განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100118002560303
ინსტანცია
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1531-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ -მ-------–----ის,ადვოკატების - ე-–-----------–--–ის, მ-----------სა და ნ-----------------–---–ის,მსჯავრდებულების - ს-------------–-------------------------------------------------------–----------–-----------------–----------–-----–--–--------–------------------–----–---------------–--------–-----------------------------ის,თარჯიმან - ა---------–--------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა--–----–--------ის ადვოკატ ე-–-----------–--–ის და საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი პროკურორის მ-------–----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა---------–-----------------ის მიმართ - (პ/ნ 2-------------------------–-------–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–----------–--------–--), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

ე----------------------------ის მიმართ - (პ-----------------------------–-------–-–------------–--------------–----------–----------------–------------------–--------------------–----------–----------ი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ი-–-----------------------–---ის მიმართ - (პ-----------------------------–-------–-–------------------------------–----------–----------------–------------------–--------------------–----------–----–--–--), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ა----------------------–------------------------------------------------–-------–-–----- აპრილს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–----------–----–--–--); დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ს--------------------------–----------------------------------------------------–-------–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–----------–----–-----–ო). დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ვ--–--------------------–--------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------------------------–----------–----------------–-----------------------------------–------------------------–--------------------–----------–----–--–--); დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

მ----------------------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–----–--–-- 2-------------). დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ვ--–--------------------–--–----ს მიმართ - (პ/ნ 2---------- - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–----–--–-- 2-------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

შ----------–--–------------ს მიმართ - (პ/ნ 2---------- - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–----–--–-- 2-------------), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო;

ა--–-------–------–---------ს მიმართ - (პ/ნ 2---------- - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–-----------), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

 

ს-------------–------ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

ა--------------ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

ე----------------ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

ი-–----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ა---------–--ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ვ--–--------–--ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

მ----------------ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით.

ვ--–-----–--–--ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

შ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ა--–----–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ს-------------–------ვმა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა - ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ს-------------–------ვის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ს-------------–------ვი შსს-ში მუშაობდა 23 წელი 02 თვე და 20 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ს-------------–------ვს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2002 წლის 19 თებერვლიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას -17544,80 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა--------------ვმა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ა--------------ვის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ა--------------ვი შსს-ში მუშაობდა 30 წელი 06 თვე და 08 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ა--------------ვს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2003 წლის 19 აგვისტოდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 22602,96 ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ე----------------ვმა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ე----------------ვის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ე----------------ვი შსს-ში მუშაობდა 24 წელ და 14 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტინ ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ე----------------ვის დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2005 წლის 01 ივლისიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 19582,20 ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ი-–----------–----- ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ი-–----------–---ის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ი-–----------–---ი შსს-ში მუშაობდა 31 წელ 10 თვე და 23 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ი-–----------–---ს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2009 წლის 26 ივნისიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 15768,43 ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა---------–--ვმა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ა---------–--ვის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ა---------–--ვი შსს-ში მუშაობდა 30 წელ 06 თვე და 26 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ა---------–--ვს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2003 წლის 13 ოქტომბრიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 19536 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ვ--–--------–--ვმა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ვ--–--------–--ვის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ვ--–--------–--ვი შსს-ში მუშაობდა 31 წელ 07 თვე და 02 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ვ--–--------–--ვს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2002 წლის 20 ნოემბრიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 21599,71 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ----------------ვმა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი მ----------------ვის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა მ----------------ვი შსს-ში მუშაობდა 30 წელ და 16 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც მ----------------ვის დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2002 წლის 08 ოქტომბრიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 21971,82 ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ვ--–-----–--–--ვმა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ვ--–-----–--–--ვის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ვ--–-----–--–--ვი შსს-ში მუშაობდა 22 წელი 02 თვე და 01 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ვ--–-----–--–--ვს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2003 წლის 01 ივლისიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 16197,26 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შ-----------მა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი შ-----------ის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა შ-----------ი შსს-ში მუშაობდა 25 წელი 08 თვე და 23 დღე, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი ვ-–----------–---–მა 2010 წლის მაისში გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც შ-----------ს დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2010 წლის 07 მაისიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 4426,22 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა--–----–--------მა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ.რუსთავის დაცვის პოლიციის სამმართველოს კადრების უფროსმა ინსპექტორმა ვ-–----------–---–მა შეადგინა ყალბი დოკუმენტი ა--–----–--------ის შსს ორგანოებში წელთა ნამსახურეობის გაანგარიშების ფურცელი, სადაც მითითებული იყო თითქოსდა ა--–----–--------ის შსს-ში მუშაობდა 33 წელი, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი 2005 წლის ივლისში ვ-–----------–---–მა გადააგზავნა შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის საფუძველზეც ა--–----–--------ის დაენიშნა სახელმწიფო კომპესაცია 2005 წლის 01 ივნისიდან და 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 27480,70 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა--–----–--------ის ადვოკატმა ე-–-----------–--–მა და საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მ-------–----ემ.

მსჯავრდებულ ა--–----–--------ის ადვოკატმა ე-–-----------–--–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მსჯავრდებულ ა--–----–--------ის მიმართ განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის შემცირება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი.

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულების: ს---–-------------------------------------------------–------------–---------------–----------------------------–--–-------–-----------------–---------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიერ სასჯელების განსაზღვრისას მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, რომელმაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. ამასთან, მსჯავრდებულებს - ი-–----------–---ს, ა---------–--ვს და შ-----------ს განესაზღვრათ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, მაშინ, როცა საქართველოს სსსკ-ის 42-ე მუხლი ჯარიმის მინიმალურ ოდენობად ითვალისწინებს 2000 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა მ-------–----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულმა ა--–----–--------მა და მისმა ადვოკატმა ე-–-----------–--–მა ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა--–----–--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება.

ადვოკატებმა: ე-–-----------–--–მა, მ-----------მ და ნ-----------------–---–მა, მსჯავრდებულებმა: ს-------------–------ვმა, ა--------------ვმა, ე----------------ვმა, ი-–----------–---მა, ა---------–--ვმა, ვ--–-----–--–--ვმა, შ-----------მა, ვ--–--------–--ვმა და მ----------------ვმა იშუამდგომლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი პროკურორის მ-------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ა--–----–--------ის და მისი ადვოკატის ე-–-----------–--–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავდებულებს: ს-------------–------ვს, ა--------------ვს, ე----------------ვს, ი-–----------–---ს, ა---------–--ვს, ვ--–--------–--ვს, მ----------------ვს, ვ--–-----–--–--ვს და ა--–----–--------ს ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და შ-----------ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მსჯავრდებულების მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით; დათვალიერების ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, რომელთა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს-------------–------ვის, ა--------------ვის, ე----------------ვის, ი-–----------–---ის, ა---------–--ვის, ვ--–--------–--ვის, მ----------------ვის, ვ--–-----–--–--ვის და ა--–----–--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი და მსჯავრი უნდა დაედოთ აღნიშნული კვალიფიკაციით.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნულ სასჯელებს, პალატა განმარტავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს კანიონმდებლობით დადგენილი შემდეგი გარემოებები:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას ი-–----------–---ის, ა---------–--ვისა და შ-----------ის მიმართ გამოყენებული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება. მსჯავრდებულებს ი-–----------–---ს, ა---------–--ვს და შ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაცული არ იქნა საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომელიც ჯარიმის მინიმალურ ოდენობად ითვალისწინებს 2 000 (ორიათას) ლარს. შესაბამისად, მსჯავრდებულების ი-–----------–---ის, ა---------–--ვისა და შ-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას და მათ ნაწილში სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით პროკურორის მოთხოვნა საფუძვლიანია. პალატა თვლის, რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომა უნდა შეიცვალოს და მსჯავრდებულებს - ი-–----------–---ს, ა---------–--ვს და შ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული სასჯელი იქნება კანონიერი, სამართლიანი და ადეკვატური. ასევე, გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულების: ს-------------–------ვის, ა--------------ვის, ე----------------ვის, ვ--–-----–--–--ვის, ვ--–--------–--ვის, მ----------------ვის და ა--–----–--------ის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მათ მიმართ სასჯელის განსაზღვის დროს სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ მსჯავრდებულთა პიროვნული მახასიათებლები, ის ფაქტი, რომ მათ აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ბრალად შერაცხული ქმედებები, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, სადავოდ არ გაუხდიათ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მიყენებული ზიანი უმეტეს შემთხვევაში ანაზღაურებულია და გამოთქვამენ მზადყოფნას, დარჩენული ზიანის ასანაზღაურებლად. ყოველივე აღნიშნულისა და დანაშაულის მოტივის, მიზნის, მისი სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების: ს-------------–------ვის, ა--------------ვის, ე----------------ვის, ვ--–-----–--–--ვის, ვ--–--------–--ვის, მ----------------ვის და ა--–----–--------ის მიმართ, დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა--–----–--------ის ადვოკატ ე-–-----------–--–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს ა--–----–--------ისათვის ჯარიმის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ა--–----–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს) და დამამძიმებელი (არ გამოვლენილა) გარემოებები, მათ შორის ისინიც, რომლებზეც დაცვის მხარე აპელირებს სააპელაციო საჩივარში, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე ბრალდებულის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულ ა--–----–--------ის მიმართ განსაზღვრულია სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი პროკურორის მ-------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

მსჯავრდებულ ა--–----–--------ის ადვოკატ ე-–-----------–--–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში;

 

ს-------------–------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

გაუქმდეს ს-------------–------ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

ა--------------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს ა--------------ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

ე----------------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს ე----------------ვი მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

ი-–----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს ი-–----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

ა---------–--ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს ა---------–--ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

ვ--–--------–--ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს ვ--–--------–--ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

მ----------------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს მ----------------ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

ვ--–-----–--–--ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს ვ--–-----–--–--ვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

შ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 ( ორიათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს შ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

ა--–----–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს ა--–----–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულების - ა--–----–--------ის, შ-----------ის, მ----------------ვის, ვ--–-----–--–--ვის, ვ--–--------–--ვის, ა---------–--ვის, ი-–----------–---ის, ს-------------–------ვის, ე----------------ვის და ა--------------ვის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ერთი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე