განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
330310115001149068
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310115001149068

საქმე N-ბ/2910-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - შოთა გეწაძე, გიორგი გოგიაშვილი

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ს------------------–-----------------------------------------“;

წარმომადგენელი - რ-–------------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - ლ-------------ა;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ხ------–-------ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ---------------–---–ი;

მესამე პირი - შპს ,,პ---------–----------“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

1. აპელანტის მოთხოვნა:

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს------------------–------------------------------------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის N--- ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2----–-–-------------ის N- ოქმი შპს „ს------------------–---------------------------------------------“ დისკვალიფიკაციის ნაწილში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის N--- ბრძანებით შეიქმნა ს----------–---------------–---------------------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------–---------–-–---------------------–---------–-–-----------------------–--------------------–------------------–------------––-------–---------------–------------------------------------------------------–------------------------–---–----–---------------------–----------------------- მიზნით. ამავე ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საკონკურსო კომისია განისაზღვრა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავმჯდომარისა და წევრების შემადგენლობით (ტ. 2, ს.ფ. 48-49).

 

2.2.2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2----–-–-----------------ს გამოცხადდა კონკურსი ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე G-----------. საკონკურსო პირობების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტის მიერ სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ატვირთული უნდა ყოფილიყო: 1. პრეტენდენტის შეთავაზება (რეკვიზიტები) დანართი N1 -ის მიხედვით; 2. ინფორმაცია შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური ხასიათის სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ დანართი N--ის მიხედვით; 3. ინფორმაცია შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ძირითად სპეციალისტთა (იმ ძირითადი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, რომელიც დაკავებული იქნება ამ კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე და რომელიც იღებს ტექნიკურ გადაწყვეტილებას) კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ დანართი N--ის შესაბამისად.

 

საკონკურსო პირობების თანახმად შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად სასურველი იყო ჰყოლოდა შემდეგი ძირითადი სპეციალისტები, შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებით, მათ შორის ჰ--------–---ი 10 წლიანი მინიმალური ზოგადი პროფესიული სამუშაო გამოცდილებით.

 

პრეტენდენტს უნდა წარედგინა შესაბამის ძირითად სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებდა ვალდებულებას კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განეხორციელებინა ამ კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 1--------- წ. N- ოქმით ცვლილებები შევიდა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევასა და ცალკეულ ობიექტზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის C----------- ელექტრონული კონკურსის დოკუმენტაციაში და ტექნიკურ დავალებაში, წარდგენილი ცვლილებების შესაბამისად (ტ. 1, ს.ფ. 19-49, 192-195).

 

2.2.3. შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ მიერ წარდგენილ იქნა ტექნიკური დოკუმენტაცია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

აღნიშნული დოკუმენტაცია შეიცავდა შპს ,-----------------სა“ და კომპანიის მიერ სპეციალისტად წარდგენილ გ-----------------–--ესთან (ჰ--------–---ი) წინარე შეთანხმებას, საჭიროების შემთხვევაში პირის დასაქმებისა და მის მიერ კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე. წარდგენილი იყო, ასევე გ-----------------–--ის საინფორმაციო ანკეტა, რომელიც შეიცავდა გ-----------------–--ის ხელმოწერას, დიპლომის ასლი და პირადობის მოწმობის ასლი (ტ. 1, ს.ფ. 50-191).

 

2.2.4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2--------- წ. N- ოქმით შეიქმნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლისათვის მუშა ჯგუფი. მუშა ჯგუფს დაევალა დოკუმენტაციის შესწავლა და მისი წარდგენა კომისიის სხდომაზე.

 

2----–-–--------------ს საქართველოს საავტომობლო გზების დეპარტამენტს განცხადებით მიმართა გ-----------------–--ემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს-----------------ის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია. მან 2----–-–-- ბოლოს ხელი მოაწერა შპს ,-----------------თან“ არსებული კონტრაქტის დასრულებაზე. ასევე მიიღო პასუხი, რომ მომავალში მასთან თანამშრომლობა შპს ,-----------------ის“ 2--- წლის პროექტებში არ განიხილებოდა. აღნიშნულის შემდეგ მას რაიმე შეთავაზება თანამშრომლობაზე ან საკონკურსო პროექტში მონაწლეობაზე შპს-----------------ისაგან არ მიუღია, წინარე ხელშეკრულებებზე და საინფორმაციო ანკეტებზე ხელი არ მოუწერია.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 0--------- წ. N- ოქმით გაგრძელდა პრეტენდენტების მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენის ვადა 5 სამუშაო დღით. ბრძანებას საფუძვლად დაედო მოხსენებითი ბარათი (ტ. 1, ს.ფ. 196-201, 206).

 

2.2.5. 2--- წლის 6----------ს შ-----------------------------------------------------------------მა“ განცხადება-საჩივარი წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ C----------- ელექტრონულ კონკურსში პრეტენდენტების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, 2----–-–------------------ს, 1------აათზე, პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად სისტემაში დაფიქსირდა პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული ფასები. აღნიშნული განცხადება-საჩივარი ასევე მოიცავდა პრეტენზიას C----------- ელექტრონულ კონკურსთან მიმართებით. ასევე საჩივრის ავტორი სადავოდ მიიჩნევდა საკონკურსო კომისიის კომპეტენციის საკითხს.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–--------------ის D----------- გადაწყვეტილებით შპს-----------------ის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. აღნიშნულ კონკურსთან მიმართებით დადგინდა სატენდერო კომისიის მიერ 2----–-–--------------ის N- სხდომის ოქმის გაუქმება და სათანადო წესით შექმნლი კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის ჩატარება, ვინაიდან სატენდერო კომისია მიჩნეულ იქნა არაუფლებამოსილ პირად. საბჭოს საჩივრის სხვა საკითხები არ შეუფასებია.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს D-------------- გადაწყვეტილებით შპს-----------------ის საჩივარი დარჩა განუხილველი ზაკ-ის 182.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან იმ ეტაპზე ასევე წარდგენილი იყო სარჩელი სასამართლოში (ტ. 1, ს.ფ. 207-215, ტ. 2, ს.ფ. 6-22).

 

2.2.6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად, „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, განხორციელდა შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაცია კონკურსიდან G----------- და მიემართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრეტენდენტის „შავ სიაში“ დარეგისტრირების მიზნით. ამავე ოქმის მიხედვით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეორე პრეტენდენტის, შპს „პ---------–----------ს“, მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ, არაუგვიანეს 2----–-–--------------ის 1-------ისა. პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ საკონკურსო კომისია იმსჯელებდა აღნიშნული პრეტენდენტის მიერ წარმდგენილი ტექნიკური დკუმენტაციის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 0--------- წ. N--------- წერილით შპს ,,პ---------–----------ს“ ეთხოვა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება 2----–-–--------------ის 1----------ამდე (ს.ფ. 202-205, 220-221).

 

2.2.7. 2----–-–---------------ს, შპს „შ-----------------------------------------------------------------მა“, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმის ბათილად ცნობა. ამავე სარჩელით, მოთხოვნილ იქნა სადავო სხდომის ოქმისა და მის საფუძველზე შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის მოქმედების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წლის 1----------ის განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეჩერდა სადავო ოქმის მოქმედება. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–---------------ის განჩინებით, რომელმაც განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინებით შეჩერდა საკონკურსო კომისიის სხდომის 2----–-–-------------ის N- სხდომის ოქმის მოქმედება შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაციის თაობაზე და არ შეჩერებულა ტენდერის მიმდინარეობა (ტ. 1, ს.ფ. 228-232, ტ. 2, ს.ფ. 67-76).

 

2.2.8. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 1--------- წ. N--------- წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა სასამართლო განჩინებებისა და კომისიის N- სხდომის ოქმის შინაარსი, რის გამოც ეთხოვა 2----–-–-------------ის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების სისტემაში ასახვისათვის გათვალისწინებული ყოფილიყო სასამართლო განჩინების შინაარსი, რაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ცნობილი გახდა შავ სიაში შპს-----------------ის დარეგისტრირებისათვის მოთხოვნის წარდგენის შემდეგ (1--------- წელს, 1----------ზე) (ტ. 1, ს.ფ. 244).

 

2.2.9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის N--- ბრძანებაში „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ამავე უწყების 2----–-–---------------ის N--- ბრძანებით შევიდა ცვლილება, რომლითაც აღნიშნული ბრძანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ (ტ. 2, ს.ფ. 55).

 

2.2.10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–------------ის N- ოქმით საკონკურსო კომისიამ დაადგინა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- ელექტრონული კონკურსის გაგრძელება „შერჩევა-შეფასების“ ეტაპიდან. ამავე ოქმის თანახმად, მუშა ჯგუფს დაევალა შპს „პ---------–----------ს“ მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსო კომისიის სხდომაზე წარმოდგენა 2----–-–--------------დე (ს.ფ.196-198).

 

2.2.11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად, საკონკურსო კომისიამ განიხილა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- ელექტრონულ კონკურსში პრეტენდენტის, შპს „პ---------–----------ს“, მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და დაადგინა მისი შესაბამისობა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ტექნიკური წინადადებების შეფასების მიხედვით შპს „პ---------–----------ს“ ხარისხის შეფასებაში მიენიჭა 10.00 ქულა (ს.ფ. 199-201).

 

2.2.12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად, ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- კონკურსში, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მიერ, 2----–-–-------------ს, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „პ---------–----------’, რომლის შემოთავაზებულმა ფასმა დღგ-ს გარეშე შეადგინა - 311 441 ლარი (ს.ფ. 202-203).

 

2.2.13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს პ---------–----------ს შორის 2----–-–----------------–ს შედგა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (---------- (ტ. 2, ს.ფ. 350-360).

 

2.2.14. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2----–-–--------------ის N------- წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეცნობათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ის განჩინებით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებით შეჩერდა სატენდერო პროცედურებიც, რაც საფრთხეს უქმნის ტრანსპორტის, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.------–-–--------------ის მდგომარეობით კერძო საჩივარზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. ამასთან, გაუგებარი იყო გსაჩივრებული განჩინებით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების არგუმენტაცია. წერილის ავტორი ითხოვდა კერძო საჩივრის დაუყოვნებლივ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნას (ტ. 2, ს.ფ. 80-88).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ კონკურსი განიმარტება, როგორც ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტით ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, ხოლო მე-102 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის –კონკურსის – საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ პირველი მუხლის შესაბამისად აღნიშნული წესის მიზანია საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრა, კონკურსის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგება, კოორდინაცია და მონიტორინგი. მოცემული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეტუნქტით კონკურსი განსაზღვრულია, როგორც სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით - საკონკურსო კომისია იქმნება კონკურსის ჩატარების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილე.

 

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმით, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ კონკურსიდან დისკვალიფიკაციის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა პრეტენდენტის „შავ სიაში“ დარეგისტრირება.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 2----–-–--------------ს საავტომობილო გზების დეპარტამენტს წარედგინა გ-----------------–--ის განცხადება. განცხადების თანახმად, აღნიშნულ კონკურსში მონაწილე შპს „ს------------------–----------------------ს-----------------ს“, საკონკურსო დოკუმენტაციაში იგი წარდგენილი ჰყავდა ჰ--------–---ის პოზიციაზე. ამასთან, თანდართულ წინარე შეთანხმებაზე და საინფორმაციო პაკეტზე ფიქსირდებოდა მისი ხელმოწერები, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. გ-----------------–--ის განცხადებით, მან და შ-----------------------------------------------------------------მა“ თანამშრომლობა დაასრულეს 2----–-–-- ნოემბერში და მისი გაგრძელება არ მომხდარა. ამ პერიოდის შემდეგ კომპანიისგან თანამშრომლობაზე წინადადება არ მიუღია, მათ შორის არც ზემოთხსენებულ კონკურსში G-----------. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმის ჩვენებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შ-----------------------------------------------------------------მა“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენა გ-----------------–--ის სახელი. სასამართლოში დავის განხილვისას წარმოდგენილ იქნა გ-----------------–--ის განცხადება, რომელიც ადასტურებს კონკურსის ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში განცხადების წარდგენის ფაქტს, თუმცა უარყოფს მის შინაარსს და ადასტურებს, რომ შპს-----------------ის მიერ კონკურსის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტები ხელმოწერილი იყო მის მიერ. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ დეპარტამენტში გასაუბრების შემდეგ ელექტრონულად მომზადებული განცხადების შინაარსი მას არ წაუკითხავს, მხოლოდ ხელი მოაწერა (იხ. გ. ხ--------–--ის განცხადება, ტ. 3, ს.ფ. 325-332).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ გ-----------------–--ის განცხადებაში ასახული განმარტება დეპარტამენტისათვის წარსადგენი 0--------- წ. განცხადების გაცნობის გარეშე ხელმოწერის თაობაზე არ გაიზიარა, ვინაიდან სადავო საკონკურსო კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმის კანონიერება მოწმდება მისი გამოცემის დროისათვის არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალის შესაბამისობის დადგენით. საქმეში დაცული მასალებით დადგენილია, რომ სადავო ოქმის გამოცემისას არსებობდა გ-----------------–--ის განცხადება შპს-----------------ის მიერ მისი ხელმოწერის მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოყენების თაობაზე. მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო იმ გარემოების სათანადოდ დადატურება, თუ რატომ უნდა მოემზადებინათ დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლებს გ-----------------–--ის განცხადება შეცვლილი ტექსტით. საქმეზე მოწმედ დაკითხულმა თ-----------–-----მა დაადასტურა, რომ გ-----------------–--ის მიერ განცხადებული ინფორმაცია ტექნიკურად დაიბეჭდა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რასაც შემდეგ ხელი გ-----------------–--ემ მოაწერა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ გ-----------------–--ესთან დაკავშირება და ინფორმაციის გადამოწმება მოხდა მისი ინიციატივით, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო გ-----------------–--ის მიერ შპს-----------------ის დატოვების ფაქტი და ეჭვი შეეპარა წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაში (იხ. 14.07.2017 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

 

სასამართლო მიიჩნია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 0---------წ. გ-----------------–--ის მიერ წარდგენილი განცხადების შინაარსი იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ მიერ ჩადენილი იყო არაკეთილსინდისიერი ქმედება, რის გამოც იგი უნდა დაქვემდებარებოდა კონკურსიდან დისკვალიფიკაციას, თუმცა სასამართლომ, ასევე მიუთითა შპს „-------------------------------------------------------------“ მიერ 0--------- წ. წარდგენილ განცხადება-საჩივარში ასახულ გარემოებაზე, სადაც შპს-----------------ი მიუთითებდა კონკურსის პროცედურის ისეთ დარღვევაზე, რაც საჭიროებდა სათანადო გარემოებათა გამოკვლევას კონკურსის პროცედურის კანონშესაბამისობის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ განცხადების-საჩივრის ავტორი მიუთითებდა G----------- კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე - დოკუმენტაციის წარდგენა დასრულებულია, 2--------- წელს, 1------აათზე პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი შეთავაზებული ფასების სისტემაში ასახვის ფაქტზე. განცხადება-საჩივარს თან ერთვის მომდევნო დღეებში გამართული კონკურების პროცედურის ამსახველი ვებგვერდის ამონაწერი.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საკონკურსო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი დღგ-ის გარეშე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. საკონკურსო წინადადების ფასს პრეტენდენტი უთითებს მხოლოდ სისტემის შესაბამის ველში. დაუშვებელია ტექნიკურ დოკუმენტაციაში საკონკურსო წინადადების ფასის მითითება. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს საკონკურსო წინადადების ფასს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობისა და მათი საკონკურსო წინადადების ანონიმურობას კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. პრეტენდენტების ვინაობა და მათი ტექნიკური დოკუმენტაციები იხსნება კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ხოლო საკონკურსო წინადადებების ფასი იხსნება პრეტენდენტების საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირებისა და მათი საკონკურსო წინადადებების ფასთან სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირების შემდეგ. ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირების შემდეგ, დაუშვებელია ხარისხის ჯამური ქულის ცვლილება, გარდა ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ საკონკურსო კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმით გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული საკითხი სათანადო წესით გამოკვლეული და შესაბამისი მტკიცებულებებით უარყოფილი არ ყოფილა. საკონკურსო კომისიის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებით დაფიქსირებულია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–--------------ის D----------- გადაწყვეტილებაში შემსყიდველი ორგანიზაციის მოსაზრების სახით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხი ასევე არ შეფასებულა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებით, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია სხვა სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ მიერ 0--------- წ. წარდგენილ განცხადება-საჩივარში ასახული გარემოების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებებით უარყოფის გარეშე საკონკურსო კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის ისეთი დარღვევის არსებობის პირობებში, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კერძოდ, პრეტენდენტთა მიერ დოკუმენტაციის წარდგენის დასრულების ეტაპზე წარდგენილი ფასების საჯაროობის დადასტურების შედეგად სახეზე იქნებოდა მიმდინარე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების აუცილებლობა და შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტა იმ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული საკითხი არც სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე დაუდგენია და სათანადო მტკიცებულებები მათ უარსაყოფად სასამართლოში არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ დისკვალიფიკაციის ნაწილში ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან იგი არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იქნა გამოცემული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა მისი ბათილად ცნობის დღიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის N--- ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2----–-–-------------ის N- ოქმი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაციის ნაწილში მისი ბათილად ცნობის დღიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წლის 1----------ის განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეჩერდა საკონკურსო კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმის მოქმედება. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–---------------ის განჩინებით, რომელმაც განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინებით შეჩერდა საკონკურსო კომისიის სხდომის 2----–-–-------------ის N- სხდომის ოქმის მოქმედება შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაციის თაობაზე და არ შეჩერებულა ტენდერის მიმდინარეობა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–------------ის N- ოქმით საკონკურსო კომისიამ დაადგინა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- ელექტრონული კონკურსის გაგრძელება „შერჩევა-შეფასების“ ეტაპიდან. ამავე ოქმის თანახმად, მუშა ჯგუფს დაევალა შპს „პ---------–----------ს“ მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსო კომისიის სხდომაზე წარმოდგენა 2----–-–--------------დე.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად, საკონკურსო კომისიამ განიხილა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- ელექტრონულ კონკურსში პრეტენდენტის, შპს „პ---------–----------ს“, მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და დაადგინა მისი შესაბამისობა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ტექნიკური წინადადებების შეფასების მიხედვით შპს „პ---------–----------ს“ ხარისხის შეფასებაში მიენიჭა 10.00 ქულა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- კონკურსში, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მიერ, 2----–-–-------------ს, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს პ---------–----------, რომლის შემოთავაზებულმა ფასმა დღგ-ს გარეშე შეადგინა - 311 441 ლარი.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს პ---------–----------ს შორის 2----–-–----------------–ს შედგა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (----------.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია. „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ: იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. ამავე წესის მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მიმართოს სისტემის მიერ განსაზღვრულ რიგით მომდევნო საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიის მიერ შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ დისკვალიფიკაციის შემდეგ მომდევნო პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნება სასამართლოს განჩინებებში ასახულ განმარტებებს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიის სხდომის 2----–-–------------ის N- , 2----–-–------------ის N- და 2----–-–------------ის N- ოქმები გამოცემულია პროცედურული ნორმების დარღვევის გარეშე, რაც ადასტურებს მათ კანონშესაბამისობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია მათ შორის: პირდაპირი - ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ირიბი - ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამასთან, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად ამ კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. იგივე პრინციპებია გაზიარებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა, პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა (ამჟამად მოქმედი რედაქციით კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა).

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასადგენად პირველ რიგში უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხეთა მხრიდან, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, არათანასწორ მოპყრობას და ხომ არ მიენიჭა უპირატესობა სხვა პრეტენდენს შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის გამო.

 

პირველ ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელე უთითებს მის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კონკურსის შედეგების გასაჩივრების ფაქტს. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული კონკურსების ჩატარების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით. მოცემული დავის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის და მათი მიღების პროცესში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებზე მსჯელობა. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს მოპასუხე მხარის მიერ ჩატარებული სხვა კონკურსებიც, თავისთავად არ ადასტურებს მის მიმართ მოპასუხეების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას. აღნიშნულ ფაქტებს ჭირდება შეფასება მათი მომწესრიგებელი კანონმდებლობის ჭრილში, რაც მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელია.

 

მოსარჩელე, ასევე უთითებს გ-------–-------------------ის - ტ--–------–--–---–ის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ს---------------------------------------------–-------იდან განთავისუფლების ფაქტზე. სასამართლოსთვის უცნობია ამ განთავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები და ამ გარემოების განხილვა დისკრიმინაციის ჭრილში შეუძლებლად მიაჩნია.

 

ასევე, დისკრიმინაციული მოპყრობის ჭრილში, ვერ განიხილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის წერილის გაგზავნა, რომელშიც დაფიქსირებულ იქნა საქმის სასამართლოსათვის გადაგზავნის დაჩქარების თხოვნა. დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად ასევე არ იქნება გაზიარებული მოსარჩელე მხარის მითითება კონკრეტულ პირებს შორის არსებული შესაძლო დაპირისპირების არსებობაზე, ვინაიდან დაპირისპირების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციულ მოპყრობას არ გულისხმობს. არამედ, დაპირისპირების საფუძველი სწორედ პირის რაიმე განმასხვავებელი ნიშანი უნდა იყოს, რაზეც მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა. იგი მხოლოდ შპს-ს დირექტორსა და მოპასუხე - ნ---------------–---–ს, ასევე დეპარტამენტის თანამშრომელს შორის არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებდა, მაგრამ კონკრეტული ნიშანი, თუ შპს „-------------------------------------------------------------“ რა განმასხვავებელი მახასიათებელი გახდა დაპირსპირების და მისგან გამომდინარე დისკრიმინაციის საფუძველი, მოსარჩელე მხარემ ვერ ახსნა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დისკრიმინაციული მოპყობის დამადასტურებელი რეალური ფაქტები. სასამართლომ კვლავ მიუთითა, რომ დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება. გასაჩივრებული აქტების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი მიღებულია სახელმწიფო შესყიდვის სფეროსათვის დამახასიათებელი სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით და კონკრეტულ სადავო აქტებთან მიმართებაში დისკრიმინაციულ მიდგომას ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მე-3 ნაწილის 'ბ' ქვეპუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს: მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

სასამართლომ არ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას სადავო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას მოპასუხეთა მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის შესახებ. შესაბამისად, ამ მოტივით მათზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირებისათვის ზიანის - 1 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დაუდგენლობა გამორიცხავს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. შპს ,,ს------------------–----------------------ი-ტ--------------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის #--- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–-------------ის #- ოქმი შპს ,,ს------------------–-----------------------------------------ის" დისკვალიფიკაციის ნაწილში. სასამართლომ გააბათილა მხოლოდ #- ოქმი იმ პირობებში როცა თავადაც მიუთითა, რომ ასეთი დარღვევის თუნდაც ეჭვის დონეზე არსებობის შემთხვევაში კონკურსი არ უნდა გაგრძელებულიყო.

 

სასამართლომ გამოიყენა სზაკ-ის 601 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი და გაბათილებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება შეწყვიტა მისი ბათილად ცნობის დღიდან. სასამართლომ არ დაასაბუთა რატომ გამოიყენა აღნიშნული მუხლი და რატომ არ დაკარგა იურიდიული ძალა გაბათილებულმა აქტმა მისი გამოცემის მომენტიდან. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა თუ რატომ არ გაბათილდა კონკურსის მსვლელობისას მიღებული ყველა ოქმი, მაშინ როდესაც №5 ოქმი დისკვალიფიკაციის შესახებ ბათილად გამოცხადდა იმ საფუძვლით, რომ ფასები გასაჯაროვდა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის უკანონოდ აღიარებას უნდა გამოეწვია მთლიანად კონკურსის გაბათილება, რადგან უკანონოდ დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში დიდი ალბათობით დადგებოდა განსხვავებული შედეგი და შესაძლებელი იყო გამარჯვებულად გამოცხადებულიყო შპს,,-----–-------------------------------------------------------".

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლომ დაადგინა, რომ შ---------–---------------------------------------------------------" დისკვალიფიკაციის შემდეგ მომდევნო პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება და შესაბამისად კომისიის სხდომის 2----–-–------------ის #-, 2----–-–------------ის #- და 2----–-–------------ის N- ოქმები გამოცემულია პროცედურული ნორმების დარღვევის გარეშე, რაც ადასტურებს მათ კანონშესაბამისობას. ამრიგად, სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი შეფასებისა და ლოგიკური ანალიზის გარეშე დაასკვნა, რომ N- ოქმი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გამოცემულია უკანონოდ, ხოლო კონკურსი გაგრძელდა კანონიერად.

 

აპელანტს გადაწყვეტილება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, მიაჩნია დაუსაბუთებელად შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ველში არ არის მითითებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შეეხება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ მოთხოვნას. სასამართლო მხოლოდ სამოტივაციო ნაწილში სამართლებრივი შეფასებისას მიუთითებს იმის შესახებ, რომ სასამართლოსთვის უცნობია შპს,,ს------------------–-----------------------------------------ის" გ-------–-------------------ის-----–------–--–---–ის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ს---------------------------------------------–-------იდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძლები და შესაბამისად ამ გარემოების განხილვა დისკრიმინაციის ჭრილში შეუძლებელია. სასამართლო ასევე შეუძლებლად მიიჩნევს დისკრიმინაციული მოპყრობის ჭრილში განიხილოს მინისტრისა და კომპანიის დირექტორის დაპირისპირება. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები. სასამართლოს შეფასება უნდა გაეკეთებინა წარდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ დაესკვნა იძლეოდა ეს ფაქტები თუ არა დისკრიმინაციული ქმედების ჩადენის ვარაუდის საფუძველს, ასეთი ვარაუდის არარსებობის შემთხვევაში (რაც შესაბამისი ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე უნდა მომხდარიყო) თავისუფლდებოდა ადმინისტრაციული ორგანო მტკიცების ტვირთისაგან. სასამართლომ კი მოჭრილად ყოველგვარი ანალიზისა და მოტივაციის გარეშე დაასკვნა, რომ წარდგენილი გარემოებების განხილვა დისკრიმინაციის ჭრილში შეუძლებელი იყო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

4.1.1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის N--- ბრძანებით შეიქმნა ს----------–---------------–---------------------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------–---------–-–---------------------–---------–-–-----------------------–--------------------–------------------–------------––-------–---------------–------------------------------------------------------–------------------------–---–----–---------------------–----------------------- მიზნით. ამავე ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას საკონკურსო კომისია განისაზღვრა ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული თავმჯდომარისა და წევრების შემადგენლობით.

 

4.1.2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2----–-–-----------------ს გამოცხადდა კონკურსი ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე G-----------. საკონკურსო პირობების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტის მიერ სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ატვირთული უნდა ყოფილიყო: 1. პრეტენდენტის შეთავაზება (რეკვიზიტები) დანართი N1 -ის მიხედვით; 2. ინფორმაცია შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური ხასიათის სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ დანართი N--ის მიხედვით; 3. ინფორმაცია შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ძირითად სპეციალისტთა (იმ ძირითადი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, რომელიც დაკავებული იქნება ამ კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე და რომელიც იღებს ტექნიკურ გადაწყვეტილებას) კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ დანართი N--ის შესაბამისად.

 

საკონკურსო პირობების თანახმად შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად სასურველი იყო ჰყოლოდა შემდეგი ძირითადი სპეციალისტები, შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებით, მათ შორის ჰ--------–---ი 10 წლიანი მინიმალური ზოგადი პროფესიული სამუშაო გამოცდილებით.

 

პრეტენდენტს უნდა წარედგინა შესაბამის ძირითად სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებდა ვალდებულებას კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განეხორციელებინა ამ კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 1--------- წ. N- ოქმით ცვლილებები შევიდა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევასა და ცალკეულ ობიექტზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის C----------- ელექტრონული კონკურსის დოკუმენტაციაში და ტექნიკურ დავალებაში, წარდგენილი ცვლილებების შესაბამისად.

 

4.1.3. შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ მიერ წარდგენილ იქნა ტექნიკური დოკუმენტაცია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

აღნიშნული დოკუმენტაცია შეიცავდა შპს ,-----------------სა“ და კომპანიის მიერ სპეციალისტად წარდგენილ გ-----------------–--ესთან (ჰ--------–---ი) წინარე შეთანხმებას, საჭიროების შემთხვევაში პირის დასაქმებისა და მის მიერ კონკურსით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე. წარდგენილი იყო, ასევე გ-----------------–--ის საინფორმაციო ანკეტა, რომელიც შეიცავდა გ-----------------–--ის ხელმოწერას, დიპლომის ასლი და პირადობის მოწმობის ასლი.

 

4.1.4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2--------- წ. N- ოქმით შეიქმნა ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლისათვის მუშა ჯგუფი. მუშა ჯგუფს დაევალა დოკუმენტაციის შესწავლა და მისი წარდგენა კომისიის სხდომაზე.

 

2----–-–--------------ს საქართველოს საავტომობლო გზების დეპარტამენტს განცხადებით მიმართა გ-----------------–--ემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს-----------------ის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაცია. მან 2----–-–-- ბოლოს ხელი მოაწერა შპს ,-----------------თან“ არსებული კონტრაქტის დასრულებაზე. ასევე მიიღო პასუხი, რომ მომავალში მასთან თანამშრომლობა შპს ,-----------------ის“ 2--- წლის პროექტებში არ განიხილებოდა. აღნიშნულის შემდეგ მას რაიმე შეთავაზება თანამშრომლობაზე ან საკონკურსო პროექტში მონაწლეობაზე შპს-----------------ისაგან არ მიუღია, წინარე ხელშეკრულებებზე და საინფორმაციო ანკეტებზე ხელი არ მოუწერია.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 0--------- წ. N- ოქმით გაგრძელდა პრეტენდენტების მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენის ვადა 5 სამუშაო დღით. ბრძანებას საფუძვლად დაედო მოხსენებითი ბარათი.

 

4.1.5. 2--- წლის 6----------ს შ-----------------------------------------------------------------მა“ განცხადება-საჩივარი წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ C----------- ელექტრონულ კონკურსში პრეტენდენტების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, 2----–-–------------------ს, 1------აათზე, პრეტენდენტების დასახელებასთან ერთად სისტემაში დაფიქსირდა პრეტენდენტების მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებული ფასები. აღნიშნული განცხადება-საჩივარი ასევე მოიცავდა პრეტენზიას C----------- ელექტრონულ კონკურსთან მიმართებით. ასევე საჩივრის ავტორი სადავოდ მიიჩნევდა საკონკურსო კომისიის კომპეტენციის საკითხს.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–--------------ის D----------- გადაწყვეტილებით შპს-----------------ის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. აღნიშნულ კონკურსთან მიმართებით დადგინდა სატენდერო კომისიის მიერ 2----–-–--------------ის N- სხდომის ოქმის გაუქმება და სათანადო წესით შექმნლი კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის ჩატარება, ვინაიდან სატენდერო კომისია მიჩნეულ იქნა არაუფლებამოსილ პირად. საბჭოს საჩივრის სხვა საკითხები არ შეუფასებია.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს D-------------- გადაწყვეტილებით შპს-----------------ის საჩივარი დარჩა განუხილველი ზაკ-ის 182.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან იმ ეტაპზე ასევე წარდგენილი იყო სარჩელი სასამართლოში.

 

4.1.6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად, „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, განხორციელდა შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაცია კონკურსიდან G----------- და მიემართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრეტენდენტის „შავ სიაში“ დარეგისტრირების მიზნით. ამავე ოქმის მიხედვით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეორე პრეტენდენტის, შპს „პ---------–----------ს“, მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ, არაუგვიანეს 2----–-–--------------ის 1-------ისა. პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ საკონკურსო კომისია იმსჯელებდა აღნიშნული პრეტენდენტის მიერ წარმდგენილი ტექნიკური დკუმენტაციის საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 0--------- წ. N--------- წერილით შპს ,,პ---------–----------ს“ ეთხოვა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება 2----–-–--------------ის 1----------ამდე.

 

4.1.7. 2----–-–---------------ს, შპს „შ-----------------------------------------------------------------მა“, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმის ბათილად ცნობა. ამავე სარჩელით, მოთხოვნილ იქნა სადავო სხდომის ოქმისა და მის საფუძველზე შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის მოქმედების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წლის 1----------ის განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეჩერდა სადავო ოქმის მოქმედება. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმნისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–---------------ის განჩინებით, რომელმაც განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინებით შეჩერდა საკონკურსო კომისიის სხდომის 2----–-–-------------ის N- სხდომის ოქმის მოქმედება შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაციის თაობაზე და არ შეჩერებულა ტენდერის მიმდინარეობა.

 

4.1.8. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 1--------- წ. N--------- წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა სასამართლო განჩინებებისა და კომისიის N- სხდომის ოქმის შინაარსი, რის გამოც ეთხოვა 2----–-–-------------ის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების სისტემაში ასახვისათვის გათვალისწინებული ყოფილიყო სასამართლო განჩინების შინაარსი, რაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ცნობილი გახდა შავ სიაში შპს-----------------ის დარეგისტრირებისათვის მოთხოვნის წარდგენის შემდეგ (1--------- წელს, 1----------ზე).

 

4.1.9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის N--- ბრძანებაში „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ამავე უწყების 2----–-–---------------ის N--- ბრძანებით შევიდა ცვლილება, რომლითაც აღნიშნული ბრძანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“.

 

4.1.10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–------------ის N- ოქმით საკონკურსო კომისიამ დაადგინა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- ელექტრონული კონკურსის გაგრძელება „შერჩევა-შეფასების“ ეტაპიდან. ამავე ოქმის თანახმად, მუშა ჯგუფს დაევალა შპს „პ---------–----------ს“ მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსო კომისიის სხდომაზე წარმოდგენა 2----–-–--------------დე.

 

4.1.11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად, საკონკურსო კომისიამ განიხილა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- ელექტრონულ კონკურსში პრეტენდენტის, შპს „პ---------–----------ს“, მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და დაადგინა მისი შესაბამისობა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ტექნიკური წინადადებების შეფასების მიხედვით შპს „პ---------–----------ს“ ხარისხის შეფასებაში მიენიჭა 10.00 ქულა.

 

4.1.12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად, ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- კონკურსში, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მიერ, 2----–-–-------------ს, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „პ---------–----------’, რომლის შემოთავაზებულმა ფასმა დღგ-ს გარეშე შეადგინა - 311 441 ლარი.

 

4.1.13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს პ---------–----------ს შორის 2----–-–----------------–ს შედგა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (----------.

 

4.1.14. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2----–-–--------------ის N------- წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეცნობათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ის განჩინებით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებით შეჩერდა სატენდერო პროცედურებიც, რაც საფრთხეს უქმნის ტრანსპორტის, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.------–-–--------------ის მდგომარეობით კერძო საჩივარზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. ამასთან, გაუგებარი იყო გსაჩივრებული განჩინებით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების არგუმენტაცია. წერილის ავტორი ითხოვდა კერძო საჩივრის დაუყოვნებლივ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნას.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N-2) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).

 

4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ საკონკურსო კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმით, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ კონკურსიდან დისკვალიფიკაციის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა პრეტენდენტის „შავ სიაში“ დარეგისტრირება.

 

საქმის მასალებით, ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 2----–-–--------------ს საავტომობილო გზების დეპარტამენტს წარედგინა გ-----------------–--ის განცხადება. განცხადების თანახმად, აღნიშნულ კონკურსში მონაწილე შპს „ს------------------–----------------------ს-----------------ს“, საკონკურსო დოკუმენტაციაში იგი წარდგენილი ჰყავდა ჰ--------–---ის პოზიციაზე. ამასთან, თანდართულ წინარე შეთანხმებაზე და საინფორმაციო პაკეტზე ფიქსირდებოდა მისი ხელმოწერები, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. გ-----------------–--ის განცხადებით, მან და შ-----------------------------------------------------------------მა“ თანამშრომლობა დაასრულეს 2----–-–-- ნოემბერში და მისი გაგრძელება არ მომხდარა. ამ პერიოდის შემდეგ კომპანიისგან თანამშრომლობაზე წინადადება არ მიუღია, მათ შორის არც ზემოთხსენებულ კონკურსში G-----------. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმის ჩვენებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადასტურებულად ის გარემოება, რომ შ-----------------------------------------------------------------მა“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენა გ-----------------–--ის სახელი. სასამართლოში დავის განხილვისას წარმოდგენილ იქნა გ-----------------–--ის განცხადება, რომელიც ადასტურებს კონკურსის ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში განცხადების წარდგენის ფაქტს, თუმცა უარყოფს მის შინაარსს და ადასტურებს, რომ შპს-----------------ის მიერ კონკურსის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტები ხელმოწერილი იყო მის მიერ. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ დეპარტამენტში გასაუბრების შემდეგ ელექტრონულად მომზადებული განცხადების შინაარსი მას არ წაუკითხავს, მხოლოდ ხელი მოაწერა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ გ-----------------–--ის განცხადებაში ასახული განმარტება დეპარტამენტისათვის წარსადგენი 0--------- წ. განცხადების გაცნობის გარეშე ხელმოწერის თაობაზე მართებულად არ გაიზიარა, ვინაიდან სადავო საკონკურსო კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმის კანონიერება მოწმდება მისი გამოცემის დროისათვის არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალის შესაბამისობის დადგენით. საქმეში დაცული მასალებით დადგენილია, რომ სადავო ოქმის გამოცემისას არსებობდა გ-----------------–--ის განცხადება შპს-----------------ის მიერ მისი ხელმოწერის მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოყენების თაობაზე. საქმეზე მოწმედ დაკითხულმა თ-----------–-----მა დაადასტურა, რომ გ-----------------–--ის მიერ განცხადებული ინფორმაცია ტექნიკურად დაიბეჭდა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რასაც შემდეგ ხელი გ-----------------–--ემ მოაწერა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ გ-----------------–--ესთან დაკავშირება და ინფორმაციის გადამოწმება მოხდა მისი ინიციატივით, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო გ-----------------–--ის მიერ შპს-----------------ის დატოვების ფაქტი და ეჭვი შეეპარა წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაში.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის 0---------წ. გ-----------------–--ის მიერ წარდგენილი განცხადების შინაარსი იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ მიერ ჩადენილი იყო არაკეთილსინდისიერი ქმედება, რის გამოც იგი უნდა დაქვემდებარებოდა კონკურსიდან დისკვალიფიკაციას, თუმცა სასამართლომ, ასევე მიუთითა შპს „-------------------------------------------------------------“ მიერ 0--------- წ. წარდგენილ განცხადება-საჩივარში ასახულ გარემოებაზე, სადაც შპს-----------------ი მიუთითებდა კონკურსის პროცედურის ისეთ დარღვევაზე, რაც საჭიროებდა სათანადო გარემოებათა გამოკვლევას კონკურსის პროცედურის კანონშესაბამისობის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ განცხადების-საჩივრის ავტორი მიუთითებდა G----------- კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე - დოკუმენტაციის წარდგენა დასრულებულია, 2--------- წელს, 1------აათზე პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი შეთავაზებული ფასების სისტემაში ასახვის ფაქტზე. განცხადება-საჩივარს თან ერთვის მომდევნო დღეებში გამართული კონკურების პროცედურის ამსახველი ვებგვერდის ამონაწერი.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საკონკურსო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი დღგ-ის გარეშე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. საკონკურსო წინადადების ფასს პრეტენდენტი უთითებს მხოლოდ სისტემის შესაბამის ველში. დაუშვებელია ტექნიკურ დოკუმენტაციაში საკონკურსო წინადადების ფასის მითითება. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს საკონკურსო წინადადების ფასს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობისა და მათი საკონკურსო წინადადების ანონიმურობას კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. პრეტენდენტების ვინაობა და მათი ტექნიკური დოკუმენტაციები იხსნება კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ხოლო საკონკურსო წინადადებების ფასი იხსნება პრეტენდენტების საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირებისა და მათი საკონკურსო წინადადებების ფასთან სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირების შემდეგ. ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირების შემდეგ, დაუშვებელია ხარისხის ჯამური ქულის ცვლილება, გარდა ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ საკონკურსო კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმით გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული საკითხი სათანადო წესით გამოკვლეული და შესაბამისი მტკიცებულებებით უარყოფილი არ ყოფილა. საკონკურსო კომისიის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებით დაფიქსირებულია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–--------------ის D----------- გადაწყვეტილებაში შემსყიდველი ორგანიზაციის მოსაზრების სახით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხი ასევე არ შეფასებულა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებით, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია სხვა სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ მიერ 0--------- წ. წარდგენილ განცხადება-საჩივარში ასახული გარემოების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებებით უარყოფის გარეშე საკონკურსო კომისიის 2----–-–-------------ის სხდომის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის ისეთი დარღვევის არსებობის პირობებში, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კერძოდ, პრეტენდენტთა მიერ დოკუმენტაციის წარდგენის დასრულების ეტაპზე წარდგენილი ფასების საჯაროობის დადასტურების შედეგად სახეზე იქნებოდა მიმდინარე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების აუცილებლობა და შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტა იმ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული საკითხი არც სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე დაუდგენია და სათანადო მტკიცებულებები მათ უარსაყოფად სასამართლოში არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ დისკვალიფიკაციის ნაწილში ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან იგი არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იქნა გამოცემული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა მისი ბათილად ცნობის დღიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის N--- ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2----–-–-------------ის N- ოქმი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაციის ნაწილში მისი ბათილად ცნობის დღიდან.

 

სასამართლოს განჩინებით შეჩერდა საკონკურსო კომისიის სხდომის 2----–-–-------------ის N- სხდომის ოქმის მოქმედება შპს „-------------------------------------------------------------“ დისკვალიფიკაციის თაობაზე, თუმცა არ შეჩერებულა ტენდერის მიმდინარეობა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–------------ის N- ოქმით საკონკურსო კომისიამ დაადგინა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- ელექტრონული კონკურსის გაგრძელება „შერჩევა-შეფასების“ ეტაპიდან. ამავე ოქმის თანახმად, მუშა ჯგუფს დაევალა შპს „პ---------–----------ს“ მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსო კომისიის სხდომაზე წარმოდგენა 2----–-–--------------დე.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად, საკონკურსო კომისიამ განიხილა ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- ელექტრონულ კონკურსში პრეტენდენტის, შპს „პ---------–----------ს“, მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და დაადგინა მისი შესაბამისობა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ტექნიკური წინადადებების შეფასების მიხედვით შპს „პ---------–----------ს“ ხარისხის შეფასებაში მიენიჭა 10.00 ქულა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–--------------ის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2----–-–------------ის სხდომის N- ოქმის თანახმად ს-----------------–--–--ის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მომსახურების გაწევისა და ცალკეულ ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის G----------- კონკურსში, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მიერ, 2----–-–-------------ს, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს პ---------–----------, რომლის შემოთავაზებულმა ფასმა დღგ-ს გარეშე შეადგინა - 311 441 ლარი.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს პ---------–----------ს შორის 2----–-–----------------–ს შედგა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (----------.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია. „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ: იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. ამავე წესის მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მიმართოს სისტემის მიერ განსაზღვრულ რიგით მომდევნო საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ შპს „ს------------------–-----------------------------------------ის“ დისკვალიფიკაციის შემდეგ მომდევნო პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნება სასამართლოს განჩინებებში ასახულ განმარტებებს. შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კომისიის სხდომის 2----–-–------------ის N-, 2----–-–------------ის N- და 2----–-–------------ის N- ოქმები გამოცემულია პროცედურული ნორმების დარღვევის გარეშე, რაც ადასტურებს მათ კანონშესაბამისობას.

 

სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს უზრუნველყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია მათ შორის: პირდაპირი - ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ირიბი - ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამასთან, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად ამ კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. იგივე პრინციპებია გაზიარებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–----------ის N- ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა, პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა (ამჟამად მოქმედი რედაქციით კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა).

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასადგენად პირველ რიგში უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხეთა მხრიდან, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, არათანასწორ მოპყრობას და ხომ არ მიენიჭა უპირატესობა სხვა პრეტენდენს შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის გამო.

 

პირველ ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელე უთითებს მის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კონკურსის შედეგების გასაჩივრების ფაქტს. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული კონკურსების ჩატარების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით. მოცემული დავის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის და მათი მიღების პროცესში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებზე მსჯელობა. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს მოპასუხე მხარის მიერ ჩატარებული სხვა კონკურსებიც, თავისთავად არ ადასტურებს მის მიმართ მოპასუხეების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას. აღნიშნულ ფაქტებს ჭირდება შეფასება მათი მომწესრიგებელი კანონმდებლობის ჭრილში, რაც მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელია.

 

ასევე, დისკრიმინაციული მოპყრობის ჭრილში, ვერ განიხილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის წერილის გაგზავნა, რომელშიც დაფიქსირებულ იქნა საქმის სასამართლოსათვის გადაგზავნის დაჩქარების თხოვნა. დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად, ასევე არ იქნება გაზიარებული მოსარჩელე მხარის მითითება კონკრეტულ პირებს შორის არსებული შესაძლო დაპირისპირების არსებობაზე, ვინაიდან დაპირისპირების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციულ მოპყრობას არ გულისხმობს. არამედ, დაპირისპირების საფუძველი სწორედ პირის რაიმე განმასხვავებელი ნიშანი უნდა იყოს, რაზეც მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა. იგი მხოლოდ შპს-ს დირექტორსა და მოპასუხე - ნ---------------–---–ს, ასევე დეპარტამენტის თანამშრომელს შორის არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებდა, მაგრამ კონკრეტული ნიშანი, თუ შპს „-------------------------------------------------------------“ რა განმასხვავებელი მახასიათებელი გახდა დაპირსპირების და მისგან გამომდინარე დისკრიმინაციის საფუძველი, მოსარჩელე მხარემ ვერ ახსნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

პალატა ეთანხმება სასამართლო მსჯელობას, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დისკრიმინაციული მოპყობის დამადასტურებელი რეალური ფაქტები. დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება. გასაჩივრებული აქტების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი მიღებულია სახელმწიფო შესყიდვის სფეროსათვის დამახასიათებელი სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით და კონკრეტულ სადავო აქტებთან მიმართებაში დისკრიმინაციულ მიდგომას ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მე-3 ნაწილის 'ბ' ქვეპუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს: მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სადავო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას მოპასუხეთა მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის შესახებ. ამ მოტივით მათზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა. დისკრიმინაციის ფაქტის დაუდგენლობა გამორიცხავს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მათი ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5.2. სასამართლო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ს------------------–-----------------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N-2) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N-ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლეები: ილონა თოდუა

 

შოთა გეწაძე

 

გიორგი გოგიაშვილი