1. იმ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება, რომელიც ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძალება, რის გამოც თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, სასამართლოში შეიძლება შეიტანოს მისი ოჯახის წევრმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.
2. პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015