განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2019
საქმის ნომერი
330100115001017441
ინსტანცია
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001017441

საქმე №1ბ/1617-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა--------------–-–---–ის

ადვოკატ -ალ------------ას

გამართლებულ - ლე-----------ას

მონაწილეობით,ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლე-----------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 25 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თ---–----------------------------–-------------------------–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--------–-----------–---–-------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ლე------------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ლე-----------ას ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის დეკემბრის თვიდან ლე-----------ა მეუღლეს - თა---------ას სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული განიცდის ტანჯვას. 2015 წლის 26 მაისს, ქ. თ---–--–---–-----------–---–-------------ში ლე-----------ამ მეუღლეს - თა---------ას რამდენჯერმე დაარტყა მუშტები თავის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ ლე------------ას მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა--------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლე-----------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ სიღრმისეულად არ განიხილა და სათანადოდ არ შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ, სასამართლოს წინაშე დაკითხული იქნა მოწმე ირ-------–----აძე, რომელმაც განმარტა, რომ 2011 წლის თებერვალს თა---------ა დაქორწინდა ლე-----------აზე, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - და----------ავა, ქორწინებიდან დაახლოებით ორ თვეში ლე-----------ა დააკავეს საბრძოლო მასალის შენახვის გამო, მიუსაჯეს თავისულების აღკვეთა. გათავისუფლების შემდეგ დაახლოებით ერთ წელში იგი დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე. მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. ციხიდან გათავისუფლდა 2014 წლის დეკემბერში. მისი გამოსვლის შემდეგ თა----- საცხოვრებლად გადავიდა მასთან სახლში, მდებარე თ---–-----–-----------–---–-------------ში. თანაცხოვრების პერიოდში მათ ხშირად ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, ხშირად კამათობდნენ, თა----- რამოდენიმეჯერ დაშორდა მას, მაგრამ ლ----ის თხოვნით ისევ რიგდებოდნენ. მოწმემ განმარტა, 2015 წლის მაისს თ-----მა მოუყვა, რომ 2014 წლის 26 მაისს თა----- და ლ----ს მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც ლე----- თა----- სცემა თავის არეში, თა----- სახეზე ეტყობოდა ცემის კვალი, მოწმემ დაადასტურა, რომ თა----- სახეზე ჰქონდა, სიწითლე, თავად ცემის ფაქტს არ შესწრებია თუმცა, თა---------ამ უთხრა, რომ მას ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სახლში მისვლისას 2015 წლის 28 მაისს იყო აღელვებული და სახეზე ეტყობოდა სიწითლე, მან დაიჯერა თა---------ას ნათქვამი, რადგან იგი საკმაოდ აღელვებული იყო და დარწმუნებულია, რომ თა----- ფიზიკურად გაუსწორდებოდა ლე-----------ა.

სასამართლოს წინაშე ასევე დაიკითხნენ მოწმეები: ქე----------–-----ძე და ქე-----------ა, რომელთაც დაადასტურეს, რომ 2011 წლის თებერვალს თა---------ა დაქორწინდა ლე-----------აზე, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - და----------ავა, სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ 2014 წლიდან გააგრძელეს კვლავ თანაცხოვრება, მათ დაადასტურეს, რომ თა---------ას ქმართან ჰქონდა კონფლიქტი, რა დროსაც თა---------ამ მათთან სახლში მისვლისას უამბო, რომ 2015 წლის 26 მაისს მისმა ქმარმა ლე-----------ამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა კერძოდ, დაარტყა სახეში თა----- იყო აღელვებული და სახეზე ეტყობოდა სიწითლე.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად თა---------ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნება მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად ხანდაზმულობით კი არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს ანუ 2015 წლის 26 მაისს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირის ანუ თა---------ას გადმოცემით მისმა მეუღლემ 2015 წლის 26 მაისს ღამით, ზუსტი საათი არ ახსოვს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენებას, დგინდება, რომ მას ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტი ლე-----------ასთან, თუმცა მისი ბუნდოვანი ჩვენების გამართლება შესაძლებელია, რადგან იგი სისტემატიურად განიცდიდა ბრალდებულის მხრიდან ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე არ მომხდარა პოლიციის თანამშრომლების გამოძახება, რომლებიც შეძლებდნენ დაზარალებულის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის შესახებ სასამართლოს ინფორმაციის მიწოდებას. თუმცა დაზარალებულის ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია არაერთმა მოწმემ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. აღსანიშნავია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი შეფასებითი კატეგორიაა და იგი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ლე-----------ას ქმედებისთვის მიცემული შეფასება არის მცდარი და დაუსაბუთებელი.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ლე-----------ას მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლე-----------ამ მისი ოჯახის წევრის, მეუღლის - თა---------ას მიმართ განახორციელა ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისის პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ თა---------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ირ-------------ის, ლე--–------–-----ის, კო------------–-----–---–ის, ირ-------–----აძის, ქე-----------ას და ქე----------–-----ძის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

დაზარალებულმა თა---------ამ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა 2015 წლის 26 მაისს მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ მათი თანაცხოვრების პერიოდში ლე------------ას მასზე არ უძალადია და მუქარა არ განუხორციელებია. შემთხვევის დღეს მას არ განუცდია ფიზიკური ტკივილი. მისი განცხადებით ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები შესაძლოა ავტოავარიის შედეგად მიიღო, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდში შეემთხვა; თა---------ას ლე-----------ასთან აღნიშნულ ფაქტამდეც ჰქონია გარკვეული უთანხმოება, თუმცა ფიზიკურ შეხებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და მეუღლეს მისთვის ხელი არ დაურტყამს, არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ დამუქრებია.

ამდენად, დაზარალებულის ჩვენებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ლე-----------ას ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა: ირ-------------მა და ლე--–------–-----ემ მართალია დაადასტურეს თა---------ასა და ლე-----------ას შორის კონფლიქტის არსებობის ფაქტი, თუმცა როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმის მასალებით დგინდება, რომ მათ არ დაუნახავთ ლე-----------ას მიერ დაზარალებულ თა---------ას მისამართით ძალადობის განხორციელების ფაქტი, მათ მიერ მიცემული ჩვენებები ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

ასევე ირიბია ირ-------–----აძის, ქე-----------ას და ქე----------–-----ძის ჩვენებები ლე-----------ას მიერ თა---------ას მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან მიმართებით, ვინაიდან მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები დაზარალებულის მონათხრობს ეფუძნება, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული არ დაადასტურა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე შო---------------–-–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აწარმოა შემდგომში დაზარალებულად ცნობილი თა---------ას განცხადების საფუძველზე. გამომძიებელი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და იგი ინფორმაციას ფლობს ქე-----------ასგან, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ლე------------ას მიერ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობაში, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, 2015 წლის 12 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებით: 2015 წლის 29 მაისს მოქ. თა----------ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა კო------------–-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, თუმცა არ შეიცავს ინფორმაციას 2015 წლის 26 მაისს ლე-----------ას მიერ თა---------ას მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ლე-----------ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლე------------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლე------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გამართლებულ ლე------------ას განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე