განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001842507
საქმე №2ბ/7065-18
განჩინება
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - ს----–--------–----------------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ-----------“, შპს „ბ--–-------------------“
წარმომადგენელი - გ------------------ე
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ს----–--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ჯ-----------’’ რეგისტრირებულია 2-----–-–------------–-, ს/კ 4--------. საზოგადოების დირექტორი და კაპიტალის 100% წილის მესაკუთრე არის ჯ----–---------ე. შ.პ.ს. ,,ჯ-----------’’ -ის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მეურვედ დანიშნულია ს------. ა--------–---------------–----------.
2.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ბ--–-----------------------’’ (ს/კ 4--------) რეგისტრირებულია 2---------წ., საზოგადოების დირექტორი და კაპიტალის 100% წილის მესაკუთრე არის ტ------–---------ე.
2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–---------–---ს #0-------- ინფორმაციის მიხედვით, ტ------–---------ე არის ჯ----–---------ის ძმისშვილი.
2.4. შპს ,,ჯ-----------’’-ის მიერ შპს ,,ბ--–-------------------’’- ზე 0--------- წელს ს----------- #7------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელდა 2-------- ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება, 3--------- წელს ს------------ #8------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელდა 2--- ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება, 0--------- წელს ს----------- #9------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელდა 8------- ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება, 0--------- წელს ს----------- #7------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელდა 7------- ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება, 0--------- წელს ს----------- #0------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელდა 3------ ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება. სულ შპს ,,ჯ-----------’’-მა შპს ,,ბ--–-------------------’’-ს მიყიდა 4-------- ლარის ღირებულების ქონება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. მოსარჩელე ს----–--------–---------------- სადავოდ არ ხდის ანგარიშ-ფაქტურებში ასახული და გასხვისებული ქონების ღირებულებას - 4----- ლარს და 03 თეთრს, თუ ქონება არ აღმოჩნდება მოპასუხესთან, ითხოვს ქონების ღირებულების 4-------- ლარის ანაზღაურებას. მოსარჩელე ასევე სადავოდ არ ხდის შპს ,,ბ--–-------------------’’-ის მიერ ქონების ღირებულების გადახდის ფაქტს. მხარეთა განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე დავის ფარგლებში (საწარმოს ცრუმაგიერ პირად ცნობის შესახებ) წარდგენილია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ განმარტა, რომ გარიგებების ბათილად ცნობისათვის საკმარისი საფუძველი არ არის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლზე მითითება, აღნიშნული მუხლის არც ძველი რედაქცია უკრძალავდა და არც ახალი რედაქცია უკრძალავს მოვალეს ამ მუხლით განსაზღვრული ქმედების განხორციელებას, დასახელებული ნორმა ითვალისწინებს, თუ რა პერიოდში განხორციელებული და რა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორისათვის ზიანის მომტან ქმედებად და უფლებას აძლევს კრედიტორს, გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სარჩელით მიმართოს სასამართლოს გარიგების ბათილად ცნობის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მხოლოდ ის გარემოება, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლში მითითებულ პერიოდში განახორციელა ქონების გასხვისება მოვალემ, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არ არის. განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის არც მაშინ, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, სასამართლო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად, ცვლილებას განცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
მოსარჩელე გარიგებათა ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითებს გასხვისებული ქონების სამეურვეო მასაში დაბრუნებას ან ქონების არარსებობის შეთხვევაში ქონების ღირებულების 4-------- ლარის მოვალისათვის ანაზღაურებას, საიდანაც დაკმაყოფილდება კრედიტორის _ ს--------–--------–---------------ის მოთხოვნა 9---- ლარის და 10 თეთრის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარიგებათა ბათილად ცნობას შედეგად ვერ მოყვება მოვალის სამეურვეო ქონების ოპტიმიზაცია, რადგან გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის პროცესში გაჩნდება ახალი კრედიტორის _ შპს ,,ბ--–--------------------ის“ მოთხოვნა 4-------- ლარის ოდენობით მოვალის მიმართ (,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ), რაც ს----–--------–----------------ს ინტერესი არ შეიძლება იყოს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ჯ------------ის“ მიერ შპს „ბ--–--------------------თვის“ ქონების გადაცემა უნდა ჩაითვალოს მოვალის მიერ ქმედების განხორციელებად, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება, ხოლო შემდგომ, 6 თვეზე ნაკლებ ვადაში მიმართა სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, შპს „ჯ------------სა“ და მეორე მხრივ, შპს „ბ--–--------------------ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების იურიდიული ძალა. დასახელებული საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით. ამდენად, საკვანძო საკითხის შეფასებამდე უნდა დადგინდეს წარმოადგენს თუ არა დასახელებული გარიგების ბათილად ცნობის შედეგისადმი დაინტერესებულ პირს ს----–--------–----------------.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებსა და მესამე პირებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს დავის საერთო სასარჩელო წესით განსახილველად (ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5, 51, 52 და 53 პუნქტებით გათვალისწინებულ მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის (გასაჩივრებული გარიგების დადების დროს მოქმედი _ 2017 წლის 29 მაისამდე მოქმედი რედაქცია ) პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 6 თვის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი მოქმედებები: ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა კრედიტორებთან შედარებით. ბ) მოვალის მიერ ისეთი გარიგების დადება ან სხვა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ უპირატესობამინიჭებული კრედიტორი ან ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარიგების კონტრაგენტი მოვალესთან დაკავშირებული პირი ან მოვალის ნათესავია, ამ მუხლში მითითებული ვადა შეადგენს ერთ წელს. თუ დადასტურდება სადავო გარიგებების მოჩვენებითი ხასიათი, აღნიშნულს შედეგად მისი ბათილად ცნობა მოჰყვება.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ გასხვისებული ქონების სამეურვეო მასაში დაბრუნებას ან ქონების არარსებობის შეთხვევაში ქონების ღირებულების 4-------- ლარის მოვალისათვის ანაზღაურებას, შედეგად მოჰყვება კრედიტორის - ს----–--------–----------------ს მოთხოვნის - 9---- ლარის და 10 თეთრის ოდენობით დაკმაყოფილება. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის შედეგისადმი დაინტერესებულ პირს.
4.2. რაც შეეხება სადავო გარიგების მოჩვენებით ხასიათს, აღსანიშნავია შემდეგი: იმისათვის, რომ მხარეთა შორის დადებულ გარიგებას მისთვის თანმდევი შედეგი მოჰყვეს, იგი უნდა იყოს ნამდვილი. პირის შესაძლებლობა კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება გამოიყენოს ზემოდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება. რიგ შემთხვევებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ფორმალური მოთხოვნების მხრივ, ამგვარი გარიგება შეესაბამება კანონს, თუმცა შინაარსობრივად ასახავს მხარეთა რეალური ნების საწინააღმდეგო მდგომარეობას. უფრო მეტიც, მხარეებმა წინასწარვე იციან, რომ ისინი შებოჭილები არ იქნებიან დადებული ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხშირად აწყდება სირთულეებს გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევისას, რადგან ფორმალური ნაკლოვანებები მას თითქმის არ ახასიათებს. გარიგების ასეთად მიჩნევისთვის აუცილებელია იმის დადგენა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს არ სურდათ იმ შედეგების მიღწევა, რაც გარიგების მოცემული სახისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ დროს, დიდი მნიშვნელობა გააჩნია მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. საყურადღებოა, რომ მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოჩვენებით დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება, მოცემულ შემთხვევაში - სსიპ შემოსავლების სამსახურს, რაც მის მიერ არ განხორცილებულა.
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ-----------’’-ის მიერ შპს ,,ბ--–-------------------’’- ზე 0--------- წელს ს----------- #7------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელდა 2-------- ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება, 3--------- წელს ს------------ #8------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელდა 2--- ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება, 0--------- წელს ს----------- #9------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელდა 8------- ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება, 0--------- წელს ს----------- #7------ საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურით განხორციელდა 7------- ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება, 0--------- წელს ს----------- #0------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელდა 3------ ლარის ღირებულების საქონლის გასხვისება. სულ შპს ,,ჯ------------მა’’ შპს ,,ბ--–--------------------ს’’ მიჰყიდა 4-------- ლარის ღირებულების ქონება.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
სასამართლო ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ასპექტებს, სახელდობრ, რამდენად შეესაბამება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-ვალდებულებები ფაქტობრივად არსებულ ურთიერთობას (უფლება-ვალდებულებებს). საკვანძო საკითხის - გარიგების თვალთმაქცური ხასიათი, სპეციფიკურობა პროცესუალურ ჭრილში მისი მტკიცების საშუალებაში გამოიხატება, კერძოდ, ასეთ დროს, რთულია გარიგების დამდები პირების ნების ნაკლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიდაც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა; სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოსარჩელე ს----–--------–---------------- სადავოდ არ ხდის ანგარიშ-ფაქტურებში ასახული და გასხვისებული ქონების ღირებულებას - 4----- ლარს და 03 თეთრს, თუ ქონება არ აღმოჩნდება მოპასუხესთან, ითხოვს ქონების ღირებულების 4-------- ლარის ანაზღაურებას. მოსარჩელე ასევე სადავოდ არ ხდის შპს ,,ბ--–--------------------ის“ მიერ ქონების ღირებულების გადახდის ფაქტს. მხარეთა განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე დავის ფარგლებში (საწარმოს ცრუმაგიერ პირად ცნობის შესახებ) წარდგენილია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დასახელებული ცხადყოფს, რომ სადავო გარიგება არ ატარებს მოჩვენებით ხასიათს და მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვა. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას ქონების არარსებობის შემთხვევაში ქონების ღირებულების 4-------- ლარის მოვალისათვის ანაზღაურებას, საიდანაც დაკმაყოფილდება კრედიტორის - ს----–--------–----------------ს მოთხოვნა 9---- ლარის და 10 თეთრის ოდენობით, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნს მასზე, რომ სადავო გარიგებათა ბათილად ცნობას, შედეგად ვერ მოჰყვება მოვალის სამეურვეო ქონების ოპტიმიზაცია, რადგან გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის პროცესში გაჩნდება ახალი კრედიტორი - შპს ,,ბ--–--------------------ის“ მოთხოვნა 4-------- ლარის ოდენობით მოვალის მიმართ (,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ), რაც ს----–--------–----------------ს ინტერესი ვერ იქნება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანტი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან, ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს----–--------–----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინებისგამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ლევან გვარამია
გელა ქირია