განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.12.2018
საქმის ნომერი
330310017002237512
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3ბ/2944-18 11 დეკემბერი, 2018 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რე----------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, რე----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელე რე----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 17850 (ჩვიდმეტიათასრვაასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაზე - “M--------- L---”, გამოშვების წელი 2008, საბალანსო ღირებულებით 44968 ლარი, სახელმწიფო №S------, კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ 2014 წლის 29 სექტემბრის №3-- ხელშეკრულებით, მატერიალურ პასუხიმგებელ პირებად სოლიდარულად, განისაზღვრნენ - რე----------–---–ი და ზვ-------------ა.( ს.ფ.115-116).

 

2.2. 2016 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ---–-----------–-----–--------ის საავტომობილო გზის 89-ე კილომეტრზე, ლ----ს ხიდთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომობილი „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, რომელსაც მართავდა - ს----------–----------------------–-–----------–---------------------–-------------------------------------–--------------------–-- სა----------–----------–-------------–-------------------------------–--ის უ-------- რე----------–---–ი.

 

2.3. რე----------–---–ის მიმართ შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №ე-------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რე----------–---–ი დაჯარიმდა 250 ლარით. 2016 წლის 23 ნოემბრის ალკოტესტის თანახმად, რ----- ჩ----–---–ი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

 

2.4.2016 წლის 23 ნოემბერს 13:32 საათზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მართვისა და კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა რე----------–---–ი და აცნობა, რომ გ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ--–------- შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა.

 

2.5.აღნიშნული ინფორმაციის შესახებ 15:52 საათზე პროგრამა EFLOW-ში მომზადდა №2------ შეტყობინება და გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ამასთან, 2016 წლის 24 ნოემბერს პროგრამა EFLOW-ში მომზადდა სამსახურებრივ-საინფორმაციო №3-- კრებსი, სადაც შეტანილ იქნა ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორის 2013 წლის 24 ივლისის №3-- ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს გადაეგზავნა 10:13 საათზე №2------ შეტყობინებით.(ს.ფ.144-152).

 

2.6. 2016 წლის 03 დეკემბერს, რე----------–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს და მოითხოვა 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- საჯარიმო ქვითრის გაუქმება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილებით, რე----------–---–ს უარი ეთქვა განცხადების (საჩივრის) დაკმაყოფილებაზე.(ს.ფ. 24-25; 42);

 

2.7. რე----------–---–მა 2016 წლის 16 დეკემბერს საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- საჯარიმო ქვითრის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

2.8.თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი თებერვლის განჩინებით, რე----------–---–ის საჩივარი განსჯადობით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა რე----------–---–ის საჩივარი. გაუქმდა 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილება.(ს.ფ.38-40, 43-44);

 

2.10. რე----------–---–მა განახორციელა დაზიანებული ავტომობილის - „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, შეკეთება. ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ „დ----- რ-------ის“ 2017 წლის 10 ნოემბრის №0-----------. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალების ნაწილისა და მისი ახსნა-განმარტებების შედეგად დადგინდა, რომ მანქანა გადავარდა სიმაღლიდან, ჩავარდა რკინა-ბეტონის არხში, მანქანამ მიიღო მრავალმხრივი დაზიანებები, კერძოდ, ავტომობილი ამობრუნდა და სახურავით დაეცა რკინა-ბეტონზე. ავარიის შემდეგ ჩაემტვრა საქარე და გვერდითა მინები, დაემსხვრა ფარები და სარკეები, დეფორმაცია განიცადა მანქანის ძარამ მთლიანად, კარებებმა, გატყდა ე.წ. „შიტოკი“, ჩაეშალა ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი. დარტყმის შედეგად დაზიანდა სავალი ნაწილის ელემენტები, ძრავისა და კოლოფის ქვედა სამაგრები და სხვა. რ----- ჩ----–---–მა დაზიანებული ნაწილები ჩაანაცვლა ძირითადად ახლით და ავტომობილი გადაღება ორჯერ.

 

2.11. გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მოიძია ინფორმაცია, ავტოსათადარიგო ნაწილების ღირებულების დადგენის მიზნით, როგორც მაღაზიებიდან, ასევე, მეორადი ნაწილების შესაძენი (დასაშლელი) პუნქტებიდან. მოკვლევისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ავტომობილის ნაწილების მოძიება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისი წლოვანებისა და ღირებულების გათვალისწინებით.

 

2.12. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხარჯი გაიწია შემდეგი ოდენობით: (1) მოტორის ქვედა სამაგრების შეძენა-დაყენება - 250 ლარი; (2) სიჩქარეთა კოლოფების ქვედა სამაგრები (შეძენა-დაყენება) – 300 ლარი; (3) სიჩქარეთა კოლოფის შეცვლა - 2500 ლარი; (4) ხიდის შეცვლა - 2500 ლარი; (5) რადიატორის შეცვლა - 400 ლარი; (6) ძრავის სახურავის შეცვლა - 450 ლარი; (7) „შიტოკის“ შეცვლა - 300 ლარი; (8) საქარე მინა - 350 ლარი; (9) გვერდითი მინები - 800 ლარი; (10) სარკეების (გვერდითი და შიდა) შეცვლა - 500 ლარი; (11) ყველა ფარების დაყენება - 1200 ლარი; (12) მარცხენა კარებების გასწორება - 500 ლარი; (13) მარჯვენა კარებების შეძენა-დაყენება - 1000 ლარი; (14) მანქანის სახურავისა და საყრდენების გასწორება-დამუშავება - 3000 ლარი; (15) „აბივკის“ აღდგენა-განახლება - 300 ლარი; (16) გადაღებვა მთლიანად, ორჯერ - 3000 ლარი; (17) სავალი ნაწილის სხვადასხვა ელემენტები - 500 ლარი.

 

2.13. დასკვნის მიხედვით, რე----------–---–ის მიერ 2016 წლის 23 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, დასკვნის შედგენის დროისათვის გამართულ მუშა მდგომარეობაშია და მისი აღდგენა-შეკეთება-გამართვისათვის გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 17850 (ჩვიდმეტიათასრვააორმოცდაათი) ლარს.(ს.ფ.47-50, 58-70);

 

2.14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით რე----------–---–ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 8 ივლისიდან.(ს.ფ.14).

 

2.15. რე----------–---–მა 2017 წლის 24 ივლისის განცხადებით, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობა, დაზიანებული ავტომანქანის - „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, აღდგენის შესახებ.

 

2.16. 2017 წლის 24 ივლისიდან ავტომანქანა - „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, იმყოფება შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტზე (მის: ქ. თბილისი, ქ------------). (ს.ფ. 15, 53-54, 163);

 

2.17. შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2018 წლის 20 თებერვლის №4----- კორესპონდენციით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეთხოვა, დაედგინა, 2016 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, ავტომანქანაზე - „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, შეიცვალა და შესწორდა თუ არა შემდეგი სათადარიგო ნაწილები: მოტორის ქვედა სამაგრები, გადაცემათა კოლოფი, ხიდი, ძრავის სახურავი, რადიატორი, ბამპერი, საქარე მინა, გვერდითი მინები, სარკეები (შიდა და გარე), წინა და უკანა ფარები, მარცხენა კარებების გასწორება, მარჯვენა კარებები, მანქანის სახურავის და საყრდენების გასწორება და დამუშავება, შიდა „აბივკების“ აღდგენა, გადაღებვა ორჯერ.

 

2.18. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ასევე, ეთხოვა, დაედგინა, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები შესრულდა თუ არა ხარისხიანად და რამდენად მიზანშეწონილი იყო აღნიშნული სამუშაოების შესრულება ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად, ასევე, ეთხოვა განესაზღვრა მთლიანად გაწეულ ხარჯების ოდენობა თანხობრივად.

 

2.19. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- კორესპონდენციის თანხმად, ვინაიდან ექსპერტების მიერ ვერ მოხდება დაზიანებული დეტალების პირვანდელი მდგომარეობის ნახვა, შესაბამისად, შეუძლებელია შესრულებული სამუშაოების და აღდგენის შედეგად გაწეული ხარჯების განსაზღვრა.(ს.ფ.111-113, 166);

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით, მე-4, მე-17 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, 102-ე, 105-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, 979-ე მუხლებით; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი, მე-8, მე-10 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით; „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების მე-7 მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით; ასევე შრომის კოდექსის (2014 წლის 29 სექტემბრისთვის მოქმედი რედაქცია) 45-ე მუხლით;

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით - 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- ელექტრონული საჯარიმო ქვითარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილების გაუქმება, ცალსახად გამორიცხავს რე----------–---–ის ბრალეულობას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებით. ამას, დამატებით ადასტურებს ის გარემოებაც, რომ რე----------–---–ის მიმართ არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

 

3.2. სასამართლომ ასევე მიუთითა 2014 წლის 29 სექტემბრის კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №3-- ხელშეკრულებაზე, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაზე - “M--------- L---”, გამოშვების წელი 2008, საბალანსო ღირებულებით 44968 ლარი, სახელმწიფო №S------, მატერიალურ პასუხიმგებელ პირებად, სოლიდარულად, განისაზღვრნენ - რე----------–---–ი და ზვ-------------ა; აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე.

 

3.3. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა 2014 წლის 29 სექტემბრისათვის მოქმედ საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლი, რომლის თანახმად, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას.

 

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-344-322-2017, 11.10.2017წ.), სადაც განმარტებულია, რომ შრომითი მოვალეობის დარღვევისათვის დასაქმებულის პასუხისმგებლობის საფუძვლებს ადგენს თავად შრომის კოდექსი. პასუხისმგებლობის ფორმად კი, მოქმედი კანონმდებლობა განიხილავს, როგორც შრომითი ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოებ მეორად მოთხოვნებს (ზიანის ანაზღაურება), ისე _ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას. მითითებულთაგან პირველი (ზიანი) მოწესრიგებულია შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, რომელიც დეკლარაციული ნორმაა (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპის მხედველობაში მიღებით, თუკი შრომის სპეციფიკის გათვალისწინებით სახეზე არაა სპეციალური რეგულაცია, გამოიყენება სახელშეკრულებო მოთხოვნათა დარღვევისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეორადი მოთხოვნის მარეგულირებელი წესი (სკ-ის 394-ე მუხლი); შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისათვის სახეზე უნდა იყოს ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი სამივე ელემენტი: პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება; შედეგი - მიყენებული ზიანი; მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

3.5.ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლი ითვალისწინებს დასაქმებული პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას, როდესაც ის ფლობს/სარგებლობს დამსაქმებლის საკუთრებით, იგი არ განსაზღვრავს ასეთი პასუხისმგებლობის ფარგლებს და წინაპირობებს. ამასთან, 2014 წლის 29 სექტემბრის კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №3-- ხელშეკრულებაც არ ითვალისწინებს წინაპირობებს ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის რე----------–---–ისა და ზვ-------------ას მიმართ. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამ მოთხოვნების შესრულება უკვე ვალდებულების დარღვევაა. ქონებრივი პასუხისმგებლობის პირისთვის დასაკისრებლად კი საჭიროა სახეზე იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის. სასამართლომ აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა რე----------–---–ის ბრალეული ქმედება, შესაბამისად, 2014 წლის 29 სექტემბრის კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ №3-- ხელშეკრულება ვერ გახდებოდა საფუძველი მისთვის დაზიანებული სადავო ავტომობილის შეკეთების ხარჯების დაფარვისათვის.

 

3.6. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რე----------–---–ს არ ევალებოდა დაზიანებული ავტომობილის შეკეთება, რაც მას უფლებას აძლევს უსაფუძვლო გამდიდრების დანაწესების საფუძველზე მოითხოვოს თანხის დაბრუნება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან.

 

3.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლთა თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით; თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

3.8. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს მოთხოვნის უფლების ფარგლებს შესრულების კონდიქციის დროს, კერძოდ, პირველ რიგში უნდა მოხდეს თვითონ მიღებულის ნატურით დაბრუნება, თუ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხოლო, თუ ეს შეუძლებელია მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ნივთის ღირებულების გადახდა. საერთო ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა, თუ შეუძლებელია „მიღებულის“ დაბრუნება მისი თვისებების გამო ან სხვა გარემოებების გამო. დაბრუნების შეუძლებლობა ერთი მხრივ შეიძლება გამომდინარეობდეს „გადაცემული საგნის მდგომარეობიდან“.

 

3.9. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ „დ----- რ-------ის“ 2017 წლის 10 ნოემბრის №0-----------. ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მოიძია ინფორმაცია, ავტოსათადარიგო ნაწილების ღირებულების დადგენის მიზნით, როგორც მაღაზიებიდან, ასევე, მეორადი ნაწილების შესაძენი (დასაშლელი) პუნქტებიდან. მოკვლევისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ავტომობილის ნაწილების მოძიება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისი წლოვანებისა და ღირებულების გათვალისწინებით. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ავტომანქანა „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, აღდგენა-შეკეთება-გამართვისათვის გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა შეადგენს 17850 (ჩვიდმეტიათასრვააორმოცდაათი) ლარს.

 

3.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხის მიერ კი არ მომხდარა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რაც არის წინაპირობა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, მოხდა 2016 წლის 23 ნოემბერს - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს. მოსარჩელე რე----------–---–ი სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა კახეთის მიმართულებით. რე----------–---–ი აღნიშნულ დღეს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ავტომობილს იყენებდა არა სამსახურეობრივი დანიშნულებით, არამედ პირადი მიზნებისათვის, რასაც მოჰყვა სასაზღვო პოლიციის კუთვნილი ქონების მნიშვნელოვნად დაზიანება. ეს ფაქტობრივი გარემოება მან დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის დროს, როდესაც დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ სოფელში მიემგზავრებოდა მამის სანახავად. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2014 წლის 29 სექტემბრის მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ N3-- ხელშეკრულების საფუძველზე რე----------–---–ს ეკისრებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ დაადგინა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უკანონოდ დააკისრა 17 850 ლარის ანაზღაურება.

 

4.2. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად რე----------–---–ის მიმართ გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გაუქმებისა, აღნიშნული არ გამორიცხვადა მოსარჩელის მატერიალურ პასუხისმგებლობას სასაზღვრო პოლიციის მიმართ, რომელიც მას აღებული ქონდა 2014 წლის 29 სექტემბრის მატერიალიური პასუხისმგებლობის შესახებ N3-- ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მას გადაეცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სატრასპორტო საშუალება M-------- L----, სახელმწიფო ნომრით N S------.

 

4.3. აპელანტის მოსაზრებით, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გაუქმება, თუნდაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვერანაირად ვერ გამორიცხავს მოსარჩელის ქმედებით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომობილის შეკეთების ვალდებულებას. აპელანტის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ იქნა დაცული უსაფრთხოების ზომები მძღოლის მხრიდან, რასაც მოჰყვა სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ავტომობილის დაზიანება. გარდა ამისა, მტკიცებულება, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო არის მოსარჩელის მიერ წარდგენილი კერძო აუდიტის დასკვნა, რომელიც იმავე დასკვნის თანახმად, ეფუძნება დამკვეთის ახსნა-განმარტებებსა და მის მიერ წარდგენილ მასალებს. ასევე აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული ავტომობილის აღდგენა მოხდა ისე, რომ იგი არ იმყოფება მუშა მდგომარეობაში. სააპელაციო საჩივრის თანახმად, აღნიშნულ ავტომობილს დღემდე ვერ იყენებს სასაზღვრო პოლიცია და უფუნქციოდ დგას სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ტერიტორიაზე. აქვე სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს გარდა აუდიტის დასკვნისა, წარდგენილი არ აქვს რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ რეალურად გაწეული ხარჯების ოდენობას.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ

სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

5.5. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

5.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაზე - “M--------- L---”, გამოშვების წელი 2008, საბალანსო ღირებულებით 44968 ლარი, სახელმწიფო №S------, კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ 2014 წლის 29 სექტემბრის №3-- ხელშეკრულებით, მატერიალურ პასუხიმგებელ პირებად, სოლიდარულად, განისაზღვრნენ - რე----------–---–ი და ზვ-------------ა.( ს.ფ.115-116).

 

5.7. 2016 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ---–-----------–-----–--------ის საავტომობილო გზის 89-ე კილომეტრზე, ლ----ს ხიდთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომობილი „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, რომელსაც მართავდა - ს----------–----------------------–-–----------–---------------------–-------------------------------------–--------------------–-- სა----------–----------–-------------–-------------------------------–--ის უ-------- რე----------–---–ი. (ს.ფ. 21-23).

 

5.8. რე----------–---–ის მიმართ შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №ე-------, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რე----------–---–ი დაჯარიმდა 250 ლარით. 2016 წლის 23 ნოემბრის ალკოტესტის თანახმად, რ----- ჩ----–---–ი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. (ს.ფ.19).

 

5.9. 2016 წლის 23 ნოემბერს 13:32 საათზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მართვისა და კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა რე----------–---–ი და აცნობა, რომ გ----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ--–------- შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა.

 

5.10. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ 15:52 საათზე პროგრამა EFLOW-ში მომზადდა №2------ შეტყობინება და გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ამასთან, 2016 წლის 24 ნოემბერს პროგრამა EFLOW-ში მომზადდა სამსახურებრივ-საინფორმაციო №3-- კრებსი, სადაც შეტანილ იქნა ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორის 2013 წლის 24 ივლისის №3-- ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს გადაეგზავნა 10:13 საათზე №2------ შეტყობინებით.(ს.ფ.144-152).

 

5.11. 2016 წლის 03 დეკემბერს, რე----------–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს და მოითხოვა 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- საჯარიმო ქვითრის გაუქმება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილებით, რე----------–---–ს უარი ეთქვა განცხადების (საჩივრის) დაკმაყოფილებაზე.(ს.ფ. 24-25; 42);

 

5.12. რე----------–---–მა 2016 წლის 16 დეკემბერს საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- საჯარიმო ქვითრის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

5.13. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის პირველი თებერვლის განჩინებით, რე----------–---–ის საჩივარი განსჯადობით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.(ს.ფ. 31-33).

 

5.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა რე----------–---–ის საჩივარი. გაუქმდა 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილება.(ს.ფ.38-40, 43-44);

 

5.15. რე----------–---–მა განახორციელა დაზიანებული ავტომობილის - „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, შეკეთება. ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ „დ----- რ-------ის“ 2017 წლის 10 ნოემბრის №0-----------. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალების ნაწილისა და მისი ახსნა-განმარტებების შედეგად დადგინდა, რომ მანქანა გადავარდა სიმაღლიდან, ჩავარდა რკინა-ბეტონის არხში, მანქანამ მიიღო მრავალმხრივი დაზიანებები, კერძოდ, ავტომობილი ამობრუნდა და სახურავით დაეცა რკინა-ბეტონზე. ავარიის შემდეგ ჩაემტვრა საქარე და გვერდითა მინები, დაემსხვრა ფარები და სარკეები, დეფორმაცია განიცადა მანქანის ძარამ მთლიანად, კარებებმა, გატყდა ე.წ. „შიტოკი“, ჩაეშალა ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი. დარტყმის შედეგად დაზიანდა სავალი ნაწილის ელემენტები, ძრავისა და კოლოფის ქვედა სამაგრები და სხვა. რ----- ჩ----–---–მა დაზიანებული ნაწილები ჩაანაცვლა ძირითადად ახლით და ავტომობილი გადაღება ორჯერ. (ს.ფ. 58-70).

 

5.16. გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მოიძია ინფორმაცია, ავტოსათადარიგო ნაწილების ღირებულების დადგენის მიზნით, როგორც მაღაზიებიდან, ასევე, მეორადი ნაწილების შესაძენი (დასაშლელი) პუნქტებიდან. მოკვლევისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ავტომობილის ნაწილების მოძიება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისი წლოვანებისა და ღირებულების გათვალისწინებით.

 

5.17. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხარჯი გაიწია შემდეგი ოდენობით: (1) მოტორის ქვედა სამაგრების შეძენა-დაყენება - 250 ლარი; (2) სიჩქარეთა კოლოფების ქვედა სამაგრები (შეძენა-დაყენება) – 300 ლარი; (3) სიჩქარეთა კოლოფის შეცვლა - 2500 ლარი; (4) ხიდის შეცვლა - 2500 ლარი; (5) რადიატორის შეცვლა - 400 ლარი; (6) ძრავის სახურავის შეცვლა - 450 ლარი; (7) „შიტოკის“ შეცვლა - 300 ლარი; (8) საქარე მინა - 350 ლარი; (9) გვერდითი მინები - 800 ლარი; (10) სარკეების (გვერდითი და შიდა) შეცვლა - 500 ლარი; (11) ყველა ფარების დაყენება - 1200 ლარი; (12) მარცხენა კარებების გასწორება - 500 ლარი; (13) მარჯვენა კარებების შეძენა-დაყენება - 1000 ლარი; (14) მანქანის სახურავისა და საყრდენების გასწორება-დამუშავება - 3000 ლარი; (15) „აბივკის“ აღდგენა-განახლება - 300 ლარი; (16) გადაღებვა მთლიანად, ორჯერ - 3000 ლარი; (17) სავალი ნაწილის სხვადასხვა ელემენტები - 500 ლარი. (ს.ფ. 60).

 

5.18. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით რე----------–---–ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 8 ივლისიდან.(ს.ფ.14).

 

5.19. რე----------–---–მა 2017 წლის 24 ივლისის განცხადებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას აცნობა, დაზიანებული ავტომანქანის - „M--------- L---”, სახელმწიფო №S------- აღდგენის შესახებ.

 

5.20. 2017 წლის 24 ივლისიდან ავტომანქანა - „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, იმყოფება შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტზე (მის: ქ. თბილისი, ქ------------). (ს.ფ. 15, 53-54, 163);

 

5.21. შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2018 წლის 20 თებერვლის №4----- კორესპონდენციით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეთხოვა, დაედგინა, 2016 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, ავტომანქანაზე - „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, შეიცვალა და შესწორდა თუ არა შემდეგი სათადარიგო ნაწილები: მოტორის ქვედა სამაგრები, გადაცემათა კოლოფი, ხიდი, ძრავის სახურავი, რადიატორი, ბამპერი, საქარე მინა, გვერდითი მინები, სარკეები (შიდა და გარე), წინა და უკანა ფარები, მარცხენა კარებების გასწორება, მარჯვენა კარებები, მანქანის სახურავის და საყრდენების გასწორება და დამუშავება, შიდა „აბივკების“ აღდგენა, გადაღებვა ორჯერ.

 

5.22. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ასევე, ეთხოვა, დაედგინა, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები შესრულდა თუ არა ხარისხიანად და რამდენად მიზანშეწონილი იყო აღნიშნული სამუშაოების შესრულება ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად, ასევე, ეთხოვა განესაზღვრა მთლიანად გაწეულ ხარჯების ოდენობა თანხობრივად.

 

5.23. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 28 თებერვლის №5--------- კორესპონდენციის თანხმად, ვინაიდან ექსპერტების მიერ ვერ მოხდება დაზიანებული დეტალების პირვანდელი მდგომარეობის ნახვა, შესაბამისად, შეუძლებელია შესრულებული სამუშაოების და აღდგენის შედეგად გაწეული ხარჯების განსაზღვრა.(ს.ფ.111-113, 166);

 

6.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით - 2016 წლის 23 ნოემბრის Nე------- ელექტრონული საჯარიმო ქვითარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 06 დეკემბრის N2---------- დადგენილების გაუქმება, ცალსახად გამორიცხავს რე----------–---–ის ბრალეულობას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებით.

 

6.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გაითვალისწინა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების - საქმე №ას-344-322-2017, 11.10.2017წ. - შემდეგი განმარტება: შრომითი მოვალეობის დარღვევისათვის დასაქმებულის პასუხისმგებლობის საფუძვლებს ადგენს თავად შრომის კოდექსი. პასუხისმგებლობის ფორმად კი, მოქმედი კანონმდებლობა განიხილავს, როგორც შრომითი ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოებ მეორად მოთხოვნებს (ზიანის ანაზღაურება), ისე _ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას. მითითებულთაგან პირველი (ზიანი) მოწესრიგებულია შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, რომელიც დეკლარაციული ნორმაა (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპის მხედველობაში მიღებით, თუკი შრომის სპეციფიკის გათვალისწინებით სახეზე არ გვაქვს სპეციალური რეგულაცია, გამოიყენება სახელშეკრულებო მოთხოვნათა დარღვევისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეორადი მოთხოვნის მარეგულირებელი წესი (სკ-ის 394-ე მუხლი), შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისათვის სახეზე უნდა იყოს ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი სამივე ელემენტი: პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება; შედეგი - მიყენებული ზიანი; მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

6.3. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ასევე სწორად გაითვალისწინა საქართველოს შრომის კოდექსის (2014 წლის 29 სექტემბრისათვის მოქმედი რედაქციის) 45-ე მუხლი; ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან; იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას.

 

6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირისთვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის. ამასთან პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება რე----------–---–ის ქმედების ბრალეულობა, შესაბამისად, კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ 2014 წლის 29 სექტემბრის №3-- ხელშეკრულება ვერ გახდება საფუძველი, სადავოდ ქცეული დაზიანებული ავტომობილის შეკეთების ხარჯების მისთვის დასაკისრებლად.

 

6.5. სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად მივიდა დასკვნამდე, რომ რე----------–---–ს არ ევალებოდა დაზიანებული ავტომობილის შეკეთება, რაც მას უფლებას აძლევს უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მოითხოვოს თანხის დაბრუნება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან.

 

6.6. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს მოთხოვნის უფლების ფარგლებს შესრულების კონდიქციის დროს, კერძოდ, პირველ რიგში უნდა მოხდეს თვითონ მიღებულის ნატურით დაბრუნება, თუ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ნივთის ღირებულების გადახდა. საერთო ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა, თუ შეუძლებელია „მიღებულის“ დაბრუნება მისი თვისებების გამო ან სხვა გარემოებების გამო. დაბრუნების შეუძლებლობა ერთი მხრივ შეიძლება გამომდინარეობდეს „გადაცემული საგნის მდგომარეობიდან“.

 

6.7. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი.მ. დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის „დ----- რ-------ის“ 2017 წლის 10 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რე----------–---–ის მიერ 2016 წლის 23 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „M--------- L---”, სახელმწიფო №S------, დასკვნის შედგენის დროისათვის გამართულ მუშა მდგომარეობაშია და მისი აღდგენა-შეკეთება-გამართვისათვის გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 17850 (ჩვიდმეტიათასრვაასორმოცდაათი) ლარს.(ს.ფ. 58-60);

 

6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში კანონის შესაბამისად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის, 390-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე