განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
130100118002256474
ინსტანცია
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 130100118002256474

საქმე №1ბ/1050-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ეკა კოკილაშვილის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ბა---------------–---–-ს

ადვოკატების: ქა-----–------–-----ს, მა-----------–-–---–-ს

მსჯავრდებულის: გი------------------ს, არ---–---------–---–-ს

მონაწილეობით,ხ-–-----------------–- პროკურატურის პროკურორის ბა---------------–---–-ს, მსჯავრდებულ გი------------------ს და მსჯავრდებულ არ---–---------–---–-ს ადვოკატის მა-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი------------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---–-------------------–-------------- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილთ;

არ---–---------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.--–------------------–------------; დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად, გი------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილთ.

არ---–---------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით.

მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 6 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, ხ-–------------------------–-–---------- მიმდებარე ტეროტორიაზე გი------------------ და არ---–---------–---–-, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად თავს დაესხნენ და--------------ს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცეს 400 აშშ დოლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ;

2017 წლის 07 ოქტომბერს დილის საათებში, ხ-–------------------------–----–------ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გი------------------მ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით, ძალადობის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----------------–- სამმართველოს თანამშრომლებს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებს ზ----------------- და ა-–---------------------- ინსპექტორ-გამომძიებელ გ----------------------- უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსს შ--------–-------–---–-- სამმართველოს უფროსის მოადგილეს დ---------------–---–-- ამასთან, ამ უკანასკნელს თავში დაარტყა ხელი და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის ,,ჟილეტი“.

გი------------------მ ძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა სროლისათვის ვარგისი, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი, 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტი ,------------------ სტაციონარული ტიხარი-დამცავის გარეშე და 6 ცალი კუსტარული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომლებიც განეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

გი------------------მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ნედლი ,,მარიხუანა“. 2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-–------------------------–----–------ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე იგი გაჩხრეკილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----------------–- სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა, წონით 23,14 გრამი;

არ---–---------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. 2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-–----–--------------–--------- №---ში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----------------–- სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა არ---–---------–---–-ს საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გმომშრალი მარიხუანა, წონით 100,92 გრამი.

ხ-–-----------------–- სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით, გი------------------ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გი------------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

გი------------------ ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე საბოლოოდ გი------------------ს სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან;

გი------------------ს 10(ათი)წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვა 5(ხუთი)წლის ვადით;

არ---–---------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

არ---–---------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 7 ნოემბრიდან;

არ---–---------–---–ს 10(ათი)წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვა 5 (ხუთი)წლის ვადით;

გი------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ნარკოტიკული საშუალება ნედლი ,,მარიხუანა“-ს უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 6 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე, ხ-–------------------------–-–---------- მიმდებარე ტეროტორიაზე გი------------------მ და--------------ს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მისი და მისი ძმის მიმართ ძალადობის მუქარით, მოსთხოვა თანხის, კერძოდ, 1000 ლარის გადაცემა.

2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-–------------------------–----–------ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გი------------------ გაჩხრეკილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----------------–- სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ჩხრეკის შედეგადაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა, წონით 23,14 გრამი. მითითებული ნარკოტიკული საშუალება გი------------------ს მიერ უკანონოდ იყო შეძენილი, რის შენახვასაც ასევე უკანონოდ ახდენდა.

არ---–---------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-–----–--------------–--------- №---ში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----------------–- სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა არ---–---------–---–-ს საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, წონით 100,92 გრამი;

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ხ-–-----------------–- პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–---–--, მსჯავრდებულმა გი------------------მ და მსჯავრდებულ არ---–---------–---–-ს ადვოკატმა მ------------–-–---–---

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, გი------------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ხოლო არ---–---------–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

მსჯავრდებულმა გი------------------მ მოითხოვა ხ-–-----------------–- სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მისი უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

მსჯავრდებულ არ---–---------–---–-ს ადვოკატმა მ------------–-–---–-- მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემცირების კუთხით და არ---–---------–---–-სათვის სასჯელის სახედ და ზომად 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს და განუსაზღვრა მათ სამართლიანი სასჯელი, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხ-–-----------------–- სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

1.აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმეზე წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები ცალმხრივად არის შეფასებული და ფაქტობრივი გარემოებები ტრაფარეტულად არის გადაწყვეტილებაში მითითებული. ბრალდების მხარემ გი------------------ს და არ---–---------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში წარმოადგინა დაზარალებულის და მოწმე გ------- გ------–-–---–-- ურთიერთშეთანხმებული ჩვენებები, სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერი, ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი და უსაფუძვლოა მოსამართლის განმარტება, რომ მხოლოდ ერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით არ უნდა იქნეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკამრისია გი------------------ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ, მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და მოწმეების: შ--------–-------–---–------–----------------------------------------------------------------–---–------------------------- ჩვენებებით დასტურდება, რომ გი------------------ დაკავებული იქნა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, რასაც თან ახლდა ძალადობა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ. სამართალდამცავებმა დაადასტურეს გი------------------ს მხრიდან გაქცევის მცდელობა და დ---------------–---–-- ფიზიკური დაზიანების ფაქტი, რაც ასევე გამყარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით. გარდა ამისა, ბრადლების მხარე უთითებს, რომ გი------------------ს დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს მისი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ წარმოაჩინა პოლიციის თანამშრომლების და ტაქსის მძღოლის - თ----------------–-- ჩვენებები როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს ემთხვევა, როგორც გი------------------ს გაქცევის მცდელობის, ასევე მის მიერ იარაღის ფლობის ნაწილში, სასამართლო კი დაეყრდნო არა ძირითად და დადასტურებულ ფაქტებს, არამედ მოწმეთა ჩვენებებში არსებულ იმ განსხვავებებს, რომლებიც ადამიანის სუბიექტური ხედვით და მოვლენების აღქმით იყო განპირობებული.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. კერძოდ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა და--------------მ განაცხადა, იგი მუშაობს ქ.--–----–-- ავტოგასამართ „--------------–--- მენეჯერად, სადაც ასევე აქვს ავტომანქანის ზეთების მაღაზია. 2017 წლის 6 ოქტომბერს დაახლოებით სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე პერიოდში, როდესაც სახლიდან სამსახურში აპირებდა დაბრუნებას, ტელეფონზე უცხო ნომრიდან დაურეკა მისმა უბნელმა გი------------------მ და სთხოვა ყ-------- ქუჩაზე შეხვედრა. დათქმულ ადგილზე მისვლისას მოწმეს დახვდა გი------------------ და ასევე მისი უბნელი არ---–---------–---–-, რომლებიც ჩასხდნენ ავტომანქანაში. გ------- დაჯდა მის გვერდით, ხოლო ა-----–- - უკანა სავარძელზე. მათ უთხრეს, რომ სოფელ ც---------–-- ერთ-ერთ სახლში ჰქონდათ ზეთი შენახული, სთხოვეს, ენახა და შეეფასებინა იგი, თუ თვითონ არ იყიდდა, ფასი მაინც ეთქვა. როდესაც გასცდნენ ხ-–----- და შემდეგ დასახლებულ პუნქტსაც, მოწმე მიხვდა, რომ „რაღაც ისე არ იყო“ და იგი გაიტყუეს ქალაქიდან, შეეშინდა, მაგრამ ჩათვალა, რომ ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა. გასცდნენ სოფელ ც---------- ბოლოს არსებულ ტაძარსაც, რის შემდეგაც, უთხრეს, რომ ავტომანქანა გაეჩერებინა. გი------------------მ გამოართვა ტელეფონი, უთხრა, რომ იმ პირისათის უნდა დაერეკა, ვისაც ზეთები ჰქონდა. ამავე დროს გამოაძრო მანქანის გასაღები და არ---–---------–---–ს გადასცა. ეს უკანასკნელი გადავიდა მანქანიდან და მძღოლის მხარეს კართან გაჩერდა. გი------------------მ საქამრედან ამოიღო შავი ფერის იარაღი, გრძელი ლულით და დაუმიზნა გვერდიდან სხეულის ზედა ნაწილზე, ისე, რომ იარაღი არ „გადაუტენია“. უთხრა, რომ თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი და 1000 ლარი სჭირდებოდა. იგი ვერ აკონკრეტებს თანხაზე როგორ უთხრა გი------------------მ - „მჭირდება“ თუ „გვჭირდებაო“. მოწმეს იმ პირობებეში, როდესაც ღვედი ეკეთა და იარაღს უმიზნებდნენ, გაქცევა არც უფიქრია. გი------------------ უთხრა, რომ დაერეკა ავტოგასამართ სადგურზე და ოპერატორისთვის ეთქვა, გამოეტანათ ეს თანხა, ხოლო ადგილს სადაც თანხის მიტანა მოხდებოდა შემდეგ ეტყოდა. მოწმემ უპასუხა, რომ ოპერატორები ფულს ჯიბეში არ აგროვებენ, სეიფში ინახავენ, რომლის გასაღებიც თვითონ ჰქონდა. ამის შემდეგ დაემუქრა, რომ დააბამდა და აწამებდა, როგორც მას, ასევე მის ძმასაც. და--------------ს ჯიბეში ჰქონდა 400 დოლარი და გადაწყვიტა მიეცა, ვინაიდან აღარ უნდოდა სიტუაციის გართულება. საფულის ამოღებისას გი------------------ ცოტა გაიწია, მაგრამ თავი არ დაანება. საფულეში კიდევ 100-ლარიანიც ედო, რომელის დანახვაც არ იცის, თუ შეეძლო გი------------------ს ან არ---–---------–---–ს. თანხა რომ მისცა, მხოლოდ მას შემდეგ გაუბრუნა გ-------მ გასაღები. დაზარალებულის განმარტებით, მძღოლის მხარეს ავტომანქანის მინა ჩაწეული იყო და სავარაუდოდ არ---–---------–---–საც ესმოდა, თუ რაზე ელაპარაკებოდა გი------------------. შემთხვევის ადგილიდან ერთად დაბრუნდნენ, გი------------------ და არ---–---------–---–- „------------------------- დატოვა, რა დროსაც უთხრეს, რომ არ განეცხადებინა პოლიციაში, თორემ ოჯახს აუწიოკებდნენ. ასევე გი------------------ თანხის ერთ თვეში დაბრუნებას დაპირდა, რაც მოწმემ არ მიიჩნია სარწმუნოდ. შემთხვევის დროს მის მიმართ მოკვლის მუქარას, ყვირილსა და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

კანონმდებლის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი განმარტებულია, როგორც ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. მოცემულ შემთხვევაში კი, პალატას მიაჩნია, რომ თავად დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, არ დასტურდება გი------------------ს და არ---–---------–---–-ს მონაწილეობა ყაჩაღობის ჩადენაში. დაზარალებულის მითითებით შემთხვევის დროს მის მიმართ მოკვლის მუქარას, ყვირილსა და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. გი------------------ დაემუქრა, რომ თუ თანხას არ მიუტანდა, დააბამდა და აწამებდა, მასაც და მის ძმასაც. ასევე, დაზარალებულის ჩვენებიდან ნათლად დასტურდება, რომ გი------------------ს არ ჰქონდა ინფორმაცია, და--------------ს თან ექნებოდა თუ არა ფული. იგი იმწუთიერად არ ითხოვდა ფულის გადაცემას და ასევე მისი მუქარაც მიმართული იყო მომავლისაკენ.

ამდენად, სასამართლოში გამოკველეული მტკიცებულებები გამორიცხავს მსჯავრდებულ გი------------------ს ქმედებაში ყაჩაღობის შემადგენლობის არსებობას. მისი ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ნიშნებს და მას ამ კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

რაც შეეხება გი------------------ს მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებაში არ---–---------–---–-ს მონაწილეობას, პალატა განმარტვს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ დ---------------- ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ გი------------------სთან ერთად მას ავტომობილში ჩაუჯდა და სოფელ ც---------–- გაჰყვა არ---–---------–---–-. ასევე, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მისი ავტომანქნის გარეთ და სავარაუდოდ ჩაწეული მინიდან ესმოდა მასსა და გი------------------ს შორის არსებული საუბარი. ასეთი სახის მტკიცებულება კი არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ---–---------–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის.

ამასთან, ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ მათ მიერ როგორც გი------------------ს, ასევე არ---–---------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში წარმოადგინა მტკციებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმე გ------- გ------–-–---–-- ურთიერთშეთანხმებული ჩვენებები, სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერი და ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი. თუმცა, აღნიშნული მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებენ დანაშაულებრივ ქმედებაში უშუალოდ არ---–---------–---–-ს მონაწილეობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

ბრალდების მხარის მიერ ზ---------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებში წარმოდგენილი მტკიცებულებები წინააღმდეგობრივი ხასიათისაა და აშკარად აჩენს ეჭვის საფუძველს.

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 7 ოქტომბერს 12:25 საათიდან 12:40 საათამდე დროის მონაკვეთში, სოფელ ქ--–----–- შემავალ საავტომობილო გზაზე, ლიანდაგზე გადასასვლელთან ჩატარდა გი------------------ს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულია შავი ფერის ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა მხარეს ქამარში ჩადებული შავი ფერის პისტოლეტი მჭიდით და ექვსი ცალი ვაზნით, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია დანა და მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად, შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია გაზეთის ფურცელში გახვეული, მძაფრი სუნის მქონე მცენარული მასა, ქურთუკის შიდა მარცხენა მხარეს ჯიბიდან ამოღებულია წიგნის ფურცელში გახვეული მცენარული მასა, ქურთუკის მარჯვენა მხარეს ჯიბეში ეყარა მძაფრი სუნის მქონე მცენარული მასა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შო------–-------–---–მა განაცხადა, რომ განყოფილებაში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დ---------------- მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობაში მონაწილე გი------------------ უნდა ყოფილიყო სოფელ ქ--–----–- და თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი. მოწმე თანამშრომლებთან: დ---------------–---–--------–--------------------------------------------------------------------------------- ერთად გაემართა სოფელ ქ--–------ მიმართულებით. რკინიგზის ლიანდაგზე არსებული გადასასვლელის გავლის შემდეგ მან დაახლოებით 30-40 ან, შესაძლოა, 50 მეტრში დაინახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ვერცხლისფერი ტაქსი, რომელშიც წინა სავარძელზე მძღოლის გვერდით იჯდა გი------------------. მათ ავტომანქანა გააჩერეს ტაქსის წინ და გადავიდნენ. იმავე დროს გი------------------მ გააღო ტქასის კარი და აპირებდა გაქცევას. მან დ---------------–---–- დაარტყა ხელი და დაიწყეს „ძიძგილაობა“. დ---------------–---–-- დაიყვირა - იარაღი აქვს, ფრთხილად იყავითო. გი------------------ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს და ცდილობდა გაქცეულიყო. შემდეგ ყველამ ერთად შეძლეს, რომ დაეწვინათ ძირს და დაადეს ხელბორკილი. როდესაც გი------------------ იწვა ძირს, შო------–-------–---–მა ამოიღო მისგან იარაღი, ხოლო შემდეგ წამოაყენეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოიღეს ტელეფონი, დანა და გაზეთში გახვეული მცენარული მასა. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. ადგილზე შედგა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დ---------------–---–--, ა-–---------------------- გ------- კ------------------------------------ ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ შო------–-------–---–მა იარაღი ამოიღო გი------------------სგან, როდესაც იგი ძირს ჰყავდათ დაწვენილი. ასევე მოწმეებმა მიუთითეს გი------------------ს მიერ მათთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დ---------------–---–--ათვის სამსახურებრივი ფორმის ,,ჟილეტის“ შემოხევის ფაქტზე.

აღნიშნული მოწმეების ჩვენებები აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის და ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმის თ----------------–-- ჩვენებასთან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდოამზე მოწმე თ----------------–-- განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი. თვე და რიცხვი არ ახსოვს, როდესაც ქ--–--------- მომავალს გაჩერებაზე ხელი დაუქნია მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა გი------------------მ, რომელსაც მანამდეც არაერთხელ უსარგებლია მისი ტაქსით. გი------------------ ჩაჯდა მის მანქანის უკანა სალონში და სთხოვა ხაშურში წაყვანა. გზად სიგარეტი იყიდა. რკინიგზის გადასასვლელ ბარიერთან ავტომანქანა პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერებინეს. უკანა სალონში მგზავრის მხარეს კარები გაიღო, თუმცა ვინ გააღო მისი მანქანის კარი და გადადიოდა თუ არა ვინმე, არ დაუნახავს, ვინაიდან წინ იყურებოდა. როდესაც დართეს ნება, რომ მანქანიდან გადმოსულიყო, ნახა გი------------------, რომელიც მანქანასთან ჰყავდათ, ფეხზე იდგა, ხელები გაკავებული ჰქონდა და შავი ფერის იარაღი ედო საქამრეში. სამართალდამცავებმა უთხრეს - ნახე, ვინ გეჯდა მანქანაშიო. ასევე, მოწმეს აჩვენეს პოლიციელის დახეული ჩასაცმელი. მას მიწაზე წაქცეული გი------------------ არ დაუნახავს, არ იცის რა ნივთები იქნა ამოღებული მისგან. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ გი------------------ მისი ავტომანქანის უკანა კართან დააკავეს, რადგან მგზავრი უკანა სალონში იჯდა.

პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, იარაღი გი------------------სგან ამოიღეს მაშინ, როდესაც იგი ძირს იწვა, მხოლოდ ამის შემდეგ წამოაყენეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ხოლო მოწმე თ----------------–-- გი------------------ ნახა უკვე ფეხზე მგდომი, დაკავებულ მდგომარეობაში, რომელსაც საქამრეში ჰქონდა იარაღი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სრულიად ლოგიკურ ეჭვს, თუ საიდან აღმოაჩნდა უკვე ფეხზე მყოფ გი------------------ს საქამრეში ცეცხლსასროლი იარაღი. ტაქსის მძღოლისა და პოლიციელების ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს იმ ნაწილში, თუ სად იჯდა მსჯავრდებული მანქანაში. პოლიციელების განმარტებით, გი------------------ იჯდა მძღოლის გვერდით, ხოლო თ----------------–-- განმარტა, რომ მსჯავრდებული იჯდა უკან და როდესაც მგზავრის მხარეს კარი გაიღო, თავად გზას უყურებდა, სადაც მანქანა ჩაუყენეს და უკან არ დაუნახავს, რა ხდებოდა.

პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე გი------------------ს ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ტარებას, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში გამოვლენილი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა გი------------------ს მიერ იარაღის ფლობასთან დაკავშირებით, ეჭვქვეშ აყენებს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების უტყუარობას და ვერ იქნება გაზიარებული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში „-----–-----------------–---------------------------------- პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მიანიჭა მცირე მტკიცებითი ძალა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არ იყო გამყარებული სხვა პირდაპირი ხასიათის მტკციებულებებით. რა თქმა უნდა, აღნიშნული იმთავითვე არ მიუთითებს ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებების მცირე მნიშვნელობაზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში არსებობს მტკიცების მაღალი სტანდარტი და სასამართლომ მთლიანობაში უნდა შეაფასოს, თუ რა დამატებითი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, რაც გაამყარებდა თავად პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს.

ბრალდების მხარემ კი ვერ უზრუნველყო იმ უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომლებიც გააბათილებდნენ გი------------------ს განმარტებას, რომ მისგან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღთან, შეხება არა აქვს. მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებიც წინააღმდეგობაშია საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, გი------------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

რაც შეეხება გი------------------ს ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც სრულიად ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც თავის მხრივ პალატაც ეთანხმება. წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად პროკურორი უთითებს გი------------------ს დაკავებაში მონაწილე პირთა ჩვენებებზე, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებზე, რომელთა თანახმადაც, დ---------------–---–- აღენიშნებოდა კეფის მიდამოს დაჟეჟილობა, ხოლო მისი სამსახურებრივი ფორმის ჟილეტზე აღენიშნება ფიზიკური ძალის ზემოქმედებისას მიყენებული დაზიანებები. თუმცა, პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადასტურებული გი------------------ს მხრიდან იმ ხასიათის წინააღმდეგობის გამოვლენა, რაც დაადასტურებდა მის განზრახვას, რომ წინააღმდეგობა გაეწია პოლიციის მუშაკისათვის ძალადობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებისათვის, რომ გი------------------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ტარება და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, გი------------------ ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

2. აპელანტის - მსჯავრდებულ გი------------------ს მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ დ---------------- ჩვენებას, რომელიც როგორც სასამართლო სხდომაზე აღწერს ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს, ასევე მისი ჩვენება არ შეესაბამება გამოძიების ეტაპზე მისი გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას. დაზარალებულის ავტომანქანაში არ ამოსულა გი------------------ს ხელის კვლები ან სუნის ნიმუში, რაც უტყუარად დაადასტურებდა მისი ავტომანქანაში ჯდომის ფაქტს. ასევე, არ არის დადგენილი აღნიშნული ავტომანქანა ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა სოფელ ც---------–-- რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს მოწმეებმა შო------–-------–---–მა და მ--–-----------–---–--- ამ უკანასკნელმა თავი აარიდა საქმისათვის მნიშვენელოვანი და არსებითი ხასიათის კითხვებზე პასუხის გაცემას და აქცენტი გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროების უფლებაც არ ჰქონდა. ამდენად, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი არ არის გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მსჯავრდბეული გი------------------ ითხოვს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მის გამართლებას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გი------------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს თავისი მეგობრის გ------- გ------–-–---–-- მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და--------------ს. მას ესაჭიროებოდა ფულადი თანხა 400 დოლარი, რა მიზნითაც და--------------ს სთხოვა შეხვედრა. ამის შემდეგ დაახლოებით 15-20 წუთში შეხვდენენ ერთმანეთს ყ-------- ქუჩაზე. სთხოვა ზემოაღნიშნული თანხა და შეპირდა, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ორ საათში მიუტანდა ავტომანქანის ძვირად ღირებულ ზეთებს. გი------------------მ განმარტა, რომ ამ დრომდეც არაერთხელ ჩაუბარებია ავტომანქანის ზეთები დ----------------ათვის თანხის სანაცვლოდ. და--------------მ 400 დოლარი მიიღო, მაგრამ მისთვის ზეთი აღარ მიუტანია. მისი აზრით, სწორედ პირობის შეუსრულებლობის გამო გაბრაზებულმა იჩივლა პოლიციაში და--------------მ.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდბეულ გი------------------ს აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, პალატა აფასებს რა დ---------------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, განმარტავს, რომ მან საკმაოდ დამაჯერებლად მოახსენა სასამართლოს შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. იგი გამოძიების დაწყებიდან უთითებდა გი------------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და მისი ჩვენებით გამოკვეთილია გი------------------ს მიერ მისთვის თანხის გამოძალვის ყველა აუცილებელი პირობა. მისი აქტიური ქმედება და მოთხოვნა დაზარალებულისთვის თანხის მიტანაზე, ასევე მასზე და მის ძმაზე ძალადობის განხორციელების მუქარა. პალატას წარმოდგენილი საქმის მასალების შედეგად არ გააჩნია დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი და აღნიშნული ვერც დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა სათანადოდ არგუმენტირებული. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებებით, ხოლო ის გარემოება, რომ დ---------------- ავტომობილიდან არ იქნა ამოღებული გი------------------ს ხელის სუნის ან სხვა ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, უპირობოდ არ მიანიშნებს ამ უკანასკნელის უდანაშაულობაზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ გი------------------მ და--------------ს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მისი და მისი ძმის მიმართ ძალადობის მუქარით, მოსთხოვა თანხის, კერძოდ, 1000 ლარის გადაცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ------–-–---–-- განმარტა, რომ იმყოფებოდა ხ-–----–-------------------------- საჯარო სკოლასთან და ელოდებოდა თავის შვილს, რომელიც უნდა წაეყვანა სახლში. მასთან მივიდა გი------------------ და სთხოვა მობილური ტელეფონი, რაზედაც მოწმე დათანხმდა. გი------------------მ დარეკა, ცოტა ხანს ილაპარაკა და ტელეფონი დაუბრუნა. მისთვის უცნობია, გი------------------მ ვისთან დარეკა და რაზე ისაუბრა. მოწმე ვერ იხსენებს ზუსტად რომელ თვესა და რიცხვში მოხდა აღნიშნული ფაქტი, თუმცა გი------------------ს სხვა დროს მისთვსი ტელეფონი არ უთხოვია.

სატელეფონო კავშირის დეტალური ამონაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს გ------- გ------–-–---–-- მობილური ტელეფონიდან 15:31:32 საათიდან 15:33:14 საათამდე შედგა სატელეფონო საუბარი და--------------სთან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ხ-–-----------------–- სამმართველოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დ---------------- ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. რა დროსაც და--------------მ მიუთითა ქ.--–----–-- ყ-------- ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, სადაც 2017 წლის 06 ოქტომბერს დაახლოებით 17:00 საათზე შეხვდნენ გი------------------ და არ---–---------–---–-, ჩაუსხდნენ მანქანაში და წავიდნენ სოფელ ც---------- მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ და--------------მ მიუთითა ის ქუჩები, რომლის გავლითაც წავიდნენ სოფელ ც---------–-- ც---------- ეკლესიიდან დაახლოებით 200 მეტრში და--------------მ მიუთითა, რომ სასოფლო-სამანქანე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გააჩერებინეს მას ავტომანქანა გი------------------მ და არ---–---------–---–მა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მის კუთვნილ 400 აშშ დოლარს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ-–------ რაიონის სოფელ ც---------–- გამავალ სასოფლო-სამანქანე გზაზე. მითითებული ტერიტორია სოფლის ეკლესიიდან მდებარეობს დაახლოებით 200 მეტრში. შემთხვევის ადგილი ბოლო მოსახლიდან დაშორებულია 400-500 მეტრით.

შპს მისო „------------------ ხ-–------ სერვისცენტრის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, რეალური დროით 15:32:04-დან 15:32:09 საათამდე დაზარალებულ დ---------------- ავტომობილი მოძრაობდა რ---------–-- ქუჩიდან გ---------–-- ქუჩის მიმართულებით. ჩანს, რომ მძღოლის გვერდით ზის ერთი პირი, რომლის სახის დანახვა და გარჩევა შეუძლებელია. ავტომანქანის უკანა სავარძელზე თუ იჯდა ვინმე, არ ჩანს, ვინაიდან უკანა საქარე მინა დაბურულია.

 

3. აპელანტის - მსჯავრდებულ არ---–---------–---–-ს ადვოკატის მტკიცებით, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი 1(ერთი)წლითა და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა არის საკმაოდ მკაცრი. არ---–---------–---–მა თავის სრულად ცნო დამნაშავედ ბრალდების ამ ნაწილში და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მის მიმართ დამამძიმებელი გარემოებების არსებობა კი საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა. ამდენად, ა-----–---------–---–---- მიმართებით სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მინიმალურ სასჯელითან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის დანიშვნითაც.

პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, არ---–---------–---–-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით, მოწმეების: მ----------------------------------–------------–--–-------------------–-------------------------–---–-- ჩვენებებით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №25/სქ დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით და თავად მსჯავრდებულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა არ---–---------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ არ---–---------–---–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის ისინიც, რაზეც მიუთითებს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, ყოველივე აღნიშნულისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით არ---–---------–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ხ-–-----------------–- პროკურატურის პროკურორის ბა---------------–---–-ს, მსჯავრდებულ გი------------------ს და მსჯავრდებულ არ---–---------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;

ხ-–-----------------–- სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ხ-–-----------------–- პროკურატურის პროკურორის ბა---------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.მსჯავრდებულ გი------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. მსჯავრდებულ არ---–---------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

4. ხ-–-----------------–- სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

5.გი------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

გი------------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

გი------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

გი------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გი------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. მსჯავრდებულ გი------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 7 ოქტომბრიდან;

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;

8. გი------------------ს 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი)წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

9. არ---–---------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

10. არ---–---------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლისთ და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

11. მსჯავრდებულ არ---–---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 7 ნოემბრიდან;

12. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ არ---–---------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;

13. არ---–---------–---–ს 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი)წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

14. ნივთიერი მტკიცებულებები:

-ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და საბრძოლო მასალით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში;

- საკანცელარიო დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- გი------------------სგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით 3,63 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა წონით 23,14 გრამი, ქაღალდში გახვეული გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარული მასა, საიდანაც გამომშრალი მარიხუანა შეადგენს 0,784 გრამს, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- არ---–---------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედაგად ამოღებული გამომშრალი მარიხუანა საერთო ოდენობით 100,92 გრამი, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ხოლო ასევე ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი ჯამი დაუბრუნდეს არ---–---------–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- სამსახურებრივი ფორმის „ჟილეტი“ დაუბრუნდეს დ---------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- გი------------------სგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;

- დაზარალებულ და--------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მისი კუთვნილი ავტომანქანის სავარძლის გადასაფარებელი;

- ავტომანქანის დათვალიერებისას აღებული მიკრონაწილაკები, ნიმუშები და ხელის თითის კვალები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- დისკები და მეხსიერების ბარათი, რომლებზეც დატანილია გარკვეული ინფორმაცია, დაერთოს საქმეს და მათი შენახვა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

15.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

16. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი