განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
120100118002397140
ინსტანცია
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №120100118002397140-1ბ/1667-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ალ--------------–--------------------–-------–-–--------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახ--––---------------------–--------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი:თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–-- და მოითხოვა მსჯავრდებულ ა-–--------------–-----ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ა-–--------------–-----ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

სიცოცხლის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2018 წლის 03 მარტს ახალციხის რაიონის სოფელ მ---------–ი მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა-–--------------–-------- მეუღლეს თ-------------–-----ს ოჯახში ყოფნისას აგინა და უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ სახლში დაწვით, რის სისრულეში მოყვანის მიზნითაც ბენზინი მიასხა საცხოვრებელ სახლს და ცდილობდა ცეცხლმოკიდებული ხის ნაჭერით სახლისა და სახლში მარტო მყოფი მეუღლის თ-------------–-----ის დაწვას, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარით სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა-–--------------–-----ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: თ-------------–-----ის, ა-–--------------–-----ის, მე-------------–-------------------------------------–-----ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანდართული ფოტოილუსტრირებით, ა-–--------------–-----ის დაკავების ოქმით, თ-------------–-----ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ა-–--------------–-----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ა-–--------------–-----მა დანაშაულებრივი ქმედება სწორედ მეუღლის თ-------------–-----ის მიმართ განახორციელა, აგინა უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ სახლში დაწვით, რის სისრულეში მოყვანის მიზნითაც ბენზინი მიასხა საცხოვრებელ სახლს და ცეცხლმოკიდებული ხის ნაჭერით ემუქრებოდა დაწვით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ თ-------------–-----ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მხოლოდ იმის დემონსტრირება, რომ ბენზინი მიასხა საცხოვრებელ სახლს და ცდილობდა ცეცხლმოკიდებული ხის ნაჭერით სახლისა და სახლში მარტო მყოფი მეუღლის თ-------------–-----ის დაწვას,ეს უკვე წარმოადგენს მუქარის განხორციელების სახეს, თუნდაც მსხვერპლის მიმართ სიტყვიერ დამუქრებას ადგილი საერთოდ არ ჰქონოდა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დამუქრებას მსჯავრდებულის მხრიდან, რომელიც ემუქრებოდა დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც აღნიშნულმა ქმედებამ პირს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაზეც მეტყველებს დაზარალებულის ჩვენება, რომლის თანახმად მას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161)

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–--------------–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–--------------–-----მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–--------------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა-–--------------–-----ის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

ა-–--------------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი;

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი, ა-–--------------–-----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ერთი ცალი ბოთლი და ნავთობპროდუქტების დოკუმენტის ნიმუში სულ 02 პაკეტად, რომელიც გაგზავნილია შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ა-–--------------–-----ი (პ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი;

 

4.ა-–--------------–-----ს (პ---------------) სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 03 მარტიდან 2018 წლის 22 მარტის ჩათვლით;

 

5. ა-–--------------–-----ის (პ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ა-–--------------–-----ის (პ---------------, ე-–------------–-----------------------------------------–------------------------------------------–---------------------------------–---------–---------------------------------–---------------------------------------------------–--------------------------------------------–-------------------------------------------–-----------–--------------------------------------––----------------------------------------–----------------------–----–--------------------–-------------------------------------------–------------------------

 

6.საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-–--------------–-----ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ბოთლი და ნავთობპროდუქტების დოკუმენტის ნიმუში სულ 02 პაკეტად, რომელიც გაგზავნილია შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი