განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/1045-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორის - ბ----------------–--ლის,ადვოკატების - მ------------ას, ლ-–-----------ას, ნ--------------ის,მსჯავრდებულ - მ--–----------–---–ის
გამართლებულ - ზ-----------ძის მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ--–----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------ას და ხა–-----ს რაიონული პროკურორის მოადგილის რ-----------–-ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ--–---------------------–--ლის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ხ-–------------------------–----–-; დანაშაული გათვა-–--წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ზ-----------–--------------ს მიმართ (გამართლებული), დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხ-–------------------------–----–-; დანაშაული გათვა-–--წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
მ--–----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.
ზ-----------ძეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ხ-–------------------------– ნ--------ი კ-–----–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დანითა და ელექტროშოკის აპარატით შეიარაღებული ზ-----------ძე, მ--–----------–---–ი და ძიებით დაუდგენელი ორი პირი, ყაჩაღურად დაესხნენ თავს მ--–---------------–------------------------ს, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ--–---------------–-ს გასტაცეს 740 (შვიდასორმოც) ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, „სა------ი“ J7 და ფულადი თანხა 1830 ლარი, ხოლო ზ---------------ს - 1500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „სა------ი“ S6 და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
ხა–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით:
მ--–----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა-–--წინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ--–----------–---–ს დაწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 იანვრიდან.
ზ-----------ძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა-–--წინებულ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა რომ:
მ--–----------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ხ-–------------------------– ნ--------ის კ-–----–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დანითა და ელექტროშოკის აპარატით შეიარაღებული მ--–----------–---–ი და ძიებით დაუდგენელი სამი პირი, ყაჩაღურად დაესხა თავს მ--–---------------–------------------------ს, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ--–---------------–-ს გასტაცეს 740 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „სა------ი“ J7 და ფულადი თანხა 1830 ლარის ოდენობით, ხოლო ზ---------------ს გასტაცეს 1500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „სა------ი“ S6 და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ზ-----------ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ხა–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ--–----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------ამ და ხა–-----ს რაიონული პროკურორის მოადგილემ რ-----------–-ამ.
მსჯავრდებულ მ--–----------–---–ის ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხა–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში მ--–----------–---–ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი ემყარება მხოლოდ მოსამართლის ვარაუდს, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს და ირიბ ჩვენებებს. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არც ერთ შემთხვევაში არ დასტურდება მ--–----------–---–ის მიერ ჯგუფურად, ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. დამცველი უთითებს, რომ დაზარალებულის მიერ მ--–----------–---–ის ამოცნობა ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხვონათა უხეში დარღვევით, ვინაიდან ამოსაცნობად წარდგენილი პირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც აღნაგობით, ასევე ტანსაცმლითა და წვერით. ამომცნობმა პირმა ვერ მიუთითა ამოსაცნობის ისეთ მახასიათებლებზე, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირი იდენტიფიცირებისათვის. ასევე საეჭვო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, თუ კონკრეტულად სად და რომელ საათზე ჩატარდა პირის ამოცნობა. რაც შეეხება მ-----–-------ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს და მასში ასახულ ინფორმაციას, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევაც არის უკანონო, ვინაიდან საქმის განხილვის დროს არ ყოფილა გამოკვლეული და დათვალიერებული აღნიშნული მობილური ტელეფონი და ოქმზე არსებული მ-----–-------ს ხელმოწერის ავთენტურობის დადასტურებაც არ მომხდარა სასამართლოს წინაშე.
აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სიმ ბარათი 5----------- ეკუთვნოდა მ--–----------–---–ს ან სარგებლობდა ამ სიმ ბარათით, არ ჩატარებულა მ--–----------–---–ის ხმის ამოცნობა და საერთოდ გაურკვეველია, ვის სარგებლობაში იყო შემთხვევის დროს აღნიშნული ტელეფონის ნომერი. ასევე, აპელანტისათვის გაურკევევლია სასამართლოს განმარტება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი შეფასებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თავისი შინაარსით არის ჩვენების ადგილზე შემოწმება და თუ ამ ოქმს, როგორც ჩვენებას, არ მივიჩნევთ მტკიცებულებად, გაუგებარია, რას ნიშნავს საგამოძიებო ექსპერიმენტის საშუალებით ვითარების აღდგენა. ამდენად, დამცვწელის დასკვნით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა გამოკველულ მტკიცებულებებს და უგულვებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზ-----------ძის უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში ხა–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენის გაუქმება და ზ-----------ძის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა-–--წინებული დანაშაულის ჩადენაში.
პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან დაკავშირებული და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ზ-----------ძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. დაზარალებულმა მ--–---------------–-მ მიუთითა ზ-----------ძეზე, როგორც მასზე თავდამსხმელ პირზე. ასევე, მისი ჩვენება დადასტურებულია ზ-----------ძის ამოცნობის ოქმით, რომელიც ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ზ-----------------ს ჩვენებით, ამოცნობაში მონაწილე პირების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით. პროკურორის განმარტებით, სასამართლომ ზემოაღიშნულ მტკიცებულებებს „დაარქვა“ ირიბი მტკიცებულებები იმ პირობებში, როდესაც ისინი ადასტურებდნენ დაზარალებულთა ჩვენებებს და ჩადენილ დანაშაულში ზ-----------ძის მონაწილეობას. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს მათი ჩვენებები არის არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო. ასევე, პროკურორი მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს დაცვის მხარის ვერსიის გაზიარება, თითქოს შემთხვევის დღეს ზ-----------ძე იმყოფებოდა ბანკში. საქმის არსებითი განხილვისას არ მომხდარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტების გამცემი დაწესებულების წარმომადგენლის დაკითხვა. ამასთან, წარმოდგენილ დოკუმეტებში არ არის მითითებული, თუ რა დროს განახორციელა საბანკო ოპერაცია ზ-----------ძემ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ბ----------------–--ლმა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს, ხოლო მსჯავრდებულ მ--–----------–---–ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცველელად დატოვება.
გამართლებულმა ზ-----------ძემ და მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა პირველ რიგში წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევაც მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ხოლო შემდეგ, სათანადო ანალიზის საფუძველზე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების გათვა-–--წინებით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ--–---------------–-მ განაცხადა, რომ ცხოვრობს კ-----------------------–--------–- და დაკავებულია პირუტყვის ხორცის რეალიზაციით. 2017 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა ხ-–------------------------– ა-––- საქონლის შესაძენად. სოფლის ცენტრში გაიცნო დაახლოებით 25 წლის მამაკაცი (მიუთითა მ--–----------–---–ზე), რომელმაც უთხრა, რომ გასაყიდი ჰყავდა საქონელი, მიეცა მისთვის მობილური ტელეფონის ნომერი და თუ საქონლის გაყიდვას გადაწყვეტდა, დაუკავშირდებოდა. დათანხმდა რა აღნიშნულზე, მისცა თავისი მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------. აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი დაუკავშირდა იმავე საღამოს ტელეფონის ნომრიდან 5----------- და უთხრა, რომ გადაწყვიტა საქონლის გაყიდვა, ჩასულიყო სოფელ კ-–----–------ში და მიყიდდა საქონელს. აღნიშნულ პიროვნებას უთხრა, რომ, რომ კვირა დღეს ჩავიდოდა, თუმცა კვირას მარნეულში ბაზარზე მოუწია ყოფნა და ვერ მოახერხა კ-–----–------ში წასვლა. მარნეულიდან დაბრუნებუს შემდეგ კვლავ დაურეკა ამ პიროვნებამ და კითხა, თუ როდის ჩავიდოდა საქონლის საყიდლად, რაზედაც უპასუხა, რომ მეორე დღეს წავიდოდა. 2018 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 10 საათზე, თანასოფლელ ზ---------------თან ერთად, თავისი „ფ------------------ის“ ავტომანქანით გავიდა თავისი სოფლიდან და დაურეკა ა-––- გაცნობილ მამაკაცს, რომელსაც აცნობა, რომ მიდიოდა მასთან საქონლის შესაძენად. აღნიშნულმა პიროვნებამ უთხრა, რომ მისულიყო სოფელ კ-–----–------ში. სოფლისაკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა ჩავარდა ტალახში და ვეღარ შეძლო მოძრაობის გაგრძელება, რის გამოც კვლავ დაურეკა ა-––- გაცნობილ პიროვნებას და სთხოვა დახმარება. ამ უკანასკნელმა გაუმარტა, რომ მიიყვანდა ტრაქტორს და დაეხმარებოდა. დაახლოებით 5 წუთში იგივე მამაკაცი დაუკავშირდა ტელეფონით და კითხა - მარტო იყო თუ არა და დასახმარებლად სხვა ბიჭებიც ხომ არ მიეყვანა. ვიდაიდან ზ---------------ი იყო არასრულწლოვანი, იგი დახმარებას ვერ გაუწევდა და უთხრა, რომ იყო მარტო. დაახლოებით ნახევარ საათში დაინახა სოფელ კ-–----–------ს მხრიდან შემაღლებული ადგილიდან მათკენ მიმავალი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთ-ერთი მათგანი, სხდომაზე მიანიშნა ზ-----------ძეზე, პირველი მივიდა მასთან და კითხა - ორი ცხენი დავკარგე და ხომ არ გინახავსო, ასევე სთხოვა წყალი. მან (მ--–---------------–-მ) ავტომანქანიდან გადმოიღო წყალი „კოკა-კოლას“ 1,5 ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლით და მიაწოდა, მამაკაცმა დალია და ბოთლი ძირს დააგდო. ასევე მივიდნენ დანარჩენი სამი ახალგაზრდა მამაკაციც, რომელთაგან ერთ-ერთს სახეზე ეკეთა შავი ფერის ნიღაბი, თვალებთან და პირთან ამოჭრილი და ნიკაპის ქვედა მხარეს მოუჩანდა გრძელი წითური წვერი. მან ტანით, წითური წვერით, სიარულის მანერით და ხმის ტემბრით აღნიშნულ მამაკაცში მაშინვე ამოიცნო სოფელ ა-––- გაცნობილი ახალგაზრდა, რომლისაგანაც საქონლის ყიდვას აპირებდა, მაგრამ შეეშინდა ამის გამჟღავნების და არაფერი შეიმჩნია. აღნიშნული მამაკაცი იყო მ--–----------–---–ი, რომელმაც სთხოვა სიგარეტი და სანთებელა, ხოლო სიგარეტის მოკიდებისთანავე მას სახის არეში დაარტყა თავი, ხოლო მეორე ჩასხმული ტანის უნიღბო მამაკაცმა (მიუთითა ზ-----------ძეზე), უკანა მხრიდან ყელზე მძლავრად მოუჭირა ხელი. მას ტუჩიდან წასკდა სისხლი და ტკივილისაგან მუხლებზე დაეცა. თავდამსხმელებმა დანა მიაჭირეს კისერზე, წელზე სამჯერ დაარტყეს ელექტროშოკი და ნიღბიანმა მამაკაცმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული. შეეშინდა, რომ არ მოეკლათ, შარვლის ჯიბიდან ამოიღო 1830 ლარი და გადასცა მათ. თავდამსხმელებმა ივარაუდეს, რომ უფრო მეტი ფული უნდა ჰქონოდა და გაჩხრიკეს მანქანა, თუმცა სხვა ფული ვერ ნახეს. ამის შემდეგ ჩასხმული ტანის მამაკაცმა ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალა 740 ლარად ღირებული „სა------ი“ J7 მოდელის მობილური ტელეფონი, თავისივე მანქანიდან ამოღებული თოკით შეუკრეს ხელ-ფეხი და ჩასვეს მის ავტომანქანაში მძღოლის სავარძელზე. დანარჩენმა ორმა პირმა ზ--------------ს თოკით შეუკრეს ხელ-ფეხი, დასვეს მანქანაში მის გვერდით, ჯიბიდან ამოაცალეს 1500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „სა------ი“ S6, რის შემდეგაც ოთხივე გაიქცა. მათ მოახერხეს შეკრული ხელების და ფეხების გახსნა, სოფელში შემხვედრი ერთ-ერთი მამაკაცის დახმარებით მანქანა ამოიყვანეს ტალახიდან და დაბრუნდნენ სოფელ ფერმაში. მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა მეორე დღეს. დაზარალებულმა მ--–---------------–-მ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა ამოიღეს მისი კუთვნილი ტელეფონის გატეხილი ნაწილები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ---------------მა განაცხადა, რომ ცხოვრობს კ-----------------------–--------–-. არის მ--–---------------–-ს მეზობელი და ეხმარება მას საქონლის ყიდვასა და ხორცის რეალიზაციაში, რისთვისაც მ--–----ი გარკვეულ გასამრჯელოს უხდის. სოფელ ა-–----- ერთმა პიროვნებამ დაურეკა მ--–---------------–-ს და უთხრა, რომ ყავდა გასაყიდი საქონელი და ჩასულიყო მასთან. 2018 წლის 8 იანვარს იგი მ--–---------------–-ს გაყვა სოფელ ა-–-- მიმართულებით. გზაში მათი მანქანა ჩავარდა ტალახში, რის გამოც მ--–----მა მობილური ტელეფონით დაურეკა იმ მამაკაცს, ვისგანაც საქონელი უნდა შეეძინათ და სთხოვა დახმარება. ის პიროვნება შეპირდა, რომ დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდოდა ტრაქტორით. ცოტა ხნის შემდეგ დაინახა სოფელ კ-–----–------დან მომავალი ოთხი მამაკაცი. მიახლოებისას დაინახა, რომ ერთ-ერთს ეკეთა თვალებთან და პირთან ამოჭრილი შავი ფერის ნიღაბი, ნიკაპის ქვემოდან კი მოუჩანდა ოქროსფერი წვერი. პირველად მ--–----ს მიუახლოვდა ჩასხმული ტანის მამაკაცი და კითხა - ცხენები დავკარგე და ხომ არ გინახავსო. მ--–----მა მას მანქანიდან პოლიეთილენის ბოთლით მიაწოდა წყალი, რომელიც იმ პიროვნებამ დალია და ბოთლი მიწაზე დააგდო. იგი იყო შავგვრემანი, ეცვა ნაცრსფერი სპორტულები. შემდეგ მ--–----ს მიუახლოვდა ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ყელზე „ტატუ“ ჰქონდა და სთხოვა სიგარეტი და სანთებელა, ხოლო სიგარეტის მოკიდებისთანავე მ--–----ს სახის არეში დაარტყა თავი, მეორე ჩასხმულმა მამაკაცმა კი კისერში წაუჭირა ხელი. მ--–----ი მუხლებით დაეცა მიწაზე, რის შემდეგაც დანა მიაჭირეს კისერზე, ტანზე ელექტროშოკი დაარტყეს სამჯერ და მოსთხოვეს ფული. მ--–----მა ჯიბიდან ამოიღო ფული და გადასცა მათ. წაართვეს მობილური ტელეფონიც. ნიღბიანმა თავდამსხმელმა მ--–----ს უთხრა - პოლიციას რომ შეატყობინო, იცოდე მოგკლავთო. მას თოკით გაუკრეს ხელ-ფეხი და დასვეს ავტომანქანაში. იმავდროულად მოწმე ორ ახალგაზრდა ბიჭს ყავდა გაკავებული, იგი შიშისაგან ცუდად იყო და კანკალებდა. ბოლოს მასაც შეუკრეს თოკით ხელ-ფეხი, მ--–----ის გვერდით დასვეს მანქანაში და ჯიბიდან ამოაცალეს 1 500 ლარად ღირებული „სა------ი“ S6 მოდელის მობილური ტელეფონი. თავდამსხმელები გაიქცნენ სოფელ ნ--------ის მიმართულებით, რის შემდეგაც მათ მოახერხეს ხელ-ფეხის გახსნა, სოფელში მცხოვრები ერთი მამაკაცი დაეხმარათ მანქანის ტალახიდან ამოყვანაში, რის შედმეგაც დაბრუნდნენ სოფელ ფერმაში. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან იყო შეშინებული, მ--–----ის სთხოვა, რომ სახლში წასულიყვნენ და პოლიციისთვის მეორე დღეს შეეტყობინებიათ. მ--–----მა უთხრა, რომ ნიღბიანი პირი იყო ის კაცი, ვისგანაც საქონელი უნდა ეყიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ხ-–------------------------– ა-––-, მ-----–-------ს მეზობლად. 2018 წლის იანვრის თვეში მასთან სახლში მივიდა მიშა და სთხოვა მობილური ტელეფონი. მან ათხოვა თავისი „ნოკიას“ ფირმის ტელეფონი სიმბარათის გარეშე, ხოლო სიმბარათი ნომრით 5-------- დაიტოვა თვითონ, რაც შემდეგ სამართალდამცავებმა ამოიღეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------მ განაცხადა, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა წაიყვანეს ხა–-----ს პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში მონაწილეობის მისაღებად, კერძოდ, თვითონ იყო ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ერთ-ერთი. სამივე იყო მსგავსი სიმაღლის და წვერით. თვითონ სამსახურიდან მოდიოდა და ცოტა დასვრილი ტანსაცმელი ეცვა. ამოცნობა ჩატარდა შენობის მეორე სართულზე, მას ესწრებოდა გამომძიებელი, თარჯიმანი და გარეშე პირიც. ამოცნობამდე შესთავაზეს, რომ სადაც სურდა, იქ დამდგარიყო. აზერბაიჯანელი ეროვნების ამომცნობმა პირმა მათ შორის ამოიცნო ერთ-ერთი, სახელად მელორი. თქვა, რომ იგი იცნო წვერით და ხმის ტემბრით, განმარტა, რომ ამოცნობაში არ ცდებოდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ამომცნობის მიერ მელორიზე მითითების შემდეგ, მელორიმ თქვა - მე არ ვიყავიო და როდესაც ამომცნობმა მისი ხმა გაიგო, მიუთითა - ხმის ტემბრითაც მეცნობა, რომ ისააო.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ი-----------------------------–------–---–-ა. ასევე, ამ უკანასკნელმა დამატებით განმარტა, რომ იგი ამოსაცნობად წაიყვანეს დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე. ამოცნობას ესწრებოდა გამომძებელი, დაზარალებული, ერთი ქალბატონი და კიდევ ერთი პირი, მისი შეფასებით პო-––--------------ს მოადგილე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა: გ---------------–---–-------------–-------------–------------------------------------------------------–-----–-------------------------------------------------–---–-----------------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა სახის საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------–---–--ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს სოფელ ა-––-. ზ-----------ძე არის მისი შვილიშვილის მეუღლე. 2018 წლის 7 იანვარს დაკლეს ღორი, სადაც მიიწვიეს ზ-----------ძეც მის ოჯახთან ერთად. სუფრა გაგრძელდა მეორე დღეს 10 საათზე, რა დროსაც ზ-----------ძე კვლავ მათთან იმყოფებოდა. დაახლოებით 12-13 საათისთვის ზ-----------ძეს მანქანით მოაკითხა მისმა ძმამ ზ--------------ემ და წაიყვანა. მოწმის განმარტებით, ზ-----------ძე ისეთ სამსახურში მუშაობდა, გაზრდილი თმა არასოდეს ჰქონია. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ვ----–--–---–--------–----–---–---------------–-------–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ხ-–------------------------– ა-––- და ზ-----------ძეს იცნობს ბავშვობიდან. 2018 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 12-დან, 13 საათამდე პერიოდში ძმები ზ----------------------------ბი ნახა სოფელ ა-–-- ცენტრში, ეკლესიასთან. მიესალმნენ და მოიკითხეს ერთმანეთი. ძმებმა უთხრეს, რომ ხ-–----–- მიდოდნენ ბანკში და დაახლოებით 5-10 წუთში წავიდნენ. ზ-----------ძე გრძელ თმებში არასოდეს უნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 8 იანვარს დილით, სოფელი ა-–----- წავიდა ხ-–----–- ტელეფონის საყიდლად. შემდეგ სასადილოდ შეჩერდა ხა–-----ს ცენტრში და იქიდან გამოსვლისას შეხვდა თანასოფლელ ძმებს - ზ---------------------------ს. ცოტა ხანს ისაუბრეს, რის შემდეგაც ძმები წავიდნენ პირად საქმეზე ბანკში. ეს იქნებოდა დაახლოებით 13:00-13:30 საათი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ი------------–-–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ხ-–------------------------– ა-––-. 2018 წლის 8 იანვარს, დილით იმყოფებოდა ხ-–----–- აგრარულ ბაზარში. დაახლოებით 13-დან, 14 საათამდე პერიოდში, ე.წ. სვანების მაღაზიასთან დაინახა მანქანით მისული თანასოფლელი ძმები - ზ-----------ძე და ზ--------------ე. იგი მიესალმა მათ და გაესაუბრა, რის შემდეგაც ძმებმა შესთავაზეს დახმარება და ხა–-----ს ავტოსადგურამდე მიიყვანეს. ზ-----------ძე გრძელი და გადავარცხნილი თმით არასოდეს უნახავს. მოწმის განმარტებით, იმისათვის, რომ სოფელში წასასვლელ ტრანსპორტზე არ დაგვიანდებოდა, ტელეფონში დახედა საათს, ამიტომ ზუსტად ახსოვს ძმებ ნოძაზეებთან შეხვედრის დრო.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ-----–-------მ განაცხადა, რომ არის მ--–----------–---–ის და ზ-----------ძის მეზობელი. გამოძიების ეტაპზე ხა–-----ს პოლიციის განყოფილებაში მისი დაკითხვა მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლით, ამიტომ პირველ ჩვენებაში მ--–----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით რაც განაცხადა, იყო სიცრუე. მოწმის განმარტებით, ქონდა „აიფონის“ მოდელის ტელეფონი, რომელიც დაკითხვის დროს ჩამოართვეს. ამ ტელეფონში ჩაწერილი ქონდა მ--–----------–---–ის ორი ნომერი - „ჯეოსელის“ და „მაგთის“, თუმცა როდესაც მოგვიანებით ტელეფონი დაუბრუნეს, მასში რაღაც ნომერი ეწერა და სახელი ჰქონდა მითითებული მ--–-------, რაც მის მიერ არ ყოფილა ჩაწერილი, არც იცოდა ეს რა ნომერი იყო. მან გამომძიებელს განუცხადა, რომ ეს მელორის ნომერი არ იყო. არანაირ ოქმზე ხელი არ მოუწერია. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ თავისი ტელეფონი გაფუჭებული ქონდა და დაახლოებით 4-5 იანვარს მეზობელ ა----------–---ს გამოართვა ტელეფონი დროებითი გამოყენების მიზნით. 6-7 იანვარს თავისი ტელეფონი გამოიტანა ხ-–----–- არსებული ჯიხურიდან, სადაც გასაკეთებლად ჰქონდა დატოვებული და ამავე დროს თან ჰქონდა აკ---------–--ის ტელეფონიც. სოფელში დაბრუნების დროს შეხვდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელთან ერთადაც ვარჯიშობდა. ამ პიროვნებამ როდესაც ხელში დაუნახა ორი ტელეფონი, უთხრა - ტელეფონი გამიფუჭდა და ერთ-ერთი ტელეფონი მათხოვეო. მან ათხოვა აკ---------–--ის ტელეფონი. აღნიშნულმა პიროვნებამ თავისი გაფუჭებული ტელეფონიდან ამოიღო სიმბარათი და ჩადო ტაბაშიძის ტელეფონში, შემდეგ მის ტელეფონზე გამოუშვა ზარი, რადგან ნომერი გაეგო, რაც ჩაიწერა. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო მაღალი და წითური, მისი სახელი და გვარი არ იცის; არც ის იცის, თუ რომელი სოფლიდან არის და რატომ იყო იმ დროს სოფელ ა-––- ჩასული. მისთვის ასევე უცნობია აკ---------–--ის ტელეფონის ბედიც, ვინაიდან ამ ფაქტიდან მალევე დააკავეს. მოწმის თქმით, 8 იანვარს დღის საათებში იმყოფებოდა ა-––-, ხოლო მოგვიანებით მ--–----------–---–თან და თ------------------თან ერთად წავიდა გორში, ვინაიდან აპირებდა სალონიკში წასვლას და უნდა გაერკვია ბილეთების ამბავი. თ---------------უს გაკეთება უნდოდა, მაგრამ ვერ გაიკეთა, თანხა არ ეყო. მელორისაც უნდოდა ტატუს გაკეთება, მაგრამ ბოლომდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი. შემდეგ თორნიკესთან ერთად დაბრუნდა ხ-–----–-, მელორი კი გორში დატოვეს, რადგან თბილისში უნდა წასულიყო. ეს იყო დაახლოებით 12 საათიდან, 14 საათამდე პერიოდი. გამოძიების ეტაპზე დაბნეული იყო, პოლიციის თანამშრომლებმა გაუგებრობაში ჩააგდეს და ამიტომ ვერ თქვა ტაბაშიძის ტელეფონის სხვა პიროვნებისთვის გადაცემის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ზ-----------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ 2018 წლის 08 იანვარს, დილის 10 საათიდან იმყოფებოდა მისი მეუღლის ბებიის, ნ-------–---–--ის ოჯახში გამართულ წვეულებაზე. დაახლოებით 12 საათზე მანქანით გაუარა ძმამ ზ--------------მ და ერთად წავიდნენ ხ-–----–-, სადაც ბანკში ჰქონდა საქმე, ასევე შეიარეს ბაზრობაზე, შემდეგ აფთიაქში და დღის მეორე ნახევარში დაბრუნდნენ სოფელ ა-––-. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში შეხვდა არაერთი თანასოფლელი, რომელთაც შეუძლიათ დაადასტურონ მისი ჩვენების სისწორე. ზ-----------ძემ ასევე მიუთითა, რომ მისი დაკავება და სხვა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის უხეში დარღვევით, მათ შორის ამოცნობის დროს წარდგენილი ამოსაცნობი პირები რადიკალურად განსხვავდებოდნენ მისგან როგორც სიმაღლით, ისე გარეგნობით და ჩაცმულობით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ--–----------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ სოფელ ა-––- საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით არავის შეხვედრია, არც ტელეფონის ნომერი არ გამოურთმევია არავისთვის. 2018 წლის 08 იანვარს, დილიდან იმყოფებოდა სოფელ ა-––-, თავის საცხოვრებელ სახლში. დღის განმავლობაში რამდენჯერმე იყო სახლიდან გასული, რა დროსაც სოფლის ცენტრში მეგობრებიც ნახა. მოგვიანებით წავიდა გორში ტატუს გასაკეთებლად, ხოლო შემდეგ გაემგზავრა თბილისში, მამიდასთან, საიდანაც დაბრუნდა 10 იანვარს. ხ-–----–- ჩამოსვლის დროს რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, ისე, რომ არავითარი უფლებები არ განუმარტავთ და წაიყვანეს ხა–-----ს პოლიციაში, სადაც გაიგო, რომ ყაჩაღობაში ედებოდა ბრალი. პოლიციის თანამშრომლები ფიზიკური ძა-–-- გამოყენებით და მუქარით აიძულებდნენ ეღიარებინა ჩადენილი დანაშაული. ამასთან, აღიარების სანაცვლოდ დაპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასაც. შიშის გამო მოაწერა ხელი აღიარებით ჩვენებას. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს შემთხვევის ადგილზე მოქმედებდა პოლიციის თანამშრომლების მითითებისამებრ. ასევე, კანონდარღვევით ჩატარდა მისი ამოცნობა, ვინაიდან ამოსაცნობი პირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ხოლო ამოცნობის ჩატარებამდე დაზარალებულს აჩვენეს იგი.
2018 წლის 12 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ მ--–---------------–-ს ზედა ტუჩის მარცხენა შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის 0------ სმ არასწორკიდეებიანი დაჟეჟილი ჭრილობა, ირგვლივ მოწითალო ფერის სისხლჩაქცევით, ფართზე 0------- სმ. აღნიშნული დაზიანება ჭრილობისა და სისხლჩაქცევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ--–---- მაჭავარიანმა და დამატებით განმარტა, რომ სახის არეში თავის დარტყმით შესაძლებელი იყო აღნიშნული დაზიანების წარმოშობა.
2018 წლის 10 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ხა–-----ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან მ--–---------------–-სთან ერთად გაემართნენ სოფელ კ-–----–------ს მიმართულებით. სოფელ ნ--------ის გადასახვევიდან ნ--------ის კ-–----–------ს მიმართულებით, დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ მ--–---------------–-მ მიუთითა გაეჩერებინათ ავტომანქანა და ტერიტორიის აღდგენის მიზნით ფეხით გააგრძელეს სვლა, რა დროსაც სამანქანო გზის მიწიან საფარზე ნანახი იქნა მობილური ტელეფონის რამდენიმე დეტალი გატეხილ მდგომარეობაში, თითოეული მათგანი ამოღებული იქნა და დაილუქა სათანადო წესით. აღნიშნული ადგილიდან რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მ--–---------------–-მ მიუთითა, სამხრეთის მხარეს მდებარე ადგილზე, სადაც 2018 წლის 8 იანვარს ჩაუვარდა მიწიან საფარში კუთვნილი ავტომანქანა. ასევე განმარტა, რომ ამ ადგილას მას და ზ--------------ს ყაჩახურად დაესხა თავს ოთხი პირი, რომლებმაც წაართვეს 1830 ლარი და მობილური ტელეფონი.
2018 წლის 10 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს სოფელ ნ--------იდან ნ--------ის კ-–----–------ს მიმართულებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ. გზის საფარი არის მიწიანი და სველი, სადაც აღინიშნება ავტომანქანის საბურავების კვალი. მითითებულ ადგილზე ნანახი და ამოღებული იქნა თეთრი ფერის ერთლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი, მასში მოთავსებული თეთრი ფერის სითხით. ბოთლს აქვს წითელი ფერის თავსაფარი, რომელსაც აღენიშნება თეთრი ფერის უცხოენოვანი წარწერა „C-------”. ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი დაილუქა სათანადო წესით.
2018 წლის 10 იანვრის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მ--–---------------–-მ ერთერთ თავდამსხმელში, რომელმაც შემთხვევის დროს თავი დაარტყა სახის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული, აღნაგობით, სიმაღლით, მწითური წვერით, გამხდარი სახით და მთლიანი გარეგნობით ამოიცნო მ--–----------–---–ი. ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული მამაკაცი გაიცნო 2018 წლის 5 იანვარს სოფელ ა-–-- ცენტრში, რომელმაც შესთავაზა გასაყიდი საქონელი და რომელსაც მისცა თავისი ტელეფონის ნომერი.
2018 წლის 11 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა მ-----–-------ს მობილური ტელეფონი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საკონტაქტო ინფორმაციაში (კონტაქტებში) მითითებულია „მელორი“ და „მ--–-------“. „მელორი“-ს ტელეფონის ნომრად მითითებულია ტელეფონის ნომერი 5-----------. ხოლო „მ--–-------“-ის ნომრად მითითებულია 5-----------.
2018 წლის 11 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამძიებო ექსპერიმენტი მ--–----------–---–თან, რა დროსაც მასთან ერთად ხა–-----ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან წავიდნენ სოფელი კ-–----–------ს მიმართულებით. აღნიშნული სოფლისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე მ--–----------–---–მა გააჩერებინათ ავტომანქანა და მიუთითა ადგილზე, სადაც 2018 წლის 08 იანვარს სამ თანამზრახველთან ერთად მივიდა. მისი განმარტებით ამ ადგილას გაჩერებული იყო მ--–---------------–-ს „ფ------------------ის“ ავტომანქანა. მანვე მიუთითა საავტომობილო გზის ის ნაწილი, სადაც მ--–---------------–-ს დანის გამოყენების მუქარით წაართვა 1830 ლარი და მობილური ტელეფონები. რის შემდეგაც იგი დააბა თანნაქონი თოკით. მ--–---------–---–მა მიუთითა ის ადგილი რა მიმართულებითაც წავიდა შემთხვევის ადგილიდან სამ პირთან ერთად. ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითა 2018 წლის 12 იანვარს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მ-----–-------მ.
2018 წლის 13 იანვრის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მ--–---------------–-მ ერთერთ თავდამსხმელში, რომელიც შემთხვევის დროს პირველი მივიდა მასთან და ჰკითხა ხომ არ დაენახა მისი ცხენები, ასევე მოსთხოვა წყალი და თავდასხმისას ყელზე მძლავრად მოუჭირა ხელი, ჩასხმული აღნაგობით, სიმაღლით, სახის მოყვანილობით და მთლიანი შეხებულებით ამოიცნო ზ-----------ძე.
შპს „მ--------–---ან“ და შპს „მ-------------ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ აკ---------–--ის მობილური ტელეფონის იმეიკოდის მქონე ტელეფონში გააქტიურებული ნომრით 5----------- ყაჩაღურ თავდასხმამდე განხორციელდა არაერთი ზარი დაზარალებულ მ--–---------------–-ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- და პირიქით.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას მ--–----------–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ მ--–----------–---–ის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ.
პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულების ჩვენებას, მათ თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მ--–---------------–-მ საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა მ--–----------–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დეტალები; მიუთითა, რომ სოფელ კ-–----–------ს მიმართულებით მსვლელობისას ავტომობილი ჩაუვარდა ტალახში, რა დროსაც გზაზე გაჩერებულმა შენიშნა მათკენ მიმავალი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ჯერ ერთი მიუახლოვდა, ცხენების ამბავი იკითხა და თან წყალი მოსთხოვა. შემდეგ კი მიუახლოვდა მეორე პიროვნება, როლესაც სახეზე ეკეთა შავი ფერის ნიღაბი და ნიკაპის ქვედა მხარეს მოუჩანდა გრძელი წითური წვერი. მ--–---------------–-მ განმარტა, რომ მან ტანით, წითური წვერით, სიარულის მანერით და ხმის ტემბრით აღნიშნულ მამაკაცში მაშინვე ამოიცნო სოფელ ა-––- გაცნობილი ახალგაზრდა, რომელმაც გამოართვა ტელეფონის ნომერი და რომელთანაც შემთხვევის დღეს მიდიოდა საქონლის საყიდლად. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზეც კატეგორიულად მიუთითა, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო მ--–----------–---–ი. სწორედ მან დაარტყა თავი სახის არეში, რა დროსაც ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. მეორე, ჩასხმული ტანის უნიღბო მამაკაცმა კი უკანა მხრიდან ყელზე მოუჭირა ხელი, რა დროსაც ტკივილისაგან მუხლებზე დაეცა. ამის შემდეგ მათ დანა მიაჭირეს კისერზე, წელზე სამჯერ დაარტყეს ელექტროშოკი და ითხოვდნენ ფულს. თავდამსხმელებმა მისგან წაიღეს 1830 ლარი და 740 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, ხოლო ზ---------------ისაგან 1500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი.
მ--–---------------–-ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ ზ---------------ის ჩვენებასთან, რომელიც ასევე სრულყოფილად და ზედმიწევნით აღწერს მის თვალწინ განვითარებულ მოვლენებს. მისი განმარტებები შესაბამისობაშია და შინაარსობრივად იდენტურია მ--–---------------–-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციათან. მათ შორის არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმდეგობები, რაც განსხვავებულად წარმოაჩენდა თუნდა ერთ კონკრეტულ ვითარებას. ზ---------------მაც დაადასტურა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელმაც მ--–---------------–-ს სახის არეში თავი ჩაარტყა, ეკეთა შავი ფერის ნიღაბი, ნიკაპის ქვემოდან მოუჩანდა ოქროსფერი წვერი და ყელზე ჰქონდა „ტატუ“, რაც ნამდვილად აქვს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მ--–----------–---–ს. სასამართლოს დაზარალებულების გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათ რაიმე ინტერესი გააჩნიათ მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც იცრუეს სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდათ მ--–----------–---–ის უმიზეზოდ დასჯის სურვილი. პალატას საფუძვლიანად მიაჩნია მათი განმარტება მსჯავრდებულთა მხრიდან არსებული მუქარის განხორციელების შიშზეც, ვინაიდან თავდამსხმელებს თან ჰქონდათ დანა და ელექტროშოკი. ამასთან, რაოდენობრივი უპირატესობისა და მ--–---------------–-ს მიმართ უკვე გამოყენებული ფიზკური ძალადობის გათვა-–--წინებით, სავსებით ლოგიკურია, რომ დაზარალებულებს გასჩენოდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო-სამედნიცნო ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, რომ შემოწმებისას მ--–---------------–-ს ზედა ტუჩის მარცხენა შიგნითა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა, სისხლჩაქცევით, რაც წაინააღმდეგობაში არ იყო შემთხვევის თარიღთან.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაზარალებულ მ--–---------------–-ს მიერ მ--–----------–---–ის ამოცნობის ოქმს და ცდილობს წარმოაჩინოს მისი კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით განხორციელება, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით; მათი განროციელებისას ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობას. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ხელმოწერების არარსებობის შემთხვევაში კი, გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნები. აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მისი შემდგენი პირების მიერ და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებუელბებით არ დასტურდება და ვერც დაცის მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს მ--–----------–---–ისადმი, რათა მოეხდინათ მისი მამხილებელი მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნა.
ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ--–---------------–-მ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მ--–----------–---–ი, რომელმაც შემთხვევის დროს თავი დაარტყა სახის არეში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული. მან მიუთითა იმ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, რისი საშუალებითაც შეძლო ამოეცნო მსჯავრდებული, კერძოდ აღნიშნა, რომ აღნაგობით, სიმაღლით, წითური წვერით, გამხდარი სახით და მთლიანი გარეგნობით, ასევე ხმის ტემბრითაც ამოიცნო მ--–----------–---–ი. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ მ--–----------–---–ი ამომცნობ პირს წარედგინა ორ სრულიად განსხვავებულ პიროვნებასთან ერთად, ვინაიდან ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ამოსაცნობად წარდგენლი პირებიდან სამივე იყო სუსტი აღნაგობის, დაახლოებით თანაბარი სიმაღლის, მოკლედ შეჭრილი ქერა თმითა და წვერით, ასევე გამხდარი სახით. ამოცნობის ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა: გ---------------–--ლმა, ირადა ნაბიევმა, გ----------------მ და ზ-------–------–--ლმა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ერთ-ერთ ამოსაცნობს - გ----------------ს ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ასევე მათი წვერი არ იყო ზუსტად თანაბარი სიგრძის, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთი არსებითი სახის სხვაობას ამოსაცნობი პირების გარეგნობასა და ტანსაცმელს შორის, რაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას დააყენებდა ეჭვის ქვეშ. პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ თითქოს მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობებია ამოცნობს ჩატარების დროსა და ადგილთან დაკაშირებით. საქმის მასალებიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა განაცხადა, რომ ამოცნობა ჩატარდა პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში. ოქმში დაფიქსირებულია, რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა 2---- საათიდან, 2---- საათამდე პერიოდში და მასში მონაწილეობას იღებდნენ ამოსაცნობი პირები - მ--–----------–---–ი, გ----------------, ზ-------–------–--ლი, ამომცნობი მ--–---------------–-, თარჯიმანი ირადა ნაბიევა, გარეშე პირი ე-------------ე და გამომძიებელი გ---------------–--ლი. აღნიშნული ინფორმაცია არ მოდის წინააღმდეგობაში მოწმე ზ-------–------–--ლის ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც იგი განყოფილებაში მიიყვანეს დაახლოებით 18:30 საათზე. მოწმემ განმარტა, რომ დრო ზუსტად არ ახსოვდა და მიუთითა დაახლოებით პერიოდზე; ამასთან, არ განუმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო მისი მიყვანისთანავე. რაც შეეხება მის მითითებას საგამოძიებო მოქმედებაში ე.წ. მოადგილის მონაწილეობაზე, ზ-------–------–--ლმა განაცხადა, რომ ამოცნობაში მონაწილეობდა გამომძიებელი, დაზარალებული, ერთი ქალბატონი და „მოადგლე“, მას არაფერი უთქვამს ამოცნობაში გარეშე პირის მონაწილეობაზე, ასევე მიუთითა, რომ მისი შეფასებით და აღქმით, ეს პირი იყო „მოადგილე“, თუმცა ეს კონკრეტულად არ იცის. ამდენად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ზ-------–------–--ლს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა როლები ერევა. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ საგამოძიებო ორგანოში მ--–---------------–-მ ამოცნობამდე ნახა მ--–----------–---–ი და მიანიშნეს მასზე, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არის მხოლოდ მსჯავრდებულ მ--–----------–---–ის ვერსია, რაც არ ყოფილა დადასტურებული და გამყარებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე არცერთი პირის ჩვენებით.
ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მ--–----------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებებს და ამოცნობის ოქმს. ხსენებული მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია და გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით. მათ შორის, მ-----–-------ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმითა და მობილური კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. კერძოდ, გამოკვეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებაა, რომ მ--–---------------–-ს საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით თავის მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- ურეკავდა ხა–-----ს რაიონ სოფელ ა-––- მცხვრები ახალგაზრდა მამაკაცი ტელეფონის ნომრიდან - 5-----------. სწორედ აღნიშნულ ნომერზე დარეკა თავად მ--–---------------–-მაც დახმარების სათხოვნელად, როდესაც მან სოფელ კ-–----–------ესკენ მიმავალ გზაზე ტალახის გამო ვეღარ შეძლო გადაადგილება. ის ფაქტი, რომ ხსენებული ტელეფონის ნომრით ნამდვილად სარგებლობდა მ--–----------–---–ი, გარდა დაზარალებულ მ--–---------------–-ს ჩვენებისა, დადასტურებულია მ-----–-------ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც, მ-----–-------ს ტელეფონის საკონტაქტო ინფორმაციაში (კონტაქტებში) მითითებულია სახელები „მელორი“ და „მ--–-------“, სადაც „მ--–-------“-ის ნომრად მითითებულია სწორედ ნომერი 5-----------. დათვალიერების ოქმს დართული აქვს შესაბამისი ფოტოსურათებიც, საიდანაც ასევე დასტურდება ოქმში სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის ნამდვილობა. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ არ უნდა მოხდეს ხსენებული საგამოძიებო მოქემდების ოქმის გაზიარება, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მ-----–-------ს მობილური ტელეფონის გამოკვლევა. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის კვა-–--, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით, მხარეს უფლება აქვს დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელია დათვალიერებული ობიექტი ყველა შემთხვევაში იყოს ამოღებული და სასამართლოს წინაშე წარდგენილი. დათვალიერების ოქმი არის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც იძლევა დეტალურ ინფორმაციას დათვალიერებული ობიექტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დათვალიერებული ნივთის ამოღება და სასამართლოში წარდგენა მისი გამოკველის მიზნით, იგი იქნება კონკრეტული ინფორმაციის მატარებელი კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელსაც მიეცემა სათანადო შეფასება. თუმცა, უშუალოდ დათვალიერების ოქმმა მტკიცებულებითი მნიშვნელობა რომ შეიძინოს, ამისათვის სავალდებულო არაა სასამართლომ თავადაც დაათვალიეროს ოქმში მოხსენიებული ობიექტი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სიწორეზე პალატამ უკვე იქონია მსჯელობა, ამასთან, დამატებით განმარტავს, რომ დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია მასში მონაწილე მ-----–-------ს მიერ, რომელსაც არანიარი შენიშვნა ოქმზე არ დაუფიქსირებია.
რაც შეეხება მოწმე მ-----–-------ს მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მოწოდებულ ინფრმაციას, ამ უკანასკნელის ჩვენების შეფასებისას პალატას ნამდვილად დარჩა გარკვეული კითხვის ნიშნები. მ-----–-------მ სასამართლოს წინაშე განმარტა, რომ მ--–----------–---–ის წინააღმდეგ თავდაპირველი ჩვენება მისცა ზეწოლის შედეგად, რეალურად კი შემთხვევის დღეს მ--–----------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქალაქ გორში პირად საქმეებზე, რის შემდეგაც მელორი წავიდა თბილისში. მანვე დაადასტურა, რომ დაახლოებით 4-5 იანვარს თავის მეზობელ ა----------–---ს ნამდვლად ეთხოვა მობილური ტელეფონი, თუმცა იგი ორი დღის შემდეგ ათხოვა თავის ერთ-ერთ ნაცნობს, რომლის სახელი და გვარი არ იცის. პალატისათვის დამაჯერებლობას მოკლებულია მ-----–-------ს განმარტება, რომ მან მეზობელ აკ---------–--ისაგან დროებით ნათხოვარი ტელეფონი ათხოვა ისეთ პიროვნებას, რომლის არც სახელი და გვარი იცის, არ საცხოვრებელი ადგილი ან ტელეფონის ნომერი და არანაირი კავშირი მასთან არ გააჩნია. გაურკვეველია, თუ რა გზით უნდა შემდგარიყო მათი შემდგომი კომუნიკაცია და როგორ აპირებდა ტელეფონის უკან დაბრუნებას. ამასთან, მ-----–-------ს მიერ ჩვენებაში გაცხადებული განმარტებანი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და არადამაჯერებელია. კერძოდ, ერთ შემთხვევაში იგი აცხადებს, რომ იმ პიროვნებასთან ერთად, რომელსაც აკ---------–--ის ტელეფონი ათხოვა, ვარჯიშობდა დაახლოებით ორი წელი. შესაბამისად, ერთმანეთისადმი აქვთ ისეთი დამოკიდებულება, რომ შეხვედრისას დაეთანხმა თხოვნაზე და დროებით სარგებლობისათვის გადასცა სხვისი მობილური ტელეფონი. თუმცა, მეორე შემთხვევაში მ-----–------- აცხადებს, რომ აღნიშნული პიროვნების არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი არ იცის. აღნიშნული გარემოებები თავისთავად ბადებს ეჭვს და ნაკლებ დამაჯერებლიბას სძენს მ-----–-------ს ჩვენებას, რომლის საერთო ანალიზის შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ იგი ცდილობს მ--–----------–---–ის ქმედებაში გამორიცხოს დანაშაულის ნიშნების არსებობა, შეთხზას კონკრეტული ფაქტები და როგორმე მოარგოს მ--–----------–---–ისათვის ბრალად შერაცხულ ქმედებას, რათა იგი აარიდოს მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის სრულიად არგუმენტირებული ვერსია, რომ აკ---------–--ის მობილურ ტელეფონში მოთავსებული სიმბარათით (ნომრით 5-----------) სარგებლობდა მ--–----------–---–ი, მ-----–-------ს ჩვენებით ვერ იქნა უარყოფილი.
დაცვის მხარე ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თავისი შინაარსით არის ჩვენების ადგილზე შემოწმება და თუკი სასამართლომ აღნიშნული ოქმი, როგორც ბრალდებულის ჩვენება, მტკიცებულებად არ მიიღო, მაშინ ასევე არ უნდა გაეზიარებინა იგი, როგორც ვითარების აღდგენის მტკიცებულება. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მ--–----------–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებული იქნა მისი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, რასაც ვერ მიეცემა შეფასება მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე (მ--–----------–---–მა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ასევე სააპელაციო სასამართლოს წინაშეც განმარტა, რომ არ აღიარებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და თავს არ ცნობს დამნაშავედ), თუმცა ხსენებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გაუზიარებლობის პირობებშიც, ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან იმ ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისია მ--–---------------–-სა და ზ---------------ას მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობაში მ--–----------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ მ--–----------–---–მა ხ-–------------------------– ნ--------ის კ-–----–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, მ--–---------------–-სა და ზ---------------ზე განახორციელა თავდასხმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რის შედეგადაც დაზარალებულებისაგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 740 ლარად და 1500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა - 1830 ლარის ოდენობით. მის მიერ ჩადენილი ქმედება კრიმინალიზებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით -ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად. პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.
რაც შეეხება მ--–----------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვა-–--წინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ხარისხი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება (მისი დადებითად დახასიათება სამსახურის მიერ) და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვა-–--წინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავისა რესოციალიზაცია.
პალატა ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ზ-----------ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებში უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ-----------ძის დამნაშავედ ცნობისათვის.
პალატის შეფასებით, ბრალდების მხარის პოზიცია ზ-----------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რამდენადაც ზ-----------ძის ბრალდების ნაწილში პროკურორმა სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ მ--–---------------–-ს ჩვენება და მის მიერ ზ-----------ძის ამოცნობის ოქმი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი სხვა მოწმე, ასევე წერილობითი მტკიცებულება არ მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებაში უშუალოდ ზ-----------ძის მონაწილეობაზე. ამდენად, ზ-----------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მ--–---- გ---------–ს ჩვენება გამყარებულია საქმის განხილვისას გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ მის მიერ ზ-----------ძის ამოცნობის ოქმით, ამოცნობაში მონაწილე პირების ჩვენებებით, ზ---------------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. ზ-----------ძის დამნაშავედ ცნობის ნაწილში ბარლდების მხარე დაზარალებულ მ--–---------------–-ს ჩვენების გასამყარებლად წარმოადგენს მხოლოდ ერთ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას - მის მიერ ზ-----------ძის ამოცნობის ოქმს, რომლის პირველადი წყაროც არის კვლავ თავად დაზარალებული. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მართალია მტკიცებულებად მიიჩნევა მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, სადაც დაზარალებულმა ეჭვის გარეშე მიუთითა ზ-----------ძეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, თუმცა იმ ფონზე, როდესაც მან გამოძიების ეტაპზე მიუთითა განსხვავებული გარეგნობის პიროვნებაზე, ხოლო შემდგომ ამოიცნო განსხვავებული გარეგნობის მქონე ზ-----------ძე, ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლის მიერ უტყუარობის მაღალი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტი, რაც გულისხმობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას რამდენიმე პირდაპირი, სარწმუნო მტკიცებულების საფუძველზე.
რაც შეეხებათ დაზარალებულ მ--–---------------–-ს მიერ ზ-----------ძის ამოცნობაში მონაწილე პირებს, ისინი ადასტურებენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სისწორეს და კანონიერებას, მისი განხორციელების მიმდინარეობას; მიუთითებენ, რომ ამოსაცნობად წარდგენილ პირებს შორის დაზარალებულმა ამოიცნო ზ-----------ძე, თუმცა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ჩადენილ ყაჩაყობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი იყო ნამდვილად ზ-----------ძე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებები ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებებად. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ზ---------------ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მ--–---------------–-ს ჩვენებასთან, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით ვერცერთ შემთხვევაში ვერ დგინდება, რომ ყაჩაღობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო ჩასხმული არნაგობის, ეცვა ღია ფერის სპორტული ტანსაცმელი და ოთხი თავდამსხმელიდან პირველი მივიდა მათ ავტომანქანასთან, იყო სოწრედ ზ-----------ძე.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და მათ შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, თუმცა პალატა ვერც ამ შემთხვევაში გაიზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას. ხსენებული მტკიცებულებები რა თქმაუნდა, წარმოადგენენ პირდაპირი სახის მტკიცებულებებს, თუმცა მათი ანალიზის შედეგად არ ვლინდება ზ-----------ძის ბრალეულობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებთან ზ-----------ძის შემხებლობა ვერ იქნა დადასტურებული.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ მ--–---------------–-ს ჩვენების და მის მიერ ზ-----------ძის ამოცნობის ოქმის შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ აბსოლუტურად სწორი დასკვნები გააკეთა და არ მიიჩნია იგი ზ-----------ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისად. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინა არაერთი მოწმის ჩვენება, რომლებიც გამორიცხავენ 2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ხ-–------------------------– ნ--------ის კ-–----–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–---------------–-სა და ზ---------------აზე განხორციელებულ თავდასხმაში ზ-----------ძის მონაწილეობას. მოწმეებმა - ვ----–--–---–--ემ, ნ-------–---–--ემ და ბ-–----–---–---მ განმარტეს, რომ 2018 წლის 7 იანვარს ღ------ დაკვლასთან დაკავშირებულ წვეულებაზე მათ ოჯახში იმყოფებოდა სიძე - ზ-----------ძე. წვეულება მეორე დრეს - 8 იანვარსაც გაგრძელდა, რასაც ასევე ესწრებოდა ზ----ც, დაახლოებით 12-13 საათზე კი მას გამოუარა ძმამ და წავიდნენ ბანკში ქ. ხ-–----–-. აღნიშნული გარემოებები დაადასტურა მოწმე ჯ----–-------–---–მაც. მოწმეებმა გ----------------მ და გ-------------ემ დაადასტურეს, რომ 2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 12-დან, 13 საათამდე პერიოდში სოფელ ა-–-- ცენტრში ნახეს ზ-----------ძე და მისი ძმა, რომელიც მიდიოდნენ ხ-–----–-. მოწმე ი------------–-–---–მა კი განმარტა, რომ 2018 წლის 8 იანვარს, დააზლოებით 13-დან, 14 საათამდე პერიოდში ხაშირში ნახა ზ-----------ძე და მისი ძმა. ყველა ზემოთხსენებული დაცვის მოწმე ასევე დაზარალებულ მ--–---------------–-სგან განსხვავებულად აღწერენ ზ-----------ძის ჩაცმულობას.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებების ფონზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც საკმარისი იქნებოდა დაცვის მხარის ვერსიის გასაბათილებლად და თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დაადასტურებდა ზ-----------ძის მონაწილეობას მ--–----------–---–ისა და სხვა გამოძებით დაუდგენელი პირების მიერ ჩადენილ დანაშულებრივ ქმედებაში.
პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგენს განაჩენის დადგენისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკამრისია მხოლოდ იმ ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად, რომ მ--–----------–---–მა დაუდგენელ პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. რაც შეეხება აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ზ-----------ძის მონაწილეობას, იგი არ წარმოადგენს უტყუარად, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადასტურებულ ფაქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, ზ-----------ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ ხა–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი მ--–----------–---–ის და ზ-----------ძის მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხა–-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორ რ-----------–-ას სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ მ--–----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ხა–-----ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი;
ზ-----------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ-----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ზ-----------ძეს განემარტოს რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მ--–----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა-–--წინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
მ--–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაწყოს 2018 წლის 11 იანვრიდან.
მ--–----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
მ--–----------–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული „T------1“ მოდელის მცირეკალიბრიანი შაშხანა, 60 ცალი ვაზნა, 10 ცალი დანა, ყავისფერი ტყავის საფულე, მ--–----------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი „სა------ი“, ფულადი თანხა 22 (ოცდაორი) ლარი, მ--–----------–---–ის პასპორტი, მართვის მოწმობა, რაც ინახება შსს ხა–-----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ--–----------–---–ის ოჯახს.
აკ---------–--ისგან ამოღებული სიმბარათი ნომრით 5-----------, რომელიც ინახება შსს ხა–-----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების სემდეგ დაუბრუნდეს ა----------–---ს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული მ--–---------------–-ს მობილური ტელეფონის ხუთი ცალი დეტალი და მ--–---------------–-ს „ფ------------------ის“ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული თოკები, რომლებიც ინახება შსს ხა–-----ს რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ--–---------------–-ს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი განადგურდეს.
შპს „მ-------------ნ“, შპს „--------–------ და შპს „მ--------–---ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია გადატანილი CD დისკზე, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე