოფილი მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფას ახორციელებდა ხალხის თანდასწრებით. დაზარალებულმა როგორღაც გაითავისუფლა ხელი და გაექცა მსჯავრდებულს, თუმცა პოლიციისათვის არ მიუმართავს, ვინაიდან მ-------------- ახალი გამოსული იყო ციხიდან და მაინც შეეცოდა. 2018 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, დაზარალებული ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში და შვილს, მ---ს სთხოვა დახვედრა, ვინაიდან იმყოფებოდა მუდმივ შიშში. სამარშუტო ტაქსების გაჩერებაზე მ--- დახვდა დედას და შევიდნენ მაღაზიაში, მაღაზიიდან გამოსულებს კი საცხოვრებელ კორპუსთან დახვდათ მ--------------, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აგინებდა და ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, გაიწია მისკენ დასარტყმელად, თუმცა შვილმა, მა-------------- არ მისცა საშუალება და შუაში ჩაუდგა მშობლებს. ე-–---------------- დახმარებისთვის მიმართ საპატრულო პოლიციას და გამოიცა მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან მ-------------- აგრძელებდა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუდმივად ხვდებოდა სახლთან.
2018 წლის 13-15 მარტს მსჯავრდებული მთელი დღის მანძილზე ყოფილ მეუღლეს უგზავნიდა შეურაცხმყოფელ, აგრეთვე სიცოცხლის მოსპობისა და დამახინჯების თაობაზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს, რაც შემდეგში წარუდგინა გამოძიებას. მსჯავრდებული ძალიან აგრესიული იყო და ემუქრებოდა დაზარალებულს, რომ ცხოვრებას დაუნგრევდა, რაც დაზარალებულში იწვევდა მუქარის განხორციელების შიშს. 2018 წლის 15 მარტს, დილის საათებში, სახლიდან სამსახურში მიდიოდა მეტროთი. მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“, ექსკალატორზე მას მოულოდნელად მიუახლოვდა მ-------------- და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმავდროულად ხელი წაიღო ჯიბისკენ და მიანიშნა, რომ ჯიბეში მოთავსებული დანით დაასახიჩრებდა. დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა. სამსახურში დაბრუნდა ძალიან აღელვებული და აკანკალებული, მუდმივმა სტრესმა და განცდილმა შიშმა გამოიწვია ძლიერი ფსიქოლოგიური პრობლემები და უძილობა, რის გამოც დღემდე სარგებლობს ფსიქოლოგის დახმარებით.
მოწმე რ--------------ს ჩვენებით, არის მ--------------სა და ე-–---------------ს შვილი, რომელთა შორისაც იყო ხშირი კონფლიქტები (მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფაც) და საბოლოოდ, დაშორდნენ ერთმანეთს. 2016 წლის 6 თებერვალს, მ--------------ა მიაკითხა ყოფილ მეუღლეს სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების - ხელის დარტყმის მცდელობა, რისი საშუალებაც არ მისცა რ-----მა. მომხდარის გამო დედა ე-–---------------ს იყო ძალიან აღელვებული და შეურაცხყოფილი, ტიროდა და ეშინოდა, რის გამოც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. დედისგან ფლობს ინფორმაციას, რომ იგი განიცდიდა ყოფილი მეუღლისგან სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას, იღებდა სიცოცხლის მოსპობისა და დასახიჩრების თაობაზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს (ნანახი აქვს სმს-ები), რის გამოც მუდმივად იმყოფებოდა შიშში და ქუჩაში შვილების თანხლებით გადაადგილდებოდა. დაადასტურა 2018 წლის 11 იანვარსა და 15 მარტს ე-–---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები და განმარტა, რომ დედა ორივე შემთხვევაში იყო ძალიან შეშინებული, ანერვიულებული და ტიროდა, ვინაიდან ერთ შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო მეორე შემთხვევაში - დანის გამოყენებით განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და დასახიჩრების მუქარა აღიქვა რეალურად. რ--------------- ასევე დაადასტურა, რომ მ-------------- ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
მოწმე მა-------------ს ჩვენებით, არის მსჯავრდებულ მ--------------სა და ე-–---------------ს შვილი, რომელთა შორისაც იყო ხშირი კონფლიქტები და საბოლოოდ, დაშორდნენ ერთმანეთს. 2016 წლის 6 თებერვალს, მ--------------ა მიაკითხა ყოფილ მეუღლეს სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების - ხელი დარტყმის მცდელობა, რისი საშუალებაც არ მისცა მისმა ძმამ, რ---------------. მომხდარის გამო ე-–---------------ს იყო შეშინებული და ტიროდა. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მოგვიანებით კი მ-------------- დააკავეს და იხდიდა სასჯელს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალევე, მ-------------- გახდა აგრესიული, არ მოსწონდა ყოფილი მეუღლის სამუშაო ადგილი, რის გამოც აყენებდა დაზარალებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, ქუჩაში არ აძლევდა უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას და სულ უკან დაყვებოდა, რის გამოც ე-–--------------- იყო მუდმივად სტრესულ სიტუაციაში, ეშინოდა, რომ მსჯავრდებული მუქარას განახორციელებდა, რის გამოც შვილები მორიგეობით დაყვებოდნენ დედას. მან დაადასტურა 2017 წლის დეკემბერში, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ ე-–---------------ს მიმართ, ხალხის თანდასწრებით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და დამცირების ფაქტი, რის გამოც დედა სახლში დაბრუნდა ძალიან აღელვებული. მისივე განმარტებით, 2018 წლის 11 იანვარს, ღამით, გაჩერებაზე დახვდა სამსახურიდან მომავალ დედას ამ უკანასკნელის თხოვნით, ვინაიდან მას ეშინოდა სადმე არ დახვედროდა ბრალდებული. საცხოვრებელ კორპუსთან მათ მართლაც შეხვდათ მ--------------, რომელმაც ე-–--------------- შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა უწმაწურ სიტყვებს და გაიწია ხელის დასარტყმელად, თუმცა მ---მ არ მისცა ამის საშუალება. მოწმის ჩვენებით, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, თუმცა მ--------------ა მოასწრო შემთხვევის ადგილის დატოვება. მას ნანახი აქვს შეტყობინებები, რომელთაც ბრალდებული წერდა ყოფილ მეუღლეს, ეუბნებოდა ძალზე შეურაცხმყოფელ სიტყვებს და ემუქრებოდა სახის დასახიჩრებით, რის გამოც ე-–--------------- იყო მუდმივ შიშში და ტიროდა. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 15 მარტს, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ მსჯავრდებულის მიერ დანის გამოყენებით, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რაც იმდენად რეალურად აღიქვა ე-–----------------, რომ დაჭირდა ფსიქოლოგის დახმარება.
მოწმე ნ--------------- ჩვენებით, არის ე-–---------------ს დედა. როგორც თანაცხოვრების, ისე დაშორების შემდეგ, დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის იყო სისტემატური კონფლიქტები და დაძაბული სიტუაცია. მსჯავრდებული განსაკუთრებით აგრესიული გახდა განშორების შემდეგ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლესა და შვილებს, მოიხსენიებდა მათ უწმაწური სიტყვებით, ე-–-----ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და სახის დასახიჩრებით, მათ შორის დანის გამოყენებით. შვილი მუდმივად აჩვენებდა მ--------------საგან მიღებულ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს, ასევე არაერთხელ შესწრებია სატელეფონო საუბარს, რა დროსაც მ-------------- ემუქრებოდა დაზარალებულს. მ-------------- სამსახურთან ან სახლთან ელოდებოდა ხოლმე ყოფილ მეუღლეს, რის გამოც ე-–----- მუდმივ შიშში იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც კი დაჭირდა.
07.02.2016 წ შემაკავებელი ორდერის ოქმი №007902-ის თანახმად, მოძალადე მ-------------- მსხვერპლის - ე-–---------------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო 30 დღით აეკრძალა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, აგრეთვე მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ე.გ-------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, შემდეგი პირობებით: მ-------------- 6 (ექვსი) თვით აეკრძალა ე-–------------------ და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მასვე აეკრძალა სატელეფონო კავშირი დაზარალებულთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 07.02.2016წ შედგენილი №007902 შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოხდა მოძალადე მ-------------- იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, სატელეფონო კავშირი. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 თვე.
20.03.2018წ შემაკავებელი ორდერის №009490-ის თანახმად, მ--------------ა მეუღლეს ე-–--------------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა. მოძალადე მ-------------- მსხვერპლის - ე-–---------------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო 30 დღით აეკრძალა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია.
12.01.2018 წ შემაკავებელი ორდერის ოქმი №009059-ის თანახმად, მოძალადე მ-------------- მსხვერპლის - ე-–---------------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო 30 დღით აეკრძალა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია.
დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 მარტს 11:20 საათზე, მ-------------- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 14 აპრილს დათვალიერდა ე-–---------------ს კუთვნილი მობილური ტელეფონი „სამსუნგი“ და მასში მოთავსებულ „ჯეოსელის“ ნომერზე 5--------- მ--------------საგან მიღებული შეტყობინებები დათარიღებული 09.03.2018 (2 სმს), 10.03.2018, 11.03.2018, 13.03.2018, 14.03.2018 (3 სმს), 15.03.2018 (2 სმს), სადაც მ-------------- ე-–--------------- მოიხსენიებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალად, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებს და აგინებს, აგრეთვე ემუქრება სიცოცხლის მოპობით - „მოკვდები მალე.“
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ი-----–------------------------------------------------------------ დაადასტურეს მ--------------ს ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მ--------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე; ამ დანაშაულის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი,არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად დაზარალებული (მსხვერპლი) უნდა იყოს ოჯახის წევრი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში, როგორიცაა ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში იგულისხმება ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით იგი შესაძლოა ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი განზრახვით, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ--------------ს მიერ ჩადენილი ქმედების ოჯახში ძალადობის ფაქტი კერძოდ, მოწმეების ე-–---------------ს, მა-------------ს, რ--------------ს, ნ---------------, ირ---–--------------------------------------------------------- ჩვენებებით, 07.02.2016წ შემაკავებელი ორდერის №007902-ის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, 20.03.2018წ შემაკავებელი №009490 ორდერით, 12.01.2018წ შემაკავებელი ორდერის №009059 ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დათვალიერების ოქმით. აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია და ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ--------------ს მიერ ყოფილი მეუღლის - ე-–---------------ს მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები, რამაც დაზარალებულის მორალური ტანჯვა და ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია. ასევე დადგენილია მ--------------ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის მცდელობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და გაუჩინა დაუცველობის განცდა, ვინაიდან შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ვერ უზრუნველყოფდა მ--------------ს სათანადო ქცევას და არ იყო მისთვის შემაკავებელი ხასიათის.
ამასთან პალატა განმარტავს, რომ ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და თუნდაც იმ პირობებში როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, პალატა იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება მისცა და განმარტა რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამდენად მ--------------ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ--------------ა მიერ ჩადენილია მუქარა ესე იგი, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა მ--------------ა დანაშაულებრივი ქმედება სწორედ ყოფილი მეუღლის ე-–---------------ს მიმართ განახორციელა, ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთ შეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მეუღლის - ე-–---------------ს მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მხოლოდ იმის დემონსტრირება, რომ მან ხელი ჯიბისაკენ წაიღო დაზარალებულს ანიშნა რომ ჰქონდა დანა და დასახიჩრებით დაემუქრა ეს უკვე წარმოადგენს მუქარის განხორციელების სახეს, თუნდაც მსხვერპლის მიმართ სიტყვიერ დამუქრებას ადგილი საერთოდ არ ჰქონოდა, აღნიშნულმა ქმედებამ პირს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაზეც მეტყველებს დაზარალებულის ჩვენება, რომ ამ ფაქტის შემდეგ, ე-–--------------- იყო მუდმივ შიშში, ტიროდა და დაჭირდა ფსიქოლოგის დახმარება.
პალატა მიუთითებს, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას მ--------------ს უდანაშაულობის და სააპელაციო საჩივარში გაკეთებული დასკვნებს ბრალდების მხარის მტკიცებულებების შესახებ, თითქოს და ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მ--------------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ--------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ--------------ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
მ--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენა, ასევე ის რომ ახალი განზრახი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ--------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი, 10 (ათი) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან პალატას მიაჩნია, რომ დამამძიმებელი გარემოებების არარსებობისას სასჯელის მკაცრი ზომა, ვერ იქნება სამართლიანი და ადეკვატური.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენა, ასევე ის რომ ახალი განზრახი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ გამოყენებულმა სასჯელმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირიქით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ კიდევ ჩაიდინა დანაშაული, ახალი განზრახი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად მეტყველებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათზე და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის განსაკუთრებით მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი მ--------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ მ--------------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ----–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. მ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ--------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი, 10 (ათი) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.მსჯავრდებულ მ-------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.
5.. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი