განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2018
საქმის ნომერი
330100118002425592
ინსტანცია
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1441-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ-----–------–ის,მსჯავრდებულ - ა------–-–---–ის მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----–------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1-----–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------–-------–-------------, ბ--------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (11ეპიზოდი);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით:

 

ა------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (11ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 27 ნოემბრის - დაზარალებული შპს „4---------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს „ტ-----ს“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს „მ----–---ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს „ს--- ლოუნის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს „ქ-------------------ას“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს „ო--–------------ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 დეკემბრის - დაზარალებულ შპს „ფ-----ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 დეკემბრის - დაზარალებული შპს „ვ-----------ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 დეკემბრის - დაზარალებული შპს „ქ----------ნს ჯეორჯიას“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 19 დეკემბრის - დაზარალებული შპს „მ------ს“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 18 ოქტომბრის - დაზარალებული შპს „ო--–------------ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა------–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 18 ოქტომბრის - დაზარალებული შპს „ო--–------------ის“ ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 27 ნოემბრის - დაზარალებული შპს „4ფაინენსის“ ეპიზოდი, 2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებულ შპს „ტვნოს“ ეპიზოდი, 2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს „მ----–---ის“ ეპიზოდი, 2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს „ს--- ლოუნის“ ეპიზოდი, 2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებულ შპს „ქ-------------------ას“ ეპიზოდი, 2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებულ შპს „ქ-------------------ას“ ეპიზოდი, 2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებულ შპს „ო--–------------ის“ ეპიზოდი, 2015 წლის 8 დეკემბრის - დაზარალებულ შპს „ ფ-----ის“ ეპიზოდი, 2015 წლის 15 დეკემბრის - დაზარალებულ შპს „ქ----------ნს ჯეორჯიას“ ეპიზოდი, (2015 წლის 19 დეკემბრის - დაზარალებულ შპს „მ------ს“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ა------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) დანიშნულმა სასჯელმა ჯარიმამ - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ა------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა------–-–---–მა ჩაიდინა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (11 ეპიზოდი).

 

ა------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2015 წლის 27 ნოემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „4--------ს“ ვებ გვერდზე „vivus.ge“, რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც, თაღლითურად დაეუფლა შპს „4--------“-ს კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „4---------ათვის“ 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2. 2015 წლის 01 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით შპს „ტ-----ს“ ვებ გვერდზე „n--------.ge-ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ტ-----ს“ კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ტ------სათვის“ 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. 2015 წლის 01 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „მ----–---ის“ ვებ გვერდზე „m------------------------------ზე’’, რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულებები მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „მ----–---ის“ კუთვნილ ფულად თანხას 200 ლარის და 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–ი მოქმედებდა რა ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, 2016 წლის 15 იანვარს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით შპს „მ----–---ის“ ვებ გვერდზე „kapiki.ge-ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „მ----–---ის“ კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისთვის, შპს „მ----–---ისთვის“ სულ 700 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4. 2015 წლის 01 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ს--- ლოუნის“ ვებ გვერდზე „ccloan.ge-ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ს--- ლოუნის“ კუთვნილ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით, დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ს--- ლოუნისათვის“ 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

5. 2015 წლის 04 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ქ-------------------ას“ ვებ გვერდზე, „c----------ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ქ-------------------ას“ კუთვნილ ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისთვის, შპს „ქ-------------------ასთვის“ 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

6. 2015 წლის 04 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ო--–------------ის“ ვებ გვერდზე „m-----------ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ო--–------------ის“ კუთვნილ ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ო--–------------ისათვის“ 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

7. 2015 წლის 08 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ფ------ის’’ ვებ გვერდზე „i--------ზე’’ რეგისტაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ------ის’’ კუთვნილ ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგო მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ფ-----“-ისათვის 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

8. 2015 წლის 15 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ვებ კრედიტის“ ვებ გვერდზე „webcredit.ge-ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით, სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ვებ კრედიტის“ კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისთვის შპს „ვ-----------ისთვის“ 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

9. 2015 წლის 15 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ქ----------ნს ჯეორჯიას“ ვებ გვერდზე „crediton.ge-ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ქ----------ნს ჯეორჯიას“ კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ქ----------ნს ჯეორჯიასათვის“ 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

10. 2015 წლის 19 დეკემბერს, ქ. თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „მ------ს“ ვებ გვერდზე „mozo.ge-ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „მ------ს“ კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „მ------სათვის“ 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

11. 2016 წლის 18 ოქტომბერს, ქ. თბილისში კ----–------------------------------–------------ში, არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, მაკა ჭიკაძის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ო--–------------ის“ ვებ გვერდზე „m-----------ზე’’ რეგისტრაცია გაიარა და მაკა ჭიკაძის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „მ------ს“ კუთვნილ ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისთვის შპს „ო--–------------ისათვის“ 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----–------–მა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა------–-–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა მსუბუქი სახის სასჯელი, მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მიყენებული ზიანის მნიშვნელობა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ა------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულებრივი ქმედების ხასიათთან. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ა------–-–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----–------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ა------–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ------------–---–ის, ნანი ჭიკაძის, ზაურ გაჩეჩილაძის ჩვენებებით; დაზარალებულ შპს ,,ქ-------------------ას“ წარმომადგენლის ხ----------–--ის, დაზარალებულ შპს ,,ტ-----ს“ წარმომადგენლის კ------------–-ძის, დაზარალებულ შპს ,,ო--–------------ის“ წარმომადგენლის თ--------------–------–---–ის, დაზარალებულ შპს ,,მ----–---ის“ წარმოადგენლის’’ ნ-----------–---ის, დაზარალებულ შპს ,,ქ----------ნს ჯეორჯიას“ წარმომადგენლის ლ-–------------ას, დაზარალებულ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,4---------“ წარმომადგენლის დ---------------ის, დაზარალებულ შპს ,,ფ------ის“ წარმომადგენლის ხ---------------–---–ის, დაზარალებულ შპს ,,ს--- ლოუნის“ წარმომადგენლის ბ-----------------ის, დაზარალებულ შპს ,,მ------ს“ წარმომადგენლის შ--–----------ის და დაზარალებულ შპს ,,ვ-----------ის“ წარმომადგენლის ირაკლი მანაგაძის გამოკითხვის ოქმებით, სს ,,ს--–--------ან“ და შპს ,,4----------ან“, შპს ,,ტ-----დან“, შპს ,,მ----–---იდან’’, შპს ,,ს--- ლოუნიდან’’, შპს ,,ქ-------------------ადან’’, შპს ,,ო--–------------იდან’’, შპს ,,ფ-----იდან“, შპს ,,ვ-----------იდან“, შპს ,,ქ----------ნს ჯეორჯიადან“, შპს ,,მ------დან“, შპს ,,ო--–------------იდან“ და სს ,,თი ბი სი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, ოქმი ა------–-–---–ისგან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულ ა------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას (11 ეპიზოდი).

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გავოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მსჯავრდებულის პიროვნება, გაითვალისწინა ასევე მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მზადყოფნა - აანაზღაუროს დაზარალებულებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი. მსჯავრდებულმა სააპელაციო პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ უკვე აქვს სამსახური და გარკვეული პერიოდულობით შეძლებს დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, რომ ვინაიდან ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ასევე მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, მიზანშეწონილია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულზე უფრი მკაცრი სასჯელის გამოყენება. პალატის განმარტებით, სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და საზოგადებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ა------–-–---–ი გამოთქვამს მზადყოფნას - აანაზღაუროს დაზარალებულთათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, მის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, არის ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი ა------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ნ-----–------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი;

 

ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (11 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 27 ნოემბრის - დაზარალებული შპს ,,4---------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ტ-----ს“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებულ შპს ,,მ----–---ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ს--- ლოუნის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ-------------------ას’’ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ო--–------------ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ფ------ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ვ-----------ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 15 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ----------ნს ჯეორჯიას“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 19 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,მ------ს“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 18 ოქტომბრის - დაზარალებული შპს ,,ო--–------------ის“ ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა------–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 18 ოქტომბრის - დაზარალებული შპს ,,ო--–------------ის“ ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 27 ნოემბრის - დაზარალებული შპს ,,4---------“ ეპიზოდი, 2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ტ-----ს“ ეპიზოდი, 2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,მ----–---ის“ ეპიზოდი, 2015 წლის 1 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ს--- ლოუნის“ ეპიზოდი, 2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ-------------------ას’’ ეპიზოდი, 2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ-------------------ას’’ ეპიზოდი, 2015 წლის 4 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ო--–------------ის“ ეპიზოდი, 2015 წლის 8 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ფ------ის“ ეპიზოდი, 2015 წლის 15 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,ქ----------ნს ჯეორჯიას“ ეპიზოდი, (2015 წლის 19 დეკემბრის - დაზარალებული შპს ,,მ------ს“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ა------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) დანიშნულმა სასჯელმა ჯარიმამ - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ა------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე