1. ამ კოდექსის 3635 მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში ამავე კოდექსით დადგენილი წესით.
2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა;
ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.
3. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს სააპელაციო საჩივარს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს;
ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
4. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
კარი მეშვიდე4
პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015