განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2018
საქმის ნომერი
140100117002110495
ინსტანცია
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100117002110495

საქმე №1/ბ 149-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ოთ-------------–---–-ს და მი----–-------–---–-ს

მსჯავრდებულის: ალ--------------------ს

ადვოკატის: ია----------–--ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ალ--------------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ია----------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ალ----------------------------------ს მიმართ, დაბადებული: 19---–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პ/N 5----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ--------------------------------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: გო---------------------–--------------ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, ალ-------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10(ათი)წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხემძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

მსჯავრდებულ ალ---------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან.

ალ-------------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ალ-------------------ემ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი) - წონით 0,000872 გრამის ოდენობით და ამფეტამინი - წონით 0,000046 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2017 წლის 22 თებერვალს, ქ.გორში, თ---–-------------–--–-----------–--------------------–---–-–---- დასახლებაში, შსს გორის რაიონული თანამშრომლების მიერ, ალ--------------------ს პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) - წონით 0,000872 გრამის ოდენობით და ამფეტამინი - წონით 0,000046 გრამის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებას, არ გაიზიარა შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმის ზაზ---------–---–-ს ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ მსჯავრდებულს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ალ-------------------ე დაკავების მომენტიდან უარყოფდა ნარკოტიული საშუალების ქონის ფაქტს. ბარალდების მხარემ სასამართლოში არ წარმოადგინა გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც დაადასტურებდა ალ--------------------ს რაიმე სახით შემხებლობას ნარკოტიკულ საშუალებებთან. ამასთან, სასამართლო პროცესზე, ნივთიერი მტკიცებულებების - შპრიცების - გამოკვლევის დროს, დალუქულ პაკეტში აღმოჩნდა უცხო ნივთი, რომლის წარმოშობა არცერთ დოკუმენტში არ ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული ნივთმტკიცებები მაინც კანონიერად მიიჩნია, რაც სასამართლოს არაობიექტურობაზე მიანიშნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ალ--------------------ს დაკავებისა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების ჩვენებები, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი, ასევე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა.

 

- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გი-----------------მ უჩვენა, რომ 2017 წლის 22 თებერვალს, ის მა-–------------სთან ერთად, იმყოფებოდა ქ.გორში, ,------------- დასახლებაში, დაახლოებით 16:00 საათზე, მორიგემ რადიოსადგურის მეშვეობით, გადასცა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მტკვარწყალმშენის დასახლებაში იმყოფებოდა ალ-------------------ე, რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. კორპუსთან მისვლამდე მათ სამსახურებრივი ავტომანქანით შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები: გო-----------–---–ი და მა-–--------------–ი. ისინი შევიდნენ კორპუსის უკანა ეზოში, სადაც იდგა ვერცხლისფერი ჯიპი, ალ-------------------ე მათ დანახვაზე მიხვდა, რომ პოლიციელები იყვნენ და უკუსვლით გადაადგილდა. მათ მანქანები ისე ჩაუყენეს, რომ ალ-------------------ემ ვეღარ შეძლო მოძრაობის გაგრძელება, არ მისცეს გასვლის საშუალება, მა-–------------ ჩავიდა ავტომანქანიდან, ხოლო თვითონ მანქანა გააჩერა და რამდენიმე წამში შეუერთდა მა-–------------ს. ალ-------------------ეს მანქანის კარი ჰქონდა გამოღებული და მისი ხელი ეჭირა მა-–------------ს, რომელსაც ხელში ეჭირა ორი შპრიცი. მოწმის განმარტებით ერთი იყო ცარიელი, ხოლო მეორე სავსე არ იყო. ალ-------------------ემ ერთის გადასხმა მოასწრო, მეორესი ვერა (იხ სასამართ. სხდომის ოქმი 11.05.17 13:57:50). თუმცა იმავე ჩვენებაში გი-----------------მ მიუთითა, რომ ალ-------------------ემ როგორ გადაასხა შპრიციდან მასში მოთავსებული სითხე, მას არ დაუნახავს (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 11.05.17 13:57:50). მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივად ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე მა-–------------მ, თუმცა გარკვეულწილად განსხვავებულად აღწერა მსჯავრდებულის მოქმედება თუ რამდენად რეალურად შეძლებდა ის შპრიციდან სითხის გადაღვრას. კერძოდ, იგი და გი----------------- წავიდნენ მძღოლის მხარეს, ხოლო გო-----------–---–ი და მა-–--------------–ი მანქანის მეორე მხარეს, რადგან მეორე პიროვნებაც იჯდა ავტომანქანაში. ალ---------------------მ გააღო მანქანის კარი, რადგან გაქცევა ვეღარ შეძლო და რაღაცას აკეთებდა, მაგრამ რას, მოწმეს არ დაუკონკრეტებია. პირიქით მან დაინახა, რომ ერთი შპრიცის დგუში იყო ამოწეული და ალ-------------------ეს დაუჭირა ხელი, რომ არ გადაესხა. მოწმის განმარტებით, ერთი შპრიცი ცარიელი იყო და კედლებზე ჰქონდა წვეთები, ხოლო მეორე შპრიცს ჩამოცმული ჰქონდა პოლიეთილენის პარკი, ხოლო გარედან პლასტმასის თავი, რათა არ დაღვრილიყო მასში მოთავსებული სითხე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ალ--------------------ს დაკავებისა და მისი ხელიდან ორი შპრიცის ამოღების ფაქტი დაადასტურეს ზაზ---------–---–-ს პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელებმა გო-----------–---–მა და მა-–--------------–მა.

 

- 2017 წლის 22 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ.გორი, თ---–-------------–--–-----------–---------------------–---–-–---- დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ალ--------------------ს მარცხენა ხელში ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი 6 მლ. ტევადობის სამედიცინო შპრიცი, რომელსაც ნემსის ადგილზე უკეთია პოლიეთილენის პარკი და არის ცარიელი. ასევე 2.5 მლ. ტევადობის სამედიცინო შპრიცი, რომელშიც მოთავსებულია ღია გამჭვირვალე მოყავისფრო სითხე. ასევე ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ალ--------------------ს სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, აფთიაქის ბარათები, ,,საქართველოს ბანკის’’ პლასტიკური ბარათი, სამედიცინო ცენტრის ბარათი, ერთი ცალი ერთდოლარიანი, ორი ცალი ორასლარიანი, ხუთი ცალი ასლარიანი, სამი ცალი ოცლარიანი კუპიურები და ერთი ცალი ერთლარიანი მონეტა.

 

- 2017 წლის ქიმიური ექსპერტიზის №4------------- დასკვნით დადასტურდა, რომ ალ--------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: 2,5 მილიგრამიანი ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 0.2 მილიგრამი მოყავისფრო ფერის სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მეტამფეტამინს (მარილი) - 0,00079 გრამის ოდენობით, ამფეტამინს - 0,000046 გრამის ოდენობით; 6 მილიგრამიანი ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე არსებული უფერო სითხის წვეთები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) - 0,000082 გრამის ოდენობით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სითხეში და სითხის წვეთებში ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,000872 გრამს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი იინსტანციის სასამართლოში დაადასტურეს ექსპერტებმა: ნა----–-------მ და სოფ----–--------მ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, ბრალდების მხარის, ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმის, ზაზ---------–---–-ს ჩვენება არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ მოწმე ალ--------------------ს მეგობარი იყო და ცდილობდა ბრალდებულისგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზაზ---------–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ ალ-------------------ეს ბავშობიდან იცნობს. ბრალდებული დიდი ხნის მანძილზე იხდიდა სასჯელს და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ერთხელ ჰყავდა ნანახი. 22 თებერვალს რუსეთში მეგობართან ღვინო უნდა გაეგზავნა. ამ საკითხთან დაკავშირებით ალ---------------------მ დაურეკა და უთხრა, რომ მძღოლმა ოთხშაბათს უარი თქვა წაღებაზე და გასატანებელი საზამთროს მურაბა მიიტანა მასთან შესანახად. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ სოფელ ბ-------–ი და მისი(ზაზ---------–---–-ს) შვილიშვილი მიიყვანეს აცრაზე. ალ-------------------ე თბილისში მიდიოდა და მას უნდა გაჰყოლოდა მისი სიძეც. ალ-------------------ემ მას უთხრა, რომ ბანკში მივიდოდა და შემდეგ წაიყვანდა მის სიძეს თბილისში. მოწმემ განმარტა, რომ ალ-------------------ემ ის დატოვა სახლში, თავად კი ბანკში წავიდა. ამის შემდეგ მას(მოწმეს) ქალაშვილმა დაურეკა და სთხოვა, რომ ბავშვისთვის ,,ჰუმანა’’ ეყიდა. მან თავის მხრივ დაურეკა ალ-------------------ეს და უთხრა, რომ ,,ჰუმანა პირველი’’ ეყიდა ბავშვისთვის, რომელმაც სახლში მიუტანა ბავშვის საჭმელი. სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ისინი ერთად ჩავიდნენ სადარბაზოში, სადაც ნახა პოლიეთილენის პარკი, რომელიც აიღო, ჩამოიტანა გადასაგდებად და ჩადო მანქანაში ისე, რომ ალ-------------------ეს არ დაუნახავს. საჭესთან დაჯდა ალ-------------------ე, თვითონ კი - მძღოლის გვერდით სავარძელზე. ამ დროს, მათი მანქანის წინ გადააყენეს ავტომანქანები, საიდანაც გადმოვიდნენ იარაღებით, თავიდან ვერც მიხვდნენ, ვინ იყვნენ. ალ-------------------ემ მანქანა უკან დაძრა და მას ჰკითხა „ფაქტი ხომ არ გაქვსო“, რაზეც უარით უპასუხა. ალ-------------------ემ გააჩერა მანქანა, სადაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ორივენი გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, და გაჩხრიკეს, არცერთს არაფერი ჰქონდა. შემდეგ დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომელს ხელში რაღაც ეკავა და ამბობდა: „აი ფაქტიო“. პოლიციის თანამშრომლებმა მასაც და ალ-------------------ესაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, მანქანიდან გადასვლის დროს არც მას და არც ალ-------------------ეს ხელში არაფერი არ ჰქონიათ. ხოლო ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, ისინი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ამ ხნის განმავლობაში პოლიციელები მას ეუბნებოდნენ, რომ ეთქვა ალ-------------------ეს ნარკოტიკები ჰქონდაო(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 23.08.17 13:53:40). ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ზაზ---------–---–- გამოძიების დროსაც უარყოფდა ალ--------------------ს მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ფლობის ფაქტს და უთითებდა, რომ მსჯავრდებულს ხელში რაიმე არც სადარბაზოში არ ჰქონია.

პალატის აზრით, მოწმის ჩვენების არგაზიარება მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ბრალდებულის მეგობარია, არამართებულია.

ნარკოტიკული დანაშაულის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ზოგჯერ დამნაშავე პირის დაკავება სხვა დამსწრე პირების გარეშე ხდება და ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა ბაზას ძირითადად წარმოადგენს პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოწმემ ბრალდებულთან თავისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე შესაძლებელია მის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება, მაგრამ, როდესაც სასამართლო ერთის მხრივ აფასებს პოლიციელების ჩვენებებს და მეორეს მხრივ ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმის ჩვენებას, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებმაც შესაძლოა მინიმუმ ეჭვქვეშ დააყენოს ერთი ან მეორე მხარის ჩვენებები.

2017 წლის 23 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N4------------- დასკვნის თანახმად, ალ---------------------ს ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებულ სხვადასხვა ტევადობის 4 ცალ ერთჯერად შპრიცში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“, საერთო წონით 0.000116 გრამი, რომელზედაც არც ზა-----------–---–ს და არც ალ-------------------ეს ბარალდება არ წარდგენიათ. მოწმე ზაზ---------–---–-ს ჩვენების მიხედვით, „ნაგავი“, რომელიც მან ნახა სადარბაზოში, გადაყრის მიზნით ჩადო ალ--------------------ს ა/მანქანაში და ეკუთვნოდა მას(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 23.08.17 13:41 08). მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ეს „ნაგავი“ წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას, გამოძიებას ზა-----------–---–თან შეკითხვები აღარ გასჩენია და იმ მოტივით, რომ ამ ნარკოტიკული საშუალების კუთვნილება „ვერ დადგინდა“, ამ ფაქტს სამართლებრივი შეფასება არ მიეცა. ფაქტობრივად, ერთ შემთხვევაში გამოძიებამ გაიზიარა, რომ ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ალ---------------------ს და ზა-----------–---–ს არ ეკუთვნოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მათი ჩვენენებები არ გაიზიარა იმ ნაწილში, რომ დაკავების მომენტში ალ--------------------ს ხელიდან ამოღებული ორი შპრიცი ამ უკანასკნელს არ ეკუთვნოდა, რაც სამართლებრივად არასწორია, არადამაჯერებელია და ეჭვქვეშ აყენებს ალ--------------------ს ხელიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს.

მსჯავრდებულმა ალ-------------------ემ არც გამოძიებაში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ზა-----------–---–თან ერთად ჩაჯდა ა/მანქანაში, პოლიციის თანამშრომლები დაახლოებით 20 წამში მივიდნენ. მან უკუსვლით, ა/მანქანით დაახლოებით 300 მეტრი გაიარა. ზა-----------–---–ს შეეკითხა „ფაქტი ხომ არ ჰქონდა რამე“ და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ მანქანა გააჩერა. კარი თავად გააღო, მანქანიდან გადმოათრიეს, ფეხი ჩაარტყეს და ძირს დააგდეს. მისგან საფულის გარდა არაფერი არ ამოუღიათ. პოლიციის თანამშრომელს ეკავა ხელში ორი ცალი შპრიცი, მათგან ერთ-ერთი ცარიელი, რომელზედაც უთხრეს, რომ მას ეკუთვნოდა. ჩხრეკისა და დაკავების ოქმისათვის ხელი არ მოუწერია.

სააპელაციო ინსტანციაში მსჯავრდებულმა იგივე პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ გამოძიებისაგან თავიდანვე ითხოვდა ჩაეტარებინათ გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, მაგრამ არ ჩაატარეს მიუხედავად იმისა, რომ მისგან სისხლის ნიმუშები აიღეს. აღნიშნულის დასადასტურებლად ალ-------------------ემ სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა მის მიერ მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც გამოკვლეული იქნა. კერძოდ, ლე---------------–-ს სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, მსჯავრდებულ ალ---------------------სათვის გაგზავნილ, 2018 წლის 1 თებერვლის წერილით დგინდება, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ იძებნება ჩანაწერი ალ--------------------ს მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 9 თებერვლის წერილის საფუძველზე შედგენილი სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის 26 თებერვლის წერილით დგინდება, რომ ალ--------------------საგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებზე ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა იო----------მა დაადასტურა ალ--------------------საგან სისხლის ნიმუშის აღების ფაქტი და ამავე დროს განაცხადა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზა არ დანიშნულა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 14.06.17; 13:18:06-13:19:39).

მსჯავრდებულ ალ--------------------საგან სისხლის ნიმუშის აღების ფაქტი დასტურდება სპს.„გორმედის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 17 იანვრის წერილითაც, რომელიც ასევე გამოკვლეული იქნა სააპელაციო სასამართლოში.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ნივთმტკიცებათა გაცვლის ოქმში მითითებულია ალ--------------------საგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმის, ანაწმენდების აღების ოქმის, ასევე შესაბამისი ხელწერილების თაობაზე, თუმცა არცერთი მათგანი საქმეში არ მოიპოვება.

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარის უფლებაა რა სახის ექსპერტიზას ჩაატარებს ან არ ჩაატარებს, რა სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებას წარადგენს სასამართლოში გამოსაკვლევად, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული თავიდანვე არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას, არცერთ საგამოძიებო ოქმზე არ აწერს ხელს, ამავე დროს ნებაყოფლობით აბარებს გამოძიებას ბიოლოგიურ მასალას ექსპერტიზის ჩასატარებლად და არ ინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა, ასეთი ქმედება ობიექტურად ეჭვქვეშ აყენებს ალ--------------------ს ხელიდან შპრიცებში არსებული ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულს „ტეტრაჰიდროკანაბინოლთან“ და „მეტადონთან“ ერთად ლაბორატორიულად დაუდგინდა „მეტამფეტამინის“ მოხმარება, პალატის აზრით, აღნიშნული გარემოება ცალსახად და უტყუარად არ ადასტურებს დაკავების მომენტში მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობის ფაქტს.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევიან მხოლოდ ეჭვის საფუძველს, უტყუარად ვერ ადასტურებენ ალ--------------------ს ბრალეულობას და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი ------------------------–-----–--------------------–----–---------------–----------------–------–--------------------–----–----–--------–--------–-----–----–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნეს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საცვრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ალ--------------------ს მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ალ--------------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ალ--------------------ს მიმართ გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი;

3. ალ--------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

4.გამართლებული ალ-------------------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5.ალ-------------------ეს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

6. გამართლებულ ალ-------------------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

7. ნივთიერი მტკიცებულებები:

- მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ,--------------------------------------------–-–-------------------------- ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ყავისფერი ტყავის საფულე, ალ--------------------ს სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, აფთიაქის ბარათები, ,,საქართველოს ბანკის’’ პლასტიკური ბარათი, სამედიცინო ცენტრის ბარათი, ერთი ერთ დოლარიანი, ორი ორასლარიანი, ხუთი ასლარიანი, სამი ოცლარიანი კუპიურა, ერთი ერთლარიანი მონეტა, რომლებიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- შპრიცები, ვარდისფერი პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული ასანთის კოლოფებით, ასანთის ღერები, ერთი ცალი შპრიცი, რომელშიც მოთავსებულია მკვრივი მასა, პოლიეთილენის მილები ბოლოში სამედიცინო შპრიცით, შპრიცის ნემსი, პოლიეთილენის მილები მასში მოთავსებული მოყავისფრო ბამბებით, სამედიცინო ბამბის ნაჭერი, ერთჯერადი ხელსახოცი, პოლიეთილენის მილი, პოლიეთილენის თავსახური, ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი