განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100117002196679
საქმე №1/ბ-1681-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ------------–-----------–----------- მიმართ, დაბადებულის 1-----–-–--------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–-------–------–----------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით და ამავე კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
ხ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით და სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
ხ---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
ხ---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ---------–--–-------–------------------ში მდებარე ბინაში, დ----------------–--ეს, მისმა რძალმა ხ----------------მ მოქაჩა თმები და ხელებისა და ფეხების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის მიდამოში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პროცესში დ----------------–--ემ თავი დაარტყა იატაკს, რის საფუძველზეც მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2017 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ------–--–-------–-------------------------------ში მდებარე ბინაში, გ----------------- მისმა რძალმა ხ---------------ემ ჰკრა ხელი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს და მიიღო მარჯვენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის მიზნით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ხ---------------ეს ჩადენილი დანაშაულებისათვის განესაზღვროს სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასაჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და დამნაშავის პიროვნება. აპელანტის პოზიციით, ხ---------------ისათვის შეფარდებული სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის, რომ მან მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული. სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და მსჯავრდებულის ქცევის გამოსწორებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ხ---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ხ---------------ის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების: დ----------------–----------------------- და მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N34---- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N9------- დასკვნით, ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სანქციის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებათა განხორციელების სახე და მათი საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ (დაზარალებულმა დ----------------–--ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოიითხოვა სასჯელის შემსუბუქება), ასევე, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ხ---------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მას დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის, რომ ხ---------------ემ მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული. პალატა პროკურორის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ დამნაშავე განიხილოს, როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ხ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ხ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლითა და სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ხ---------------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის №12-8903-17 განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და ხ----------------ის მიმართ შეფარდებული 3000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას მოქ. ხ---------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–-------–----–----–-----------------------–------------------------------–----------------------------------------------------- იმ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტურია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) და გ--------ის რენდგენის ფირი (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- დ----------–---- კაბა (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თმის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები, დ----------–---- სისხლისა და თმის ნიმუშები (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი