განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002576626
საქმე № 1ბ/1623-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი მ-------------–-–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ---------------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ლ----–--------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ-----------------------------–----------------------------.
ადვოკატი - მ--–--------–------–---–ი.
კვალიფიკაცია:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელი:
8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-------------–-–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გ---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, გ---------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ გ---------------ის მიერ პაპის - ა-------------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა გ---------------ის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი და ის გარემოება, რომ იგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 76 წლის პაპას - ა-------------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, აგინებდა და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული იმყოფებოდა მუდმივ სტრესში და განიცდიდა მორალურ ტანჯვას. ასევე დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, თბილისში, დ-----------------------------–-- სუპერმარკეტ „ნ-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------ე სიცოცოცხლის მოსპობით დაემუქრა პაპას - ა-------------–---–ს. შვილიშვილის მხრიდან განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, დამცირებისა და შევიწროვების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გ---------------ე დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე დაპატიმრებული იყო ადმინისტრაციული წესით, ა-------------–---–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა პატრულ-ინსპექტორებმა გ----------------–-–---–მა და ი-----–-----------–-–---–მა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 27 ივნისს, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში შენიშნეს ორი მოქალაქე, რომელთაგან ახალგაზრდა უყვიროდა მოხუცს, რომელმაც მათ თხოვა დახმარება. პოლიციის დანახვაზე ახალგაზრდა მამაკაცი გაიქცა, ხოლო ხანში შესულმა მამაკაცმა მათ წარუდგინა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად გაქცეულ მამაკაცს - გ---------------ეს ეკრძალებოდა პაპასთან მისვლა. მოწმე თ-------------ემ კი დაადასტურა, რომ გ---------------ე მასაც, ისევე როგორც ა-------------–---–ს, ხშირად თხოვდა თანხას, უარის შემთხვევაში კი გ---------------ე ხდებოდა აგრესიული. აპელანტის აზრით, სასამართლო სხდომაზე ა-------------–---–ის მიერ გამოხატული პოზიცია განპირობებულია შვილიშვილის დაცვის სურვილით. მან განმარტა, რომ არ ეგონა თუ ამდენი ხნით ჩასვამდნენ მის შვილიშვილს ციხეში და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ფაქტი გ---------------ის მხრიდან აღარ განმეორდება. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაფიქსირებულია ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც შვილიშვილის ქმედებების გამო იმყოფებოდა დაზარალებული. იგი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-2 განყოფილებაშიც კი დაემალა შვილიშვილს, რადგან ეშინოდა მისი და პოლიციასთან ყოფნისას მშვიდად და დაცულად გრძნობდა თავს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 27 ივნისს გ---------------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა დაზარალებულს, რომელსაც არ აძლევდა ტელეფონის გამოყენების საშუალებას და უჭერდა ხელებს. სწორედ შიშის გამო თხოვა დახმარება ა-------------–---–მა პატრულის თანამშრომლებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ გ---------------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პროკურორმა მ-------------–-–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ---------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. ასევე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 ივნისს, პაპის - ა-------------–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გ---------------ის მიმართ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის მიხედვითაც გ---------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილებით, გ---------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.
2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე თბილისში, დ-----------------------------–ში, ადმინისტრაციულსახდელდადებული გ---------------ე მიუახლოვდა პაპას - ა-------------–---–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გ---------------ე თავის 76 წლის პაპას - ა-------------–---–ს სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრება, აგინებს და ამცირებს, რის გამოც დაზარალებული მუდმივ სტრესშია და განიცდის მორალურ ტანჯვას. 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, თბილისი, დ-----------------------------–ში, სუპერმარკეტ ,,ნ-------ს“ მიმდებარედ, გ---------------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პაპას - ა-------------–---–ს, რაც შვილიშვილის მხრიდან განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, დამცირებისა და შევიწროების გათვალისწინებით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე გ---------------ე ადმინისტრაციული წესით იყო დაპატიმრებული, ა-------------–---–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გ---------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---------------ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 ივნისს, პაპის - ა-------------–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გ---------------ის მიმართ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის მიხედვითაც გ---------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილებით, გ---------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.
2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე თბილისში, დ-----------------------------–ში, ადმინისტრაციულსახდელდადებული გ---------------ე მიუახლოვდა პაპას - ა-------------–---–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა გ---------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, განმარტა, რომ იგი თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ხოლო მუქარის ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დაზარალებულმა ა-------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, შვილიშვილის - გ---------------ის წინააღმდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე გ---------–--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–ოს პირველ განყოფილებაში. 2018 წლის 20 ივნისს, პოლიციის განყოფილებაში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომლითაც ირკვეოდა, რომ ა-------------–---–ზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა მისი შვილიშვილი გ---------------ე. ამასთან, ა-------------–---–ის განცხადებით, მისი შვილიშვილი იყო აზარტული თამაშების მოყვარული, რის გამოც სისტემატურად თხოვდა მას ფულს, უარის შემთხვევაში კი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებულმა კატეგორიულად უარყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ შვილიშვილის მხრიდან მის მიმართ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რომლის ატანაც აღარ შეეძლო. დაზარალებული აცნობიერებდა, რომ განცხადებას შესაძლოა გ---------------ის დაკავება მოჰყოლოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის შვილიშვილის საქციელი იყო აუტანელი, თანახმა იყო ყველაფერზე. მოწმემ განმარტა, რომ მან გ---------------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის გამოცემამდეც დაუკავშირდა გ---------------ეს, რომელსაც თხოვა პოლიციის განყოფილებაში მისვლა და პოზიციის დაფიქსირება, ასევე განუმარტა, რომ ეკრძალებოდა ბინაში მისვლა, რაზეც გ---------------ეს ჰქონდა აგრესიული რეაქცია. მას შემდეგ რაც გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი და გამოტანილ იქნა სასამართლოს დადგენილება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრის შესახებ, ა-------------–---–მა ისევ მიმართა პოლიციას და განმარტა, რომ მასზე ფსიქოლოგიურად კვლავ იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ---------------ემ. აღნიშნულის შემდეგ მან სასამართლოდან გამოითხოვა დადგენილების ასლი და საქმე პატაკით გადასცა გამომძიებელს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–ოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, მოწმე გ---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შეიტყო, რომ მის განყოფილებაში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე გ---------------ის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მის ხელთ არსებული ინფორმაციით გ---------------ე იმყოფებოდა თბილისში, დიღმის მასივი, მეოთხე კვარტალი, მ--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე მ--–--------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს პატრულ-ინსპექტორად. 2018 წლის 22 ივნისს, დილის საათებში, იგი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მეწყვილესთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც ,,112“-დან მიიღო შეტყობინება დ-----------------------------–ში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დახვდათ ა-------------–---–ი, რომელმაც განუმარტათ, რომ მისი შვილიშვილის - გ---------------ის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომელიც ამ უკანასკნელმა დაარღვია და მივიდა მასთან სახლში. ამასთან, მათ მამაკაცმა წარუდგინა შემაკავებელი ორდერის ასლი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გ---------------ე მითითებულ მისამართზე 30 დღის განმავლობაში არ უნდა მისულიყო. ბინაში ასევე იმყოფებოდა გ---------------ე, რომელიც დააკავეს და წარადგინეს სასამართლოში. გ---------------ეს სასამართლომ შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა ორი დღის ვადით.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–ოს პოლიციის I განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე უ----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2018 წლის 28 ივნისს, თანამშრომლებთან ერთად სამსახურებრივი ავტომობილით მოძრაობდა დიღმის მასივის ტერიტორიაზე, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისი, დ-----------------------------–-- მ--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში მხილებული გ---------------ე. ამავე მისამართზე ცხოვრობდა მსხვერპლი და იმის გამო გ---------------ეს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები ჰქონდა დარღვეული არსებობდა რეალური საშიშროება. ადგილზე მისვლისას მათ ეცვათ სამსახურებრივი ფორმები და შენიშნეს, რომ მათ დანახვაზე გ---------------ე გაიქცა, ავიდა ბინაში და ჩაკეტა კარი. ცოტა ხანში ადგილზე მივიდა ბინის მეპატრონე გ-----------------–---–ი, რომელმაც გ---------------ეს მოუწოდა გაეღო კარი. რამდენიმე საათის შემდეგ გ---------------ე გამოვიდა ბინიდან და დააკავეს, თუმცა დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების შემდეგ კი, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე თ-------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2011 წელს მან და გ---------------ემ იქორწინეს, 2017 წელს კი განქორწინდნენ. ქორწინების პერიოდში მეუღლესთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. მათი განქორწინების მიზეზი იყო ის, რომ გ---------------ე იყო აზარტული თამაშების მოყვარული, ამასთან, მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რის გამოც ხშირად თხოვდა ფულს მეუღლეს და პაპას - ა-------------–---–ს. მისთვის ცნობილია, რომ ა-------------–---–ი გ---------------ეს აძლევდა მოთხოვნილ თანხას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ მისცემდა გ---------------ე არანაირ რეაქციას არ გამოხატავდა. მოწმის განმარტებით, გ---------------ეს ა-------------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, თუმცა არ იცის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თუ არა. გ---------------ე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პერიოდში ხდებოდა აგრესიული და ყოფილა შემთხვევა როცა აღნიშნულის გამო მან გამოიძახა პოლიცია. ასევე ყოფილა შემთხვევა, როდესაც გ---------------ისთვის თანხის მიცემაზე უთქვამს უარი, რაზეც ამ უკანასკნელმა გამოხატა აგრესია და იგინებოდა. მისთვის ცნობილია, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა ა-------------–---–ის მიმართაც, თუმცა თავად არ შესწრებია.
მოწმე ნ-----–------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს თბილისი, დ-----------------------------–-- მ--------------ში და გ---------------ე არის მისი მეზობელი, რომლის ბინიდან ხმაური არ გაუგია. ამასთან, განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სადარბაზოში შეესწრო გ---------------ის დაკავებას.
2018 წლის 20 ივნისის შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმით დასტურდება, რომ გ---------------ე პაპამისს - ა-------------–---–ს სისტემატურად თხოვს ფულს და უარის მიღების შემდეგ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2018 წლის 20 ივნისის შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ გ---------------ეს აეკრძალა მსხვერპლის - ა-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მისვლა, აგრეთვე მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის N4-------- დადგენილებით დასტურდება, რომ გ---------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 (ორი) დღე-ღამის ვადით.
N1------ შეტყობინებით ირკვევა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, 11:18 საათზე ა-------------–---–მა შეატყობინა პოლიციას, რომ მისმა შვილიშვილმა გ---------------ემ დაარღვია გამოცემული ,,შემაკავებელი ორდერით“ გათვალისწინებული მოვალეობები.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 ივნისს, 23:20 საათზე, თბილისში, დ-----------------------------–-- მ--------------ის, მე-2 სადარბაზოს მე-4 სართულსა და მე-3 სართულს შორის კიბის უჯრედზე დაკავებული იქნა გ---------------ე, რომელიც დაკავებამდე სამსახურებრივ ფორმაში ჩაცმული სამართალდამცავების დანახვაზე გაიქცა და შეეცადა მიმალვას, კერძოდ, შევიდა დ-----------------------------–-- მ--------------ის მ------------------------ ბინაში, რომლის კარიც გააღო სამი საათის შემდეგ და გამოვიდა ბინიდან. დაკავების დროს გ---------------ეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 29 ივნისის გამოკვლევის N7------ დასკვნით დასტურდება, რომ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გ---------------ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 08 ივლისს 13:53-14:55 საათზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც აკაკი წერეთლის გამზირზე და ე.წ. ,,დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტროტუარზე ა-------------–---–მა გამომძიებელს მიუთითა კონკრეტულ ადგილზე და განმარტა, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში (თარიღი ზუსტად არ ახსოვს), მისმა შვილიშვილმა გ---------------ემ მიაკითხა სამსახურთან და სწორედ ამ ადგილიდან გინებით და მუქარით აიძულა წასულიყო და მიეტანა მისთვის 200 ლარი. ა-------------–---–მა ასევე განმარტა, რომ იგი გ---------------ის დასანახად, თითქოსდა მიდიოდა თანხის საშოვნად, სწორედ ამ ადგილიდან წავიდა. ასევე განმარტა, რომ ჩამოსვლისას შენიშნა, რომ მას გ---------------ე მიჰყვებოდა ტაქსით და იმ დროს, როდესაც გ---------------ე გადმოვიდა ტაქსიდან და გაიქცა მისი მიმართულებით, თავადაც გაიქცა და მოასწრო პოლიციის შენობაში შესვლა, სადაც გ---------------ე აღარ შეჰყვა. იგი ფანჯრიდან ხედავდა როგორ აგინებდა და ემუქრებოდა ხელების მოძრაობით და ჟესტებით გ---------------ე. პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას, პოლიციის თანამშრომლებს დახმარებაზე უთხრა უარი და განუმარტა, რომ განყოფილებაში შევიდა დასასვენებლად. ამის შემდეგ საგამოძებო ექსპერიმენტი გაგრძელდა თბილისი, დ-----------------------------–-----------------------------თან, რა დროსაც ა-------------–---–მა განმარტა, რომ 22 ივნისს აღნიშნულ მისამართზე მივიდა მისი შვილიშვილი - გ---------------ე, რომელსაც შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა მითითებულ მისამართზე მისვლა და მასთან მიახლოება, რის გამოც მის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ა-------------–---–მა ასევე მიუთითა დიღმის მასივის მე-4 და მე-5 კვარტალს შორის განთავსებულ ,,ნ-------ს“ მაღაზიასთან მდებარე ტერიტორიაზე და განმარტა, რომ გ---------------ემ იცოდა თუ რა მიმართულებით დადიოდა სამსახურში, ამიტომ დახვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უყვიროდა ხმამაღლა, არ აძლევდა საშუალებას ესარგებლა მობილური ტელეფონით და უჭერდა ხელებს. ამ დროს მათთან შეჩერდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებსაც თხოვა დახმარება, რა დროსაც გ---------------ე გაიქცა და მას დაედევნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თუმცა ვერ დააკავეს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ---------------ის საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ---------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ---------------ის მიერ ა-------------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის - შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისთვის. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დადგენილ იქნა შემთხვევის დღეს გ---------------ის მიერ ა-------------–---–ისთვის სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი, თუმცა ზემოხსენებული მტკიცებულებით არ დგინდება გაუჩნდა თუ არა ა-------------–---–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული ა-------------–---–ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და მისი შვილიშვილის - გ---------------ის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს არსებობდა თუ არა მუქრის შემადგენლობის ყველა ნიშანი, კერძოდ, გ---------------ის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა თუ არა ა-------------–---–მა რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად გამოკველული მტკიცებულებებით არ დასტურდება ამ ნაწილში გ---------------ის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
ამასთან, პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ---------------ის ბრალეულობას და ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ---------------ის მიერ მუქარის ჩადენის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ პატრულ-ინსპექტორები, თუმცა არც მათი ჩვენებებით და არც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება გ---------------ის მიერ განხორციელებული მუქარით, ნამდვილად განიცადა თუ არა შიში ა-------------–---–მა. ამასთან, მოწმე თ-------------ემ განმარტა,რომ გ---------------ე ხშირად თხოვდა ფულს ა-------------–---–ს, თუმცა დაზარალებულის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში გ---------------ის მხრიდან რაიმე ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მას სმენია, რომ გ---------------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია პაპისთვის, თუმცა თავად ასეთ ფაქტს არ შესწრებია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ---------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ---------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ---------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
გ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან.
გ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე