გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2020
საქმის ნომერი
010310019003271753
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0-----------------

N3-56----–

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31.01.2---–--–- ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

 

მოსარჩელე - ბ-–-------------–---------------–------------------------

 

მოპასუხე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნისა და მრჩევლობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ს------------------------------–-–----------------------------------–------–------–------------------–-------------–----–------------------–---------------------–----–---

 

დავის საგანი - დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დადგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობა ბ-–-------------------- და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნისა და მრჩევლობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თ---------------------–-–----------------------------------–------–------–------------------–--------------–----–-------------------–--------------------------–----–---- დაეკისროთ დისკრიმინაციული მოპყრობის შ-----------–----------------------------–- მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულ მოპასუხეს 01 (ერთი) ლარის ოდენობით.

 

დავის მოკლე შინაარსი: ბ-–---------- მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს - მრჩეველთა კანდიდატურების შესარჩევ ღია კონკურსში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საბუთების შეტანის დროს იგი იყო მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრი, კონკურსში მონაწილეობას იღებდა სულ 23 კანდიდატი, კომისიამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლის, გასაუბრებების და კენჭისყრის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 13 კანდიდატი შესთავაზა, რომელთა შემადგენლობაში ბ-–---------- არ შედიოდა.

 

მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნისა და მრჩევლობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2019 წლის 1-ელი ოქტომბრის N7 განკარგულებით შექმნილი კომისიის მიერ, უმაღლესი საბჭოსთვის მრჩევლის კანდიდატად წარდგენაზე უარი განპირობებული იყო - დისკრიმინაციული მოტივით, კერძოდ, პოლიტიკური ნიშნით. ბ-–---------- აკმაყოფილებდა ყველა იმ პირობას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლობის კანდიდატს წარედგინება. მხარის კონსტიტუცით დაცულ უფლებას წარმოადგენს იგი წარდგენილიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელისთვის მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა ერთ-ერთ გადაცემაში კომისიის წევრმა განმარტა, რომ საკუთარი გადაწვეტილება მიიღო ბ-–----------------–----------------------- - ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთნ კავშირის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. ამავე კოდექსის 3635-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ან გადაწყვეტილება დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, 1. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; 2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის ფაქტი, რომ ბ-–----------, როგორც მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრი, ვერ გახდა მრჩეველთა საბჭოს კანდიდატი პოლიტიკური საფუძვლით და აღნიშნულის დასტურად სახეზეა მთელი რიგი მტკიცებულებები, კერძოდ: 1. ბ-–---------- 2013 წლიდან ითვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად; 2. მრჩეველთა საბჭოს წერვობაზე გამოცხადებულ ახალ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის მომენტში იყო მრჩეველთა საბჭოს წევრი; 3. საკონკურსო კომისიის მიერ გადავიდა გასაუბრების ეტაპზე, თუმცა გასაუბრების შემდგომ აღარ დასახელდა მრჩეველთა საბჭოს კანდიდატად; 4. ბ-–---------- სრულად აკმაყოფილებდა მრჩეველთა საბჭოს კანდიდატისთვის დადგენილ სტანდარტებს; 5. რადიოს ეთერში ერთ-ერთმა წევრმა ისაუბრა მოსარჩელის კავშირზე პოლიტიკურ პარტიასთან და სწორედ ეს მიუთითა ბ-–----------- კანდიდატად დასახელებაზე უარის თქმის მიზეზად.

ზემოაღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები, საკმარისია მტკიცების იმ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, რაც მოსარჩელე მხარეს ეკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნისა და მრჩევლობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრის 2----–-–---------------------- განკარგულებით შექმნილმა კომისიამ (წარმომადგენლები), ე-----–--------------–----–-------------------–-------------------------–----–---- სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმნენ შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2----–-–---------------------- განკარგულებით შექმნილი კომისია კონკურსის მიმდინარეობისას ხელმძღვანელობდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტისა და საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების შეფასებისას კომისია მოქმედებდა დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსანტების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას ადგილი არ ჰქონია.

 

საკონკურსო კომისიას თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჰქონდა, რომ გასაუბრება უნდა წარმართულიყო შეკითხვების მეშვეობით. გასაუბრების შედეგების სუბიექტურობის შემცირებისა და პროცესის მიმართ სანდოობის გაზრდის საფუძვლით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ გასაუბრების მსვლელობა ასახულიყო ტექნიკური საშუალებებითაც. კომისიამ მოუსმინა 19 კანდიდატს, მაქსიმალური ობიექტურობისთვის ყველა კანდიდატს ძირითადად დაესვა ერთი და იგივე შეკითხვა. მოსარჩელე ბ-–---------- იყო ისეთივე პირობებში, როგორც სხვა დანარჩენი კონკურსანტები.

 

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 355-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მრჩევლობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში. ბ-–---------- აკმაყოფილებდა ამ დანაწესს. კანონი კონკურსანტს ასევე ავალდებულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფციის წარდგენას, თუმცა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კონცეფცია, კანონით გათვალისწინებული არ არის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2019 წლის 4 ოქტომბრის N66 გადაწყვეტილებით დამტკიცებული - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებით განისაზღვრა დამატებითი კრიტერიუმები.

ბ-–----------მ ვერ დააკმაყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული შეფასების დამატებითი გონივრული პირობები, მის მიერ წარდგენილი კონცეფცია შემუშავებული იყო ჯერ კიდევ 2009 წელს, კანდიდატს არ ჰქონდა სწორი და შესაბამისი ხედვები მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით, რის გამოც მხარემ მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო ის გარემოება, რომ საკონკურსო განაცხადის შეტანის დროს ბ-–---------- იყო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ეს არც პრივილეგიას და არც შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს საკითხის გადაწყვეტისას. ის გარემოება, რომ გასაუბრების ეტაპზე ყველა კონკურსანტი თანაბარ პირობებში იმყოფებოდა, დასტურდება გასაუბრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერითაც.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2----–-–----- ოქტომბრის დადგენილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად არჩეულ იქნა ბ-–----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2----–-–----- ოქტომბრის დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2----–-–---------------- N-------------–----- გამოცხადდა საზოგადოებრივი მაუწყებლის - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2019 წლის 4 ოქტომბრის N66 გადაწყვეტილებით, დამტკიცდა მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნისა და მრჩევლობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2----–-–----------------------------------–------–---------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2----–-–---------------- N6 განკარგულება;

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2019 წლის 4 ოქტომბრის N66 გადაწყვეტილება;

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრის 2----–-–---------------------- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.3. 2019 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2----–-–---------------------- განკარგულებით შექმნილი კომისიის სხდომა, რომლის გადაწყვეტილებითაც დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარედგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის შემდეგი კანდიდატები: 1. დ-------–------- 2. ს----------------; 3. ნ---------------; 4. რ----–------------ ა-----–----------–---–-; 6. თა---–-------–---- 7. გ--–-----------------; 8. რ----–------------- 9. ფ------------–------ 10. ს--------–------–---- 11. გ-------–-----; 12. ე---------------------. თ------–--–-------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი N4;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნისა და მრჩევლობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2----–-–---------------------- განკარგულებით შექმნილი კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა დისკრიმინაციულ ქმედებას, ბ-–----------სთან დაკავშირებით და ამ საფუძვლით მოხდა თუ არა გადაწვეტილების მიღება აჭარის ტელევიზია და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის - მრჩევლის პოზიციაზე ბ-–----------- წარდგენის საკითხის განხილვისას, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ბ-–----------- მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

აღნიშნული განმტკიცებულია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, რომლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

 

ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - ბ-–----------- მოთხოვნა დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი და მოპასუხეს - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნისა და მრჩევლობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თ---------------------–-–----------------------------------–------–------–------------------–--------------–----–-------------------–--------------------------–----–---- დაევალოთ დისკრიმინაციული ქმედებების გამო მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი - სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.

 

კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა

 

აღნიშნული კანონის მე-15-ე მუხლი ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივი სტატუსს, რომლის შესაბამისად, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

 

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის III1 თავი (351 მუხლი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსს, რომლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

აღნიშნული კანონის 355-ე მუხლის თანახმად, 1. მრჩევლის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით. 2. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მრჩევლის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა არ იქნა წარდგენილი, კანდიდატურების წარდგენის ვადა 15 კალენდარული დღით გრძელდება, რის თაობაზედაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საჯაროდ განაცხადებს. 3. მრჩევლობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში. 4. მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იმავე ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს მრჩევლობის კანდიდატების სიას. კანდიდატი ვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, ასევე მონაწილეობა მიიღოს დებატებში, რომლებიც გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე.

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის - ბ-–-------------------- დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, პოლიტიკური ნიშნით, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის გამო. აღნიშნული კი გამოიხატა იმავე გარემოებებში მყოფი პირებისაგან - სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებაში. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბ-–---------- 2013 წლიდან ითვლებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად; მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე გამოცხადებულ ახალ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის მომენტში იყო მრჩეველთა საბჭოს წევრი; საკონკურსო კომისიის მიერ გადავიდა გასაუბრების ეტაპზე და სრულად აკმაყოფილებდა მრჩეველთა საბჭოს კანდიდატისთვის დადგენილ სტანდარტებს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით იგი სხვა კანდიდატებთან ერთად არ იქნა წარდგენილიყო უმაღლესო საბჭოსთვის დასამტკიცებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია ინდივიდებს მისცეს საშუალება თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-11 მუხლი ადგენს, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. კონსტიტუციის მე-11 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

 

სასამართლო მიუთითებს ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

 

ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა შესაბამისი მტკიცებულებებით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ბ-–---------- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2----–-–----- ოქტომბრის დადგენილებით, არჩეულ იქნა - საზოგადოებრივი მაუწყებლის - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად. მან მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2----–-–---------------- N-------------–----- გამოცხადებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში.

 

დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2----–-–---------------------- განკარგულებით შექმნილმა კომისიამ, 2019 წლის 16 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარედგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის შემდეგი კანდიდატები: 1. დ-------–------- 2. ს----------------; 3. ნ---------------; 4. რ----–------------ ა-----–----------–---–- ; 6. თა---–-------–---- 7. გ--–-----------------; 8. რ----–------------- 9. ფ------------–------ 10. სტ--–------–-------; 11. გ-------–-----; 12. ე---------------------. თ------–--–-------

 

დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ბ-–----------მ დააკმაყოფილა კონკურსის პირველი ეტაპის კრიტერიუმები, რაც უკავშირდებოდა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. თუმცა, კონკურსის მეორე ეტაპზე განხილულ იქნა მის მიერ წარდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომელიც კანდიდატის მიერ ჯერ კიდევ 2009 წელს იყო შეთავაზებული ტელევიზიის ადმინისტრაციისათის. საკონკურსო კომისიამ ჩათვალა, რომ რამდენიმე წლის წინ მომზადებული მოსარჩელის მიერ წარდგენილი კონცეფცია არ იყო შესაბამისი არხის განვითარების, რედაქციული დამოუკიდებლობის, ეფექტიანი სამაუწყებლო პოლიტიკის ჩამოყალიბების, ძლიერი საინფორმაციო სამსახურის შექმნისა და სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნებისა, რის გამოც, კონცეფცია შეფასდა როგორც სუსტი და დაბალი ხარისხის მქონე. საბოლოდ, საკონკურსო კომისიამ ბ-–----------- კანდიდატურის განხილვისას და მასთან გასაუბრებისას დაადგინა, რომ მას არ ჰქონდა სწორი ხედვები მისი სამომავლო საქმიანობის შესახებ საკონკურსო პოზიციაზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას პოლიტიკური ნიშნით, რამდენადაც, ამგვარ მტკიცებას საფუძვლად უდევს საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრის ა--–----–---------------- განცხადების შინაარსი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მან ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლიდან (დეფინიცია: პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას) გამომდინარე, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის გამო ხმა არ მისცა ბ-–----------ს, მრჩეველთა საბჭოს წევრის - მრჩევლის პოზიციაზე წარსადგენად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის მხოლოდ და მხოლოდ ერთი წევრის ზემოაღნიშნული განცხადება, მისი მოსაზრება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობის ფაქტის შესაბამის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რამდენადაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებებით, აღნიშნული არ დადასტურდა.

ამდენად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრის განცხადება არის მხოლოდ მისი სუბიექტური მოსაზრება და არ არის კავშირში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულია, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

ამდენად, იმისთვის, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია დადგინდეს მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხის მიერ ბ-–-------------------- დისკრიმინაციული მოპყრობა.

 

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის). ასევე, ზიანის არსებობის შემთხვევაში უნდა არსებობდეს მიმყენებლის ბრალი და ბრალი დადასტურებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ანუ მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს აღნიშნული პირობები კუმულაციურად: ამ პირობების ერთობლივად არსებობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების იურიდიულ შემადგენლობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, როგორც უკვე აღინიშნა, დამდგარი ზიანის არსებობა საქმეში არსებული მტკიცებულებებით საერთოდ ვერ იქნა დადასტურებული.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2-ე, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბ-–----------- სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნისა და მრჩევლობის კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2----–-–---------------------- განკარგულებით შექმნილი კომისიის, ე-----–---------, ა--–----–----------------, ლ-------------- და მ------–----–---- მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე