განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001292030
2ბ/6940-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე, გელა ქირია
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - ლ--–- გ--–---;
წარმომადგენელი - ა-–---------- მ----------;
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-- წ-----;
წარმომადგენელი - მ--- მ----–---;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.10.2017 წ. გადაწყვეტილება;
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება.
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. მოსარჩელე ლ--–- გ--–---ს სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ლ-- წ------ და მისი ოჯახის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ლ--–- გ--–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ავტოსადგომი N--, მდებარე თ---–--–------------------- საკადასტრო კოდი N----------------------- და დაევალოს მოპასუხეს დამონტაჟებული შლაგბაუმის მოხსნა და აღნიშნული უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა მესაკუთრისთვის, არ დაკმაყოფილდა.
2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ზიანის 2400 ლარის ანაზღაურების, ასევე 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2010 წლის 28 ოქტომბერს ამხანაგობა „ჩ----------“-სა და ს------ მ----------- შორის გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობაში უძრავი ქონების საკუთრებად გადაცემის შესახებ, რომელიც წარმოადგენდა წინარე ხელშეკრულებას და რომლის მიხედვითაც ამხანაგობის მიერ მისი წევრისთვის გადასაცემი ქონება იყო ქ-------–---------------------ში მდებარე 18 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება. ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ს------ მ------------ საკუთრების უფლება N-- ავტოსადგომზე (მშენებარე), 18.00 კვ.მ ფართით, საკადასტრო კოდით: N-----------------------.
2.2. ს------ მ----------- და მ--–---- შ---–---- შორის 2013 წლის 11 თებერვალს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველმა შეიძინა ქ-------–---------------------ში მდებარე N-- ავტოსადგომი (მშენებარე), სართული -2, ფართით - 18.00 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 11/02/2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე N-- მშენებარე ავტოსადგომზე დარეგისტრირდა მ--–---- შ---–---- საკუთრების უფლება.
2.3. მ--–---- შ---–----ა და ლ--–- გ--–---ს შორის გაფორმებული 2013 წლის 24 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი, კერძოდ, ქ-------–--–-------------------, სართული 2-ზე მდებარე ავტოსადგომი N-- (მშენებარე), ფართით 18.00 კვ.მ., საკადასტრო კოდითN----------------------- საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლ--–- გ--–---ს სახელზე.
2.4. სადავო უძრავ ქონებაში, მდებარე ქ-------–--------------------, მოპასუხე ლ-- წ----- საკუთრების უფლებით ფლობს N--, N--, N--, N--, N-- და N-- ავტოსადგომებს, საკადასტრო კოდებით: N-----------------------; N-----------------------; N-----------------------; N-----------------------; N----------------------- და N------------------------ აღნიშნული ავტოსადგომებიდან, N-- და N-- ავტოსადგომები მოპასუხემ შეიძინა თ------- ს---------- მხარეთა შორის გაფორმებული 2011 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებების საფუძველზე, ხოლო N--, N--, N-- და N-- ავტოსადგომები კი გ---- ს----------, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. კერძოდ, მათ შორის N-- და N-- ავტოსადგომებზე ხელშეკრულებები გაფორმდა 2013 წლის 02 აგვისტოს, ხოლო N-- და N-- ავტოსადგომებზე - 2011 წლის 12 ივლისს. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებზე ირიცხება მოპასუხე ლ-- წ------ სახელზე. საკუთრებაში არსებული N-- და N-- ავტოსადგომები მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულებებით აქვს გაცემული შპს „ი-------------“ სასარგებლოდ.
2.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, განცხადებით, ფოტოსურათებითა და სიტუაციური გეგმის მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-- წ------ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხები, რომლებსაც რეალურად ფლობს მოპასუხე, მდებარეობს ერთმანეთის გვერდით.
2.6. 2007 წლის 27 ივნისის ამხანაგობა „ჩ---------“-ის საერთო კრების ოქმი N--ის მიხედვით დადგინდა, რომ უნდა მომხდარიყო სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარდგენილი განშლითი ნახაზის შესაბამისად, რომელიც ერთვოდა კრების ოქმს.
2.7. თბილისის არქიტექტურის 2----–-–---------------–-- N------ ბრძანებით შეთანხმდა ქ-------–--–-------–-------–------------–-------------------ში, საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა და სამშენებლო მოწმობა. ამხანაგობის 2------–-–-------------------–-- კრების ოქმით კი დამტკიცდა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2-------–-–---------------------–-- N------ ბრძანებით შეთანხმებული ქ-------–--–-------------------ში საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად ავტოსადგომების განლაგება.
2.8. ამხანაგობა „ჩ----------“-ის 2012 წლის 4 ივნისის წევრთა საერთო კრების ოქმით ამხანაგობა „ჩ---------“-ის სამშენებლო პროექტში შევიდა კორექტირება. 2012 წლის 07 აგვისტოს ამხანაგობის წევრთა საერთო კრების კორექტირებული ოქმის მიხედვით კვლავ დამტკიცდა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------–-- N------ ბრძანებით შეთანხმებული ქ-------–--–----------------------ში საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად ავტოსადგომების განლაგება.
2.9. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის N------ ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული თ. მ--------- 01.05.2012 წლის განცხადება. ამავე სამსახურის N------ ბრძანებით დადასტურდა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებითი მოთხოვნებთან შესაბამისობა და მისი დასაშვებობა.
2.10. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის N------ ბრძანებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2------–-–------------------–-- N------ ბრძანებაში და საერთო სასარგებლო ფართად დაფიქსირდა 10 446.15 კვ.მ. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------- ბრძანებით ასევე მიეთითა 10 446.15 კვ.მ. საერთო სასარგებლო ფართად, ნაცვლად 10 325.77 კვ.მ -ისა.
2.11. 2011 წლის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ქ-------–------------------------ში გარაჟების ფართად რეგისტრირებულია 1 928.00 კვ.მ. ამონაწერით ირკვევა, რომ საერთო ჯამში 68 მშენებარე ავტოსადგომი არის რეგისტრირებული. 2014 წლის მდგომარეობით მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან გამომდინარე საერთო ფართად რეგისტრირებულია 10 446.15 კვ.მ., საიდანაც: ბინების საერთო ფართია - 4836 კვ.მ., მანსარდის ფართი - 1332.45 კვ.მ., აივნების ფართი - 288.4 კვ.მ., ტერასების ფართი - 406 კვ.მ., გარაჟების ფართი - 2019.76 კვ.მ., ხოლო მაღაზიებისა და ოფისების ფართი - 1563.51 კვ.მ. ამასთან, ამონაწერში რეგისტრაცია უკვე ფიქსირდება 84 ავტოსადგომზე.
2.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–-- N----- წერილის მიხედვით კი უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ-------–-------------------- რეგისტრირებულია 83 ავტოსადგომი.
2.13. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხე ლ-- წ------ მხრიდან მისი ავტოსადგომის ფაქტობრივად ფლობის ფაქტთან დაკავშირებით, რადგან საქმეში არსებული ფოტოსურათებით, ასევე თავმჯდომარის განცხადებით, დადასტურებულია, რომ რეალურად მოპასუხე ფლობს მის საკუთრებაში არსებულ ექვს ავტოსადგომს და ექსპლუატაციაში შესვლამდე მოხდა მოსარჩელის საკუთრებაში მშენებარე ავტოსადგომის გადაცემა, რამაც გამოიწვია ადგილმდებარეობის შეცვლა.
სასამართლოზე დადგენილი იქნა, რომ 2011 წლის მდგომარეობით ირიცხებოდა 68 ავტოსადგომი, 2014 წელს კი ეს რიცხვი გაიზარდა 84-მდე და შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეს საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლამდე აქვს ნაყიდი სადავო ავტოფარეხი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ არსებული მდგომარეობით ვეღარ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ შლაგბაუმის ადგილას მდებარეობდა მისი ავტოსადგომი, რომელსაც მოპასუხე ფლობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამასთან, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ვერ იქნა დადგენილი მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი ავტოსადგომის ფლობის ფაქტი.
2.14. საშემფასებლო კომპანია შპს „ე--------------------“ 2016 წლის 1 მარტის დასკვნით ქ--------–--------------------------, ავტოსადგომი N---ის საბაზრო ღირებულებაა 10 000 აშშ დოლარი (24 713 ლარი).
2.15. საშემფასებლო კომპანია შპს „ე------------------“ 01.03.2016 წლის დასკვნის მიხედვით ქ-------–------------------------ ავტოსადგომი N---ის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 01.01.2015 წ. - 01.03.2016 წ. პერიოდის მიხედვით შეადგენს 200 ლარს.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ლ-- წ-----ს მის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, რამაც სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე შეადგინა 2 400 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლოს აზრით, ვერ იქნა რა დადგენილი მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსადგომის უკანონოდ ფლობის ფაქტი, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :
2.16. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. მართალია, მოსარჩელე ლ--–- გ--–--- საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ქ-------–--–-------------------ში მდებარე N-- ავტოსადგომის მესაკუთრეს წარმოადგენს, მაგრამ იმისთვის, რომ მოხდეს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე დასადგენ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მიერ ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი. განსახილველ დავაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კონკრეტულად მოპასუხის მიერ ავტოსადგომის ფლობის ფაქტი, მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნია 6 ავტოსადგომი, საქმის განხილვისას გამოიკვეთა ის გარემოებაც, რომ შენობის განშლის გეგმისა და ექსპლოატაციაში მიღებამდე არსებული ავტოსადგომების რაოდენობა გაიზარდა, დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ ჯერ კიდევ მშენებარე კორპუსში შეიძინა ავტოსადგომი, რაოდენობის გაზრდამ კი გამოიწვია ის ფაქტი, რომ მოპასუხე, რომელსაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს 6 ავტოსადგომი, ამჟამად სარგებლობს მხოლოდ 4 ავტოსადგომით, რადგან სადგომების ფართის ზომები შემცირებულია და ორ ავტოსადგომს საერთოდ ვერ იყენებს, სასამართლოს აზრით, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებლად კი მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას, რის გამოც მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნია. შესაბამისად, ვინაიდან ვერ იქნა დადგენილი მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მოსარჩელის საკუთრების ფლობა, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ლ--–- გ--–---ს საკუთრებაში არსებული N-- ავტოსადგომი მდებარეობს სწორედ იმ ადგილას, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს თვითნებურად აქვს დაკავებული და მოწყობილი აქვს შლაგბაუმი. სასამართლოს N-- ავტოსადგომის მდებარეობის დასადგენად უნდა ეხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ გაცემული იმ გეგმარებით, რომელიც არქიტექტორის სამსახურთან იქნა შეთანხმებული (1---------–. N------) ბრძანება და რომელსაც თავად მოპასუხე მხარეც ადასტურებს.
3.2. აპელანტის მითითებით, მოპასუხეს საკუთრებაში აქვს სხვა ექვსი ავტოსადგომი, რომელიც მდებარეობს არა სადავო უძრავ ქონებაში, არამედ მის მეზობლად, შენობის მეორე სართულზე. საჯარო რეესტრის მიერ 08.02.2016წ. გაცემული გეგმარებით ცალსახად დასტურდება ლ--–- გ--–---ს საკუთრებაში არსებული N-- ავტოსადგომის მდებარეობა.
3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ის გარემოება, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტოსადგომები მდებარეობს ერთმანეთის გვერდით. თავად მოპასუხე ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის მიერ გაცემული გეგმარება სწორედ ის გეგმარებაა, რომელიც დამტკიცებული იქნა არქიტექტურის სამსახურის 1---------–. ბრძანებით.
3.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ლ-- წ----- რეალურად ფლობს მის საკუთრებაში არსებულ ექვს ავტოსადგომს, რადგან თავად მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მითითებულ ადგილას ფიზიკურად არ ეტევა ექვსი ავტომანქანა. ბუნებრივია, მოწინააღმდეგე მხარე ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მყიდველი არ შეიძენდა ისეთ ავტოსადგომს, რომელშიც ვერ გააჩერებდა ავტომანქანას. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელისთვის ავტოსადგომის საკუთრებაში გადაცემა მოხდა ექსპლუატაციაში შესვლამდე და სწორედ ამან გამოიწვია მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. ადგილმდებარეობის შეცვლის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. უფრო მეტიც, მოპასუხისთვის (მისი წინამორბერდი მესაკუთრისთვის) უკლებლივ ყველა ავტოსადგომის საკუთრებაში გადაცემა სწორედ ექსპლუატაციაში შესვლამდე მოხდა, თუმცა სასამართლოს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
3.5. მოწინააღმდეგე მხარე 2015 წლის 01 იანვრიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული N-- ავტოსადგომით. აღნიშნული უძრავი ქონების ყოველთვიური ქირა შეადგენს 200 ლარს. რამდენადაც 2015 წლის 01 აპრილიდან სარჩელის სასამართლოში შეტანის დღემდემე ფაქტობრივად გასულია 12 თვე, ლ--–- გ--–---ს ზიანი შეადგენს 2400 ლარს. მოსარჩელეს ზიანი ადგება სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგაც, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი. შესაბამისად, მისი საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;
3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.
4.2. უძრავი ნივთი, მდებარე ქ-------–--–------------------,სართული 2-ზე, ავტოსადგომი N-- (მშენებარე), ფართით 18.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით N-----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ--–- გ--–---ს სახელზე (ტ.1, ს.ფ. 19-20, 23,24).
4.2.1. 2010 წლის 28 ოქტომბერს ამხანაგობა „ჩ----------“-სა და ს------ მ----------- შორის გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობაში უძრავი ქონების საკუთრებად გადაცემის შესახებ, რომელიც წარმოადგენდა წინარე ხელშეკრულებას და რომლის მიხედვითაც ამხანაგობის მიერ მისი წევრისთვის გადასაცემი ქონება იყო ქ-------–---------------------ში მდებარე 18 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება. ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ს------ მ------------ საკუთრების უფლება N-- ავტოსადგომზე (მშენებარე), 18.00 კვ.მ ფართით, საკადასტრო კოდით: N----------------------- (ტ.1, ს.ფ. 25-29).
4.2.2. ს------ მ----------- და მ--–---- შ---–---- შორის 2013 წლის 11 თებერვალს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველმა შეიძინა ქ-------–---------------------ში მდებარე N-- ავტოსადგომი (მშენებარე), სართული -2, ფართით - 18.00 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 11/02/2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე N-- მშენებარე ავტოსადგომზე დარეგისტრირდა მ--–---- შ---–---- საკუთრების უფლება(ტ.1, ს.ფ. 15-18).
4.2.3. მ--–---- შ---–----ა და ლ--–- გ--–---ს შორის გაფორმებული 2013 წლის 24 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი, კერძოდ, ქ-------–--–-------------------, სართული 2-ზე მდებარე ავტოსადგომი N-- (მშენებარე), ფართით 18.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით N----------------------- საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლ--–- გ--–---ს სახელზე (ტ.1, ს.ფ. 19-20, 23,24).
4.3. უძრავ ქონებაში, მდებარე ქ-------–--------------------, მოპასუხე ლ-- წ----- საკუთრების უფლებით ფლობს N--, N--, N--, N--, N-- და N-- ავტოსადგომებს, საკადასტრო კოდებით: N-----------------------; N-----------------------; N-----------------------; N-----------------------; N----------------------- და N------------------------აღნიშნული ავტოსადგომებიდან, N-- და N-- ავტოსადგომები მოპასუხემ შეიძინა თ------- ს---------- მხარეთა შორის გაფორმებული 2011 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებების საფუძველზე, ხოლო N--, N--, N-- და N-- ავტოსადგომები კი გ---- ს----------, შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. კერძოდ, მათ შორის N-- და N-- ავტოსადგომებზე ხელშეკრულებები გაფორმდა 2013 წლის 02 აგვისტოს, ხოლო N-- და N-- ავტოსადგომებზე - 2011 წლის 12 ივლისს. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებზე ირიცხება მოპასუხე ლ-- წ------ სახელზე. საკუთრებაში არსებული N-- და N-- ავტოსადგომები მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულებებით აქვს გაცემული შპს „ი-------------“ სასარგებლოდ (ტ.1, ს.ფ. 63-74, 258-191, 282-283, 287-289).
4.4. მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის მიერ სადავო ავტოსადგომის ფლობის ფაქტი.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
მოპასუხის მიერ სადავო ავტოსადგომის ფლობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და მისი მტკიცების ტვირთს.
პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი სადავო ავტოსადგომის ფლობის ფაქტი.
დადგენილია, რომ 2007 წლის 27 ივნისის ამხანაგობა „ჩ---------“-ის საერთო კრების ოქმი N--ის მიხედვით დადგინდა, რომ უნდა მომხდარიყო სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარდგენილი განშლითი ნახაზის შესაბამისად, რომელიც ერთვოდა კრების ოქმს (ტ.1, ს.ფ. 127-130).
თბილისის არქიტექტურის 2----–-–---------------–-- N------ ბრძანებით შეთანხმდა ქ-------–--–-------–-------–------------–-------------------ში, საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა და სამშენებლო მოწმობა.
ამხანაგობის 2------–-–-------------------–-- კრების ოქმით კი დამტკიცდა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2-------–-–---------------------–-- N------ ბრძანებით შეთანხმებული ქ-------–--–-------------------ში საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად ავტოსადგომების განლაგება (ტ.1, ს.ფ. 105,106,109-111, 122-125).
ამხანაგობა „ჩ----------“-ის 2012 წლის 4 ივნისის წევრთა საერთო კრების ოქმით ამხანაგობა „ჩ---------“-ის სამშენებლო პროექტში შევიდა კორექტირება. 2012 წლის 07 აგვისტოს ამხანაგობის წევრთა საერთო კრების კორექტირებული ოქმის მიხედვით კვლავ დამტკიცდა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------–-- N------ ბრძანებით შეთანხმებული ქ-------–--–----------------------ში საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად ავტოსადგომების განლაგება (ტ.1, ს.ფ. 87-89, 264-268).
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის N------ ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული თ. მ--------- 01.05.2012 წლის განცხადება. ამავე სამსახურის N------ ბრძანებით დადასტურდა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებითი მოთხოვნებთან შესაბამისობა და მისი დასაშვებობა (ტ.1, ს.ფ. 100-102, 107,108).
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის N------ ბრძანებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2------–-–------------------–-- N------ ბრძანებაში და საერთო სასარგებლო ფართად დაფიქსირდა 10 446.15 კვ.მ.. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------- ბრძანებით ასევე მიეთითა 10 446.15 კვ.მ. საერთო სასარგებლო ფართად, ნაცვლად 10 325.77 კვ.მ -ისა (ტ.1, ს.ფ. 103,104, 112).
2011 წლის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ქ----------–------------------------ში გარაჟების ფართად რეგისტრირებულია 1 928.00 კვ.მ. ამონაწერით ირკვევა, რომ საერთო ჯამში 68 მშენებარე ავტოსადგომი არის რეგისტრირებული. 2014 წლის მდგომარეობით მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან გამომდინარე საერთო ფართად რეგისტრირებულია 10 446.15 კვ.მ., საიდანაც: ბინების საერთო ფართია - 4836 კვ.მ., მანსარდის ფართი - 1332.45 კვ.მ., აივნების ფართი - 288.4 კვ.მ., ტერასების ფართი - 406 კვ.მ., გარაჟების ფართი - 2019.76 კვ.მ., ხოლო მაღაზიებისა და ოფისების ფართი - 1563.51 კვ.მ. ამასთან, ამონაწერში რეგისტრაცია უკვე ფიქსირდება 84 ავტოსადგომზე (ტ.1, ს.ფ. 193-228, 229-263).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–-- N----- წერილის მიხედვით კი უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ-------–-------------------- რეგისტრირებულია 83 ავტოსადგომი (ტ.1, ს.ფ. 35).
როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად იქნა აღნიშნული, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხე ლ-- წ------ მხრიდან მისი ავტოსადგომის ფაქტობრივად ფლობის ფაქტთან დაკავშირებით, რადგან საქმეში არსებული ფოტოსურათებით, ასევე თავმჯდომარის განცხადებით, დადასტურებულია, რომ რეალურად მოპასუხე ფლობს მის საკუთრებაში არსებულ ექვს ავტოსადგომს და ექსპლუატაციაში შესვლამდე მოხდა მოსარჩელის საკუთრებაში მშენებარე ავტოსადგომის გადაცემა, რამაც გამოიწვია ადგილმდებარეობის შეცვლა. დადგენილი იქნა, რომ 2011 წლის მდგომარეობით ირიცხებოდა 68 ავტოსადგომი, 2014 წელს კი ეს რიცხვი გაიზარდა 84-მდე და შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეს საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლამდე აქვს ნაყიდი სადავო ავტოფარეხი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ არსებული მდგომარეობით ვეღარ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ შლაგბაუმის ადგილას მდებარეობდა მისი ავტოსადგომი, რომელსაც მოპასუხე ფლობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მოპასუხის მიერ სადავო ავტოსადგომის ფლობის ფაქტი. მოსარჩელემ (აპელანტმა) ვერ შეძლო დაემტკიცებინა სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლად მითითებული გარემოება.
4.5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს:
საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 20.03.1952წ. დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად:
ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მოპასუხის მიერ სადავო ავტოსადგომის ფლობის ფაქტი. მოსარჩელემ (აპელანტმა) ვერ შეძლო დაემტკიცებინა სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლად მითითებული გარემოება. შესაბამისად, სახეზე არ არის სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, კერძოდ, არ დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ვინაიდან დადასტურებული არ არის მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი, არ არსებობს ამ საფუძვლის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების წანამძღვრები.
სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი შუამდგომლობს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის ანაზრაურების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, ასევე 1000 ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტ. 2) .
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების პროპორციულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში აპელანტს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 448 ლარის ოდენობით ( 200X12X2 =4800, 4800+4000+2400=11200, 11200-ის 4% =448).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--–- გ--–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.10.2017წ. გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. ლ--–- გ--–---ს ლ-- წ------ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ნაწილობრივი ანაზღაურება 448 ლარის ოდენობით.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ოთარ სიჭინავა
ამირან ძაბუნიძე
გელა ქირია