გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2516-18
330210018002461279
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა
მხარეები:
მოსარჩელე - და--------–------ე
წარმომადგენლები: თი--------------–---–ი (მ------------ი), სო---------------–---–ი
მოპასუხე - ნ----------სი, ირ--------–---–--ა
წარმომადგენელი - ლე-–--–---–-----ი
დავის საგანი - დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დადგინდეს მოპასუხე, ნ----------ს ირ--------–---–--ას მიერ მოსარჩელე, და--------–------ის მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით, დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს და გარკვეულ სფეროებში ესაჭიროება დახმარება, თუმცა არ არის ქმედუუნარო.
2017 წლის 19 მაისს, მოსარჩელემ მიმართა მეტრო სადგურ ,,ა-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრი მ------ის მე-2 სართულზე მდებარე ს---------ო ბ-----ოს, ნ----------სს ირ--------–---–--ას რწმუნებულების გაფორმების თხოვნით. მასთან ერთად იყო ლი-----–--–--–---–ი, ვის სახელზეც სურდა რწმუნებულების გაფორმება და ორი მოწმე რომლებიც უნდა დახმარებოდნენ რწმუნებულების გაფორმების პროცესში და დაედასტურებინათ მისი ნების ნამდვილობა, ვინაიდან მოსარჩელემ არ იცის წერა-კითხვა. მისმა თანმხლებმა პირებმა ნ----------სის თანაშემწეს განუმარტეს, რომ მოსარჩელე იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არ იცოდა წერა-კითხვა. ნ----------სმა გასაუბრების შემდეგ ს---------ო მომსახურების გაცემაზე მოსარჩელეს უარი უთხრა. უარის მიზეზი იყო ნ----------სის დასმულ კითხვებზე მოსარჩელის მიერ არაზუსტი პასუხის გაცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2017 წლის 14 ივნისის წერილით მოსარჩელემ მოითხოვა დადგენილება ,,ს---------ო მომსახურების გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ რათა გაეგო რეალური მიზეზი მისთვის ს---------ო მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შესახებ. ს---------ო ბ-----ოში მისვლის მიზანი და ი-----–--–--–---–-სათვის გასაფორმებელი მინდობილობის შინაარსი მოსარჩელისთვის ცნობილი იყო და ჰქონდა გააზრებული. ნ----------სის მიერ მინდობილობის გაცემაზე უარი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი და ნ----------სმა შესაბამისი მოსარჩელისთვის გასაგები საკომუნიკაციო საშუალებით ვერ შეძლო კითხვების დასმა. ნ----------სმა დაარღვია მოსარჩელის როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებები , ასევე მან არასწორად შეაფასა მისი ქმედუნარიანობა, სათანადოდ არ გამოიკვლია მისი ნება და დაუსაბუთებლად უთხრა უარი ს---------ო მომსახურებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები:
2017 წლის 19 მაისს, მოპასუხის ს---------ო ბ-----ოში გამოცხადდა მოქალაქე და--------–------ე თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებმაც განაცხადეს, რომ და--------–------ე არის წერა-კითხვის უცოდინარი და სთხოვეს ნ----------სის თანაშემწეს შეედგინა მინდობილობის პროექტი მოსარჩელის საპენსიო საქმის წარმოებაზე და შემდგომში საპენსიო ანგარიშის განკარგვაზე. ს---------ო მოქმედების შესრულების დროს ნ----------სი ესაუბრა მოსარჩელეს, რათა დაედგინა მისი ნების გამოვლენა, პირადობა, ქმედუნარიანობა. მის მიერ დასმულ ვერცერთ კითხვაზე მოსარჩელემ პასუხი ვერ გასცა, მათ შორის, თუ როდის და სად იყო დაბადებული და რისი გაფორმება სურდა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, ნ----------სმა ეჭვი შეიტანა მის ქმედუნარიანობაში, იხელმძღვანელა რა მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე და ,,ს---------ო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლებით და უარი უთხრა ს---------ო მოქმედების შესრულებაზე. ნ----------სმა ურჩია მოსარჩელეს მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა მ------------ის დანიშვნა. ნ----------სის უარის თქმი საფუძველი ასევე იყო ის, რომ შესაძლებელია მინდობილ პირს ბოროტად ესარგებლა მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოსარჩელისთვის ს---------ო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე, და--------–------ე წარმოადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მას ადრეული ასაკიდან აღენიშნება გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი F71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები.
მოსარჩელე, 2015 წლის 1 ივნისიდან სსიპ ს--–---–---------------------------------------–--------–---–-----------–-----–------ის N0-------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ცხოვრობს სათემო ორგანიზაციაში ,,ხე-–-----–ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- სსიპ ს--–---–------------------------------ოს ცნობა და--------–------ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (ს.ფ. 24);
- სსიპ ს--–---–------------------------------ოს თბილისის ს--–---–---------------------------–-----–------ის 05/07/2017წ. გადაწყვეტილება (ს.ფ.-ები: 26-27);
- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბ-----ოს დასკვნა (ს.ფ.-ები: 179-189);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2017 წლის 19 მაისს, მოპასუხე, ნ----------ს ირ--------–---–--ას ს---------ო ბ-----ოში მივიდა მოსარჩელე და--------–------ე, რომელსაც თან ახლდნენ ლა-–-------–---–ი და ლა–-----------ე. თანხმლებმა პირებმა ნ----------სს განუცხადეს, რომ და--------–------ე იყო წერა-კითხვის უცოდინარი, მას სურდა მინდობილობის შედგენა და მისი ს---------ო წესით დამოწმება იზ----–---–--–--–---–-სათვის საპენსიო საქმის წარმოებისა და სს ,,ლ-------------თან“ ურთიერთობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
ს---------ო მოქმედების შესრულების დროს, მოსარჩელის ნების გამოვლენის ნამდვილობის შემოწმების მიზნით მასთან გასაუბრების შემდგომ, ნ----------სმა ირ--------–---–--ამ უარი თქვა ს---------ო მოქმედების შესრულებაზე, იმ საფუძვლით, რომ ეჭვი შეიტანა მოსარჩელის ქმედუნარიანობაში (ნ----------სის მიერ დასმულ ვერცერთ კითხვაზე, მათ შორის, თუ როდის და სად იყო დაბადებული და რა მოქმედების შესრულება სურდა, მოსარჩელემ პასუხი ვერ გასცა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2017 წლის 19 მაისის ნ----------ს ირ--------–---–--ასთან ვიზიტის ოქმი N1 (ს.ფ.-ები: 27-28);
- ს---------ო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება N1-------- (ს.ფ.-ები: 29-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. N2/3-----17 სამოქალაქო საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე და--------–------ე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამავე მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას წარმომადგენლობის განხორციელება; საპენსიო ანგარიშზე დარიცხული/დაგროვილი თანხის (მათ შორის - წინა პერიოდის) მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, წარმომადგენლობის განხორციელება; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა; მედიკამენტების (მათ შორის - რეცეპტით გასაცემის) უსასყიდლოდ მიღება და შეძენა; პროფესიული განათლების მიღებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, კერძო კომპანიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, წარმომადგენლობის განხორციელება; წვრილმანი გარიგების დადება და სხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.-ები: 111-115);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო დადგენილად თვლის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არ ჰქონია ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას (იხ. სამართლებრივი დასაბუთება 6.1.).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 111-115);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 თებერვლის განჩინება, N2/3-----17 სამოქალაქო საქმეზე;
- 2017 წლის 19 მაისის ნ----------ს ირ--------–---–--ასთან ვიზიტის ოქმი N1 (ს.ფ. 27-28);
- ს---------ო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება N1-------- (ს.ფ. 29-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, ამავე კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, ,,ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის (ICESCR) მე-2 მუხლი, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციიის“ მე-12 მუხლი, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი-მე-3 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები, 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 12771 მუხლი, საქართველოს კანონი ,,ფსიქოსიციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ", ,,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31/03/2010წ. N-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ს---------ო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს პაქტით აღიარებული უფლებებით, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ხოლო 26-ე მუხლის თანახმად, თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციისაგან.
,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ’’ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით, მონაწილე სახელმწიფოები იძლევიან იმის გარანტიას, რომ წინამდებარე პაქტში ჩამოთვლილი უფლებები განხორციელებული იქნება რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ვროპული კონვენციის მე-14 მუხლით, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. ხოლო კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.
ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ეს ნორმა შემდეგნაირად განმარტა: ,,მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვა იმ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სცილდება, რომელთა უზრუნველყოფაც თითოეულ სახელმწიფოს კონვენციითა და ოქმებით მოეთხოვება. აკრძალვა ასევე ვრცელდება იმ დამატებით უფლებებზე, რომლებიც კონვენციის ნებისმიერი მუხლის ზოგადი მოქმედების ფარგლებში ხვდება და სახელმწიფო თავისი ნებით უზრუნველყოფს’’.
მე-12 დამატებითი ოქმის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიზანია დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვის გაძლიერება, რაც მიიჩნევა ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის ძირითად ელემენტად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით აკრძალულია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფორმულირების მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად საჭიროა, სახეზე იყოს ,,განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ ან შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ’’, რაც ამოცნობად მახასიათებლებს ეფუძნება. პირდაპირი დისკრიმინაციის დროს კუმულაციურად უნდა არსებობდეს შემდეგი: არასახარბიელო მოპყრობა, შედარებითობის ფაქტორი და პიროვნების იდენტიფიკატორი. პირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება მრავალი ქმედებით გამოიხატოს, რომელიც გაიგივებული იქნება არასახარბიელო მოპყრობასთან. მაგალითად, ნაკლები ხელფასის ან პენსიის მიცემა, სოციალური დახმარების გაუქმება ან მის დანიშვნაზე საერთოდ უარის თქმა და ა.შ. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის’’ მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ანალოგიური მდგომარეობა” არ გულისხმობს, რომ შესადარებელი ჯგუფები იდენტური უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მდგომარეობა სრულად ანალოგიური არ არის სხვა პირებთან მიმართებაში და ადგილი აქვს სხვადასხვა ჯგუფების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, ხელს არ უშლის ამ შემთხვევაზე მე-14 მუხლის გავრცელებას. განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ ის არსებითად მსგავს მდგომარეობაში არის იმ პირებთან შედარებით, რომლებიც სხვანაირ მოპყრობას ექვემდებარებიან (იხ. გადაწყვეტილება -კლიფტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Clift v. United Kingdom), N7205/07, 13 ივლისი, § 66 ECHR 2010).
საყურადღებოა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიდგომა შედარებითობის ფაქტორთან დაკავშირებით. ამ სასამართლოს პრაქტიკით, არსებობს ცალსახა გამონაკლისი, განსაკუთრებით დასაქმების შესახებ ევროკავშირის რეგულაციების სფეროში, როდესაც არ არის საჭირო სათანადო ,,შედარების" ობიექტის ძიება. მაგალითად, როდესაც ადამიანის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხდება მისი ფეხმძიმობის ნიადაგზე (Dekker v. Stichting Vormingscentrum voor Jong Volwassenen (VJV-Centrum) Plus, Case C-1777/88, 8 ნოემბერი,§12-13, ECJ 1990).
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისპრუდენციაში დადგინდა, რომ როდესაც პირი დაზარალდება ორსულობის ნიადაგზე, ეს იქნება დაკვალიფიცირებული, როგორც სქესობრივ ნიადაგზე განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაცია და ამ შემთხვევაში არ არის საჭირო შედარებითობის ფაქტორის გათვალისწინება.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.
ამრიგად, როგორც საერთაშირისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია ყველა სახის განსხვავებული მოპყრობის აკრძალვა.
6.2. მოთხოვნას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ, მოსარჩელე ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ნ----------სმა არ მიიღო მხედველობაში მისი სპეციალური საჭიროებები - მოსარჩელეს, მისი ნების ნამდვილობის დასადგენად ესაჭიროებოდა ინდივიდუალური მიდგომა, რაც გამოიხატებოდა ბევრად მეტი ან ბევრად ნაკლები კითხვის დასმაში, მოპასუხემ კი მას დაუსვა სტანდარტული კითხვები, რომელსაც იგი დაუსვამდა ნებისმიერ, ინტელექტუალური შეზღუდვის არმქონე პირს და გამოიყენა ის პრაქტიკა, რომელსაც იგი იყენებდა ნებისმიერი სხვა პირის შემთხვევაში - რის გამოც იგი გახდა ირიბი დისკრიმინაციის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
6.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამე ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად უთანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ. „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს (იხ. სუსგ Nას-247-235-2017, 2017 წლის 29 სექტემბერი; Nას-319-302-2017, 2017 წლის 28 ივლისი; Nას-344-322-2017, 2017 წლის 11 ნოემბერი, Nას-142-134-2017, 2018 წლის 18 აპრილი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა“ (იხ. სუსგ Nას-247-235-2017, 2017 წლის 29 სექტემბერი).
6.4. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციიის" პირველი მუხლის მე-2 ბაზაცით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში. ამავე კოდექსის 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა, ხოლო 12771 მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მ------------ი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე და--------–------ე წარმოადგენს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს - მას ადრეული ასაკიდან აღენიშნება გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი F71; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნად არის გამოხატული. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი.
ექსპერტიზის დასკვნით, და--------–------ეს ესაჭიროება მხარდაჭერა შესაბამის სფეროებში, რა დროსაც შესაძლებელია მან განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მ------------ის დახმარებით, ხოლო მხარდაჭერის ვადა რეკომენდირებული იქნა მაქსიმალური - 5 წლით.
დასახელებული დასკვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე და--------–------ე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამავე მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას წარმომადგენლობის განხორციელება; საპენსიო ანგარიშზე დარიცხული/დაგროვილი თანხის (მათ შორის - წინა პერიოდის) მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას წარმომადგენლობის განხორციელება; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა; მედიკამენტების (მათ შორის - რეცეპტით გასაცემის) უსასყიდლოდ მიღება და შეძენა; პროფესიული განათლების მიღებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, კერძო კომპანიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, წარმომადგენლობის განხორციელება; წვრილმანი გარიგების დადება და სხვა.
და--------–------ის მ------------ად დაინიშნა ა(ა)იპ ,,ხე-–-----–ს"-ის თანამშრომელი, თი--------------–---–ი, რომელსაც მიენიჭა უფლებამოსილება მ------------ის უფლებები განეხორციელებინა და--------–------ისათვის ნების გამოხატვაში დახმარების გზით. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განსიაზღვრა 5 წლით.
ეს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და გამოცხადებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში.
6.5. ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით, გარიგების დადასტურების დროს ნ----------სი ამოწმებს გარიგების მონაწილე პირთა უფლებამოსილებას და ქმედუნარიანობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31/03/2010წ. N-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ს---------ო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის თანახმად, ს---------ო საქმიანობა ხორციელდება ნ----------სის დამოუკიდებლობისა და პროფესიული მიუკერ-ძოებლობის, კანონიერების, ნ----------სის სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ნ----------სის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის, ნ----------სის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების პრინციპების საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით, ნ----------სი ვალდებულია დარწმუნდეს ს---------ო აქტის მონაწილის ქმედობაუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახებ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნ----------სი ვალდებულია არ შეასრულოს ს---------ო მოქმედება, თუ ეჭვი ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედობაუნარიანობაში. ამავე ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ს---------ო ფორმის დაცვა, ნ----------სი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით შესრულებული ს---------ო აქტი არის საჯარო აქტი.
სარჩელის მიხედვით, ნ----------სისათვის მიმართვის საფუძველი იყო და--------–------ის მიერ ი------–---–---–---–ზე მინდობილობის გაცემა საპენსიო საქმის წარმოებისა და სს ,,ლ-------------თან" ურთიერთობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ს---------ო მოქმედების შესრულებისას, როდესაც ნ----------სის ეკისრება უპირობო ვალდებულება დარწმუნდეს ს---------ო აქტის მონაწილის ნების გამოვლენის ნამდვილობაში, იგი უნდა იყოს გულისხმიერი, წინდახედული, კრიტიკული, რათა გამორიცხოს ს---------ო მოვალეობათა კანონის დარღვევით განხორციელება და უზრუნველყოს კლიენტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
6.6. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციიის“ მე-2 მუხლით, „დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე” გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას ან აკრძალვას, რომლის მიზანს ან შედეგს წარმოადგენს აღიარების, თანაბარი უფლებებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში მათ მიერ ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზების მინიმუმამდე დაყვანა ან სრული უარყოფა; იგი მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის უარს გონივრულ მისადაგებაზე.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც პირს, მისი ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევების გამო, არ შესწევს უნარი საკუთარი ნების შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი შედეგების წარმომშობი უფლებები და ვალდებულებები, სხვებთან თანაბარ პირობებში მისი უფლებების განხორციელება ხდება მ------------ის დანიშვნით, რომელიც გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად ახდენს მხარდაჭერის მიმღების ინფორმირებას, შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებებით, მისთვის გასაგები ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის მე-3 ნაწილით, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
განსახილველ შემთხვევაში, და--------–------ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, მოსარჩელეს არ შესწევს უნარი მ------------ის მონაწილეობის გარეშე დადოს არათუ ზემოაღნიშნული სახის მოცულობითი და რთული, არამედ წვრილმანი გარიგებებიც კი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უდავოდ დასტურდება, რომ სარჩელში მითითებული შინაარსის მინდობილობის შედგენის შესახებ ნება მოსარჩელეს ნ----------სთან არ გამოუხატავს - ასეთი ნება მის ნაცვლად გამოხატეს თანმხლებმა პირებმა, ხოლო ს---------ო მოქმედების შესრულებისას, მარტივი საანკეტო კითხვების დასმის შედეგად, ნ----------სი ვერ დარწმუნდა და--------–------ის მიერ ნების გამოვლენის ნამდვილობაში.
ასეთ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური შეფასების შედეგად, სასამართლოს მიერ და--------–------ე მხარდაჭერის მიმღებად იქნა ცნობილი ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამავე მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას წარმომადგენლობის განხორციელება; საპენსიო ანგარიშზე დარიცხული/დაგროვილი თანხის (მათ შორის - წინა პერიოდის) მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას წარმომადგენლობის განხორციელება (ეს სწორედ ის სფეროებია, რომელიც მოიცავს იმ უფლებებს, რომელთა შესახებაც, სარჩელის მიხედვით, და--------–------ეს სურდა მინდობილობის გაფორმება) სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ნ----------სის მიერ და--------–------ისათვის ს---------ო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა გამომდინარეობს კანონიერი საფუძვლიდან და გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, რაც გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით მოსარჩელის დისკრიმინაციას. შესაბამისად, მოპასუხის ეს მოქმედება არ შეიძლება შეფასდეს მოსარჩელის სამართალსუბიექტობაში ჩარევად და კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევად (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ზოგადი კომენტარი N1, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი/C/GC/1, პ.9.პ.18), რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. სასამართლო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე მუხლებით, 46-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 3631-3633, 3635-3636-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. და--------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე კანონით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი