განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
050210118002474636
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210118002474636

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 1108

29 ნოემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

აპელანტი: ლ------ მ------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე: თ---------- ც---------ე

დავის საგანი: ვალდებულების შეყვეტილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება;

აღწერილობით ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა თ---------- ც---------ემ, მოპასუხე მხარედ ლ------ მ------–---–ი მიუთითა და ითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის მორიგების აქტით თ---------- ც---------ესა და ბ---უ კ--–--ეს (უფლებამონაცვლე - ლ------ მ------–---–ი) შორის განსაზღვრული ვალდებულებების შეწყვეტილად აღიარება. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებოს ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე NA 18027506-005/002 21.03.2018წ (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს გაცემული N2/262- 13 საარსრულებო ფურცელი) სააღსრულებო საქმის შეწყვეტა;

მოსარჩელის განმარტებით: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინებით თ---------- ც---------ესა და ბ---უ კ--–--ეს შორის მორიგების აქტით შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე. მორიგების აქტის თანახმად მოპასუხე ბ---უ კ--–--ეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 3500 ლარი 6 თვის ვადაში. თანხის გადახდა უნდა დამთავრებულიყო 2014 წლის 1 აპრილს. თანხის გადახდის შემდგომ თ---------- ც---------ე დაუბრუნებდა უძრავი ქონებას ბ---უ კ--–--ეს და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდებოდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

ბ---უ კ--–--ეს მითითებულ ვადაში თანხის გადახდა არ დაუწყია, თანხა არც მოგვიანებით გადაუხდია. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან ინტერესი დაკარგა მხარეთა შორის არსებული მორიგებისადმი. 2015 წლის 31 მარტს ბ---უ კ--–--ე გარდაიცვალა და საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეწყდა 2015 წლის 19 აგვისტოს მის მარწმუნებელთან შეთანხმებით. ამავე საქმეზე ბ---უ კ--–--ის უფლებამონაცვლის-ლ------ მ------–---–ის მიერ მოხდა ახალი სააღსრულებო ფურცლის ამოწერა და დაიწყო კვლავ სააღსრულებო წარმოება, რითაც მოპასუხეს სურს აიძულოს მოსარჩელე მიიღოს ის შესრულება, რაც თავის დროზე არ განუხორციელებია ბ---უ კ--–--ეს და იძულებით გადაიფორმოს მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის განმარტებით მას არავითარი ვალდებულება არ აკისრია ბ---უ კ--–--ის უფლებამონაცვლის -ლ------ მ------–---–ის მიმართ, რადგან მორიგების აქტით განსაზვრულ ვადაში მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა. ლ------ მანაქანაშვილს მაშინ ექნებოდა ბ---უ კ--–--ის ვალდებულების შესრულების უფლება, როგორც უფლებამონაცვლეს, თუ კი ბ---უ კ--–--ეს ვალდებულების შესრულებისათვის დათქმული ვადა გაშვებული არ ექნებოდა, მას თ---------- ც---------ისაგან საპასუხო მოქმედების მოთხოვნის უფლება ექნებოდა მაშინ, თუ კი ბ---უ კ--–--ეს სიცოცხლეში გადახდილი ექნებოდა მორიგების აქტში მითითებული თანხა თ---------- ცენერაძისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ფულის ინფლაციის გამო მითითებული თანხით ანალოგიურ მიწის ნაკვეთს ვერ შეიძენს.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე ლ------ მ------–---–ის წარმომადგენლის გოჩა ძიმისტარიშვილის განმარტებით თ---------- ც---------ე არ იღებს ბ---უ კ--–--ის უფლებამონაცვლისაგან შესრულებას. სააღსრულებო ფურცელი ამოიწერა ორჯერ. სააღსრულებო წარმოება შეჩერებული იყო და განახლდა ლ------ მ------–---–ის განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდგომ, შესაბამისად იგი უნდა აღსრულდეს. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელის მოთხოვნა არის უკანონო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ---------- ც---------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის მორიგების აქტით თ---------- ც---------ესა და ბ---უ კ--–--ეს (უფლებამონაცვლე-ლ------ მ------–---–ი) შორის განსაზღვრული ვალდებულებები შეწყვეტილად იქნა ცნობილი. შეწყდა სააღსრულებო წარმოება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებოს წარმოებაში არსებულ საქმეზე NA 18027506-005/002 21.03.2018წ (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს გაცემული N2/262- 13 საარსრულებო ფურცელი);

დადგენილი იქნა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო, საქმის წარმოების შეწყდა. მითითებული განჩინების თანახმად: მოპასუხე ბ---უ კ--–--ე თ---------- ც---------ეს 6 თვის ვადაში გადაუხდიდა 3500 ლარს, ხოლო თ---------- ც---------ე დაუბრუნებდა ბ---უ კ--–--ეს მიწის ნაკვეთს ს/კ 26.12.16.009.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ლ------ მ------–---–ისათვის მისი წინამორბედის ვალდებულება ისეთივე შესასრულებებლი იყო, როგორც ბ---უ კ--–--ისათვის და ეს ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2014 წლის 1 აპრილისათვის. ლ------ მ------–---–ს მაშინ ექნებოდა ბ---უ კ--–--ის ვალდებულების შესრულების უფლება, როგორც უფლებამონაცვლეს, თუკი ის ამ შესრულებას განახორციელებდა დათქმულ ვადაში ამასთან თ---------- ც---------ისაგან საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლება ექნებოდა მაშინ, თუკი ბ---უ კ--–--ეს მის სიცოცხლეში გადახდილი ექნებოდა თ---------- ც---------ისათვის მორიგების აქტში მითითებული თანხა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე- 400-ე, 405-ე, 484-ე მუხლებსა და სამოქალაქო საპეოცესო კოდექსის 188-ე მუხლზე მითითებით თ---------- ცენრტერაძის სარჩელი დაკმაყოფილდა;

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება ლ------ მ------–---–ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ---------- ც---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;

აპელანტის განმარტებით: სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული, მეტად მნიშვნელოვანი მტკიცებულება, კერძოდ აღსრულების ეროვნული ბიუროდან ც---------ის მიმართ გაგზავნილი შეტყობინება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ ორგანომ შეაჩერა სააღსრულებო წარმოება მოვალე ბ---უ კ--–--ის გარდაცვალების გამო. ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ლ------ მ------–---–ის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდებას ადგილი არ ქონია.

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ რატომ არ შეასრულა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ, როცა სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო იძულებით აღარსულებლად მითითებული საქმე. აწ გარდაცვლილ ბ---უ კ--–--ის ბრალით არ მომხდარა გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.

აპელანტმა მიუთითა, რომ მორიგების განჩინებაში ორივე მხარე ერთდროულად იყო როგორც კრედიტორი, ისე მოვალე, აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავდა მხოლოდ თ---------- ც---------ის მოთხოვნით აღსრულების შეწყვეტას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა წარმომადგენელთა ახსნა განმარტებებს და თვლის, რომ ლიზა მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ---------- ც---------ის სარჩელი ლ------ მ------–---–ის წინააღმდეგ - სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით - არ უნდა დაკმაყოფილდეს;

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა:

დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ბ---უ კ--–--ესა და თ---------- ც---------ეს შორის; მითითებული დავა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 2013 წლის 19 სექტემბრის მორიგების განჩინებით დასრულდა; განჩინების თანახმად: „მოპასუხე ბ---უ კ--–--ე თ---------- ც---------ეს გადაუხდის 3500 ლარს ექვსი თვის განმავლობაში, ე.ი. 2014 წლის 01 აპრილისათვის; თანხის სრულად გადახდის შემდეგ თ---------- ც---------ე დაუბრუნებს ბ---უ კ--–--ეს მიწის ნაკვეთებს შემდეგი მონაცემებით : ს.კ.26.12.08.049 N 26.12.01.007 (ახალი მონაცემებით 26.12.16.009). თ---------- ც---------ე მოახდენს აღნიშნული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ბ---უ კ--–--ის სახელზე. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხარჯებს გადაიხდის ბ---უ კ--–--ე; ამავე განჩინებაში მე-3 პუნქტად მითითებულია, რომ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში განჩინება აღსრულდება იძულებით;“

დადგენილია, რომ დასახელებული მორიგების განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

ვინაიდან მორიგების განჩინება ორმხრივ ვალდებულებას ითვალისწინებდა, სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად, იმავდროულად მიწინააღმდეგე მხარეებად მიეთითა თ---------- ც---------ე და ბ---უ კ--–--ე;

დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განჩინებით ლ------ მ------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს N2/262-2013წ. საქმეზე, მოპასუხე ბ---უ კ--–--ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ------ მ------–---–ი; შესაბამისად მორიგების განჩინებაზე გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი, რომელიც იძულებით აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ლ------ მ------–---–მა;

აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვს მოსარჩელე მხარე ორი საფუძვლით: 1) მოვალე მხარის გარდაცვალების გამო, ასევე იმ საფუძვლით, რომ 2) მორიგების განჩინებაში მითითებულ ვადაში, 2014 წლის 1 აპრილამდე, მოვალე ბ---უ კ--–--ემ არ განახორციელა თანხის გადახდა, რითიც მას მოესპო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება. ამასთან აღნიშნა, რომ მან დაკარგა ინტერესი აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმართ. მოსარჩელის მითითებით ეს გარემოებები სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებულ პოზიციას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე.

უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად: სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნას გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა.

მითითებული ნორმების დაცვით, ლ------ მანაქანაშვილი ცნობილი იქნა ბ---უ კ--–--ის უფლებამონაცვლედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ მორიგების განჩინებაზე, შესაბამისად ლ------ ლამნქანაშვილი აღჭურვილი იქნა ყველა იმ უფლება-მოვალეობებით, რომელსაც კრედიტორ მხარეს ანიჭებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული გარემეობა, ამასთან ბ---უ კ--–--ის გარდაცვალება არ არის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

მართალია მორიგების აქტით მხარეთა ურთიერთვალდებულებების შესრულების ვადად 2014 წლის 1 აპრილი დასახელდა; ისიც მართალია, რომ ამ ვადაში მხარეებმა ნებაყოფლობით არ აღასრულეს ურთიერთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ იმავე მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი არ მოხდებოდა ნებაყოფლობითი აღსრულება მორიგების აქტისა, იგი, როგორც აღსრულება ქვემდებარე აქტი იძულებით აღსასრულებლად მიექცეოდა; აღსრულების საერთო ვადა კი 10 წელია.

უდავოა ისიც, რომ უფლებამონაცვლეობა ნებისმიერ ეტაპზეა დაშვებული, მათ შორის აღსრულების ეტაპზეც;

ამასთან ორმხრივი ვალდებულების შესრულებისას მხოლოდ ერთ ერთი კრედიტორი მხარის მიერ საკითხისადმი ინტერესის დაკარგვა ვერ გახდება აღსრულების შეწყვეტის საფუძველი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მორიგების განჩინება არის ის უდავო და შეუქცევადი შეთანხმება მხარეებისა, რომელიც კანონით დადგენილი წესით უნდა აღსრულდეს. სასამართლო მხარეთა მორიგების დამტკიცებამდე, მის მონაწილე მხარეებს განუმარტავს მორიგების სამართლებრივ შედეგებს, მათ შორის, კანონის დანაწესს, რომელიც იმავე მხარეებსშორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსადმი ხელმეორედ მიმართვას გამორიცხავს და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია (სსსკ-ის 272- ე მუხლის პირველინაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 273- ე მუხლის მე-2 ნაწილი).

საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს: „გადაწყვეტილება - კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

სააპელაციო პალატა აღნიშნულ მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული მორიგების განჩინების აღსრულების ვადა შეადგენს 10 წელს ამ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, რომელი ვადაც კონკრეტულ შემთხვევაში გასული არ არის, რაც გამორიცხავს თ---------- ც---------ის სარჩელის დაკმაყოფილებას სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

1. ლ------ მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3.თ---------- ც---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4.დაეკისროს თ---------- ც---------ეს ლ------ მ------–---–ის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა;

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე