განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700070184
საქმე №1აგ/603-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ-–--------------–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - ვ-–--------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
ვ-–--------------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად გამესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ვ-–--------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ-–--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
ვ-–--------------–-–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით:
ვ-–--------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ-–--------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამანაშავედ საქართველოს სსკ-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–--------------–-–---–ს საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის, 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ-–--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ-–--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 25 თებერვლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ვ-–--------------–-–---–ის ინტერსების დამცველი ადვოკატის მ---------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი.
2018 წლის 27 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ვ-–--------------–-–---–მა და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის #1/8/696 გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენის ახალად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ვ-–--------------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის დამზადებისთვის, შეძენა-შენახვისათვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების არაპროპორციულობაზე და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს 0,00009 გრამამდე დეზომორფინის დამზადებისთვის და შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ვ-–--------------–-–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - 0,000017 გრამი „დეზომორფინის“ უკანონო დამზადება-შენახვისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. ვ-–--------------–-–---–ის მიმართ 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების სახით დანიშნული სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შეიცვალა და ვ-–--------------–-–---–ს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წელი, 1 (ერთი) თვე და 13 (ცამეტი) დღე. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 დეკემბრის # 85791 მომართვის თანახმად, ვ-–--------------–-–---–ის მიერ ამავე განაჩენით 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დაკისრებული ჯარიმა 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით აღსრულებულია.
ამდენად, პალატა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ და უკვე მოხდილ სასჯელზე, ასევე აღსრულებული ჯარიმის ნაწილში მსჯელობას ვეღარ იქონიებს. რაც შეეხება ვ-–--------------–-–---–ის მიმართ მოსახდელად განსაზღვრულ პირობით მსჯავრს - 4 (ოთხ) წელს, 1 (ერთ) თვეს და 13 (ცამეტ) დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც სამართლებრივად გავლენას ახდენს ვ-–--------------–-–---–ის მიერ ჩადენილი ინკრიმინირებული ქმედების გამო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს და ვ-–--------------–-–---–ი უნდა განთავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილისგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ვ-–--------------–-–---–ი ასევე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი ამ ნაწილში უცვლელი უნდა დარჩეს ვინაიდან საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2013 წლის 12 ოქტომბრის #7034042 დასკვნის თანახმად, ვ-–--------------–-–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების შესახებ რაიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გააუმჯობესებდა მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, არ განხორცილეებულა. ცნობად უნდა იქნას მიღებული, რომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნაშთანთქი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, ვ-–--------------–-–---–ს უკვე მოხდილი აქვს. განაჩენი ასევე უცვლელი უნდა დარჩეს ვ-–--------------–-–---–ის მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილშიც.
ზემოთ აღნიშნულ გარეოებათა გამო ასევე ცვლილება უნდა შევიდეს ვ-–--------------–-–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში და ვ-–--------------–-–---–ი უნდა განთავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთიგან, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს.
ვ-–--------------–-–---–ის მიმართ უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, რომლის მოხდის ვადის ათვლაც უნდა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ვ-–--------------–-–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ვ-–--------------–-–---–ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ-–--------------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ვ-–--------------–-–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
ვ-–--------------–-–---–ი განთავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილისგან;
ვ-–--------------–-–---–ის მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ვ-–--------------–-–---–ი განთავისფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით საბოლოოდ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს.
ვ-–--------------–-–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელი;
ვ-–--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი ვ-–--------------–-–---–ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული