განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.03.2019
საქმის ნომერი
020332117700030054
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020332117700030054 (3/ბ-487-2018 წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 მარტი 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ა“, კ---------ე, ბ--------------ე, თ----------–--–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

გასაჩივრებული სასამართლო აქტი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სარჩელის უარყოფის ნაწილში და მითითებულ ნაწილში ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ის, თ----------–--–ის დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2----–-–ის 11 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ამ“, კ---------ემ, ბ--------------ემ, თ----------–--–მა მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჟ--–------------ის, ზ--------------ის და ა----–---------–-----ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფიზიკური პირების: ჟ--–------------ის, ა----–---------–-----ის და ზ--------------ის დავალდებულება ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩა №---ში მდებარე მოსარჩელე ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მ----–--ი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, კერძოდ, მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მ----–--ი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის საქმიანობის აღდგენა და ფუნქციონირება. ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: 1) პანსიონის შენობის წინ აღმართული ბარიერის მოხსნა, მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონის შენობაში უსაფრთხო და თავისუფალი შესვლა და საქმიანობა; 2) დაუყოვნებლივ აღკვეთოს მოსარჩელეებისა და მ----–---------ს წარმომადგენლების მიმართ, პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები.

 

მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხე ჟ--–------------ის, ა----–---------–-----ის და ზ--------------ის დავალდებულება _ შეწყვიტონ პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობისა და პანსიონში შესვლისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში. ასევე მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირების: ჟ--–------------ის, ა----–---------–-----ისა და ზ--------------ისათვის სოლიდარულად მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის დაკისრება ერთი ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ქ-ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, შპს „M--“ დირექტორს მ------------------ა და ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ თავმჯდომარეს რ-----------–--ეს შორის, 2----–-–ის პირველ აგვისტოს, 1 წლის ვადით დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქონება გადაეცა მოიჯარეს. ხელშეკრულების საფუძველზე ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ა“ წარმოადგენს უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს. აღნიშნულ შენობაში მოსარჩელე ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ა“, მ----–--ი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნას გეგმავდა, რისთვისაც აგვისტოს თვეში ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და შენობა სათანადო ინვენტარით აღჭურვა. მართალია, ქ------–---ში, რ---------–ის ქუჩა №---ში უკვე ფუნქციონირებდა 6 წლის წინ მ----–--ი მოსწავლეებისთვის გახსნილი პანსიონი, თუმცა ახალი პანსიონის გახსნის საჭიროება ძველი შენობის არასაკმარისმა სივრცემ და პანსიონის ეფექტური ფუნქციონირების გამო მის მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, მათ მიზანს წარმოადგენს მ-----–--------------ს სოფლებში მცხოვრები მ----–--ი ბავშვებისათვის 24 საათიანი მზრუნველობითი პირობების შექმნა და ხარისხიანი სამოქალაქო განათლების მიღების ხელშეწყობა. პანსიონი 40 მოსწავლეზე არის გათვალისწინებული.

 

სასწავლო გეგმის შესაბამისად, დღის განმავლობაში პანსიონის მოსწავლეებს საათნახევრის განმავლობაში რელიგია (ი--–---) უნდა ესწავლათ და შეესრულებინათ ხ--------------------–--–--, დანარჩენ დროს კი საშინაო დავალებების მომზადებასა და სხვადასხვა სააღმზრდელო ღონისძიებებში მონაწილეობას დაუთმობდნენ. პანსიონის მოსწავლეები სასკოლო განათლებას საჯარო სკოლაში იღებენ, პანსიონის მომსახურება კი შემოიფარგლება მ----–--ი ბავშვებისათვის სასკოლო განათლების მიღების პროცესის ხელშეწყობასა და გაძლიერებაში. პანსიონი, სწავლის დასრულების შემდეგ, არ გასცემს რაიმე სერტიფიკატს. პანსიონის ფუნქციონირება დაკავშირებულია სასკოლო პერიოდთან, შესაბამისად, მისი გახსნა 2----–-–ის 1------------ისთვის იგეგმებოდა. მოპასუხეები - ჟ--–------------ე, ა----–---------–-----ე და ზ--------------ე მ----–--ი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონის ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმდინარე პერმანენტული აქციების ორგანიზატორები არიან. აქციის მონაწილეები თავს მ------–-----------–-------–- მიაკუთვნებენ და საკუთარი რელიგიური მსოფლმხედველობითა და იდენტობით ხსნიან პანსიონის საქმიანობისთვის ხელის შეშლის აუცილებლობას. აქციის მონაწილეების ქცევა კარგად ორგანიზებული და შეთანხმებულია. ისინი პანსიონის შენობასთან მორიგეობენ და თითქმის სამი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკონტროლებენ პანსიონის შენობაში გადაადგილებას. აღნიშნული აქციის გამორჩეული ლიდერები/ორგანიზატორები არიან ჟ--–--------–--ე და ნ---------–-----ე, რომლებიც მედიასთან ან მესამე პირებთან კომუნიკაციაში აქციის მონაწილეებს წარმოადგენენ და მათი სახელით აკეთებენ საჯარო განცხადებებს. აქციის ორგანიზებას ისინი ახდენენ. ჯგუფის ლიდერებს ასევე წარმოადგენენ ზ----------–--ე და დ--------------–-----ე, რომელთაც პანსიონის თანამშრომლებთან აქვთ უშუალო კომუნიკაცია პანსიონის შენობაში გადაადგილების პირობებთან დაკავშირებით. მოპასუხეები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი 2----–-–ის 1------------ის მოვლენებამდეც ახორციელებდნენ პანსიონის თანამშრომლების დევნას რელიგიური ნიშნით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადგილობრივ მცხოვრებთა 7-8 კაციანი ჯგუფი მათთან ხშირად მოდიოდა და იმუქრებოდა, რომ მ----–--ი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნას ლ------------ის ქუჩაზე არ დაუშვებდნენ. გამოვლინდა პანსიონის რემონტისთვის ხელშეშლის, მათ შორის, ინვენტარის შემოტანის შეზღუდვის ფაქტები. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული პირები მათ მოღალატეებსა და თ-------ს უწოდებდნენ.

2----–-–ის 1----------ერს, დაახლოებით 13:00 საათზე ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩა N13-ში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რომელთა დიდი ნაწილი აღნიშნული ქუჩის მცხოვრებნი იყვნენ და თავს მ------–-----------–-------–- მიაკუთვნებდნენ, მ----–------ი პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლის მიზნით, პანსიონის შესასვლელთან ღ-----------–-------–------–-------- დემონსტრაციულად შენობის კარზე მ--------. აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოქმედება ი--–--–----------------------–---–----------–------–--- მოქმედ აკრძალვას განზრახ დაუკავშირეს. მოსარჩელეების რწმენით, აქციის მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ ღ-------------–-- შემდეგ ამ ადგილს უწმინდურად ჩათვლიდნენ და მ----–--ები შენობაში შესვლას აღარ მოისურვებდნენ. მოპასუხეებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის ქცევა დემონსტრაციულად რელიგიურ ხასიათს ატარებდა. პანსიონის შენობის წინ მათ რ-------------------- აღმართეს და რამდენჯერმე ლ--–--- რიტუალიც შეასრულეს.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2----–-–ის 1------------იდან მოყოლებული, ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებული ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა პანსიონის შენობასთან და განგრძობითად აკონტროლებდა როგორც პანსიონის შენობის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ისე უშუალოდ პანსიონის შენობაში შესვლას. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ უფრო მეტად მკაცრი და ორგანიზებული ხასიათი 2----–-–ის 1------------ის შემდეგ მიიღო, როცა აქციის მონაწილეებმა პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხის კონსტრუქციებითა და მანქანის საბურავებით ჩახერგეს და ადგილზე მუდმივი მორიგეობა დააწესეს. ამ დღეს პანსიონში უნდა დაწყებულიყო სწავლა, რის გამოც შეკრებილი მ----–--ი მოსწავლეები და ადმინისტრაცია პანსიონის გახსნის ზეიმისთვის ემზადებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებულმა ჯგუფმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა და რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, მათ მიმართ იძულება და მუქარა განახორციელა. 1------------ის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებულმა ჯგუფმა, პანსიონში დარჩენის შესაძლებლობა პანსიონის 3 წარმომადგენელს მისცა, 2----------რის შემდეგ კი - მხოლოდ ერთ პირს. აქციის მონაწილეები, მათ შორის მოპასუხეები მედიასთან საუბრისას პირდაპირ ადასტურებენ პანსიონის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და პანსიონის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებს.

მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან განგრძობითად ხორციელდება პანსიონის ადმინისტრაციისთვის, მოსწავლეებისა და პანსიონთან ან მ----–-- თემთან კავშირში მყოფი სხვა პირებისთვის პანსიონის შენობაში შესვლისა და გამოსვლის კონტროლი. მათ შორის, დაფიქსირდა სასმელი წყლის გადაკეტვის, მაღაზიაში მომსახურების მიღების ხელშეშლის ფაქტები. მოპასუხეებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან გადაადგილების თავისუფლების კონტროლისა და შეზღუდვის ინტენსივობასა და მასშტაბს ადასტურებს შეზღუდვის არაერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელსაც მოსარჩელეები, მოწმეები და უშუალოდ მოპასუხეებიც ადასტურებენ. ყველა შემთხვევაში მოსარჩელეები და მოწმეები უთითებენ, რომ პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა გამოვლენილი ინციდენტების დროს, თუმცა უმოქმედობას ავლენდა და სიტუაციაში არ ერეოდა. აქციის მიმდინარეობისას მოპასუხეები და აქციის მონაწილეები გამოხატავენ ი--–-------------- და თ------------იურ დამოკიდებულებას მ----–--ების მიმართ. აქციის მონაწილეების საჯარო განცხადებებში ჩანს, ა------–-------–--ების თ-------თან გაიგივება და ი--–-----------სთან ერთად თ------------იის გამოვლინება. აღნიშნულ შეფასებას ადასტურებს აქციის მონაწილეების საჯარო განცხადებები და ახსნა-განმარტებები.

 

2----–-–ის 1------------ის აქციის შემდეგ, მოსარჩელეებისა და მათ მიერ ორგანიზებული პირების მხრიდან განგრძობითად ხდება მ----–--თა დისკრედიტაცია მათ რელიგიურ კუთვნილებაზე მითითებით. 1----------ერს, პანსიონის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სადარბაზოსთან ღ----------------–------------–- და ჭიშკარზე ც------–-------------------- მოჰყვა, შემთხვევის ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, თუმცა არ აღუკვეთავთ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედება. 10-1------------ის პერიოდში პოლიცია შემთხვევის ადგილზე პერიოდულად პატრულირებდა, 1------------ის მოვლენების შემდეგ კი პოლიციის ჯგუფი პერმანენტულად პანსიონის ახლოს მორიგეობდა და აკონტროლებდა სიტუაციას. ადგილზე პატრულირების მიუხედავად, პოლიცია არ რეაგირებდა გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვის, მუქარის, იძულების ფაქტებზე. ისინი სიტყვიერ გაფრთხილებასაც კი არ აძლევდა სამართალდამრღვევებს. ამასთან, მ----–---------ს აღქმით, პოლიცია პირად ურთიერთობებში ლოიალობას ავლენდა ადგილობრივი მოსახლეობის (აქციის მონაწილეთა) მიმართ. არაეფექტურ პრევენციასთან ერთად პოლიცია არ უზრუნველყოფდა ეფექტური გამოძიების ჩატარებასაც.

 

2----–-–ის 1----------ერს პოლიციის მიერ დაკავებული სამი პირის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაში (1---------წ. დადგენილება) საერთოდ არ ჩანს რაიმე კავშირი დაკავებული პირების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასა და პანსიონის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს შორის. შსს-ს თანამშრომლების უმოქმედობის ფაქტზე რეაგირებისა და რელევანტური საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, 2----–-–ის 20 ოქტომბერს, ა---------------–--------–---–---------------------------–------მა, როგორც მოსარჩელეების წარმომადგენლმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა, სამინისტროსგან პასუხი ორგანიზაციას ამ დრომდე არ მიუღია.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, მოსწავლეები, რომლებიც ახალ პანსიონში უნდა ჩარიცხულიყვნენ, ამ დროისთვის რ---------–ის ქუჩა N---ში (ქ------–---ი) მდებარე პანსიონში ცხოვრებენ. აღნიშნული შენობა 10 მოსწავლისთვის არის განკუთვნილი, ამ დროისთვის კი პანსიონში 30-მდე მოსწავლე ცხოვრობს, რის გამოც შენობაში მწვავედ დგას გადატვირთულობის პრობლემა. მოსწავლეებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე უწევთ ძილი. არსებული პირობები ართულებს განათლების მიღების პროცესს.

 

მოპასუხეებმა ჟ--–------------ემ, ა----–---------–-----ემ, ზ--------------ემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებით, ისინი თავიანთ ვალდებულებებს ახორციელებდნენ კანონიდან გამომდინარე, იცავდნენ ყველა მოქალაქის კანონიერ უფლებას, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა, მორიგეობდნენ შემთხვევის ადგილზე და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებდნენ კანონის შესაბამისად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ის და თ----------–--–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოპასუხეებს ჟ--–------------ეს, ა----–---------–-----ეს და ზ--------------ეს დაევალათ ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე მოსარჩელე ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მ----–--ი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, კერძოდ, დაევალა ჟ--–------------ეს, ა----–---------–-----ეს და ზ--------------ეს შეწყვიტონ პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რაც მათ შორის გამოიხატება მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობისა და პანსიონში შესვლისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში.

 

მოპასუხეებს ჟ--–------------ეს, ა----–---------–-----ეს და ზ--------------ეს დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

 

დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს ჟ--–------------ეს, ა----–---------–-----ეს და ზ--------------ეს მოსარჩელეების ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ის და თ----------–--–ის სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელეთა მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ ქ--------–------–---------------------ა წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 31 იანვრიდან (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) და რომლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები არიან თავმჯდომარე - რ-----------–--ე, ხოლო გამგეობის წევრები: ბ---–----------ი, გ---------–--ე, ი-–------–--ე, დ---------–-----ე.

 

ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ას“ ქ- ქ------–---ში რ---------–ის ქუჩის №---ში გახსნილი აქვს და დღემდე ფუნქციონირებს პანსიონი, რომელიც მიზნად ისახავს ა-------------–------ სოფლებში მცხოვრები მ----–--ი მოსწავლეებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობას. დადგენილია, რომ პანსიონში ძირითადად ა-------------–------ი სოფლებიდან ჩამოსული მ----–--ი ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც სწავლობენ ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში, ხოლო საჯარო სკოლაში სწავლისაგან თავისუფალ დროს ცხოვრობენ პანსიონში და სწავლობენ რელიგიას.

 

მოსარჩელეები კ---------ე, ბ--------------ე და თ----------–--–ი არიან მ----–---------ს წარმომადგენლები. ბ--------------ე არის ქ- ქ------–---ში რ---------–ის ქუჩის №---ში არსებული პანსიონის მასწავლებელი, კ---------ე წლების განმავლობაში სწავლობდა ზემოაღნიშნულ პანსიონში და ამჟამად დასაქმებულია ამავე პანსიონში, ხოლო თ----------–--–ი არის მ----–---------ს წარმომადგენელი და სურვილი აქვს მისმა არასრულწლოვანმა შვილმა განათლება მიიღოს პანსიონში.

ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს შპს “M--”-ის საკუთრებას - 2013 წლის 15 აპრილიდან

.

ჟ--–------------ე, ა----–---------–-----ე და ზ--------------ე ცხოვრობენ ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შპს “M--”-ის კუთვნილი უძრავი ქონების მომიჯნავედ და არიან მ------–--------–----------------.

 

ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ თავმჯდომარეს, რ-----------–--ესა და შპს “M--”-ის დირექტორს, მ------------------ შორის, 2----–-–ის პირველ აგვისტოს, 1 წლის ვადით დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც შპს “M--”-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ- ქ------–---ი, ლ------------ის ქუჩა №--, იჯარით გადაეცა ა(ა)იპ ქ--------–------–---------------------ას.

 

ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ა“ გეგმავდა აღნიშნულ მისამართზე მ----–--ი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნას, რომელიც მიზნად ისახავდა ა-------------–------ სოფლებში მცხოვრები მ----–--ი მოსწავლეებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობას. მსგავსი პანსიონი უკვე ფუნქციონირებდა ქ- ქ------–---ში, რ---------–ის ქუჩა №---ში, თუმცა ამ პანსიონის შენობის არასაკმარისი სივრცის გამო მოსარჩელე ორგანიზაცია გეგმავდა ახალი პანსიონის გახსნას და შესაბამისად ახალი სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რიცხვის გაზრდას. პანსიონის გახსნა იგეგმებოდა 2----–-–ის 1------------ისათვის. ამ მიზნით ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ მიერ დაიწყო ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობაში სარემონტო სამუშაოები და მზადება მისი სათანადო ინვენტარით აღსაჭურვად.

 

ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში პანსიონის გახსნის წინააღმდეგნი იყვნენ აღნიშნული შენობის გვერდით მცხოვრები მეზობლები, მათ შორის ა----–---------–-----ე, ჟ--–------------ე და ზ--------------ე.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს შპს “M--”-სა და ქ- ქ------–---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალგაყვანილობის სისტემაზე პასუხისმგებელ შპს ”ქ------–------–---–-” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს ”ქ------–------–---–-” უნდა განეხორციელებინა მოსარჩელე ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ სარგებლობაში არსებული ობიექტის წყალგაყვანილობის სისტემაზე დაერთება და ობიექტის აბონენტად აყვანა. მოსარჩელეების წარმომადგენლებისათვის მიწერილ 2015 წლის 1------------ის წერილში შპს ”ქ------–------–---–ი” მიუთითებდა, რომ აღნიშნულ მისამართზე გასული იყო კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლის გამო ვერ მოხდა სამუშაოების შესრულება. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და მუნიციპალიტეტის გამგეობა, მაგრამ სამუშაოების შესრულება მაინც ვერ მოხერხდა. აღნიშნულზე მიუთითებდა შპს ”ქ------–------–---–ი” ქ------–---ის გამგეობისათვის 2----–-–ის 5------------ს გაგზავნილ წერილშიც, სადაც აღნიშნავდა, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა შენობის კომუნიკაციის საკანალიზაციო ქსელზე დაერთება.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ პანსიონის გახსნის წინააღმდეგ, 2----–-–ის სექტემბრის დასაწყისში ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის წინ მოპასუხეებმა და სხვა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამართეს აქციები, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო. 2----–-–ის 1----------ერს კი დაახლოებით 13:00 საათზე, ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩა №---ში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რომელთა დიდი ნაწილი აღნიშნული ქუჩის მცხოვრებნი იყვნენ და თავს მ------–-----------–-------–- მიაკუთვნებდნენ, პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლის მიზნით, პანსიონის შესასვლელთან ღ-----------–-------–------–-------- დემონსტაციულად პანსიონის შენობის კარზე მ--------. პანსიონის შენობის წინ კი რ-------------------- აღმართეს.

 

მოპასუხე ჟ--–------------ე 2----–-–ის 1------------ის ფაქტთან დაკავშირებით მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში ასე ხსნის აქციის მონაწილეთა ქმედების მოტივს: ”ჩვენ ღ-------------–-ს ვუკავშირებთ იმას, რომ მ----–-------- სამყაროში, როგორც გაგვეგება, არ არის ღ----- მიღებული როგორც ს--------------------, ამიტომ ვიცით, რომ მათ ეზიზღებათ კიდეც”. აღნიშნული დაადასტურა მოპასუხე ჟ--–------------ემ სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტებაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2----–-–ის 1------------ის შემდეგ, ქ-ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩაზე მცხოვრებთა მიერ, რომელთაგანაც უფრო აქტიურობდნენ მოპასუხეები: ჟ--–------------ე, ა----–---------–-----ე და ზ--------------ე, დაწესდა 24 საათიანი მორიგეობა პანსიონის შენობასთან და ახორციელებდნენ ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ წევრების და სხვა მ----–--ი მოქალაქეების მიერ პანსიონის შენობის ტერიტორიაზე გადაადგილების კონტროლს. ასევე შეზღუდვა დააწესეს უშუალოდ პანსიონის შენობაში შესვლაზე.

 

2----–-–ის 15------------ს კი, როცა პანსიონი ოფიციალურად უნდა გახსნილიყო, აქციის მონაწილეებმა პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხის კონსტრუქციებით და მანქანის საბურავებით ჩახერგეს და ადგილზე მუდმივი მორიგეობა დააწესეს. 2----–-–ის 1-----------------ერს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ადგილობრივი მ----–--ები იმყოფებოდნენ შენობაში და მათ აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ მოპასუხე ფიზიკური პირები, არ აძლევდნენ შენობის დატოვების უფლებას, ხოლო მ----–-- მოსწავლეებს, რომლებიც გამოცხადდნენ სწავლის დასაწყებად, სადავო შენობის გვერდით მცხოვრებმა მეზობლებმა, მათ შორის ჟ--–------------ემ, ა----–---------–-----ემ და და ზ--------------ემ - არ მისცეს შენობაში შესვლის უფლება.

 

2----–-–ის 1------------ის შემდეგ, მოპასუხეთა მოთხოვნით, ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობაში დარჩენის უფლება მიეცა მხოლოდ 3 პირს, 2----–-–ის 2----------რის შემდეგ კი - მხოლოდ ერთს. პანსიონის შენობაში 2----–-–ის 2----------რის შემდეგ მხოლოდ მოსარჩელე კ---------ე რჩებოდა, ხოლო პანსიონის სხვა თანამშრომლებს შეეზღუდათ პანსიონში შესვლის უფლება. მოპასუხეთა მოთხოვნით, მოსარჩელეებმა პანსიონის შენობიდან გამოიტანეს ინვენტარიც. მოპასუხეები და აქციის სხვა მონაწილეები მედიისათვის მიცემულ ინტერვიუებში თავიდანვე ადასტურებდნენ პანსიონის თანამშრომლებისათვის და მ----–--ი მოსწავლეებისათვის ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობაში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და პანსიონის საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტს. აღნიშნული ფაქტი მათ დაადასტურეს სახალხო დამცველის წარმომადგენლისათვის მიცემულ განმარტებებშიც და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებებშიც.

 

სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2----–-–ის სექტემბრის თვეში ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის წინ მიმდინარე აქციების პერიოდში მოპასუხეები აკეთებდნენ ი--–-------------- განცხადებებს, ეწინააღმდეგებოდნენ სადავო შენობაში მ----–--ი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნას და 2----–-–ის 1------------ის შემდეგ მოპასუხეების და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან განგრძობითად ხორციელდებოდა ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ წევრების, პანსიონის მოსწავლეებისა და პანსიონთან ან მ----–-- თემთან კავშირში მყოფი სხვა პირებისათვის ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩა №---ში მდებარე შენობაში შესვლა-გამოსვლის კონტროლი, მათ შორის დაფიქსირდა სასმელი წყლის გადაკეტვის, ასევე მაღაზიაში მომსახურების მიღების ხელშეშლის ფაქტები. როგორც მოწმეების: დ------–-–--–--ის და რ-------------ის ჩვენებებით დადგინდა, ადგილი ჰქონდა პანსიონში დარჩენილი პირების საკვებით უზრუნველყოფისა და პანსიონში თავისუფლად გადაადგილების ხელშეშლისა და მათი შეურაცხყოფის ფაქტებს.

 

2----–-–ის 1----------ერს დ--------ში მცხოვრებმა შპს “M--”-ის წარმომადგენელმა მ-----------–--ემ განცხადებით მიმართა ქ------–---ის რაიონულ სამმართველოს აქციის მონაწილეების მხრიდან ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობის გადაწვისა და განადგურებისათვის განხორციელებული მუქარის შესახებ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული იქნა 100-ზე მეტი მოწმე და ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ქ------–---ის გამგებლის ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ------------ის ქუჩის მცხოვრებ აქციის მონაწილეებს, მათ შორის მოპასუხე ფიზიკურ პირებსა და ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ წევრებს შორის მორიგების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც ქ------–---ის გამგებელი, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლები. კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისულების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ თავმჯდომარე რ-----------–--ემაც, რომელმაც განმარტა, რომ საკითხის მოგვარების მიზნით არაერთხელ შეხვდა, როგორც ადგილობრივი მთავრობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.

 

სასამართლოს დასაბუთებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მხარებს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის მცხოვრებნი კვლავ ეწინააღმდეგებოდნენ შენობაში პანსიონის გახსნას, რის გამოც შენობასთან 2----–-–ის 1------------ის შემდეგ მობილიზებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც ტერიტორიაზე სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით დააწესეს მორიგეობა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობდნენ 2----–-–ის 1------------ის შემდეგ და არა 2----–-–ის 1------------ის ინციდენტის დროს, როცა ადგილი ჰქონდა ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობაზე ღ-----ს თ--------------ს. ამ მომენტისთვის პოლიციის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებდნენ. 2----–-–ის 1------------ის შემდეგ კი პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა აღნიშნული ტერიტორია, რათა არ მომხდარიყო რაიმე ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიციის თანამშრომლებისათვის, რომლებიც ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობდნენ 2----–-–ის 1------------იდან, - დახმარებისათვის არავის მიუმართავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების განმარტებებით დადგინდა, რომ ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2----–-–ის 1------------იდან - სექტემბრის ბოლომდე ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, მორიგეობდა პოლიციის მინიმუმ ორი თანამშრომელი მაინც, რათა არ მომხდარიყო მხარეებს შორის რამე ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება. როგორც ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეუნიშნავთ რაიმე ინციდენტი, რომელიც გამოიხატებოდა წესრიგის დარღვევაში და რომლისთვისაც საჭირო გახდებოდა მათი ჩარევა, ასევე მათთვის დახმარებისათვის არავის მიუმართავს.

 

სასამართლოს აღნიშვნით, მართალია, მოწმეების: დ------–-–--–--ის და რ-------------ის ჩვენებებით, ასევე მოსარჩელეების კ---------ის და ბ--------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პანსიონში დარჩენილთა საკვებით უზრუნველყოფაში ხელშეშლას და მათ შეურაცხყოფას, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ისიც, რომ მათ აღნიშნულის თაობაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის არ უცნობებიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონი, განსაზღვრავს საქართველოში რელიგიისადმი დამოკიდებულების მთავარ პრინციპებს, აგრეთვე განამტკიცებს პიროვნების სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. კონსტიტუციით სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი). კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. ამასთანავე, კონსტიტუცია ადგენს, რომ აღნიშნულ თავისუფლებათა შეზღუდვა დაუშვებელია, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი).

 

სასამართლომ განმარტა კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი).

 

საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. (მუხლი 39).

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსათვის სარჩელის მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს: ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა; ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს აღნიშვნით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ მათ მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული ქმედება, რის გამოც თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართეს სასამართლოს.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური ან გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად კი ირიბი დისკრიმინაცია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის ან ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად აქვს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია. იგივე პრინციპი გამომდინარეობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცენდენტური სამართლიდანაც.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.

 

კონვენციის მე-14 მუხლი ავსებს კონვენციის და მისი ოქმების იმ დებულებებს, რომლებიც მატერიალურ უფლებებს ითვალისწინებს. იგი დამოუკიდებლად არ არსებობს და შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ კონვენციის და მისი ოქმების მატერიალურ-სამართლებრივი დებულებებით უზრუნველყოფილ “უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან” დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, აკრძალულია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცია როგორც კონვენციის მე-14 მუხლით, ისე მე-12 ოქმის პირველი მუხლით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ საკითხი მოექცეს კონვენციის მე-14 მუხლის რეგულირების ქვეშ, აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია თუ მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ე.ი. არ ისახავს კანონიერ მიზანს და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (ევეიდა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). ევროპულმა სასამართლომ ასევე არაერთგზის აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებების უკან მდგარი დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენა კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებაა. აღნიშნული ეხება იმ საქმეებსაც, სადაც ძალადობრივ ქმედებებს ადგილი აქვს კერძო პირების მხრიდან. რელიგიურად მოტივირებული ძალადობისა და სისასტიკის თანაბარი საფუძვლით განხილვა იმ საქმეებთან ერთად, რომლებშიც მსგავსი არაფერია მოყვანილი, იმ ქმედებების განსაკუთრებულ ხასიათზე თვალის დახუჭვა იქნებოდა რომლებიც ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ფუნდამენტურ უფლებებს. (ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ).

 

მოსარჩელე ორგანიზაციის მითითებით, მათ იჯარით აიღეს ფართი, სადაც გეგმავდნენ მ----–--ი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნას. აღნიშნული მიზნად ისახავდა ა-------------–------ სოფლებში მცხოვრები მ----–--ი მოსწავლეებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობას. მოსწავლეები განათლებას საჯარო სკოლებში იღებდნენ, პანსიონში კი მათ საათნახევრის განმავლობაში უნდა ესწავლათ რელიგია, ხოლო დანარჩენი დრო საშინაო დავალებების მომზადებას და სხვადასხვა სააღმზრდელო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის უნდა დაეთმოთ. მოსარჩელეთა განმარტებებით პანსიონის გახსნა შეუძლებელი გახდა სწორედ მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ გამართული საპროტესტო აქციების, ხელშეშლისა და სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კანონით გათვალისწინებული უფლებები, რომელთა სარგებლობაშიც ხელი შეეშალათ მოსარჩელეებს უკავშირდება რელიგიისა და საკუთრებით სარგებლობის თავისუფლებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვებთან ერთად საქვეყნოდ ან განკერძოებით გააცხადოს თავისი რელიგია და რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვით და რიტუალებს აღსრულებით. ამავეს იმეორებს ”სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი.

 

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება ნიშნავს, რომ პირი არ შეიძლება დაექვემდებაროს მოპყრობას, რომლის მიზანია აზროვნების წესის შეცვლა. იგი ნიშნავს, რომ პირს აქვს უფლება, არა მხოლოდ გამოავლინოს თავისი რელიგია და მრწამსი, არამედ ასევე თავი შეიკავოს მისი გამოვლენისაგან. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება მოიცავს თავისუფლებას, პირს ჰქონდეს ან არ ჰქონდეს რელიგიური მრწამსი და იყოს ან არ იყოს რელიგიის მიმდევარი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-9 მუხლი იცავს როგორც უფლებას სწამდეს, ასევე რელიგიის გამოხატვის უფლებას, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, მაგალითად: აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვით და რიტუალების აღსრულებით. (ბესარაბიის მეტროპოლიტენის ეკლესია და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ). ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევად მიიჩნია საბერძნეთში იეღოვას მოწმეებისათვის რელიგიური რიტუალებისათვის განკუთვნილი შენობის გახსნის აკრძალვა (მანუსაკისი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ). სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რელიგიური ორგანიზაციების უფლება დააარსონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ან/და ასწავლონ თავისი რელიგია, არის კონვენციის მე-9 მუხლით დაცული უფლება.

 

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული უფლება, რომლის სარგებლობაშიც მოსარჩელეებს ხელი შეეშალათ მოპასუხე ფიზიკური პირების მოქმედებით, უკავშირდება სწორედ მოსარჩელეთა უფლებას გამოეხატათ საკუთარი რელიგია სწავლებით. აღნიშნული ასევე მჭიდრო კავშირშია განათლების მიღების უფლებისა და მშობელთა უფლებასთან ბავშვებმა მიიღონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

 

”პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებათა პაქტის” მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევაში კანონიერ მეურვეთა თავისუფლებას უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი მრწამსის შესაბამისად. მსგავსი შინაარსის უფლებას წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი. შესაბამისად მითითებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს, სახელმწიფოს გააჩნია როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა მშობელთა მრწამსის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის მიზნებისათვის დაზარალებულად შესაძლებელია განვიხილოთ მხოლოდ ბავშვის მშობელი. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელეების წამომადგენლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ უფლებაში სარგებლობის ხელშეშლის ნაწილში უნდა შეფასდეს სწორედ მოსარჩელე თ----------–--–ის უფლება მისი შვილისათვის, მისი მრწამსის შესაბამისად უსაფრთხო გარემოში, ხელშეშლის გარეშე მიეწოდებინა რელიგიური განათლება საჯარო სკოლის შემდეგ.

 

”ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს კანონით დადგენილი წესით აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პანსიონში უნდა ესწავლათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მათი მშობლების მრწამსის შესაბამისად, საჯარო სკოლაში სწავლისაგან თავისუფალ დროს, პანსიონში მიიღებდნენ მ------–-------ი რელიგიის საფუძვლებიდან გამომდინარე ზნეობრივ აღზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე ა(ა)იპ ქ--------–------–---------------------ას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეეძლო პანსიონის გახსნა, ხოლო თ----------–--–ს, როგორც ერთ-ერთ მშობელს, მისი მრწამსის შესაბამისად, უფლება ჰქონდა მიეცა თავისი შვილისათვის რელიგიური განათლების შესაძლებლობა.

 

ამდენად საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ფიზიკური პირების, როგორც ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან, თვითნებურად მოხდა სხვათა კანონიერ უფლებაში ჩარევა და მ----–--------ი პანსიონის გახსნისა და საქმიანობისათვის ხელშეშლა.

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დარღვეულია მოსარჩელეების საკუთრებით სარგებლობის უფლება.

 

სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. სახელმწიფო ვალდებულია არ ჩაერიოს და არ ხელყოს კერძო მესაკუთრის ინტერესები, ამასთან სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ხელი შეუწყოს უფლებით მშვიდობიან სარგებლობას და მის ფაქტობრივ რეალიზაციას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპით გათვალისწინებულ პირობებში.

საქმეში ”საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს მუხლი იცავს არა მხოლოდ მესაკუთრეს, არამედ ასევე მფლობელსაც, მაშინაც კი, როდესაც შენობა-ნაგებობა საკუთრება არ არის და მხოლოდ სარგებლობაშია. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მფლობელობის კონცეფცია არ იზღუდება მხოლოდ არსებული მფლობელობით, არამედ იგი ასევე მოიცავს სხვა საშუალებებს, რომელიც დაკავშირებულია განმცხადებლის შესაძლებლობასთან იდავოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებით ეფექტურად სარგებლობის სულ ცოტა გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ას“ ჰქონდა კანონიერი უფლება შეუფერხებლად ესარგებლა მის მიერ იჯარით აღებული უძრავი ნივთით, მდებარე ქ- ქ------–---ი, ლ------------ის ქუჩის №---ში. შეუფერხებელი სარგებლობა კი გულისხმობს, მოსარჩელეების მიერ მათ მფლობელობაში არსებული ობიექტის, კანონმდებლობის შესაბამისად მფლობელის მიერ შერჩეული მიზნობრიობით შეუფერხებელ სარგებლობას, მათ შორის პანსიონის გახსნის კუთხით.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ შეუფერხებელი სარგებლობის ნაწილს წარმოადგენს ზემოაღნიშნული ობიექტის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემაზე დაერთებაც.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სწორედაც მოპასუხე ფიზიკური პირების მოქმედებებით შეეშალათ ხელი ესარგებლათ საკუთრების უფლებით და დანიშნულებით გამოეყენებინათ მათ მფლობელობაში არსებული ქონება.

 

იმისათვის, რომ საკითხი მოექცეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-14 მუხლის მოქმედების სფეროში, აუცილებელია განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, როდესაც ძალადობრივი ქმედებები არის მოტივირებული უშუალოდ რელიგიური ნიშნით, ამ შემთხვევაში სასამართლო არ სთხოვს მხარეს ჰიპოთეტურად ამტკიცოს, რომ იგივე სახის ქმედება სხვა ჯგუფის მიმართ არ განხორციელდებოდა. მხარემ ამ შემთხვევაში უნდა აჩვენოს, რომ ქმედება რელიგიური ნიშნით იყო მოტივირებული, ხოლო მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ სადავოდ გამხდარი ქმედებები რელიგიური მოტივით არ იყო ჩადენილი.

 

ამდენად მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ იმის მტკიცების ტვირთი, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედებები ჩადენილი არ იყო მოსარჩელეთა სარწმუნოების გამო.

 

საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, რომელიც გაშუქდა მასმედიის საშუალებებით, ასევე პროტესტის შინაარსით, აქციის დროს ჩატარებული რელიგიური რიტუალებით, ასევე თავად ღ-----ს, როგორც მ----–--ებისათვის უ–-----------–------–---------–--ა და შენობაზე თ--------------- ფაქტით, ასევე მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების უფლებით სარგებლობაში ხელშეშლა და მათი არახელსაყრელ პირობებში აღმოჩენა განპირობებული იყო სწორედ მოსარჩელეთა რელიგიური კუთვნილებით. ამდენად სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების წარმომადგენლების მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირების მხრიდან ადგილი ქონდა მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციულ ქმედების განხორციელების ფაქტებს. შესაბამისად სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხე ფიზიკური პირების დავალდებულების ნაწილში შეწყვიტონ დისკრიმინაციული ქმედება და აუნაზღაურონ მოსარჩელეებს მორალური ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამასთან ამავე კოდექსის 413-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ მათ მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, რითაც მიადგათ ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.

 

”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა ასევე მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტშიც, რომლის თანახმადაც პირს უფლება აქვს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე სარჩელით მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურებას კანონმდებელი ავტომატურად განიხილავს პირისათვის პატივისა და ღირსების შელახვად და მას ავტომატურად აძლევს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას. მსგავს პრაქტიკას აყალიბებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც (საქმეზე ბეღელური საქართველოს წინააღმდეგ). შესაბამისად დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მოსარჩელეს აღარ სჭირდება დამატებით მისი არაქონებრივი უფლების დარღვევის ფაქტის დამტკიცება და დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობა ავტომატურად იძლევა მორალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას, ხოლო დამდგარი ზიანის სიმძიმის, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების და მორალური ზიანის მიმართ განცდების ინტენსივობის, შელახული უფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით სასამართლო განსაზღვრავს მორალური ზიანის ოდენობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოპასუხეებისაგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვენ სიმბოლურ თანხას ერთი ლარის ოდენობით.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესზე, რომლის თანახმადაც იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს და თვითონვე იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე მოითხოვდა.

 

ამდენად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც იყო კანონიერი და მოპასუხე ფიზიკურ პირებს ჟ--–------------ეს, ა----–---------–-----ეს და ზ--------------ეს უნდა დაკისრებოდათ მოსარჩელეების სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება _ ერთი ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

ზემოაღნიშნული წესი მოქმედებს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას. კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლში მითითებულია, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაცია კანონით დადგენილი ვალდებულებების დისკრიმინაციულ შეუსრულებლობაში გამოიხატა, რაც მისი მხრიდან რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ქცევის შეწყნარებასა და დაშვებას განაპირობებს. სარჩელში მითითებული გარემოებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო დისკრიმინაციული მოტივით.

 

”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ”ბ” პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს. ევროპული კონვენციის შესაბამისად კი სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს კონკრეტულ გარემოებებში გონივრული ზომები და უნდა დაიცვას ქვედა ზღვარი. ექსტრემალურ შემთხვევაში სახელმწიფო შესაძლოა ვალდებული იყოს ამოავსოს ის სამართლებრივი ვაკუუმი, საიდანაც დისკრიმინაცია მომდინარეობს.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გატარდა რიგი ღონისძიებები, კერძოდ 2----–-–ის 1----------ერს შსს ქ------–---ის რაიონულ სამმართველოში შესული განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო ლ------------ის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების მხრიდან განხორციელებული ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობის გადაწვისა და განადგურების მუქარის ფაქტზე, დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, დაკითხული იქნა 100-ზე მეტი მოწმე და ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება. მხოლოდ ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, არ შეიძლება ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტად, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გამოძიების გაჭიანურება მოხდა განზრახ და იგი გამოწვეულია რომელიმე მხარის რელიგიური კუთვნილების გამო. ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ მითითებულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წერილობით მიმართა ა---------------–--------–---–---------------------------–------მა. გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და წერილობითი მიმართვები შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას, აღნიშნული ეცნობა ა---------------–--------–---–---------------------------–------ს. გარდა აღნიშნულისა, თავად სარჩელშიც არის მითითებული იმის თაობაზე, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევების ფაქტები და სამი პირის მიმართ სასამართლომ მიიღო დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აქციის მონაწილეებს ანუ ქ- ქ------–---ში ლ------------ის ქუჩის მცხოვრებლებს, მათ შორის მოპასუხე ფიზიკურ პირებს და ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ წევრებს შორის მორიგების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც ქ------–---ის გამგებელი, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ასევე მხარეებს შორის მიმდინარე კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც ქ------–---ის გამგებელმა განმარტა, პოლიციის ორგანოებს მან მიმართა, რომ განეხორციელებინათ პრევენციული ღონისძიებები, რათა არ მომხდარიყო კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის რაიმე დაპირისპირება. დადგენილია, რომ ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობასთან 2----–-–ის 1------------ის შემდეგ მობილიზებული იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და კონფლიქტის გამოვლენის შემდგომ მუდმივად კონტროლირდებოდა აღნიშნული ტერიტორია, რათა მხარეებს შორის არ მომხდარიყო ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობდნენ 2----–-–ის 1------------ის შემდგომ და 2----–-–ის 1------------ის ინციდენტის დროს, როცა ადგილი ჰქონდა ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობაზე ღ-----ს თ--------------ს, პოლიციის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებდნენ, ისინი გამოძახებული იქნენ ზემოაღნიშნული ინციდენტის შემდეგ. შესაბამისად მოსარჩელეების წარმომადგენლების მტკიცება იმის თაობაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოვლენილი იქნა აბსოლუტური პასიურობა, რაც მათი რელიგიური იდენტობით არის განპირობებული, არის სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ”გ” პუნქტის თანახმად, პოლიცია უფლებამოსილია დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები. სასამართლო იზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებას იმის თაობაზე, რომ სწორედ ასეთი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით იქნა დაწესებული მუდმივი მორიგეობა და 2----–-–ის 1------------ის შემდეგ პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის №---ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორია, რათა არ მომხდარიყო რაიმე ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება. ასევე საქმის განხილვისას დადგენილ იქნა, რომ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მორიგეობდნენ 2----–-–ის 1------------იდან ქ------–---ში ლ------------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი მორიგეობის განმავლობაში არ შეუნიშნავთ რაიმე ინციდენტი, რომელიც გამოიხატებოდა წესრიგი დარღვევაში და რომლისთვისაც საჭირო გახდებოდა მათი ჩარევა, ასევე მათთვის დახმარებისათვის არავის მიუმართავს.

 

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია იმის თაობაზე, რომ ყველა ქმედება, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან (მათ შორის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და სხვა) და ის გარემოება, რომ დღეისათვის ამგვარი ფაქტები აღკვეთილია, მიუხედავად დაპირისპირებისა, მიუთითებს, რომ პოლიციის მხრიდან ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის განსახორციელებლად. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო ასევე იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, შს სამინისტრო მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ინტერესების დაცვით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, ხელისუფლების როლი მდგომარეობს არა დაძაბულობის მიზეზის აღმოფხვრაში პლურალიზმის გამორიცხვის გზით, არამედ იმის უზრუნველყოფაში, რომ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დამკვიდრდეს შემწყნარებლური განწყობა. სახელმწიფოს ეს ფუნქცია ხელს უწყობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, რელიგიური მშვიდობისა და შემწყნარებლობის დამკვიდრებას დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ის, თ----------–--–ის წარმომადგენელმა ე--------------–---–მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტების განმარტებით, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ როგორ გამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა მოქალაქეთა უფლებების დაცვის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს თავიდანვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ქ- ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩა №---ში განვითარებული მოვლენების საფრთხე და სწორედ ამის გამო იქნა მიღებული გადაწყვეტილება 2----–-–ის 1------------იდან პოლიციის მუდმივი მორიგეობის თაობაზე, შესაბამისად სასამართლო საერთოდ არ აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიტიურ ვალდებულებას მოახდინოს აღნიშნული შემთხვევის მსგავსი საფრთხეების პირობებში სამართალდარღვევების პრეზუმფცია, განტვირთვა, პირთა უფლებების პროაქტიული დაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად პასიური დაკვირვების ინსტრუმენტად ქცევა, რომელიც მხოლოდ რეაქციულ საქმიანობას ახორციელებს უშულოდ დაზარალებული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სხვა მხრივ კი მთლიანად გამოთიშულია პროცესიდან იმის მიუხედავად მისთვის აღქმადია თუ არა სამართალდამრღვევის ქმედება. ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ზომები, როგორც კი მოხდება ოფიციალური საჩივრის შეტანა. საჩივრის არარსებობის შემთხვევაში კი უნდა ჩაატაროს გამოძიება, თუკი არსებობს სხვა მკაფიოდ მინიშნებები იმისა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდა წამებას ან სასტიკად მოპყრობას, ამ კონტექსტში ოპერატიულობისა და გონივრულ ფარგლებში დაჩქარების მოთხოვნა ნაგულისხმევია. სასტიკად მოპყრობის შესახებ ბრალდების გამოძიების პროცესში ხელისუფლების ორგანოების ოპერატიულ რეაგირებას, ზოგადად შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად მათ მიერ კანონის უზენაესობის დაცვის დროს და უკანონო აქტების ჩადენაზე თანხმობის ან შემწყნარებლური დამოკიდებულების ნებისმიერი თავიდან აცილების დროს. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის კარგად იყო ცნობილი როგორც საფრთხეების ისე განგრძობადი დისკრიმინაციის თაობაზე.

 

აპელანტების განმარტებით, ა---------------–--------–---–---------------------------–------ის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი იქნა არაერთი განცხადება რომელშიც დეტალურად აღიწერა მ----–---------ს წარმომადგენლების მიმართ მუქარისა და დევნის ფაქტები, მაგრამ სხდომაზე დაკითხულმა სამართალდამცავებმა საერთოდ გამორიცხეს მსგავსი ინფორმაციის მიღება, რაც პირდაპირ მიუთითებს მათი მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევაზე.

 

გამოძიების ეფექტურობა ნიშნავს საქმეზე ფაქტების დადგენასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა-დასჯას, მოცემულ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან დანაშაულებრივ ფაქტებზე ოპერატიული და ეფექტური რეაგირება არ განხორციელებულა. მსგავსი განგრძობადი დევნისა და დისკრიმინაციის მიუხედავად, 2----–-–ის დეკემბრიდან დღემდე გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ლ------------ის ქუჩა №---ში მდებარე პანსიონის შენობის გადაწვის მუქარის ფაქტზე. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მრავალჯერადი მიმართვის მიუხედავად, მ----–---------ს არცერთ წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი არ მინიჭებია.

 

საქალაქო სასამართლოს არ შეუფასებია რამდენად სწორად იქნა გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მის ხელთ არსებული მექანიზმები მ----–--ი მოსახლეობის უფლებების დასაცავად. მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ 24 საათიან მორიგეობას, მაგრამ მათ მიერ არ განხორციელებულა ,,პოლიციის შესახებ’’ კანონის მე-8, მე-11, მე-16 და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიციის თანამშრომლები თავიანთ ჩვენებებში უარყოფენ 24 საათიანი მორიგეობის დროს პანსიონის ტერიტორიაზე რაიმე ინციდენტს. მსგავსი სახის უარყოფა კი მიუთითებს პოლიციის არაეფექტურობაზე, მიმდინარე პროცესების მიმართ ინდიფერენტულობასა და ადგილობრივი დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე.

 

აპელანტების განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლო ადგენს მოპასუხე ფიზიკური პირების მხრიდან განხორციელებულ ხელშეშლისა და რელიგიური ნიშნით განგრძობადი დისკრიმინაციის გარემოებას, ხოლო შს სამინისტროს წარმომადგენლები ყველაზე მძიმე ეპიზოდებში ადგილზე იმყოფებოდნენ (განსაკუთრებით კი 2----–-–ის 15------------ის შემდეგ, როდესაც პოლიციის მორიგეობა დაწესდა) მათთვის კარგად აღქმადი უნდა ყოფილიყო მოპასუხე ფიზიკური პირების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები.

 

აპელანტების განმარტებით, პოლიციელები შემთხვევის ადგილზე უფლების შეზღუდვის ხილული შემთხვევების მიუხედავად ღიად უარყოფენ პანსიონის გახსნისთვის ხელის შეშლის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს და აღმოჩნდნენ ,,ბრმები” 1------------ის შემდეგ მ----–--ების მიმართ გამოვლენილი განგრძობადი დევნის ფაქტებზე, რაც თავისთავად შეიძლება განვიხილოთ როგორც მოპასუხე სამინისტროს გულგრილობისა და პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ისა და თ----------–--–ის სააპელაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადმოეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ის, თ----------–--–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ ქ--------–------–---------------------ის, კ---------ის, ბ--------------ის, თ----------–--–ის მიერ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით (Nბს-864-860 (კ-17)) ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ის, თ----------–--–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მოსარჩელე აპელანტთა მოთხოვნას წარმოადგენდა, როგორც მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება დისკრიმინაციის მოტივით პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ასევე პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უფრუნველყოფა, რაც ასევე მოიცავდა შენობის წინ არსებული ბარიერების მოშლას. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად, აპელანტების წარმომადგენელმა მოცემული დავის ფარგლებში საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველეყო მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონის შენობაში უსაფრთხო და თავისუფალი შესვლა და საქმიანობა; დაუყოვნებლივ აღეკვეთა მოსარჩელეებისა და მ----–---------ს წარმომადგენლების მიმართ პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები და სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება ერთი ლარის ოდენობით. აპელანტებმა მოთხოვნა მხოლოდ ხელოვნური ბარიერების ნაწილში მოხსნეს, იმ მოტივით, რომ იგი მუნიციპალიტეტმა დაასუფთავა. ამასთან, აპელანტების წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არაერთგზის აღნიშნა, რომ პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობას ვერ ახერხებდნენ. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ანაზღურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მსჯელობის გარეშე დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა. იმ პირობებში, როდესაც აპელანტების წარმომადგენელი ადასტურებდა მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობას, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი ფაქტები აღკვეთილი იყო, რაც ადასტურებს საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევასა და აღნიშნულ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობას.

 

საკასაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი სარჩელის უმთავრეს მიზანს სწორედ პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებისაკენ. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების დავალების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს ამავე კოდექსის 331 მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს (მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე) მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების ვალდებულების დადგენას.

 

ქმედების განხორციელების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განმსაზღვრელი ნორმა. უფლების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება კი შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე მოქმედების განხორციელებაზე ან მოქმედებისგან თავის შეკავებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სამინისტროსთვის პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის დავალების წინაპირობას წარმოადგენს საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ვინაიდან სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას საქმეზე უნდა დასტურდებოდეს დღეის მდგომარეობით მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მითითებულ ნაწილში საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ამჟამად არსებული მდგომარეობა პანსიონით სარგებლობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

01.03.2019 წელს ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ის, თ----------–--–ის წარმომადგენელმა დ--------------–მა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დააზუსტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა - პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა - გულისხმობდა მოპასუხის დავალდებულებას უზრუნველეყო:

- პანსიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათიანი მორიგეობა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში;

- პანსიონის ადმინისტრაციის თანამშრომლების, ბენეფიციარებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისთვის პანსიონის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნა;

- არ დაუშვას, ხოლო არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ აღკვეთოს, მოსარჩელეებისა და მ----–---------ს წარმომადგენლების მიმართ პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მუქარისა და იძულების ფაქტები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებისაკენ. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ფუნქციის განხორციელების სამართლებრივი ფორმა, ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევებში მმართველობითი ფუნქციის განხორციელების თაობაზე, თუ სახეზეა ასეთი დავალდებულების მოთხოვნით სარჩელის წარდგენის პროცედურული წინაპირობები.

 

მოსარჩელეთა მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების დავალების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს ამავე კოდექსის 331 მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელით პირი სასამართლოს მიმართავს არსებული მდგომარეობის შეცვლის და შესაბამისად, მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევის მიზნით. სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული საკასაციო პალატის მითითება, რომ მოპასუხე სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას საქმეზე უნდა დასტურდებოდეს დღეის მდგომარეობით მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2----.2019 წლის MIA 1------------ წერილით ირკვევა, რომ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონულ სამმართველოში ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ მფლობელობაში არსებული პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის ფაქტზე რაიმე სახის შეტყობინება, განცხადება ან მომართვა არ შესულა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ -,,112-ის“ დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის 2----.2019 წლის MIA 9------------ წერილით ირკვევა, რომ შსს სსიპ ,,112-ში“ 2016 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 01 იანვრამდე პერიოდში, ქ-ქ------–---ში, ლ------------ის ქუჩის N13-ში ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ მფლობელობაში არსებული პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ იძებნება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა (მუხ. 1.1 და 1.2). პოლიცია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებება, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხ. 3).

 

საზოგადოებრივი უსაფრთხოება არის პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა, ხოლო მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემაა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას (მუხ. 2. ქ/პ - „ა“ და „ბ“).

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლით, პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. 5.4 მუხლით, პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით.

 

პოლიცია თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს (მუხ. 8.1). კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს (მუხ.10.2). კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე (მუხ.10.3). პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა (მუხ.11).

 

ხსენებული კანონის 12.1-12.3 მუხლებით, საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს. 16.1 მუხლით, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის (ვითარების, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს) თავიდან აცილება.

 

პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების (უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ლ“ ქ/პ). საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. პოლიციელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება. პოლიციელს მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. საფრთხის აღკვეთისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიების არსებობისას საკმარისია ერთ-ერთის გამოყენება (მუხ.13).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 6.1 მუხლით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. 6.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

სამართლებრივი წესრიგი ავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება, რაც გულისხმობს როგორც პირთა უფლებების, ისე საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობის უზრუნველყოფას. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს (მუხ. 18). როგორც ზევით აღინიშნა, კანონით მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად პოლიცია მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე და თავად წყვეტს _ განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება, მას მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. ამდენად, პრევენციული ღონისძიების თუ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების შერჩევა, მათი პრიორიტეტულობა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას განეკუთვნება, რაშიც სასამართლო ვერ შეიჭრება. სასამართლო უფლებამოსილია მხოლოდ გააკონტროლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლები _ რამდენად ემსახურება კონკრეტული ღონისძიების გამოყენება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და არის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული ან ხომ არ აქვს ადგილი უმოქმედობას, რითაც საფრთხე ექმნება კანონით დაცულ სიკეთეს - საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს სასამართლოს ისეთ იურისდიქციას, რომელიც ყოველთვის მისცემს მას შესაძლებლობას მიხედულების საფუძველზე სპეციალიზებულ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ჩაანაცვლოს ადმინისტრაციულ ორგანოთა მოსაზრება საკუთარით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20.10.15წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფაზია ალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Fazia Ali v. the United Kingdom) § 77; 22.10.1995წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ბრაიანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Bryan v. the United Kingdom) §47). კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს იმ დონის იურისდიქციის ხელმისაწვდომობას, რომელსაც შეუძლია სრულიად უგულებელყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21.07.11წ. გადაწყვეტილება შპს „სიგმა რადიო ტელევიზია“ კვიპროსის წინააღმდეგ (Sigma Radio Television LTD. v. Cyprus) § 153).

 

საართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის მიხედვით, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 177.3 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. 180.2 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.

 

ამდენად, დღეის მდგომარეობით მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა არ დასტურდება, სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით აპელანტს (მოსარჩელე) მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი _ რომ სასამართლო გადაწყვეტილებით განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება საპოლიციო ღონისძიების განხორციელებაზე - არ არსებობს, რაც წარმოდგენილი სააპელაციო და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას განაპირობებს.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის გამო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისა და სამინისტროს მხრიდან მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხზე რეაგირების (ქმედების) განუხორციელებლობა, ამდენად არ არსებობს სამინისტროსთვის პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის დავალების წინაპირობა.

 

საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ისა და თ----------–--–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“, კ---------ის, ბ--------------ისა და თ----------–--–ის სარჩელზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულებაზე უარის თქმის) ნაწილში;

 

3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი - ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა N32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

 

გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი