განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
010210018001850519
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0-02100-800-850-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე 2/ბ-1025-18 წ. 14 ნოემბერი 20-8 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - - ზ------ გ---–------ი ს------- გ------–--ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; 2. აპელანტის შუამდგომლობა: საქმის წარმოების შეჩერება

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, საკუთრებაში გააჩნია ქ. ბ------ი, ბ-------–---–ის ქუჩა №1----/ქ. ბ------ი,ზ. გ-------–--ის ქუჩა №1---ში მდებარე უძრავი ქონეის (ს/კ 0-------------------, რომელსაც ნების გარეშე, უკანონოდ ფლობს მოპასუხე ზ------ გ---–------ი და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა უარს აცხადებს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემაზე. აღნიშნულის გამო, არ ეძლევა საკუთრებაში არსებული ნივთით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა, რაც უხეშად არღვევს მოსარჩელის, როგორ მესაკუთრის კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ უფლებებს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ის წარმოადგენდა ამ უძრავი ქონების წინა მესაკუთრეს. მოსარჩელე ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა კანონსაწინააღმდეგო, თვალთმაქცური გარიგების შედეგად. გარდა ამისა, მოპასუხეს, სადავო უძრავი ქონების გარდა, სხვა თავშესაფარი არ გააჩნია. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ს------- გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა. 2. მოპასუხე ზ------ გ---–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ს------- გ------–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბ------ი, ბ-------–---–ის ქუჩა №1----/ქ. ბ------ი, ზ. გ-------–--ის ქუჩა №1---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - ს/კ 0------------------. 3. მოპასუხე ზ------ გ---–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 20-5 წლის 25 მარტიდან, საჯარო რეესტრში ს------- გ------–--ის საკუთრებაში ირიცხება ქ. ბ------ი, ბ-------–---–ის ქუჩა №1----/ქ. ბ------ი, ზ. გ-------–--ის ქუჩა №1---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-------------------, რომელსაც მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს ყოფილი მესაკუთრე ზ------ გ---–------ი და ს------- გ------–--ის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, წინააღმდეგია უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 170-ე, 172-ე, 311--12-ე მუხლებზე და განმარტა: საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სკ-ის 170-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ს------- გ------–--ე, როგორც მესაკუთრე უფლებამოსილია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ამ ქონებით. სხვა ნებისმიერი პირის მხრიდან ამ ქონებით სარგებლობა/დაუფლება, მისი თანხმობის გარეშე, განხილულ უნდა იქნეს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ქონების ფლობა/სარგებლობად. 2.3. უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაცია). 2.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მისი უფლება შეზღუდული არ არის მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის სამართლებრივი საფუძვლით ფლობით. მოპასუხე არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, მიუხედავად ამისა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დღემდე ახორციელებს უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელობას, მოსარჩელის (მესაკუთრის) ნების საწინააღმდეგოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოითხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. სასამართლო, ბუნებრივია, პატივისცემით ეკიდება მხარეების და მათ შორის მოპასუხე მხარის ინტერესებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მესაკუთრეს არამესაკუთრესთან შედარებით უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული ნებისმიერი სამართლებრივ საფუძველს მოკლებული ხელყოფისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანს წარმოადგენდა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოებები იმის შესახებ, რომ სადაო ბინა არის ს------- გ------–--ის საკუთრება. აღნიშნული საკუთრება მას მიღებული აქვს თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე. ამავე დროს, სადაო ბინა ეკუთვნის არამარტო ზ------ გ---–------ს, არამედ ამ ბინაში მცხოვრებ სხვა ოჯახის წევრებსაც. 3.2. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რომ არ დაუზუსტებია სადაო ბინაში მცხოვრებთა რაოდენობა და ვინაობა და მტკიცებულებების შეფასებისას არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-10- მუხლები 3.4. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა აპელანტმა წარმოადგინა 20-8 წლის 09 ნოემბერს სადაც აღნიშნა: 20-8 წლის 0- ოქტომბერს, ზ------ გ---–------მა სარჩელი აღძრა თ----------–------------------------------------------------–------–------------–------------------ წინააღმდეგ და მოითხოვა სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, მასსა და ლ------------–--- შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარება. ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ ზ.გ---–------ის სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, ამავე დროს სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და აეკრძალა ს------- გ------–--ეს, სადავო უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა. ვინაიდან, განსახილველი სარჩელით ს------- გ------–--ეს მოთხოვნილი აქვს უძრავი ქონების ხელშეშლის აღკვეთა ზ------ გ---–------ის მიმართ, პარალელურად კი ზ------ გ---–------მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ამ ქონებაზე ს------- გ------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაბათილება არსებობს საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა, კერძოდ: იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო განიხილავს და მიიღებს განჩინებას ბ------ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ყოველგვარ აზრს და საფუძველს იქნება მოკლებული ზ------ გ---–------ის სარჩელი. შესაბამისად, უნდა შეჩერდეს მოცემული საქმის განხილვა, სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ს------- გ------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასევე არ არსებობს, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1. პუნქტში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.2.-2.4. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხე ზ------ გ---–------ს გააჩნია თუ არა, ქ. ბ------ი, ბ-------–---–ის ქუჩა №1----/ქ. ბ------ი, ზ. გ-------–--ის ქუჩა №1---ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით - ს/კ 0------------------- მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა, თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის, ს------- გ------–--ის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება. 4.4. სადავო საკითხთან მიმართებაში პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. მოპასუხემ, სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის დასადასტურებლად მიუთითა, რომ სადაო ბინა ს------- გ------–--ეს საკუთრებაში მიღებული აქვს თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, ხოლო აპელანტს (მოპასუხე) სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ ქ. ბ------ი, ბ-------–---–ის ქუჩა №1----/ქ. ბ------ი, ზ. გ-------–--ის ქუჩა №1---ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით - ს/კ 0------------------- მას საკუთრების უფლება გააჩნია. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, რეგისტრირებული მესაკუთრის, ს------- გ------–--ის მოთხოვნა, ზ------ გ---–------ის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე-დასაბუთებული. 4.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა დამატებით აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ მოპასუხე წარმოადგენდა სადავო ქონების ადრინდელ მესაკუთეს, ვერ აქცევს მას, სკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად და ვინაიდან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული აქვს, ამ ქონების დაკავების უფლება აღარ გააჩნია. 4.6. პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას სასამართლო მიერ საპროცესო ნორმის დარღვევასთან მიმართებაში, რომელიც შეეხება სადავო ბინაში მაცხოვრებელთა ვინაობისა და მის შესააბამისად, მოპასუხეთა სათანადო წრის განსაზღვრას. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4-ე მუხლებზე, რომლის მიხედვითაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხეთა წრეს და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, ს------- გ------–--ემ სარჩელით მიმართა ბ------ის საქალაქო სასამართლოს ზ------ გ---–------ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა. ვინაიდან, სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ გაცდება სასარჩელო მოთხოვნას, ამ მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ, სარჩელში მითითებული მოთხოვნის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რაც უსაფუძვლოს ხდის აპელანტის მსჯელობას, რომ სასამართლოს, სსკ-ის 10--ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაედგინა სადაო ბინაში მცხოვრებთა რაოდენობა, ვინაობა და განესაზღვრა მოპასუხეთა წრე. 4.7. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს------- გ------–--ე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეს და იგი ითხოვს ამ უძრავი ქონების ზ------ გ---–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, ხოლო ზ------ გ---–------ის სასარჩელო მოთხოვნაა ამ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა. შესაბამისად, ზ.გ---–------ის სარჩელი თავისი ბუნებით აღიარებითია. ამგვარი მოცემულობის პირობებში, პალატას დაუსაბუთებლად მიიჩნევს შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან, ს------- გ------–--ის ვინდიკაციური სარჩელის განხილვა შესაძლებელია, ზ. გ---–------ის აღიარებითი სარჩელის განხილვისაგან დამოუკიდებლად, რაც გამორიცხავს საქმის წარმოების შეჩერებას. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და ს------- გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ზ------ გ---–------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ზ------ გ---–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება. ასევე, ზ------ გ---–------ის წარმომადგენლის, შ----- ჯი--–--ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------ გ---–------ის წარმომადგენლის, შ----- ჯი--–--ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ზ------ გ---–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს, ბ------ის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოსამართლე: ირმა პერანიძე