განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002443057
საქმე №1ბ/1385-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: სა-–----------ის
მსჯავრდებულის:ნი----–--------------ს
ადვოკატის: ირ-------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნი----–--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ირ-------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნი----–---- პა-----–-------ს ძე პ--------- მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ დაბადებული 1----–-–------------------- რეგისტრირებული: ს---------------–-----------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–------------–-------------------------------------------–-- დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით, ნი----–-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლია---------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „--------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „--------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლია---------–---–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით,ნი----–---- პ--------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნი----–--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 2 მარტიდან.
ნი----–--------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 მარტს დაახლოებით 17:00 საათზე, ქ------–----------------–------------ში მდებარე სუვენირების მაღაზია „------––--, ნი----–-------------- თავს დაესხა მაღაზიის გამყიდველს ლია---------–---–ს და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა საიუველირო ნივთების გადაცემა.
2018 წლის 1 მარტს დაახლოებით 17:10 საათზე, ქ.თბილისი, ა-----------------ში მდებარე მაღაზია „-------ში, ნი----–-------------- თავს დაესხა მაღაზია „-------ს კონსულტანტს ილო------------ს და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზია „-------ში არსებულ 4980 ლარის ღირებულების სამკაულებს. აღნიშნულის შედეგად შპს „--------- მიადგა 4980 ლარის ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნი----–--------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირ-------------მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით სასჯელის განსაზღვრა. ამასთან, აპელანტი ითხოვს, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაზუსტდეს ჩანაწერი მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით, მათ შორის ფულად თანხაზე - 1982 ლარზე და „კანონიერი მფლობელის“ ნაცვლად მიეთითოს „დაუბრუნდეს ნი----–--------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს“.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ნი----–--------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული მოწმეების: ლია---------–---–ის, ნ-----–------------------------–---–-- და ილო------------ს გამოკითხვის ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ამოღების ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ნი----–--------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან სასჯელის განასაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი შედეგი, დანაშაულის მოტივი, მიზანი. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიერ ორი დამოუკიდებელი ქმედება ჩადენილია დროის მოკლე ინტერვალში,რაც თავის მხრივ ცალსახად მიუთითებს მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ნი----–--------------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულის ჩხრეკისას ამოღებული თანხა -1982 ლარი- დაუბრუნდეს მასვე, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ვერ იქნება დაკმაყოფილებული, ვინაიდან დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა აღნიშნული თანხა წარმოადგენდა თუ არა ნი----–---- პ--------- საკუთრებას. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დაკავებული იქნა რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც მან სამკაულები ჩააბარა და რის სანაცვლოდაც მიიღო 2200 ლარი. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მიუთითებს ბრალდების მხარე, რომ აღნიშნული თანხა დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ნი----–--------------ს პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ორი ცალი მინანქრის გულსაკიდი, რასაც დაცვის მხარე გვერდს უვლის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი ნი----–--------------ს მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნი----–--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი ნი----–--------------ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. ნი----–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლია---------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „--------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „--------- ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლია---------–---–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნი----–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით;
4. ნი----–--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -
2018 წლის 2 მარტიდან;
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნი----–--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
6.ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამკაულების საკიდები და სადგამი დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- თე-------------------ნ ამოღებული ოთხი ცალი ბალიში დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- მა-------------------ნ ამოღებული ვერცხლის და მინანქრის სამკაულები და ხის საკიდები, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ნი----–--------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი მუქი ფერის საფულე, ორი ცალი მინანქრის გულსაკიდი, ფულადი თანხა 1982 ლარის ოდენობით, კრიალოსანი, საათი, ბეჭედი, სამგზავრო ბარათი, ცნობა, ნი----–--------------ს პირადობის მოწმობა, ხუთი ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული სახით სამ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ნა----–-------------ნ ამოღებული პისტოლეტის მსგავსი საგანი, დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ნი----–--------------ს ტანსაცმელი დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ნი----–--------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ნი----–--------------ს ნერწყვის ნიმუში დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ნი----–--------------ს სუნის ნიმუში დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები
დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ორი ცალი DVD-R დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი