განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002503811
საქმე №1ბ/1124-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა------–------ის
მსჯავრდებულის: ჯ----–------ას
ადვოკატის: ი-----–------ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ჯ----–------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ჯ----–------ას, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–------–--------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----–------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ----–------ა ცხოვრობს ქ-------–--–---–------–-------------ში, მეუღლესთან - ხ-----------–-–--ესთან, მცირწელოვან შვილებთან და მშობლებთან - რ------–-------სა და მ-----------------–--ესთან ერთად. ჯ----–------ა სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და მამას, რ------–-------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის შედეგადაც რ------–------- თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. 2018 წლის 23 მაისს, დაახლოებით 01:30 საათზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ჯ----–------ამ მამას, რ------–-------ს დაუწყო უმიზეზოდ ლანძღვა, გინება, აფურთხებდა მას, შემდეგ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელებს ურტყამდა თავის, მარცხენა ხელისა და სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნულის შედეგად რ------–-------მ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ უკანასკნელმა ჯ----–------ასგან თავის განთავისუფლება მეუღლის, მ-----------------–--ისა და რძლის, ხ-----------–-–--ის დახმარებით შეძლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით:
ჯ----–------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ჯ----–------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 23 მაისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ----–------ამ.
სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა ჯ----–------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თვალსაზრისით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ჯ----–------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ ჯ----–------ას მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის კუთხით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჯ----–------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - რ------–-------ს, დ------------ის, ზ----------------ის, მ-----------------–--ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ჯ----–------ას გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, ალკოტესტით შემოწმების ოქმის, შემაკავებელი ორდერის, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯ----–------ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირების შესახებ, სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულ მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ჯ----–------ას უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა. სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას მიუთითებს მსჯავრდებულ ჯ----–------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებზე, კერძოდ, ჯ----–------ა არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, მან როგორც გამოძიებაში, ისე წინასასამართლო სხდომაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამას გარდა, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ მას დღეის მდგომარეობით მისი შვილის, ჯ----–------ას მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია. აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია მსჯავრდებულ ჯ----–------ას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის შესახებ, რასაც პალატა ასევე ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული ზემოხსენებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ჩადენილი დანაშაულისთვის ჯ----–------ას დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სანქციის მაქსიმალური ზომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულ ჯ----–------ას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა შეუმცირდეს სამი თვით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, პალატის დასკვნით, არ იქნება უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ----–------ასთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა - მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ----–------ას მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის თვალსაზრისით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ----–------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ ჯ----–------ას მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ჯ----–------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ჯ----–------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 23 მაისიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ჯ----–------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე