განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100118002513972
ინსტანცია
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002513972

საქმე №1ბ/1443-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ან---------------–-ს

მსჯავრდებულის: ოლ----------------ს

ადვოკატის: ზუ--------------–-ს

 

მონაწილეობით,თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ან---------------–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ოლ------–--------------------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ დაბადებული 1-----–-–---------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, ოლ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ან--------------ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ბა---------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ან--------------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობისუფლება.

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ბა---------------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ა-----------------ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ბა---------------ს ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ოლ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 24 მაისიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ოლ---------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500(ორიათას ხუთასი)ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

ოლ---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 12 და 13 ნოემბერს, ქ.თბილისში ქ------------------–-----------------ში მდებარე სახელოსნოს ხელოსანმა ოლ----------------მა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ან--------------ს კუთვნილი მობილური ტელეფონი და პლანშეტური კომპიუტერი. აღნიშნული ქმედების შედეგად ან--------------ს მიადგა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2018 წლის მარტში, ქ.თბილისში, ქ------------------–-----------------ში მდებარე სახელოსნოს ხელოსანმა ოლ---------------მა სამსახრეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ბა---------------ს კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის პლანშეტური კომპიუტერი. აღნიშნული ქმედების შედეგად ბა---------------ს მიადგა 800 (რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ან----------------–მა, რომელმაც მოითხოვა, განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ოლ----------------ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: მუ------------–---–-ს, ინ----–--–---ს, ბა---------------ს, თა-------------–--–-ს, სო--–-----------ს, ან--------------ს და ოლ----------------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ამოღების ოქმებით, ნივთის ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით, დაკავების ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მან თავადვე მიუთითა გამოძიებას დანაშაულის ჩადენის თაობაზე (ბა---------------ს ეპიზოდთან დაკავშირებით), ჰყავს ორი შვილი, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში დევს ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია და რომ მათ ოლ----------------ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ოლ---------------ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ან----------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ოლ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ან--------------ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ბა---------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ან--------------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ბა---------------ს ეპიზოდი) - ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ა-----------------ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ბა---------------ს ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ოლ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 24 მაისიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ოლ---------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500(ორიათას ხუთასი)ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ოლ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

5.ნივთიერი მტკიცებულება:

- თა---------------–--–----ნ ამოღებული პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ი--------------- სამმართველოს მე-11 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ერთი ცალი ლაზერული დისკი საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი