განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
120100118002510483
ინსტანცია
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №12010018002510483- 1ბ/1583-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: კა-------------------------------------------------–-------–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–-–---–-------------–----------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი;

 

სასჯელი: ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

ახალციხის რაონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა გ-------–---------- და მოითხოვა მსჯავრდებულ კა------------------ შეეფარდოს კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელი, რაც იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან;

 

კა------------------ ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა კახაბერ ბადიბაიძემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2006 წლის 27 ივლისის თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენით კ------------------ გასამართლებული და დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. მიუხედავად აღნიშნულისა იგი 2018 წლის 24 მაისს ქ.----------–-------------–----------- გადაადგილებისას ინახავდა და ატარებდა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცივ იარაღს, რომელიც შსს ბ----------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისი პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

კ------------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ამდენად, სასამართლოს დასკვნა კ------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ კ------------------ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, ნ-----–----------–--–---–-ს, კ------------------ს, დ-------------ის, 2018 წლის 31 მაისის N-20/ც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, 2018 წლის 24 მაისის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმს თანდართულიფოტოცხრილით, 2018 წლის 28 მაისის N-18/ც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ცნობებს კ------------------ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელ დადებულობის შესახებ, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივლისის განაჩენს, დადგენილებას კ------------------ს ბრალდების შესახებ და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის კ------------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება იმ პირის მიერ ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან ცივი იარაღის ტარებისათვის. დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, ხოლო ობიექტურის მხრივ გამოიხატება ცივი იარაღის ტარებაში, იმ პირის მიერ ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან ცივი იარაღის ტარებისათვის, ანუ ცივი იარაღის ტარებას წინ უნდა უსწრებდეს პირის ნასამართლობა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან ანალოგიური ქმედებისათვის როცა ეს ნასამართლობა არაა მოხსნილი ან გაქარწყლებული. იარაღის ტარება ესაა ისეთი გარემოება, რომ პირს თან აქვს ცივი იარაღი, უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

 

დანაშაული დამთავრებულია ცივი იარაღის ტარების მომენტიდან. მოცემული დანაშაული დენადია, იგი ფორმალური შემადგენლობისაა და არაა აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა. სუბიექტურ მხრივ მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. დანაშაული ბრალის ფორმის მიხედვით პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, პირმა იცის რომ ატარებს ცივ იარაღს, რაც მას კანონით ეკრძალება და სურს ეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება კ------------------ს მიერ ჩადენილი ქმედების ცივი იარაღის ტარების ფაქტი, იმის მიერ ვინც წინათ ნასამართლევი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, სასამართლოს დასკვნა კ------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ კ------------------ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ნ-----–----------–--–---–-ს, კ------------------ს, დ-------------ის, 2018 წლის 31 მაისის N-20/ც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, 2018 წლის 24 მაისის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმს თანდართულიფოტოცხრილით, 2018 წლის 28 მაისის N-18/ც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ცნობებს კ------------------ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელდადებულობის შესახებ, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივლისის განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. კ------------------ს 2018 წლის 24 მაისის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის Nბლ 000008781 ოქმის თანახმად კ------------------ს პირადი გასინჯვის დროს აღმოჩენილი იქნა დანის მსგავსი ვერცხლისფერი ლითონის პირის მქონე საგანი და პატარა პინცენტი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი აღნიშნული საგანი წარმოადგენდა ცივ იარაღს, რომელიც შსს ბ----------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის კ------------------ს პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ------------------ს ბრალეულობას მასში, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა კ------------------მ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება. ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს;

 

კ------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას კ------------------სათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის თანახმად, პირს უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია) გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კა------------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დაუსაბუთებელია, საჩივარში მითითებული არგუმენტები დანიშნული სასჯელის ლმობიერების და შესაბამისად მსჯავრდებულისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის თვალსაზრისით წამახალისებელი სტიმულის მიცემის შესახებ.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ კ------------------სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი, კ------------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულიაგადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი არალითონური მასალისაგან დამზადებული კორპუსში ჩასმული დანის მსგავსი ვერცხლისფერი ლითონის პირის მქონე საგანი და პინცეტი, რომლებიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის გ-------–---------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3.კ------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. კ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და 2018 წლის 26 ივლისს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა 3 000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს გიორგი გაჩეჩილაძეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

5.ნივთმტკიცებები არალითონური მასალისაგან დამზადებული კორპუსში ჩასმული დანის მსგავსი ვერცხლისფერი ლითონის პირის მქონე საგანი და პინცეტი, რომლებიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი