განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN330100115001080428
საქმე №1ბ/765-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ზა-------------–--ს და დაჩ-------------ს
გამართლებულის: ზა-------–---------ს
ადვოკატის: გიგ-–-----------ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ზა-------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზა-------–---------ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ მცხოვრები: ქ-------–-------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით, ზა-------–--------- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზა-------–--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 4 საათიდან 5 საათამდე შუალედში, ზა-------–--------მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–-----------------------------–--------------------- მიმდებარედ არსებულ საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრის შენობაში, სადაც კარის დაზიანების გზით, ასევე უკანონოდ შეაღწია შენობის სხვადასხვა ოთახებში, მათ შორის მეორე სართულზე განთავსებულ ბავშვთა გასართობი ცენტრი „--–-------- დარბაზში, საიდანაც ფარულად დაეუფლა „ASUS-ის“ ფირმის კომპიუტერს, ე.წ. „ნოუთბუქს“ და ფულად თანხას 35 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ მარეხი მამაგულაშვილს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 250 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზა-------–---------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზა-------–---------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს, რაც ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს. მოსამართლემ ცალმხრივად და ზედაპირულად შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულ მ---------------–-–---–-- და მოწმეების: ნა----–------–-------ს, ნა---------------ს, ტარ---–----------ს, გი----------–-------ს, გი------------–--–-ს, თე--------------------ს, ირა--–--------–---ს, პა---------–--------ს, რა---------–-----–---–-ს, ჯა-----------–---–-ს, ბე----------------ს ჩვენებები, არ გაითვალისწინა ოდოროლოგიური, სახანძრო-ტექნიკური, ცივი იარაღის, ჰაბიდოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლის მიხედვით ზა-------–---------ს გენეტიკური ნიმუში იდენტურია შემთხვევის ადგილიდან - ლიმონათის ბოთლიდან აღებული ნიმუშისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ თითქოსდა ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, დასაბუთების გარეშე არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და სასამართლოს წინაშე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და ისე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
აპელანტის ასეთი მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებების
ნაწილი ადასტურებს მხოლოდ მომხდარი ქურდობის ფაქტს, მტკიცებულებების ნაწილი ასევე წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან, ხოლო ზოგიერთი მტკიცებულება წინასასამრთლო სხდომაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და ნაწილი მტკიცებულებებისა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული დაზარალებული მ---------------–-–---–------–---------------–------------------–------–-------- მოწმეები: რ-------------–---–---------------------- უშუალო ფაქტის შემსწრეები არ არიან, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდაინა დანაშაული და შესაბამისად , ასეთი მტკიცებულებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ჯ------------–---–-- დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ ზა-------–---------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ოპერატიულ თათბირზე, 2015 წლის 21 ან 22 ივლისს, სადაც დაათვალიერეს ვიდეოჩანაწერი. ვიდეოჩანაწერზე მისმა თანამშრომელმა გ-------------–--–-- ამოიცნო ზა--------–---------. მოწმის განმარტებით, ჩანაწერებში ბრალდებულს მეორე პიროვნება მიმართავს ზედმეტსახელით „ზ------ მისთვის ცნობილია, რომ სამეგობრო წრეში ზა-------–--------ს „-------- ეძახიან. პოლიციამ აღნიშნული გარემოებით დაადგინა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ზა-------–---------ს მიერ. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ზა-------–--------ს პირადად იცნობს და ბრალდებულთან ორჯერ ჰქონდა შეხება - ერთხელ, როდესაც მერიის შესაბამისი სამსახურის (უპატრონო ძაღლებს იჭერდნენ) ავტომანქანას ქვა ესროლა და მეორედ ნარკოლოგიურში გადაყვანისას. მოწმის განმარტებით, ვიდეოფაილი, რომელიც ოპერატიულ თათბირზე დაათვალიერეს, მაღალი ხარისხის იყო და მასში პიროვნების გარჩევა თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა თვითონ რატომ ვერ ამოიცნო ბრალდებული, რომელთანაც სამსახურეობრივი შეხება არაერთხელ ჰქონდა, ამის შესახებ მოწმეს განმარტება არ გაუკეთებია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიურ ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა: მოწმე გ-------------–--–--, პა---------–--------მ და რა---------–-----–---–--.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 24 ივლისს, 09:04 საათიდან 09:45 საათის ჩათვლით, გამომძიებელ პა---------–--------ს მიერ გაიხსნა DVD დისკი ვიდეოჩანაწერით, მოთავსდა სამსახურეობრივი კომპიუტერის პროცესორში, სპეციალური გამშვები პროგრამის მეშვეობით გაშვებულ იქნა ვიდეოჩანაწერი, რომელსაც გაეცნო ქ. თბილისის გ-–------------–--------–--------------–-------------------–---- პირადი შემადგენლობა. უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გი------------–--–- კარგად დააკვირდა ვიდეოს და ამოიცნო ზა-------–---------. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს ამ მტკიცებულებებთან მიმართებაში და აღნიშავს, რომ ჯა-----------–---–-სა და გი------------–--–-ს ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღლ სტანდარტს, კერძოდ: მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ოპერატიულ თათბირზე დაათვალიერეს დაზარალებულ მ---------------–-–---–-- მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, სადაც მხოლოდ გ-------------–--–-- ამოიცნო ბრალდებული ზა-------–---------, ხოლო ჯ------------–---–--, რომელიც ასევე იცნობდა ბრალდებულს და არაერთხელ ჰქონდა შეხება ზა-------–--------თან, მისი ამოცნობა ვერ შეძლო. ჯა-----------–---–-ს განმარტებით, ქ. თბილისის გ-–-----------–------- შს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში ვიდეოჩანაწერის დათვალიერება განხორციელდა 2015 წლის 21 ან 22 ივლისს, რაც წინააღმდეგობაშია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმთან, რომლითაც დგინდება, რომ ვიდეოფაილის დათვალიერება განხორციელდა არა 2015 წლის 21 ან 22 ივლისს, როგორც ამას მოწმე მიუთითებს, არამედ 2015 წლის 24 ივლისს, 09:04 საათიდან 09:45 საათის ჩათვლით. მოწმის განმარტება, რომ ვიდეოფაილი მაღალი ხარისხის იყო და ჩანაწერში შესაძლებელი იყო პიროვნების ამოცნობა, არსებით წინააღმდეგობაშია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 28 ივლისის #----- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებული ფოტოსურათები, რომლებიც გაწმენდილია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, პიროვნების ინდენტიფიკაციისთვის უვარგისია და ვიდეოგრამის დაბალი ხარისხის გამო, გაწმენდა - გასუფთავების შედეგად პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ფოტოსურათების მიღება/ამოღება შეუძლებელია.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა აშკარად ეჭვქვეშ აყენებს გი------------–--–-ს მიერ ზაურ ალბორვის ამოცნობის ფაქტს.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას არ იქნა გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, რასაც ეფუძნება პოლიციელების - ჯა-----------–---–-ს, გი------------–--–-ს, პ-----------–---------- და რ-----------–-----–---–-- არაპირდაპირი ჩვენებები იმ ზა-------–---------ს იდენტიფიცირების ნაწილში .
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული ასევე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც თანდართულია ექსპერტის მიერ ვიდეოჩანაწერში არსებული ქურდობის ჩამდენი პირების საუბრის ტექსტი გაშიფრული სახით. ნიშანდობლივია, რომ ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის მიხედვით, ადგილზე დანაშაულში თანამონაწილე პირები ახსენებენ სახელს ,-------- და არა ,,ზ------ ცხადია, ასეთი მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლოში კიდევ უფრო არადამაჯერებელს გახდიდა მოწმეების ჯა-----------–---–-ს, გი------------–--–-ს, პა---------–--------სა და რა---------–-----–---–-ს ჩვენებებს.
პალატა კატეგორიულად არ ეთანხმება აპელანტის მსჯელობას ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვანასთან დაკავშირებით, სადაც ის მიუთითებს, რომ სასამართლომ მხოლოდ ექსპერტიზის დროის ჩატარებასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადრება და არ იმსჯელა თავად ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობაზე. ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობა მოწმის ჩვენებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი მსჯელობა დაუსაბუთებელია და მოკლებეულია სამართლებრივ საფუძველს.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობა, თავისი სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე სწორედ რომ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ, შესაბამისი ნიმუშის კვლების მაქსიმალურად დაცულობაზე, კვლევაში მონაწილე ძაღლების სათანადო მომზადებაზე და დროის იმ რეალურ ინტერვალზე, რომლის განმავლობაშიც შეიძლება ჩატარდეს ექსპერტიზა. ეს ყველაფერი ერთად აღებული კი პირდაპირ კავშირშია ექსპერტიზის დასკვნის სანდოობასა და უტყუარობასთან. სწორედ აქედან გამომდინარე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსპერტის ჩვენება და ისე შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა .
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 27 ივლისის #---------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტი ბ-----------------), 2015 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში, თ-------------------–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ცენტრის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სასადილო ოთახში დახლის წინ ლამინატის ზედაპირიდან და გვერდითა ოთახში ფანჯრის რაფის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია 28.09.1993 წელს დაბადებულ ზა--------------------------–------------- აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექპერტმა ბე------------------ და დამატებით განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება სპეციალურ ლაბორატორიაში, სადაც იატაკზე განლაგებულია სპეციალური კონტეინერები და ხდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის არევა სხვა სუნის კვლებთან. სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მიერ ცალ-ცალკე ხდება კონტეინერების დასუნვა. თუ სუნების იდენტურობა დადგინდება (ზოგიერთი ძაღლი თათს ადებს ქილაზე, ზოგი პირდაპირ ჯდება აღნიშნულ კონტეინერთან) ექსპერტი იღებს კონტეინერს და უკეთებს წარწერას. ძაღლს შესაძლებლობა აქვს ერთი სუნი აღმოაჩინოს ასი ათას სხვა სუნში. საქართველოში ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება სამი ძაღლის მონაწილეობით. თუ ყველა ძაღლით ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი ერთმანეთს არ დაემთხვა, ერთმა ძაღლმაც რომ განსხვავებული კონტეინერი აირჩიოს, დასკვნა არ იწერება. დადგენილება სუნის ნიმუშებთან ერთად გადაეცა 2015 წლის 27 ივლისს. დადგენილებას თან ერთვის ფურცელი და ჟურნალი, სადაც გატარებულია ნივთმტკიცებები და რომელზეც ექსპერტი აწერს ხელს. სწორედ აღნიშნული სახის ფურცელზე მოაწერა მან (ბ------------------) ხელი. ბე----------------ს განმარტებით, ექსპერტიზის ჩასატარებლად სჭირდება 1 ან 2 საათი. პროკურორის კითხვაზე მოწმემ დააზუსტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა იმ დროში, რაც მითითებულია ნივთმტკიცების მოძრაობის ფორმაში. ხელახალი ჯვარედინი დაკითხვის დროს ადვოკატის კითხვაზე ბ------------------ განმარტა, რომ დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩასატარებლად.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 27 ივლისის #---------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ბე----------------ს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს საკვლევი ობიექტის მართვის ფორმას. სასამართლოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2015 წლის 26 ივლისს ქ. თბილისის გ-–-----------–------- შს სამმართველოს მე--------------–---- გამომძიებელ პა---------–--------ს მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. გამომძიებლის აღნიშნული დადგენილება, გამოსაკვლევ ნივთმტკიცებებთან ერთად 2015 წლის 27 ივლისს, ჩაბარდა საექსპერტო დაწესებულების კანცელარიას. დადგენილება გამოსაკვლევ სუნის ნიმუშებთან ერთად ექსპერტ ბ-----------------ს გადაეცა 2015 წლის 27 ივლისს 15:45 საათზე. ექსპერტმა გამოკვლევა დაასრულა და ნივთმტკიცება კანცელარიას გადასცა 2015 წლის 27 ივლისს, 16:05 საათზე. ექსპერტმა დაკითვისას განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებას როგორც წესი სჭირდება 1-2 საათი. ბე----------------ს ბოლო განმარტებით, აღნიშნული ექსპერტიზა ჩაატარა დაახლოებით 40 წუთში (მის მიერ ყველაზე მინიმალური დრო ექსპერტიზის ჩატარებისათვის დასახელდა 40 წუთი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არადამაჯერებელი და გაურკვეველია, თუ ნივთიერი მტკიცებულება მას გადაეცა 2015 წლის 27 ივლისს 15:45 საათზე, ხოლო ჩააბარა კანცელარიას 2015 წლის 27 ივლისს, 16:05 საათზე, როგორ მოასწრო 20 წუთში აღნიშნული საექსპერტო კვლევის ჩატარება, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც კვლევა ჩაატარა 3 ძაღლით და თითოეულს მინიმუმ სჭირდება 10-15 წუთი.
აშკარაა, რომ ასეთი წინააღმდეგობების არსებობის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, როგორც უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებად, ვერ მიიღებდა.
ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა, როგორც დოკუმენტი წერილობით მტკიცებულებით ძალას იძენს სასამართლოში სათანადო გამოკვლევის დროს (გარდა უდაოდ ცნობისა) ანუ, როდესაც მისი გამცემი პირი - ექსპერტი ასაბუთებს ექსერტიზის დასკვნისათვის ყველა საჭირო საკითხს, სწორედ რომ ექსპერტის სწორი, თანმიმდევრული და ეჭვისგამომრიცხავი ჩვენება სძენს ექსპერტიზის დასკვნას უტყუარი და სანდო მტკიცებულების ხარისხს.
ამდენად, აპელანტის მტიცება, რომ ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობა მოწმის(ექსპერტის) ჩვენებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატისთვის კიდევ უფრო გაუგებარია სააპელაციო საჩივარში გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მითითება, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი და ამას ბრალდების მხარეც არ უარყოფს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ზა-------–---------ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ზა-------–---------ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ზა-------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი ზა-------–---------ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. ზა--------–--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
4. გამართლებულ ზა-------–--------ს განემარტოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება;
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზა-------–--------- სასჯელს იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ;
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ნამწვის ნიმუში, პლასტმასის კოლოფი მასში არსებული სითხით, კარის საკეტი, შუშის ნატეხი, ორი სუნის ნიმუში, სუნის ნიმუში, ,,ბრიტვის“ ნატეხი, „დნმ-ის“ ნიმუშები და ფეხის კვალი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი