განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 84121-018002431929
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1-80 13 დეკემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები (მოპასუხეები): ქ------- ხ-------–---–ი, ი----- ხ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): სს „ს----------–--------ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სს „ს----------–--------ს“ (შემდეგში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარეს, სადაო უძრავი ქონების მესაკუთრე) საკუთრებაში გააჩნია უძრავი ნივთი - მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------. და უძრავი ნივთი - მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------.
2. საკუთრების უფლება, ზემოაღნიშნულ ფართზე დასტურდება წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით. ს.ფ.17-18 და ს.ფ. 21-22.
3. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული ფართები უტყუარად წარმოადგენს სს „ს----------–--------ის“ საკუთრებას, ხელისშემშლელი მოქალაქეები ქ------- ხ-------–---–ი და ი----- ხ-------–---–ი (შემდეგში მოპასუხეები, ამასთან აპელანტები) არაერთი მიმართვის მიუხედავად არ ათავისუფლებენ ფართს და მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს, დღემდე არ ეძლევა საშუალება მის მიერ შეძენილი საკუთრება განკარგოს და გამოიყენოს იმდაგვარად, როგორც ამას ის საჭიროდ ჩათვლის.
4. ხელმყოფი მოქალაქეების თვითნებური ქმედებების შედეგად, სს „ს----------–--------ი“, როგორც მესაკუთრე, განიცდის ზიანს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო იძულებული გახდა სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით და მოეთხოვა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის აღსაკვეთად ქმედების დავალდებულება - რადგან მესაკუთრის უფლების დაცვის საშუალებაა ვინდიკაციური, (სანივთო) სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელთა ხელთაა, ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვნას გულისხმობს.
6. სს „ს----------–--------მა“ სწორედ მისი საკუთრების დაცვის მიზნით სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ------- და ი----- ხ-------–---–ების წინააღმდეგ და ითხოვა აღკვეთილი იქნას მოსარჩელის საკუთრების - უკანონო ხელშეშლა-ხელყოფა, გამოთხოვილი იქნას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------. და უძრავი ნივთი - მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------. მოპასუხეთა : უკანონო მფლობელობიდან, მოპასუხეები გამოსახლებული იქნან უძრავი ნივთიდან და დავალდებულდნენ ქმედებაზე - დაცალონ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი და ისინი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს სს „ს----------–--------ს“.
7. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე მიუთითა.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხეებმა - სარჩელი არ ცნეს, იგი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „ს----------–--------ის“ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მოპასუხეები ქ------- ხ-------–---–ი და ი----- ხ-------–---–ი გამოსახლებული იქნენ მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------. და - ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- -ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს.კ.3-----------. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი სს „ს----------–--------ს“ ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1-. საჯარო რეესტრის მონაცემებით სს „ს----------–--------ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------. და უძრავი ნივთი - მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------.
12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2018 წლის 20 მარტიდან, აღნიშნულ უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
13. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 160-ე, 162-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და განმარტა:
14. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
15. მოსარჩელის კუთვნილ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე.
16. სადავო ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.
18. სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი.
19. მოპასუხეებმა ი----- ხ-------–---–მა და ქ------- ხ-------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გადაწყვეტილება; გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. აპელანტებმა მიუთითეს, რომ უკანონოა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მოპასუხეთა გამოსახლება .
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:
20. სააპელაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: 21. პალატა თვლის, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და ის კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. 22. საქმეში ს.ფ. 17-22-ზე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმადაც საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------. და ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------. ეკუთვნის მანანა ხარაზიშვილს. 23. უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრებას, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლის გარეშე ფლობენ აპელანტები ქ------- ხ-------–---–ი და ი----- ხ-------–---–ი. 24. უდავოა, რომ სახეზეა ვინდიკაციური სარჩელი. 25. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა და სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 160-ე, 162-ე, მუხლები და მანანა ხარაზიშვილის სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული. 26. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებს და დამატებით განმარტავს: 27. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრონციპებით გათვალისწინებულ პირობებში. 28. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთხელ განმარტებული და განვრცობილია კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების შინაარსი: ,,...საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის №1/51 გადაწყვეტილება); ,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას., ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზმიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკის სფეროში, ,,კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება); ,,საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ერთის მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორეს მხრივ მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტით დადგენილ ფარგლებში.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370 გადაწყვეტილება); 30. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 31. სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით სს „ს----------–--------ის“ საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------. და უძრავი ქონება - მდებარე ქალაქი ტყიბული, ჭ--–-–---–-- ქ. N1- ს.კ.3-----------. 32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთჯერადი განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლის 1-ლი შესაბამისად, ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა ფლობდეს სადავო ნივთს და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. 33. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე წარმოადგენს სადაო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ აპელანტები/მოპასუხეები - ქ------- ხ-------–---–ი და ი----- ხ-------–---–ი. 34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 35. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ გააჩნიათ სადავო ნივთის ფლობის უფლება. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ ბინაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხე სადავო უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ამით კი, როგორც არამართლზომიერი მფლობელი, ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. 36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. 37. მოცემული ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ეს კი გამორიცხავს აპელანტების/მოპასუხების - ქ------- ხ-------–---–ისა და ი----- ხ-------–---–ი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი----- ხ-------–---–ისა და ქ------- ხ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;
4. აპელანტი ი----- ხ-------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. აპელანტს ქ------- ხ-------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (სახაზინო კოდი 300 183 150);
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
8. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე