განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002370092
საქმე №1ბ/1133-18
PP
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი , 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ
მოსამართლეები: მაია თეთრაული
ნათია ბარბაქაძე
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ხ-----------ის
მსჯავრდებულის: ი-–-------------ის
ადვოკატის: დ-----------–--–-–---–ის
თარჯიმნის: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ი-–-------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ-----------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №021190218001) ი-–-------------ის მიმართ. ი-–-------------ი დაბადებულია 1962 წლის 18 იანვარს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: აზ----------------–--------------–-------------------------- მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–-------------მა ჩაიდინა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვა და საქართველოში შემოტანა.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ი-–-------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და საქართველოში შემოიტანა 0,386 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ (მარილი), 0,5811 გრამი დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) და 6,2437 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა სწორ ნაწლავში. მარნეულის რაიონში მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდიდან“ საქართველოში შემოსვლისას და ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრზე მდებარე შპს ,,ვივამედში“ ყოფნისას 2018 წლის 19 თებერვლის 21:20 საათიდან 00:31 საათამდე.
ი-–-------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით:
ი-–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ი-–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-–-------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ი-–-------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან.
ი-–-------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-–-------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ-----------–-ამ და მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის - რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის ხ-----------ის მიერ ზემდგომი პროკურორის ზ------------–------–---–ის თანხმობით წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ი-–-------------ისთვის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ი-–-------------მა ადვოკატ დ-----------–--–-–---–თან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ი-–-------------თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:
ი-–-------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ი-–-------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ი-–-------------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 400000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი-–-------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ი-–-------------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 400000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით.
ი-–-------------ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან.
ი-–-------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის თანახმად 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი-–-------------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ი-–-------------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ი-–-------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ი-–-------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების ე-–--------------------------------–--–---–----------–------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ი-–-------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ი-–-------------ისაგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, ი-–-------------ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ი-–-------------ი, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის ზემდგომი პროკურორის ზ------------–------–---–ის თანხმობით 2018 წლის 14 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ხ-----------ეს, მსჯავრდებულ ი-–-------------სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ დ-----------–--–-–---–ს შორის;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენში ი-–-------------ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;
ი-–-------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ი-–-------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ი-–-------------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 400000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული ძირითადი სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი-–-------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ი-–-------------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 400000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით.
ი-–-------------ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან.
ი-–-------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის თანახმად 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
8 ცალი აბი საერთო წონით 3,566 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს“ 0, 31 გრამის ოდენობით, 2 ცალი აბი, საერთო წონით 0,4906 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,მეტამფეტამინს“ 0,5811 გრამის ოდენობით, მოყვითალო ფერის რეზინის თავმოკრულ ნაჭრებში შეფუთული უფერო პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული კუსტარული წესით დამზადებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება წონით 11,25 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ 6,2437 გრამის ოდენობით, ი-–-------------ის სისხლის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში)
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: მ. თეთრაული
ნ. ბარბაქაძე