განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001607673
საქმე N-ბ/1582-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–-;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი- ნ-----------------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ----- ლ----–---–ი;
წარმომადგენელი - ლ--–- გ-------–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება N--------
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივნისის N-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.3.მოპასუხეებს დაევალოთ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2.მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
დ----- ლ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივნისის N 1------- და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის N------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ----- ლ----–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით; მოსარჩელის მოთხოვნა - გადახდილი საადვოკატო ჰონორარის მოპასუხეებზე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1 ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დ----- ლ----–---–ის სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიწის იჯარით გაცემის კომისიის 2006 წლის 29 აგვისტოს N- ოქმი და ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 2006 წლის N-- დადგენილება ნინოწმინდის რაიონში, თ-----–----- მ----- N---ში მდებარე 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ვ------ გ---–---ისათის იჯარით გადაცემის ნაწილში და როგროც ამის თანმდევი შედეგი ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ვ------ გ---–---ს შორის 2006 წლის 30 აგვისტოს დადებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 18 ივლისის N--- ოქმი ვ------ გ---–---ისათვის ნინოწმინდის რაიონში, თ-----–----- მ----- N---ში მდებარე 226,3 ჰა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 20.07.2011 წ. გადაწყვეტილება N-------- გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, რაზედაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბერს მიღებულ იქნა განჩინება N 3---------- რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსა და ვ------ გ---–---ის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება. (ტ.1 ს.ფ 20-45)
4.2. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის მიერ 2008 წლის მიმართვით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე N8407871 ნინოწმინდის რაიონული გამგეობის ცალკეულ თანამშრომელთა მიმართ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით აღნიშნული მიმართვით გამოთხოვილ იქნა დ----- ლ----–---–ის სასარგებლოდ მიწის იჯარით გადაცემის შესახებ ნინოწმინდის რაიონის მიწის იჯარით გამცემი კომისიისა და ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სათანადოდ დამოწმებული ასლები. საგამოძიებო ორგანოს მიერ ასევე გამოთხოვილ იქნა 2001 წელს მოქმედი ნინოწმინდის რაიონის მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის ს------- ე----------ის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებები და ნინოწმინდის რაიონის ყოფილი გამგებლების რ----- ა----------ის და მ--– ბ-------ის თანამდებობაზე დანიშვნა- გათავისუფლების განკარგულებები.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის მიერ 2010 წლის 03 ნოემბერს დ----- ლ----–---–ს 01.11.2010 წ. განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მისი 2007 წლის 18 აპრილის განცხადების საფუძველზე დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N8407871 საქმეზე ნინოწმინდის რაიონული გამგეობის ცალკეულ თანამშრომელთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით რაზედაც მიმდინარეობს გამოძიება.(ტ.1 ს.ფ 46,91)
4.3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 21 ივნისის N--- მიმართვით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარეს 17.07.2013 წ. N 6------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ 2012 წელს 226 ჰა საძოვარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2012 წლის 01 მაისის N-5 ბრძანების, მოქალაქე დ. ლ----–---–ის განცხადებისა და საკრებულოში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი 2012 წლის N- აქტის საფუძველზე გადაცემულ იქნა დ. ლ----–---–ისათვის სეზონის დამთავრებამდე, ანუ 2012 წლის 10 ოქტომბრამდე დროებითი გამოყენების მიზნით, რისთვისაც მის მიერ გადახდილ იქნა გადასახადი ერთ ჰა საძოვარზე 15 ლარის ოდენობით. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ არის გაცემული ანალოგიური ბრძანება და გამგეობა არ არის უფლებამოსილი მითითებული საძოვრის ხელახლა დროებით გამოყენებაში გადაცემასთან დაკავშირებით, თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია, რომ დ----- ლ----–---–ის მიერ შეთავაზებული მოთხოვნების შესრულებისას ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დარღვევას და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის წინააღმდეგი აღნიშნული საძოვრის დ. ლ----–---–ის მიერ შესაბამის პერიოდში გამოყენებაზე. (ტ.1 ს.ფ 276)
4.4. 2015 წლის 26 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია 25.02.2015 წ. N 8-----------) დგინდება, რომ უძრავი ნივთის მდებარე ნინოწმინდის რაიონი, თ-----–----- მ-------, დ--------–--–------- საზაფხულო საძოვარი, საკადასტრო კოდი 6----------- (ნაკვეთის დანშნულება სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი 2397811,00 კვ.მ. ნაკვეთიწ წინა ნომერი 6-----------) მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 20.07.2011 წ. გადაწყვეტილება N------------, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 09.01.2015 წ. ბრძანება N------ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2011 წ. განჩინება N 3ბ/1738- 11.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისს წერილით მიმართა დ----- ლ----–---–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მდებარე ნინოწმინდის რაიონი, თ-----–----- მ----- N--, დ--------–--–------- საზაფხულო საძოვარის ს.კ 6----------- სასოფლო- სამეურნეო კატეგორიის მიწის საკუთრებაში გადაცემა (ანალოგიური შინაარსის განცხადებით მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა 31.03.2014 წ.).
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივნისის N 1------- წერილით დ----- ლ----–---–ის წარმომადგენელს 13.06.2016 წ. განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ,,სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არაუგვიანეს 2011 წლის 01 მაისისა'', ხოლო დ----- ლ----–---–ის მიერ განცხადება წარდგენილ იქნა 31.03.2014 წ. (რეგისტრაციის N---------), რომელთა დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე ლოტი განთავსდება ვებ გვერდზე eAuction.ge. (ტ.1 ს.ფ 48, 47,50, 54).
4.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელზე 2016 წლის 15 ივლისს დ----- ლ----–---–ის წარმომადგენლის მიერ შეტანილ იქნა საჩივარი (რეგისტრაციის N 5--------, რომლითაც მოთხოვნილ იქნა უძრავი ნივთის მდებარე ნინოწმინდის რაიონი, თ-----–----- მ----- N 2-ის, დ--------–--–------- საზაფხულო საძოვრის, ს.კ. 6----------- პრივატიზაცია. იმავე წლის 15 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაზუსტებული საჩივრით მიმართა ლ--–- გ-------–---–მა და მოითხოვა ბათილდ იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 15 ივნისის N-------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოხდეს ახალი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების - ს.კ. 6-----------, პრივატიზება დ----- ლ----–---–ის სახელზე.
2016 წლის 28 ივლისის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1------- მიმართვით წერილის ადრესატს განემარტა საკანონმდებლო აქტების შესახებ, რაც
მოქმედებდა 2005-2010 წლებში და მიეთითა მათი რედაქციებისა და შესული ცვლილებების ნახვის შესაძლებლობის თაობაზე სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდის - www.matsne.gov.ge მეშვეობით. (ტ.1 ს.ფ 64,106, 250)
4.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 აგვისტოს N------- ბრძანებით დ----- ლ----–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვის ვადად განისაზღვრა 02 თვე, ხოლო მისი განხილვის მიზნით ღია სხდომაზე ზეპირი მოსმენა დაინიშნა 06.09.2016 წ. 15:00 სთ-ზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის N-------- ბრძანებით, დ----- ლ----–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივნისის N-------- წერილის ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის - უძრავი ნივთის პრივატიზების თაობაზე, გამოცემა) დაკმაყოფილებაზე.(ტ.1 ს.ფ 259-260, 311-319)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ განმარტა, რომ 2010 წლის 21 ივლისის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონი (N3512-რს) აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლის 47-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის განცხადებით მიმართვისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე დაწყებული პროცედურის დასრულებისათვის განცხადებით მიმართვის დროებით წესს. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2001 წლის 23 მაისს ნინოწმინდის რაიონის გამგეობამ მის ტერიტორიაზე თ-----–----- მ----- N----დან გ------- ზ-----–---–ს იჯარით გადასცა 291 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - საძოვარი. იმავე ტერიტორიაზე, ისე რომ არ გააუქმა მიწის იჯარის ხელშეკრულება გ------- ზ-----–---–თან, ნინოწმინდის რაიონის გამგეობამ იმავე წლის 24 აგვისტოს 300 ჰა საძოვარი იჯარით გადასცა ე-–----- ო-------ს. 2004 წლის 30 აგვისტოს ამავე მიწის ნაკვეთიდან ისე, რომ გამგეობამ არ გააუქმა 2001 წლის გ------- ზ-----–---–თან და ე-–----- ო-------თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებები 146 ჰა საძოვარი იჯარით გადასცა დ----- ლ----–---–ს. 2006 წლის 27 ივნისის ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და გ------- ზ-----–---–ს, ე-–----- ო-------სა და დ----- ლ----–---–ს შორის დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებები და ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მიწის იჯარით გამცემ კომისიას დაევალათ ყველა გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ერთი კვირის ვადაში გამოეცა ახალი აქტები, თუმცა აღნიშნული დავალების მიუხედავად გამგეობის მიერ რაიმე სახის გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ ყოფილა. 2006 წლის 30 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სადავო მიწის ნაკვეთი ფართობით 300 ჰა
10 წლის ვადით უკონკურსოდ გადასცა ვ------- გ---–---ს, რომ--–მაც 2008 წლის 18 ივლისის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების სამცხე ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N--- ოქმის შესაბამისად მოახდინა საიჯარო ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული 226,3 ჰა მიწის ნაკვეთის პრივატიზება.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დ----- ლ----–---–ის სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიწის იჯარით გაცემისსკომისიის 2006 წლის 29 აგვისტოს N- ოქმი და ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 2006 წლის N-- დადგენილება ნინოწმინდის რაიონში, თ-----–----- მ----- N---ში მდებარე 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ვ------ გ---–---ისათის იჯარით გადაცემის ნაწილში და როგორც ამის თანმდევი შედეგი ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ვ------ გ---–---ს შორის 2006 წლის 30 აგვისტოს დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 18 ივლისის N--- ოქმი ვ------ გ---–---ისათვის ნინოწმინდის რაიონში, თ-----–----- მ----- N---ში მდებარე 226,3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის N-ბ/1738-11 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მოიხმო 2005 წლის 8 ივლისის (N 1896 - რს) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ'' (ძალადაკარგულია საქართველოს 07/21/2010 N 3512 კანონით), რომლის შესაბამისად პრივატიზებას ექვემდებარებოდა იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე ამ პერიოდში თავის სურვილის დაკმაყოფილებას/უფლების რეალიზებას ვერ მოახდენდა, რამეთუ მანამდეც და მის შემდგომაც წლების განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სადაო უძრავ ქონებაზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამორიცხავდა მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავის მხრივ დაინტერესებულ პირს წარმოუშობდა (დაუწესებდა, შეუცვლიდა, გადაუწყვეტდა ან დაუდასტურებდა) გარკვეული სახის უფლებებსა და მოვალეობებს. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია განსახილველ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალსწინებით სახეზე ხომ არ იყო ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდებოდა. ამდენად, სასამართლო მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და არსებული დოკუმენტაციის შესწავლა–შეფასების გზით მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რამეთუ როგროც უკვე აღინიშნა, სადავო აქტის მიღების პროცესში არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი სხვა გარემოებები, რაც მიღებული აქტის სამართლებრივ დასაბუთებას და სანდოობის უფრო მაღალ ხარისხს განსაზღვრავდა.
6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია დ----- ლ----–---–ის ორი განცხადება, რომლითაც მიმართა სააგენტოს: პირველი - 2014 წლის 31 მარტის განცხადებით მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დ--------–--–------- საზაფხულო საძოვარზე მდებარე 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო - სამეურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემა 49 წლის ვადით, ხოლო მეორე განცხადება 2016 წლის 13 ივნისს განმეორებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა იმავე საკადასტრო კოდზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე უარის თქმის შემთხვევაში სარგებლობაში გადაცემა იჯარის უფლებით. ამასთან, მოითხოვა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. დ----- ლ----–---–ს სადავო მიწის ნაკვეთზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რაიმე უფლება მიწის ნაკვეთზე არ წარმოშობია. კერძოდ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა გ------- ზ-------–---–თან, ე-–----- ო-------თან და დ----- ლ----–---–თან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები და ნინოწმინდის რაიონის გამგეობას და მიწის იჯარით გამცემ კომისიას დაევალა ყველა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ერთკვირიან ვადაში ახალი აქტების გამოცემა, თუმცა გამგეობის მიერ რაიმე სახის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ამდენად, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა თუ რამდენად გააჩნია დ----- ლ----–---–ს მოთხოვნის უფლება სადავო მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის/სარგებლობაში გადაცემის თაობაზე და გაურკვეველი რჩება რა უფლების დარღვევაზე მიუთითებს სასამართლო.
6.2 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს სასკ-ის 32.4 მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი საკითხის გასარკვევად დავალების მიცემის პირობას და რაც მთავარია, კონკრეტულ შემთხვევაში ნორმის განმარტება სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.
სახემწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი, ხოლო 2005 წლის 08 ივლისის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის მიწა. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. 2014 წლის 31 მარტის სააგენტოსადმი განცხადებით მიმართვისას დ----- ლ----–---–ის მოთხოვნა სახელწმიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (ს/კ 6-----------) 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის ან ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე მოთხოვნა არ გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან და აღნიშნული მიწის ნაკვეთზე დ----- ლ----–---–ის იჯარის უფლება არ ყოფილა წარმოშობილი. საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, სააგენტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზება, ხოლო იჯარის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით განემარტა განმცხადებელს, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განთავსდებოდა შესაბამის ელექტრონულ მისამართზე. სამინისტრომ იმსჯელა გასაჩივრებული აქტის მიზანშეწონილობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფორმალური და მატერიალური საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომ--–იც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს 2010 წლის 21 ივლისის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონზე (N-512-რს), რომ--–იც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესი. 2005 წლის 8 ივლისის (N 1896 - რს) საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ'' (ძალადაკარგულია საქართველოს 07/21/2010 N 3512 კანონით), შესაბამისად პრივატიზებას ექვემდებარებოდა იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემ--–ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა'' ქვეპუქნტის მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2001 წლის 23 მაისს ნინოწმინდის რაიონის გამგეობამ მის ტერიტორიაზე თ-----–----- მ----- N--დან გ------- ზ-----–---–ს იჯარით გადასცა 291 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - საძოვარი. იმავე ტერიტორიაზე, ისე რომ არ გააუქმა მიწის იჯარის ხელშეკრულება გ------- ზ-----–---–თან, ნინოწმინდის რაიონის გამგეობამ იმავე წლის 24 აგვისტოს 300 ჰა საძოვარი იჯარით გადასცა ე-–----- ო-------ს. 2004 წლის 30 აგვისტოს ამავე მიწის ნაკვეთიდან ისე, რომ გამგეობამ არ გააუქმა 2001 წლის გ------- ზ-----–---–თან და ე-–----- ო-------თან დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებები, 146 ჰა საძოვარი იჯარით გადასცა დ----- ლ----–---–ს. 2006 წლის 27 ივნისის ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და გ------- ზ-----–---–ს, ე-–----- ო-------სა და დ----- ლ----–---–ს შორის დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულებები და ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მიწის იჯარით გამცემ კომისიას დაევალა ყველა გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდგე ერთი კვირის ვადაში გამოეცა ახალი აქტები, თუმცა აღნიშნული დავალების მიუხედავად გამგეობის მიერ რაიმე სახის გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ ყოფილა. 2006 წლის 30 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სადავო მიწის ნაკვეთი ფართობით 300 ჰა 10 წლის ვადით უკონკურსოდ გადასცა ვ------- გ---–---ს, რომ--–მაც 2008 წლის 18 ივლისის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების სამცხე -ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N--- ოქმის შესაბამისად მოახდინა საიჯარო ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული 226,3 ჰა მიწის ნაკვეთის პრივატიზება.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დ----- ლ----–---–ის სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიწის იჯარით გაცემი სკომისიის 2006 წლის 29 აგვისტოს N- ოქმი და ნინოწმინდის რაიონის გამგეობის 2006 წლის N-- დადგენილება ნინოწმინდის რაიონში, თ-----–----- მ----- N---ში მდებარე 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ვ------ გ---–---ისათის იჯარით გადაცემის ნაწილში და როგორც ამის თანმდევი შედეგი ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ვ------ გ---–---ს შორის 2006 წლის 30 აგვისტოს დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 18 ივლისის N--- ოქმი ვ------- გ---–---ისათვის ნინოწმინდის რაიონში, თ-----–----- მ----- N---ში მდებარე 226,3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის N-ბ/1738-11 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და უცვლ--–-დ დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ დ----- ლ----–---–ი აპელანტების მიერ სადავოდ გამხდარი პერიოდისათვის თავისი უფლების რეალიზებას ვერ მოახდენდა, რადგან მანამდეც და მის შემდგომაც, წლების განმავლობაში სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სადავო უძრავ ქონებაზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამორიცხავდა მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას, რომ--–იც თავის მხრივ დაინტერესებულ პირს წარმოუშობდა რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულმა განაპირობა ისიც, რომ მან პრივატიზების მოთხოვნით ვერ მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს 2011 წლის 1 მაისამდე, გააჩნდა რა ლეგიტიმური მოლოდინი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არის დარღვეული პრივატიზების მოთხოვნით მიმართვის კანონით დადგენილი ვადა.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 13 სექტემბრის №ბს-246-243(კ-14) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
პალატა აპელანტების ყურადღებას კიდევ ერთხელ გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დ----- ლ----–---–ს, 2011 წლის 01 მაისამდე არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის უფლების რეალიზაციის მოთხოვნით, რამდენადაც მას ქონდა 2006 წლის 27 ივნისის ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, რაც თავის მხრივ 2011 წლის 01 მაისამდე კიდევ არ იყო აღსრულებული.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და არსებული დოკუმენტაციის შესწავლა–შეფასების გზით მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რადგან სადავო აქტის მიღების პროცესში არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ზემოაღნიშნული გარემოებები, რაც მიღებული აქტის სამართლებრივ დასაბუთებას და სანდოობის უფრო მაღალ ხარისხს განსაზღვრავდა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლ--–-დ უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;
9. პროცესის ხარჯები:
9.1 სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის ეტაპზე დ----- ლ----–---–ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ადვოკატის მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯის - 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით დაკისრება აპელანტებისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე ხარჯებს განეკუთვნება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომ--–ზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომ--–იც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
,,ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“ (სუს 1330-1315(კ-11) 2012წ. 9.02 განჩინება).
პალატა მიუთითებს, რომ გარდა უკვე გაწეული ხარჯისა, საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომ--–იც ჯერ არ არის გაწეული, თუმცა დასტურდება საადვოკატო მომსახურება და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი ხარჯის გაწევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 24 ივლისის სალაროს შემოსავლის ორდერი N1---------, რომ--–იც ადასტურებს, რომ ლ--–- გ-------–---–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის, დ----- ლ----–---–მა გადაუხადა თანხა 700 (შვიდასი ლარის ოდენობით) რომლის ანაზღაურებაც პროპორციულად უნდა დაეკისროთ სსიპ სახელმწიფო ქონების აპელანტებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაწეულია პროცესის გარეშე ხარჯი - 79.30 (სამოცდაცხრამეტი ლარი და ოცდაათი თეთრის) ოდენობით, კერძოდ საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის მომსახურებისათვის გაწეული, ელექტრონული განცხადებისათვის გადახდილი თანხის, აკრძალვის რეგისტრაციისათვის გადახდილი და აკრძალვის შემდგომ მომზადებული განახლებული ამონაწერის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ( ტ.2 ს.ფ 103 – 2,70 ლ; ტ.2 ს.ფ 125 – 40ლ; ტ.2 ს.ფ 127 -2.90 ლ, ტ.2 ს.ფ 185 -21 ლ, ტ.2 ს.ფ 186-10 ლ , ტ.2 ს.ფ 205 -2.70ლ.), რომ--–თა ანაზღაურებაც ასევე პროპორციულად უნდა დაეკისროთ აპელანტებს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
აპელანტები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები განთავისუფლებულნი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. აპელანტებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით დაეკისროთ დ----- ლ----–---–ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში 700 (შვიდასი) ლარის და ხოლო დანარჩენ ნაწილში 79.30 (სამოცდაცხრამეტი ლარისა და ოცდაათი თეთრის) ანაზღაურება;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გელა ბადრიაშვილი -