განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001467482
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 3ბ/691-18 16 მაისი 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე – მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლე------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. ლე------------–-–---–მა 2016 წლის 12 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის №0------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების შესახებ.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლე------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის №0------- გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლე------------–-–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების შესახებ.
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის 2017 წლის 24 მარტის №0------ წერილით სახელმწიფო გასაცემლების ერთიანი სააღრიცხვო ბაზის ინფორმაციით, ლე------------–-–---–ს (პ/ნ: 0----------) სახელმწიფო კომპენსაცია (პენსია) უშიშროების სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით (კალენდარული - 15 წელი, საერთო სტაჟი - 20 წ. 9 თვე და 4 დღე, ნამსახურობის სტაჟი - 20 წ. 9 თვე და 4 დღე) დანიშნული აქვს 1994 წლის 16 აპრილიდან, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 ოქტომბრის №973 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების შესაბამისად.
1.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის მიერ, 2010 წლის 24 მაისს გაიცა №0---------- ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ თ---------------–--------–-------- - ლე--------------–-–---–ი (პ/ნ: 0----------) იღებს კომპენსაციას უშიშროების სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით და მისი ოდენობა შეადგენს - 143, 76 ლარს.
2.1. სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლე------------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 6 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის №3-------- გადაწყვეტილებით, სადაც მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 6 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ლე------------–-–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის №3-------- განჩინებით ლე------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის №ბ---------------- განჩინებით, ლე--------------–-–---–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის №3--------- გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 6 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება ლე------------–-–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლე------------–-–---–ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
2.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის №ბ------------------ განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლე------------–-–---–ის საკასაციო საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად და შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3.პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის №0------- გადაწყვეტილებით ლე------------–-–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაზე- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის №0------- გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის მქონე პირების გარდა, საუბარია იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებსაც სამსახურიდან დათხოვნის დღისთვის გააჩნიათ 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი და მათი კომპენსაციის გაანგარიშებისათვის (და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისათვის), ნამსახურობის წლებად განსაზღვრულია 20 წელი. კერძოდ პირს, რომელიც სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა 1991-1995 წლებში, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია ზღვრული ასაკის გამო და შეიარაღებულ ძალებში (შეიარაღებულ ძალებში იგულისხმება, მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სისტემა) გააჩნია 10 კალენდარული წლის ნამსახურობა, ასეთი კატეგორიის პირთა კომპენსაციის გაანგარიშებისას, წელთა ნამსახურობა ავტომატურად უთანაბრდება 20 კალენდარულ წელს. სააგენტომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სამხედრო სამსახურში 20 კალენდარული წლის ნამსახურობა, ავტომატურად არ გულისხმობს მათი ნამსახურობის წლების 20 კალენდარულ ნამსახურობამდე შევსებას.
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით, რომლის დანართი №2 განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
4.2. სასამართლომ მიუთითა, რომ - ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნის საკითხს განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავი. კერძოდ, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს ენიშნებათ კომპენსაცია, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით - „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვრათ - 20 წელი.
4.3. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა კომპენსაციის გადაანგარიშებაზე იმ მოტივით, რომ მის მიერ ნამსახურობის წლები არ შეადგენს 20 კალენდარულ წელს, ხოლო ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სამხედრო სამსახურში 20 კალენდარული წლის ნამსახურობა, ავტომატურად არ გულისხმობს მათი ნამსახურობის წლების 20 კალენდარულ ნამსახურობამდე შევსებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12 და მე-151 მუხლებით, მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა კომპენსაციის ოდენობა ექვემდებარება გადაანგარიშებას.
4.4. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა იმავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდა შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და განისაზღვრა, რომ მათი გაცემა უნდა გაგრძელდეს როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა.
4.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა და მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული კანონის მე-5 მუხლი განსაზღვრავს კომპენსაციის დანიშვნის ოთხ საფუძველს, კერძოდ: 1. კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვას, 2. 65 წლის ასაკის მიღწევას, 3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენას და 4. მარჩენალის გარდაცვალებას.
4.6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 24 მაისის №0---------- ცნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ-------------–------–-------- - ლე-------------–-–---–ი (პ/ნ: 0----------) იღებს კომპენსაციას უშიშროების სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით და მისი ოდენობა შეადგენს - 143,76 ლარს. შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული აქვს და იღებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.
4.7. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით, ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის III-VI თავების მიხედვით, მაგრამ იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - ამ მუხლით განსაზღვრული გადაანგარიშების შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
4.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
4.9. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ არ გაიზიარა სოაციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრება, თითქოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად პირველი რიგში უნდა დაკმაყოფილდეს კალენდარულ წლებთან დაკავშირებით კანონის მოთხოვნა და შემდგომ უნდა მოხდეს გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების ან გადაანგარიშების რეალიზაცია, რადგან ზემოთ მითითებული კანონის მე-8 მუხლი გარკვევით მიუთითებს, რომ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ნამსახურების 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვრათ 20 წელი, სადაც მართალია არ არის მითითებული სიტყვა კალენდარული, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მე-11 მუხლში საუბარია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე და შესაბამისად ზემოთ მითითებული - ,,ამ მუხლის მიზნებისათვის" არ უნდა იქნას განმარტებული იმგვარად, რომ მითითებული რეგულაცია არ ეხებათ იმ პირებს, ვისაც ნამსახურების წლებად განესაზღვრად 20 წელი და უკვე მოპოვებული აქვთ და იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას.
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაჩივრებული 2016 წლის 6 ივლისის №0------- გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და ბათილად ცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის საფუძველზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-33-ე მუხლების შესაბამისად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. აპელანტის მითითებით, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ ან სამსახურიდან გადამდგარ მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციის (ე.წ. სამხედრო პენსია) ოდენობის გაანგარიშების საკითხებს, ხოლო სახელმწიფო კომპენსაციით მოსარგებლე პირთა წრეს, მათ კალენდარულ და საერთო წელთა ნამსახურობის გაანგარიშების პირობებს განსაზღვრავს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.
5.2. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
5.3. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს სახელმწიფო უშიშროების ხაზით სამხედრო სამსახურში 15 კალენდარული წლის ნამსახურობის საფუძვლით საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 6 ოქტომბრის #973 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების შესაბამისად, რომელიც ძალადაკარგულია 1997 წლის 1 იანვრიდან ,,სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.
5.4. აპელანტი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედმა კანონმდებლობამ მოსარჩელეს შეუნარჩუნა კომპენსაციაზე მოპოვებული უფლება, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლში გასაცემლის გადაანგარიშების მიზნებისათვის, მითითებული იქნა იმავე კანონის მე-8 მუხლზე, რომლის პირველ ნაწილში საუბარია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ პირებზე, რომელთა კომპენსაციის დანიშვნა-გადაანგარიშებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს 20 და 20-ზე მეტი კალენდარული ნამსახურობის არსებობა, რაც მოსარჩელეს არ გააჩნია.
5.5. აპელანტი თვლის, პენსიაზე უფლების მოპოვებისათვის, 1997 წლის 1 იანვრამდე კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა, როგორც 15 წლის, ასევე 1997 წლის 1 იანვრიდან წარმოადგენს 20 წლის კალენდარულ წელთა ნამსახურობის არსებობა და იმ შემთხვევაში, როდესაც პირი კალენდარულ წლებთან დაკავშირებით პირველ რიგში დააკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნას, მას პენსიის (კომპენსაციის) გაანგარიშებისას, საერთო ნამსახურობაში ეთვლებოდა და დღემდე ეთვლება, როგორც კალენდარული, ასევე სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
5.6. რაც შეეხება, გასულ პერიოდში კომპენსაციის არაერთგზის გადაანგარიშებას, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაანგარიშებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის 2013 წლის 01 აპრილიდან, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაანგარიშებასთან.
5.7. აპელანტის მითითებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული, „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, რომლებშიც კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, რომლებსაც მოეთხოვებათ წელთა ნამსახურების 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი და რომელთა ნამსახურობის სტაჟიც უთანაბრდება 20 წლს. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სამხედრო სამსახურში 20 კალენდარული წლის ნამსახურობა, ავტომატურად არ გულისხმობს მათი ნამსახურობის წლების 20 კალენდარულ ნამსახურობამდე შევსებას.
6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე:
7.1. სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის 2017 წლის 24 მარტის №0------ წერილით სახელმწიფო გასაცემლების ერთიანი სააღრიცხვო ბაზის ინფორმაციით, ლე------------–-–---–ს (პ/ნ: 0----------) სახელმწიფო კომპენსაცია (პენსია) უშიშროების სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით (კალენდარული - 15 წელი, საერთო სტაჟი - 20 წ. 9 თვე და 4 დღე, ნამსახურობის სტაჟი - 20 წ. 9 თვე და 4 დღე) დანიშნული აქვს 1994 წლის 16 აპრილიდან, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 ოქტომბრის №973 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების შესაბამისად.
7.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის მიერ, 2010 წლის 24 მაისს გაიცა №0---------- ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ თ---------------–--------–-------- - ლე--------------–-–---–ი (პ/ნ: 0----------) იღებს კომპენსაციას უშიშროების სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით და მისი ოდენობა შეადგენს - 143, 76 ლარს.
7.3. ლე------------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 6 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.
7.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის №3-------- გადაწყვეტილებით, სადაც მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 6 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ლე------------–-–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის №3-------- განჩინებით ლე------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის №ბ------------------ განჩინებით, ლე--------------–-–---–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის №3--------- გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 6 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება ლე------------–-–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლე------------–-–---–ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
7.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის №ბ------------------ განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლე------------–-–---–ის საკასაციო საჩივრები მიჩნეული იქნა დაუშვებლად და შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
7.9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის №0------- გადაწყვეტილებით ლე------------–-–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაზე- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის №0------- გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის მქონე პირების გარდა, საუბარია იმ
სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებსაც სამსახურიდან დათხოვნის დღისთვის გააჩნიათ 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი და მათი კომპენსაციის გაანგარიშებისათვის (და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისათვის), ნამსახურობის წლებად განსაზღვრულია 20 წელი. კერძოდ პირს, რომელიც სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა 1991-1995 წლებში, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია ზღვრული ასაკის გამო და შეიარაღებულ ძალებში (შეიარაღებულ ძალებში იგულისხმება, მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სისტემა) გააჩნია 10 კალენდარული წლის ნამსახურობა, ასეთი კატეგორიის პირთა კომპენსაციის გაანგარიშებისას, წელთა ნამსახურობა ავტომატურად უთანაბრდება 20 კალენდარულ წელს. სააგენტომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ სამხედრო სამსახურში 20 კალენდარული წლის ნამსახურობა, ავტომატურად არ გულისხმობს მათი ნამსახურობის წლების 20 კალენდარულ ნამსახურობამდე შევსებას.
8.1. მოსარჩელეს სახელმწიფო გასაცემელი დანიშნული აქვს და იღებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.
8.2. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტზე; ამ ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
8.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად,„ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს,რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი,ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.
8.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად პირველი რიგში უნდა დაკმაყოფილდეს კალენდარულ წლებთან დაკავშირებით კანონის მოთხოვნა და შემდგომ უნდა მოხდეს გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების ან გადაანგარიშების რეალიზაცია.
9.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის №0------- გადაწყვეტილება, ასევე კანონიერად დაავალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე ლე------------–-–---–ის სასარგებლოდ
სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
9.2. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების თაობაზე, რის გამოც ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამდენად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე