განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
130100118002541512
ინსტანცია
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002541512

საქმე №1ბ/1508-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ გ-–------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-–------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N5----------, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ-----–--------–----–----------------–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქალაქ ხ-–----–---–-----------------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ-–-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ-–-------------–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ-–------------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

გ-–------------–---–ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 14 ივნისს, ქალაქ ხ-–----–---–-----------------–-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, გ-–------------–---–მა დას - ნ-------------–---–ს ხელი დაარტყა მარცხენა ხელის არეში, ასევე, სკამი ესროლა სახის არეში, რომელიც მოხვდა ხელებზე. გ-–------------–---–ის ქმედებამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-–------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---------------–---–მა, რომელთაც მოითხოვეს ცვლილების შეტანა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულ გ-–------------–---–ისათვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ამასთან საქმეში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია გ-–------------–---–ის მიმართ და თანახმაა გავრცელდეს მასზე კანონით დადგენილი შეღავათები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-–------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-–------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება აპელანტების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანისა და მსჯავრდებულ გ-–------------–---–ისათვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-–------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის მსჯავრდებულისათვის სასიკეთოთ შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ-–------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-–------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ-–-------------–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ-–------------–---–ს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ-–------------–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 15 ივნისიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი