1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა.
11. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისას, როგორც მოსარჩელემ, ამ კოდექსის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს.
12. სპეციალური მოსარჩელე უფლებამოსილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისათვის, აგრეთვე თუ ადგილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კოლექტიურ დარღვევას ან სავარაუდო დარღვევას.
2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან პირს უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.
2
1. პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს მაშინაც, თუ შრომითი ურთიერთობა, რომლის დროსაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა, დასრულებულია.
3. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს:
ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა;
ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
4. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს იმ იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის მიერ მისი რეკომენდაციის შესრულება, რომელმაც, საქართველოს სახალხო დამცველის ვარაუდით, დისკრიმინაციული ქმედება განახორციელა და მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4551 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6839
- 03.05.2019 კანონი №4551
- 02.05.2014 კანონი №2392
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(49)
- საქმე №ას-859-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
…მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. 30. სსსკ-ის 3632 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ…
- საქმე №ბს-707(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2025
…ივლისში, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2020 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრების ვადის დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასახელებულ ბრძანებას მოსარჩელე ასაჩივრებს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის მოტივით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალური…
- საქმე №ას-408-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
…აქვთ რამდენიმე შემსრულებელთან. 22. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე, 3633-ე, 3635-ე მუხლები და განმარტა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ხელშეკრულების დადების, მისი შინაარსისა და პირობების განსაზღვრისას მხარეთა ნების…
- საქმე №ას-865-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2025
…მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. 15. სსსკ-ის 3632 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ…
- საქმე №ას-6-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
…მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. 16. სსსკ-ის 3632 მუხლის მე-21 და მე-3 ნაწილების თანახმად, პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს მაშინაც, თუ…
- საქმე №ას-1179-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2025
- საქმე №ას-1457-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1401-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2024
- საქმე №ას-1401-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2024
- საქმე №ბს-363(4კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2024
- საქმე №ას-351-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ას-1324-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2023
- საქმე №ას-49-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
- საქმე №ბს-771(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ას-479-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ბს-511(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ას-1167-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
- საქმე №ას-497-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2023
- საქმე №ას-344-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ას-1095-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2022
- საქმე №ას-1161-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
- საქმე №ას-1161-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
- საქმე №ას-1030-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
- საქმე №ას-1009-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
- საქმე №ას-641-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2020
- საქმე №ას-1745-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2020
- საქმე №ას-1560-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
- საქმე №ბს-1348(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2020
- საქმე №ას-1083-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2019
- საქმე №ბს-411-406(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2016
- საქმე №330210018002388397 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №010310017002146730 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2019
- საქმე №020332117700030054 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №330310115001149068 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330210016001416304 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №010210018001414596 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №010210018001448781 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2018
- საქმე №010210016001381376 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2018
- საქმე №080310017002132962 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 06.03.2018
- საქმე №010310019003271753 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 31.01.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 49-დან.