განაჩენი

სისხლის სამართლის 31.12.2018
საქმის ნომერი
330100118002681515
ინსტანცია
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002681515

საქმე №1ბ/1664-18

PP

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ--------------ის

მსჯავრდებულის: გ-----------------–---–ის

ადვოკატის: თ-------------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ-----------------–---–ის მიმართ. გ-----------------–---–ი დაბადებულია 1----–-–-----------------ს. საქართველოს მოქალაქე, პირადი № 2----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: კ----- რაიონი, სოფელი თ--–----, ფაქტიურად მცხოვრები: ქ. თ---–-------------–---–-----------------------5-ში. მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს 2018 წლის 13 სექტემბერს ქ. თბილისში დაუდგინდა ნარკოტიკული სასუალება ,,ამფეტამინის“ და მეტამფეტამინის“ უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:

 

გ-----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 ნოემბრიდან.

 

გ-----------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-----------------–---–მა და მოითხოვა არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის - გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის დ--------------ის მიერ ზემდგომი პროკურორის დ--------------–---–ის თანხმობით წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა გ-----------------–---–მა ადვოკატ თ-------------ესთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

 

სახელმწიფო ბრალდებამ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა მსჯავრდებულ გ-----------------–---–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი პირობებით:

 

გ-----------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო გ ანაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ გ-----------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მოითხოვა თავისუფლების აღკვეთაის განსაზღვრა 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით მოითხოვა ჯარიმის დაკისრება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ გ-----------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

გ-----------------–---–ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 ნოემბრიდან და გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

გ-----------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა დაზუსტებული შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ-----------------–---–თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული გ-----------------–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული გ-----------------–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება გ-----------------–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით, ნარკოლოგიური შემოწმების №7------ დასკვნით, გ-----------------–---–ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად გ-----------------–---–ი, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის დ--------------–---–ის თანხმობით 2018 წლის 28 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ დ--------------ეს, მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ თ-------------ეს შორის;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში გ-----------------–---–ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;

 

გ-----------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით.

 

გ-----------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ გ-----------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

გ-----------------–---–ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 ნოემბრიდან და იმის გათვალისიწნებით, რომ ამ განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვე და 13 (ცამეტი) დღის ვადით რეისათვის უკვე მოხდილია, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გ-----------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა გ-----------------–---–ს დაეწყოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისთანავე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე