განაჩენი

სისხლის სამართლის 07.12.2018
საქმის ნომერი
180100118002453567
ინსტანცია
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002453567

საქმე №1ბ/1353-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ----------------–---–ის

მსჯავრდებულის: ზ-----------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის, პროკურორ ვ-–-------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ-----------------–---–ის, დაბადებულის 1969 წლის 3 იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ--–----------------------–-----––---------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-----------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 14 მაისს, დაახლოებით 20 საათზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე, ქ-------–------------–-----------------------–-------ის მიმართულებით „FORD TRANZIT”-ის მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით O------, მოძრავმა ზ-----------------–---–მა, დ--–-----------------------–-------ში, მოხვევისას დაარღვია გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების წესები, კერძოდ კი მანევრირების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რა დროსაც მის ავტომანქანას წინა მარცხენა ნაწილში შეეჯახა სტეფანწმინდის მიმართულებით „MERCEDES BENZ”-ის მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით D--------, მოძრავი ნ------------–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ავტომანქანა „MERCEDES BENZ”-ის მგზავრმა თ----------------–-–---–მა.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:

 

ზ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. ზ-----------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ზ-----------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ვ-–-------------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ზ-----------------–---–ის მიმართ გამოტანილი, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით, კერძოდ, განაჩენით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდა რეალურად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე დამატებითი სასჯელის ნაწილშიც კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის გამოყენება.

 

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის, პროკურორ ვ-–-------------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - თ----------------–-–---–ის, ნ------------–---–ის, თ----------------–---–ის, კ--------------–-----–---–ის, ლ--------------–---–ის, ს--------------ის, ნ--------------ის, თ----------------–--ის, ბ-----------–-----ის, დ-------------–---–ის, მ-------------–---ის ჩვენებების, ბრალდებულ ზ----------------–---–ის აღიარებითი ჩვენების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანდართული სქემით და ფოტოცხრილით, ამოღების ოქმების, ამოღებული დოკუმენტების (პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №0--------- №0-------- და №0-------- დასკვნების, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №7---- დასკვნის, სატრანსპორტო- ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1------- დასკვნის, სასაქონლო ექსპერტიზის №7---- დასკვნის და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ-----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ს დაუმძიმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები, კერძოდ, გაუქმდეს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ასევე დამატებითად დანიშნული სასჯელი განესაზღვროს მაქსიმალური ვადით. პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ზ-----------------–---–თან მიმართებაში გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. ზ-----------------–---–მა როგორ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა აღნიშნულისა, ზ-----------------–---–მა არ გახადა სადავოდ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი ხასიათდება დადებითად, ამასთან, ზ-----------------–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

აპელანტს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულების მიმართ არ გამოიჩინა ყურადღება და არ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი. აღნიშნულის შესახებ ასევე მითითებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, რაც ჩათვლილია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც მსჯავრდებულმა ზ-----------------–---–მა სააპელაციო პალატის სხდომაზე განაცხადა, მას ქონდა კომუნიკაცია დაზარალებულებთან და გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებს ეტაპობრივად აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუმცა დაზარალებულებმა თანხის ეტაპობრივად ანაზღაურებაზე მას უარი განუცხადეს და მოითხოვეს ერთიანად ანაზღაურება, რისი საშუალებაც მას (მსჯავრდებულს) არ აქვს.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ზ-----------------–---–ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით თ----------------–-–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული გარემოება მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის დამამძიმებლად ვერ იქნება მიჩნეული. პალატა მიუთითებს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსოპრტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, წარმოადგენს საქართველოს სსკ–ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშნებს, ურომლისოდაც საქართველოს სსკ–ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სახეზე არ გვექნება. სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლდა ზ-----------------–---–ი და მსჯავრი დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ზ-----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა ლმობიერი სასჯელის მიღების განცდა, აღნიშნული ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. აგრეთვე, საქმის მასალებით არ დასტურდება პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ ზ-----------------–---–ი სისტემატურად არღვევდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი) გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელების დამძიმებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ისთვის დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელების დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ისთვის დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ-----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის, პროკურორ ვ-–-------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ზ-----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ზ-----------------–---–ს, საქართველოს სსკ–ის 43–ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ-----------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

პირობით მსჯავრდებულ ზ-----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე დაევალოს - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

თ----------------–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, სამ ცალ CD-R დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, დაუბრუნდეს დაზარალებულ თ----------------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

თ----------------–-–---–ის რენტგენოფირები, სამი ცალი, დალუქული ერთ პაკეტად, დაუბრუნდეს დაზარალებულ თ----------------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ავტომანქანა „MERCEDES BENZ“, სახელმწიფო ნომრით D--------, მდომი „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ავტომანქანა „FORD TRANZIT”, სახელმწიფო ნომრით O------, მდომი „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე