განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2403-0--8002-94818
საქმე N3/ბ-3-9-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3- ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ აბაშის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე _ მ------- ძ---–---; კ---- თ----------, ა---- ბ---------
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს გადაწყვეტილება
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
მ------- ძ---–---მ, კ---- თ----------მ და ა---- ბ---------მ სარჩელით მიმარეს სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვეს:1.1. „ა---- ბ---------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 1-.0-.2018წ, N3- ბრძანების ბათილად ცნობა- მისი გამოცემის მომენტიდან; 1.2. „კ---- თ----------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 1-.0-.2018წ, N3- ბრძანების ბათილად ცნობა- მისი გამოცემის მომენტიდან; 1.3. „მ------- ძ---–---ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 1-.0-.2018წ, N2- ბრძანების ბათილად ცნობა- მისი გამოცემის მომენტიდან; 1.4. მოსარჩელე ა---- ბ---------ს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა; 1.5. მოსარჩელე კ---- თ----------ს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა; 1.6. მოსარჩელე მ------- ძ---–---ს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა; 1.7. მოსარჩელე ა---- ბ---------სათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.8. მოსარჩელე კ---- თ----------სათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.9. მოსარჩელე მ------- ძ---–---სათვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
მოსარჩელეების განმარტებით , მოსარჩელე ა---- ბ--------- 2015 წლის 0- ა-----–იდან - 2018 წლის 1- ი-----ამდე (გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 1-.0-.2018 წ) მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მოსარჩელის დასაქმება დაწესებულებაში მოხდა კონკურსის შედეგების საფუძველზე;
მოსარჩელე კ---- თ---------- 2015 წლის 2- ოქტომბერს დაინიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2016 წლის 0- ი--–--ს იგი დაინიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლებული იქნა 2018 წლის 1- ი------დან (გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 1-.0-.2018 წ) მოსარჩელის დასაქმება დაწესებულებაში მოხდა კონკურსის შედეგების საფუძველზე;
მოსარჩელე მ------- ძ---–--- 2016 წლის 0- ი------დან დაინიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსად. საიდანაც გათავისუფლებულ იქნა 2018 წლის 1- ი------დან (გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 1-.0-.2018 წ).
მოსარჩელეთა მითითებით, სამუშაოს ყოველთვის ასრულებდნენ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რის გამოც მათ არაერთხელ აქვთ მიღებული პრემია. მოსარჩელეთა ნაყოფიერ და ეფექტურ საქმიანობას ადასტურებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადებული არაერთი ანგარიში, რომელიც ატვირთულია მოპასუხე დაწესებულების ოფიციალურ საიტზე (http://www.abasha.ge/index.php ). მიუხედავად მოსარჩელეთა წარმატებული საქმიანობისა, მოსარჩელეები აბაშის მუნიციპალიტეტის ახალი მერის მიერ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 0-.0-.2018 წ შედგენილი ,, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების შესახებ’’ დასკვნის საფუძველზე, უკანონოდ იქნენ გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან. მოსარჩელეებმა მათი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად დაკარგეს მუდმივი სამუშაო ადგილები, ერთადერთი შემოსავლის წყარო და მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, რის გამოც დარღვეული უფლების დასაცავად სარჩელით მიმართეს სასამართლოს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ა---- ბ---------ს, კ---- თ----------სა და მ------- ძ---–---ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა---- ბ---------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს № 3- ბრძანება და ა---- ბ--------- დაუყოვნებლივ აღდგენილი იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ, მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;
ბათილად იქნა ცნობილი კ---- თ----------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს № 3- ბრძანება და კ---- თ---------- დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი გათავისუფლებამდე დაკავებულ, მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
ბათილად იქნა ცნობილი მ------- ძ---–---ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს № 2- ბრძანება და მ------- ძ---–--- დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი გათავისუფლებამდე დაკავებულ, პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
მოპასუხე აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე ა---- ბ---------ს სასარგებლოდ დაეკისრა, ა---- ბ---------ს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 800 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით; მოპასუხე აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე კ---- თ----------ს სასარგებლოდ დაეკისრა, კ---- თ----------ს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1030 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით; მოპასუხე აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე მ------- ძ---–---ს სასარგებლოდ დაეკისრა, მ------- ძ---–---ს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1470 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით; გადაწყვეტილება ა---- ბ---------ს, კ---- თ----------სა და მ------- ძ---–---ს თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კვიტაშვილის 2015 წლის 0- ა-----–ის №1-- ბრძანების შესაბამისად, 2015 წლის 0- ა-----–ს ა---- ბ--------- დაინიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კვიტაშვილის 2017 წლის 3- ი----ის №7-- ბრძანების შესაბამისად, ა---- ბ--------- დაინიშნა მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 2017 წლის 0- ი--–--იდან და გათავისუფლდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლ.მ----–---იას 2017 წლის 1----------ის №47 ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №7-- (3-.0-.2017წ) შევიდა ცვლილება და ა---- ბ--------- დაინიშნა მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და გათავისუფლდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის და სტატისტიკის სამსახურის, მესამე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან 2017 წლის 1- ნ-------იდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კვიტაშვილის 2015 წლის 2- ოქტომბრის №9-- ბრძანების შესაბამისად, კ---- თ---------- დაინიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად 2015 წლის 23 ოქტომბრიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კვიტაშვილის 2016 წლის 0- ი--–--ის №6-- ბრძანების შესაბამისად, კ---- თ---------- დაინიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის 0- ი--–--იდან და გათავისუფლდა გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კვიტაშვილის 2017 წლის 3- ი----ის №7-- ბრძანების შესაბამისად, კ---- თ---------- დაინიშნა მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსად 2017 წლის 0- ი--–--იდან და გათავისუფლდა გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლ.მ----–---იას 2017 წლის 1----------ის №-- ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №7-- (3-.0-.2017წ) შევიდა ცვლილება და კ---- თ---------- დაინიშნა მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და გათავისუფლდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის მეორადი სტუქტურული ერთეულის, ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან 2017 წლის 1- ნ-------იდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კვიტაშვილის 2015 წლის 3- დ-------ის №1--- ბრძანების შესაბამისად, მ------- ძ---–--- დაინიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის 0- ი------დან.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ.კვიტაშვილის 2017 წლის 3- ი----ის №7-- ბრძანების შესაბამისად, მ------- ძ---–--- დაინიშნა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსად 2017 წლის 0- ი--–--იდან და გათავისუფლდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლ.მ----–---იას 2017 წლის 1----------ის №9 ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №7-- (3-.0-.2017წ) შევიდა ცვლილება და მ------- ძ---–--- დაინიშნა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და გათავისუფლდა პირველადი სტუქტურული ერთეულის, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 2017 წლის 1- ნ-------იდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლ.მ----–---იას 2018 წლის 1- ი------ს №3- ბრძანების შესაბამისად, ა---- ბ--------- გათავისუფლდა მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან 2018 წლის 1- ი------დან.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლ.მ----–---იას 2018 წლის 1- ი------ს №3- ბრძანების შესაბამისად, კ---- თ---------- გათავისუფლდა მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან 2018 წლის 1- ი------დან.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლ.მ----–---იას 2018 წლის 1- ი------ს №2- ბრძანების შესაბამისად, მ------- ძ---–--- გათავისუფლდა პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 2018 წლის 1- ი------დან.
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნ-------ის N4- დადგენილებით დამტკიცებული შიდა აუდიტის სამსახურის დებულების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ იქნა სამსახურებრივი შემოწმება მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება:
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სუბიექტურ უფლებაზე და აღნიშნა, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს რა თავიანთი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართეს სასამართლოს.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 3--ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის თავისუფლება. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას განახორციელოს დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის გადაწყვეტილებებში ასახულ ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლზე (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ი--–--ის 1--6-რს დადგენილებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), 1948 წლის 10 დ-------ის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 2--ე მუხლზე (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 1- სექტემბრის დადგენილებით) და განმარტებებზე, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ თანამდებობიდან პირის გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა---- ბ--------- მოპასუხე ორგანიზაციაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2015 წლიდან; ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მ----–---იას 2018 წლის 1- ი------ს №3- ბრძანებით, მოსარჩელე ა---- ბ--------- დაკავებული - მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლდა შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ სამსახურის 2018 წლის 1--------ის №0--/2018 მომართვისა და დასკვნის საფუძველზე.
მოსარჩელე კ---- თ---------- მოპასუხე ორგანიზაციაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2015 წლიდან; აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მ----–---იას 2018 წლის 1- ი------ს №3- ბრძანებით, მოსარჩელე კ---- თ---------- დაკავებული- მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ სამსახურის 2018 წლის 1--------ის №0--/2018 მომართვისა და დასკვნის საფუძველზე.
მოსარჩელე მ------- ძ---–---, მოპასუხე ორგანიზაციაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 2015 წლიდან; აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მ----–---იას 2018 წლის 1- ი------ს №2- ბრძანებით, მოსარჩელე მ------- ძ---–--- დაკავებული- პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ სამსახურის 2018 წლის 1--------ის №0--/2018 მომართვისა და დასკვნის საფუძველზე.
შესაბამისად, სადავო იყო აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მ----–---იას 2018 წლის 1- ი------ს №3-, №3-, №2- ბრძანებების კანონიერება.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა. კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება მით უფრო მაშინ, როდესაც ბრძანების შედეგს პირის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს.
სასამართლოს შფასებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანებათა სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტების”, მე-60 მუხლის 1-ლი პუნქტის, 61 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 98-ე მუხლისა და 107-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებები ყოველმხრივ, ობიექტურად უნდა გამოეკვლია, რაც უზრუნველყოფდა მოსამსახურის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ დაცვას, კადრების სტაბილურობის, როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც არ განუხორციელებია.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები ა---- ბ---------, კ---- თ---------- და მ------- ძ---–--- სამუშაოდან გათავისუფლდნენ შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ სამსახურის 2018 წლის 1--------ის №0--/2018 მომართვისა და დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ დავის განხილვისას შეამოწმა შიდა აუდიტის სამსახურებრივი შემოწმების შდეგები და მხარეთა განმარტებების მოსმენის, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, ჩამოუყალიბდა ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რომ მოსარჩელეები: ა---- ბ---------, კ---- თ---------- და მ------- ძ---–--- სამუშაოდან გათავისუფლდნენ არაკანონიერად. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის (დასაქმებულის) სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს (დამსაქმებელს), რაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ განხორციელდა. მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოებებით და წარდგენილი მტკიცებულებებით დამსაქმებელი არ დამდგარა თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მტკიცების ტვირთის სტანდარტის შესაბამისად, ვერ შეძლო მოსარჩელეების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერების დადასტურება.
სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები მოპასუხე ორგანიზაციაში შესაბამის თანამდებობებზე დასაქმებული იყვნენ 2015 წლიდან. ამ ხნის მანძილზე მათ მიერ შრომის დისციპლინის დარღვევისა და მის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი, საქმის მასალებით, არ დადასტურდა. დანიშვნის დღიდან თანამდებობისთვის შეუფერებლობა ან/და არასაკმარისი კვალიფიკაცია, რის გამოც მოსარჩელეები ვერ დააკმაყოფილებდნენ დაწესებულ მოთხოვნებს (არაკომპეტენტურობა) ასევე, არ დადასტურდა.
მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, რაიონულმა სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე მოსარჩელე მ------- ძ---–---სა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერს შორის შედგა შეხვედრა. შეხვედრისას მათ შორის გაიმართა საუბარი, სადაც აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა არაერთხელ შესთავაზა მას დაბალი რანგის თანამდებობაზე გადასვლა, მისი შვილის დაწინაურების სანაცვლოდ, რაზეც მიიღო კატეგორიული უარი. მოსარჩელემ მოითხოვა მერისგან შეთავაზების მიზეზის განმარტება. მერმა საბოლოოდ განუმარტა, რომ მ------- ძ---–--- მას არ დაეხმარა არჩევნებში და ამიტომ მასთან მუშაობას ვერ შეძლებდა. ამ განმარტების მოსმენის შემდეგ, მ------- ძ---–---მ კვლავ უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე.
სასამართლოს მითითებით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აბაშის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურში აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ. აუდიტორული დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ სამსახურის საქმიანობით აბაშის ბიუჯეტმა დაკარგა გარკვეული შემოსავლები, თუმცა აუდიტორული დასკვნით სავარაუდო ზიანის ოდენობა დადენილი არ ყოფილა. აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლება. აღნიშნულის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა ბრძანებები მოსარჩელეთა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
სასამართლოს მითითებით, საყურადღებოა, რომ აუდიტორული შემოწმება აბაშის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურში ჩატარდა 2016 წელს და შეფასებული იქნა წინა წლის მუშაობა. ანგარიშის მიხედვით, სამსახურის საქმიანობა შეფასდა დადებითად.
მოპასუხის წარმომადგენლმა, რომელიც ორივე შემოწმებისას ხელმძღვანელობდა (გამგეობის) მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, განაცხადა რომ 2016 წელს დარღვევები აღმოჩენილი ვერ იქნა იმის გამო, რომ ახალი მიღებული იქნა აქტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავდა ქონების იჯარით გადაცემის წესებს და იმ პერიოდისთვის მისი შინაარსი კარგად არ იცოდნენ. თუმცა, დასკვნის მომზადების დროისათვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დ-------ის N6-- დადგენილება, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N6 და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის N6 დადგენილებები ძალაში იყო და დასკვნის მომზადებისას მათი უგულვებელყოფა აქტის უცოდინრობით ვერ იქნება მიჩნეული დამაჯერებელ არგუმენტად.
მოსარჩელე მ------- ძ---–---სა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერს შორის კომუნიკაცია და თანამდებობის დატოვების მოთხოვნა, აუდიტორული შემოწმების ჩატარება წინა შემოწმებიდან მოკლე პერიოდში და სრულიად საწინააღმდეგო დასკვნის დაუსაბუთებლად მომზადება, სასამართლოს შეუქმნა რწმენა, რომ პროცესები მოპასუხის მიერ შეგნებულად წარიმართა იმგვარად, რაც შესაძლებელს გახდიდა მოსარჩელეების თანამდებობიდან თითქოსდა კანონიერად გათავისუფლებას. შესაბამისად, ის წინაპირობები რაც საფუძვლად დაედო მერის ბრძანებებს, რეალურად არ დადასტურებულა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა და სრულად დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეგნებულად არის იგნორირებული ის მტკიცებულებები, რაც მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლიანობას ადასტურებს; კერძოდ: შესაგებელში მითითებულია და საქმის სასამართლო განხილვის დროსაც დადასტურდა, რომ ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის აუდიტორული შემოწმება განხორციელდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 3- დ-------ის N 1--- ბრძანებით დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის 2017 წლის წლიური გეგმის შესაბამისად, შერჩევითი წესით. აუდიტორული შემოწმება ჩატარდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დ-------ის N6-- დადგენილების შესაბამისად, ამ დადგენილების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის კუთხით, რაც ასახული იქნა აუდიტორულ ანგარიშში. აღნიშნულთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის სამსახურში შევიდა აუდიტორ ჟანა მიმინოშვილის მოხსენებითი ბარათი ზემოთ მითითებული სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებაში არსებული რისკის შემცველი აუდიტორული მიგნებების შესახებ მუნიციპალური ქონების საიჯარო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის კუთხით. მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შიდა აუდიტის სამსახურის მეთოდოლოგიისა და ამ სამსახურის დებულების შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ბრძანებით ინსპექტირების განყოფილებას დაევალა მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების მუშაობის ინსპექტირება, მუნიციპალური ქონების საიჯარო ხელშეკრულებების საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დ-------ის N6-- დადგენილებასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობა და სათანადო დასკვნის მომზადება. ინსპექტირების შედეგად, მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები საიჯარო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის კუთხით, რაც დაფიქსირებულია ინსპექტირების 2018 წლის 9-------ის დასკვნაში; დარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე, ინსპექტირების დასკვნაში მიეთითა ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის საჯარო მოხელეების: მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, შიდა აუდიტორული შემოწმების პროექტის განხილვა ჩატარდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, თავად მოსარჩელეთა თანდასწრებით. აუდიტორული შემოწმების 466 გვერდიანი მასალები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოპასუხის მიერ გადაეცა მოსარჩელე მხარეს. მათ აუდიტორული შემოწმების შედეგებისა და ინსპექტირების დასკვნის მიმართ, არც სარჩელში და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე არ უდავიათ.
აპელანტის მითითებით, დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად შეისწავლა და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ყველა გარემოებები, რომელთა შეფასების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ საჯარო მოხელეების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელებულია კანონიერად, ჩადენილი დარღვევების სიმძიმისა და ხასიათის პროპორციულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის უდავოდ დადგენილად მიჩნეული სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე მ------- ძ---–--- აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს N2- ბრძანებით, შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ ამავე სამსახურის 2018 წლის 1--------ის N0--/2018 მიმართვისა და დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურისუფროსის თანამდებობიდან.
მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელე კ---- თ---------- აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს N3- ბრძანებით, შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ ამავე სამსახურის 2018 წლის 1--------ის N0--/2018 მიმართვისა და დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან.
მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელე ა---- ბ--------- აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს N3- ბრძანებით, შიდა აუდიტის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ ამავე სამსახურის 2018 წლის 1--------ის N0--/2018 მიმართვისა და დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლდა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან.
ამდენად, მითითებული პირები წარმოადგენენ რა პროფესიულ საჯარო მოხელეებს, მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
დადგენილია, რომ სადავო, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს N2-, N3-, N3- ბრძანებათა გამოცემას საფუძვლად დაედო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ.“ ქვეპუნქტი; მე-60 მუხლის პირველი ნაწილი, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, 98-ე მუხლი და 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ მ------- ძ---–---მ, კ---- თ----------მ და ა---- ბ---------მ ჩაიდინეს მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგანს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, პირველი რანგის პროფესიული საჯარო მოხელის მ------- ძ---–---ს გათავისუფლების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს N2- ბრძანების, მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის კ---- თ----------ს გათავისუფლების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს N3- ბრძანების და მე-3 რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ა---- ბ---------ს გათავისუფლების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1- ი------ს N3- ბრძანების კანონიერების დადგენა, სამუშაოზე აღდგენა და მთელი მოცდენილი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 2--ე მუხლში აღნიშნულ სარცელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმა ყოველ მოქალაქეს უფლებას აძლევს არჩევისა თუ დანიშვნის გზით, დაიკავოს თანამდებობა საჯარო სამსახურში, დასაქმდეს კონკრეტულ საჯარო ორგანიზაციაში და მიიღოს სოციალური გარანტიები, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი.
პალატა ასევე მოიხმობს საქართველოს კონსტიტუციის 3--ე მუხლს და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე (გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), რომლის თანახმად კონსტიტუციის 3--ე მუხლის პირველი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი კი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ამავე კანონის მე-2 თავით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები და ესენია: კანონიერება, ერთგულება, კანონის წინაშე თანასწორობა, ეკონომიურობა და ეფექტიანობა, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური, მიუკერძოებლობა, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კარიერული განვითარება, გამჭვირვალობა და ღიაობა, მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვა.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი. ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, სწორედ ამ საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე მისი გათავისუფლების საკითხიც.
პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს და ესენია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ხოლო ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძველია მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დისციპლინური წარმოების მიზანს, პრინციპებს, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებს, წარმოების განმახორციელებელი ერთეულის უფლებამოსილებებს, წარმოების პროცედურებს, მოხელის გარანტიებს, წარმოებაში მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, წარმოების ვადებს, შედეგებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, აწესრიგებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 თავით გათვალისწინებული დებულებები.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლები. მითითებული პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი, გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შესახებ, შეადგინა 2018 წლის 0- იანვარს, ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინა 2018 წლის 11 იანვარს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, მიმართვის მიღებიდან მეორე დღეს, 2018 წლის 1- იანვარს გამოსცა.
დადგენილია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2018 წლის 0--------ის დასკვნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
დადგენილია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დისციპლინური გადაცდომის დადგენის მიზნით, არ ჩატარებულა. ასევე დადგენილია, რომ მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს მუშაობის პერიოდში, მათ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხიმგებლობის ღონისძიება.
პალატა მიიჩნევს, რომ მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი შესაძლებელია დამდგარიყო მხოლოდ მათი მხრიდან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში და თუკი მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრებოდა.
აპელანტის მითითებით, მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს სამსახურიდან გათავისუფლება პროპორციულია მათ მიერ ჩადენილი სამსახურებრივი დარღვევების სიმძიმის, გასაჩივრებული აქტები კი დასაბუთებული იყო და მიეთითა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, ხოლო დასაბუთების სახით მიეთითა აუდიტორული შემოწმების შესახებ ინსპექტირების 2018 წლის 9-------ის დასკვნაზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტებში მიუითითა მხოლოდ კანონის ნორმებზე და აუდიტორული შემოწმების შესახებ ინსპექტირების 2018 წლის 9-------ის დასკვნაზე, რაც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებას. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულვებელყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 თავით დადგენილი დებულებები და დისციპლინური წარმოება არ ჩაატარა ამ თავში მითითებულ ნორმათა მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების პროპორციულობაზეც და განმარტავს, რომ ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურეს ზომას და ამავე კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებული იქნეს მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლი ითვალისწინებს მძიმე დისციპლინური გადაცდომის ლეგალურ დეფინიციას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტებში, არ მიუთითებია რომელი მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გახდა მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და რა გახდა პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომის გამოყენების აუცილებელი და სარწმუნო წინაპირობები.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი ადმინისტრაციული ორგანო ჩაატარებდა დისციპლინურ წარმოებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 თავში მოცემულ დებულებათა შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის პროპორციულობის განსაზღვრისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოერიცხა ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენების შესაძლებლობა და დაესაბუთებინა უკიდურესი ზომის გამოყენების გარდუვალობა, ასევე უნდა დაესაბუთებია სამსახურიდან გათავისუფლება იყო თუ არა თანაზომიერი და ქმედების პროპორციული. მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს როგორც კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, ასევე აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმითაც. აღნიშნული ვალდებულების რეალიზაცია ერთის მხრივ მოხელეთა უფლებების დაცვის, ხოლო მეორე მხრივ, მმართველობის სტაბილურობის მყარი გარანტიაა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება, სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია, რაც კანონიერად გაიზიარა რაიონულმა სასამართლომ. კერძოდ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას არ ჩაუტარებია დისციპლინური წარმოება, კანონით დადგენილი წესით არ გამოუვლენია მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. აღნიშნული გარემოება კი, სასამართლოს დასკვნით, გამორიცხავდა მ------- ძ---–---სთან, კ---- თ----------სთან და ა---- ბ---------სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა ყოველთვის დამოკიდებულია მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობაზე და მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს სამუშაოზე აღდგენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაევალა მოპასუხეს მოსარჩელათა აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილშიც და მიუთითებს, რომ პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მეორე პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. მითითებული ნორმის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიიღოს შრომის ანაზღაურება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, ხოლო მე-4 პუნქტით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 1-8 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მ------- ძ---–---ს, კ---- თ----------ს და ა---- ბ---------ს სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურება სამუშაოდან განთავისუფლების დღიდან, მის სამსახურში აღდგენამდე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევითა და მათი სამართლებრივი შეფასებით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ხარჯის განაწილება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ,,ევროპის სოციალურ ქარტიაზე’’ დაყრდნობით განმარტებული იქნა, რომ შრომითი დავა, რომელიც დაკავშირებულია შრომის, როგორც სოციალური უფლების რეალიზაციასთან, განხილულიყო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ დავად.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-1- მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს გადაწყვეტილება;
3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი