განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002428687
საქმე #1ბ/771-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
ნ--- გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----- თ-----–---–ის
მსჯავრდებულის: ნ-------- ნ-----–--–---–ის
ადვოკატის: ნ--- ს------------–----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ რ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების№0-----------): - ნ-------- ნ-----–--–---–ის, დაბადებულის 1------–-–---------------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების რ-------ი, ლ------–---------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ-------- ნ-----–--–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ-------- ნ-----–--–---–მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თბილისში, ქ---------------–ა-------------–-----------------------------------------------------ე ,,ჰ------ს“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით D------) გადაადგილებისას უკანონოდ ინახავდა 0,00048 გრამ ნარკოტიკული საშუალება - ჰერ----ს, რაც 2018 წლის 31 მარტს, დღისით, ამავე ტერიტორიაზე ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენით:
ნ-------- ნ-----–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ნ-------- ნ-----–--–---–ი მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია;
ნ-------- ნ-----–--–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 მარტიდან.
ნ-------- ნ-----–--–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ პროკურორმა რ---- ხ--------ემ;
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ნ-------- ნ-----–--–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის (საჩივარში შეცდომითაა მითითებული 26 მაისი) განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულის სიმძიმე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მომეტებული საფრთხე;
პალატის სხდომაზე აპელანტმა - ბრალდების მხარემ, პროკურორმა ნ----- თ-----–---–მა მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ-------- ნ-----–--–---–ის მიმართ სასჯელის გამკაცრება;
დაცვის მხარემ, ადვოკატმა ნ--- ს------------–----ემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ-------- ნ-----–--–---–ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, არ არსებობს მისში ცვლილების შეტანის, კერძოდ კი სასჯელის გამკაცრების საფუძველი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ-------- ნ-----–--–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ-------- ნ-----–--–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებები, მსჯავრდებულ ნ-------- ნ-----–--–---–ის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ნ-------- ნ-----–--–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულება და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირადი და ეკონომიკური პირობებს, ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების შესახებ, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ნ-------- ნ-----–--–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან. მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ამის თაობაზე არც სააპელაციო საჩივარშია მითითებული;
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი (მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების წონამ შეადგენა 0,00048 გრამ ნარკოტიკული საშუალება - ჰერ----ი), დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და ისე განუსაზღვრა სასჯელი, შესაბამისად პალატას თვლის, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ნ-------- ნ-----–--–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი, დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი ნ-------- ნ-----–--–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ რ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის განაჩენი ნ-------- ნ-----–--–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ნ-------- ნ-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ნ-------- ნ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
ნ-------- ნ-----–--–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 მარტიდან; მას ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი უკვე აქვს მოხდილი;
ნ-------- ნ-----–--–---– ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ფლაკონი ბამბის ტამპონთან ერთად და მცენარეული მასა, რომელიც ინახება, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---------------------------–------------------------------–-----------------–იულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
,,ჰ------ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით D------, რომელიც განთავსებულია სსიპ 1---------–---–-----------–---–---------------ზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი