განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002662936
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1ბ/1510-18 14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გ--------–--------–---–ი (პირადი ნომერი: №5----------), დაბადებული 1973 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ხ-–-----------–-–---–------------- ფაქტიურად მცხოვრები ქ. თ---–--------------–---–-------------–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
გ--------–--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ--------–--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;
გ--------–--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მესამე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ--------–--------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
გ--------–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
გ--------–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 2 სექტემბრიდან.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--------–--------–---–მა და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება. მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, არასწორად იქნა შეფასებული მტკიცებულებები, რაც გახდა მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 9 იანვარს, შუადღის საათებში ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ განთავსებულ ტანსაცმლის ბაზრობაზე გ--------–--------–---–მა ყოფილ მეუღლეს ქ------------–----ეს სთხოვა შერიგება, თხოვნაზე უარის მიღების შემდგომ კი მას ორივე ხელი მოუჭირა ყელზე და დაემუქრა მოკვლით. ქ------------–----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 21 მაისს ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ--------–--------–---–მა ყოფილ მეუღლეს ქ------------–----ეს სთხოვა შერიგება, თხოვნაზე უარის მიღების შემდგომ კი მოკვლით დაემუქრა. ქ------------–----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ--------–--------–---–ი შეეცადა, ქვის ფილა დაერტყა ყოფილი მეუღლისთვის - ქ------------–----ისთვის და დაემუქრა მოკვლით. იმავე დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ქ------------–----ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ--------–--------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ქ------------–----ის, მოწმეების მ----------–-–---–ის, გ----------------–---–ისა და ე-–---------------------ის გამოკითხვის ოქმებით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, შემაკავებელი ორდერებით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------–--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--------–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და ოჯახის წევრის მიმართ არაერთხელ განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, გათვალისწინებული უნდა იქნას დანაშაულის სიმძიმე და ბრალდებულის პიროვნება.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
გ--------–--------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულები და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელებიც, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გ--------–--------–---–ს ჩადენილი დანაშაულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით გ--------–--------–---–ისთვის თავისუფლების აღკვთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელი 10 (ათი) თვის ვადით პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.
ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად არ გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და შედეგად უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი დაადგინა.
აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, ვინაიდან მხარეებმა ისინი სადავოდ არ გახადეს და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიენიჭათ პრეიდუციული მნიშვნელობა.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, რაც საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელია. მათი შეფასების და გაანალიზების შემდგომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ--------–--------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილ ინკრიმინირებულ ქმედებათა ჩადენას. დაზარალებულ ქ------------–----ის დაკითხვის ოქმის მიხედვით ყოფილმა მეუღლემ გ--------–--------–---–მა სამჯერ განახორციელა მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა. 2018 წლის იანვრსა და 2018 წლის სექტემბერში გ--------–--------–---–ის მიერ მასზე განხორციელებულ ინკრიმინირებულ ქმედებას შეესწრო მისივე თანამშრომლები მ----------–-–---–ი და ე-–---------------------ი. ხოლო 2018 წლის მაისის თვეში კი მასზე განხორცილებულ მუქარას არავინ შესწრებია, ვინაიდან მაღაზიაში იყო მარტო. დაზარალებულის მიერ 2018 წლის იანვარში და მაისში გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. ორივე შემთხვევაში - 2018 წლის 09 იანვარს და 2018 წლის 21 მაისს გ--------–--------–---–ის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერები. 2018 წლის 1 სექტემბერს გ--------–--------–---–მა ქვის გამოყენებით კვლავ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ქ------------–----ის მიმართ. იმავე დღეს კი სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა დაზარალებულს თავისივე მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------, შინაარსით: ,,შენ დღეს მოკვდები“. აღნიშნულით ქ------------–----ემ განიცადა ძლიერი შიში.
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა გ----------------–---–მა გამოკითხვის ოქმით დაადასტურა, რომ ქ------------–----ემ 2018 წლის 1 სექტემბერს მიმართა განყოფილებას განცხადებით მისი ყოფილი მეუღლის გ--------–--------–---–ის მიერ მასზე განხორცილებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ და ითხოვა რეაგირება. გამოკითხვის დასრულებისას ქ------------–----ემ ითხოვა, პოლიციის თანამშრომლებს მიეცილებინათ სახლამდე რამდენიმე პირადი ნივთის ასაღებად. გადაწყვეტილი ჰქონდა მეგობარ მ----------–-–---–თან გაეთია ღამე, ვინაიდან ეშინოდა სახლში დარჩენის. ქ------------–----ეს გაჰყვა თვითონ თანამშრომელ ი-----–----------–---–თან ერთად. საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მისულებმა დაინახეს მამაკაცი, რომელმაც მათი დანახვისას უცებ შეიცვალა მიმართულება და სხვა გზით წავიდა. დაზარალებულმა მიუთითა, რომ ის იყო მისი ყოფილი მეუღლე გ--------–--------–---–ი. გ----------------–---–მა და ი-----–----------–---–მა იქვე არსებულ სკვერში დააკავეს გ--------–--------–---–ი, ჩაუტარეს პირადი ჩრეკა და გადაიყვანეს პოლიციის პირველ განყოფილებაში.
მ----------–-–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ გ--------–--------–---–ის მიერ ქ------------–----ისადმი განხორცილებული მუქარის ორ ეპიზოდს შეესწრო. 2018 წლის იანვრის დასაწყისში მაღაზიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------–--------–---–მა ქ------------–----ეს ყელში ხელები წაუჭირა და მოკვლით დაემუქრა. 2018 წლის 1 სექტემბერს ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------–--------–---–მა ქვის გამოყენებით სცადა ქ------------–----ისთვის დაზიანების მიყენება და ემუქრებოდა მოკვლით. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ქ------------–----ისგან გაიგო, როგორ მივიდა 2018 წლის მაისში გ--------–--------–---–ი მასთან სამსახურში და დაემუქრა მოკლით. მოწმე მ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმის შინაარსის ანალოგიურია მოწმის სახით გამოკითხული ე-–---------------------ის ჩვენების შინაარსიც.
ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილი აქვს გ--------–--------–---–ის მიმართ 2018 წლის 09 იანვარს და 2018 წლის 21 მაისს გაცემული შემაკავებელი ორდერები, რომელთა თანახმადაც ქ------------–----ის მიმართ განხორცილებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო 30 დღით აეკრძალა სამსახურთან, სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ქ------------–----ე იმყოფებოდა.
საქმეში წარმოდგენილი ალკოტესტით შემოწმების 2018 წლის 2 სექტემბრის ოქმით დასტურდება, რომ გ--------–--------–---–ი 2018 წლის 1 სექტემბერს ქ------------–----ის მიმართ განხორცილებული მუქარის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
გ--------–--------–---–მა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. დაადასტურა, რომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერია 5--------. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ არ გახადა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები. სააპელაციო საჩივრით კი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია განაჩენი, რასაც პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით პალატას დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ--------–--------–---–ი 2018 წლის 9 იანვარს, 21 მაისს და 1 სექტემბერს დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ქ------------–----ეს სიცოცხლის მოსპობით, რაც იძლევა საფუძველს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლით დასაკვალიფიცირებლად (სამი ეპიზოდი).
სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან ან/და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრა - ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და, როგორც მსჯავრდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები (ნასამართლობის არქონა), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (ოჯახური ძალადობა) და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების (დანიშნული სასჯელის ვადის შემცირების, მისი პირობითად ჩათვლის ან მუხლის სანქციით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის) საფუძველი. განაჩენის დადგენისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ინტენსივობა (სამი ეპიზოდი რამდენიმე თვის მანძილზე), მათი ჩადენისას ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნა. ეს გარემოებები მიუთითებენ ქმედებების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, რის გამოც სასჯელის მიზნების მიღწევისათვის ოპტიმალურად უნდა იქნას მიჩნეული მუხლის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული საბოლოო სასჯელი - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი გ--------–--------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 უხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--------–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი გ--------–--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ--------–--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ--------–--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;
გ--------–--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მესამე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ--------–--------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ--------–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
გ--------–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 2 სექტემბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე