განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210116001581382
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3302101160015-1382

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/1653-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - კ---- კ--------

წარმომადგენელი - მ------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ყ---------–---–-

წარმომადგენელი - თ---------–-–---–-

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით კ---- კ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. დადგენილია, რომ 2005 წლიდან 2010 წლების პერიოდში სამოქალაქო წესით სასამართლო წარმოების გზით მ------ ყ---------–---–-ს მოთხოვნა (უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების და მოძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე) ნ--- პ--------–-–---–ის და ა------- (ბ------) პ--------–-–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩლი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;

- 2014 წლის 03 აპრილის შეთანხმება (ს.ფ. 18-20);

 

2.2. 2012 წლის 01 ნოემბერს, კ---- კ--------ს და მ------ ყ---------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება #--, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ კ---- კ--------ს მ------ ყ---------–---–-სთვის უნდა გაეწია საადვოკატო მომსახურება, რის სანაცვლოდაც, მ------ ყ---------–---–ს კ---- კ-------ისთვის უნდა გადაეხადა ამოღებული ქონების ღირებულების 10 %.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩლი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;

-2012 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულება #-- (ს.ფ. 15).

 

2.3. 2012 წლის 19 ნოემბერს მოპასუხე მ------ ყ---------–---–მა განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს მისი ქონების მითვისების ფაქტის გამო სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩლი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;

- 2013 წლის 19 იანვრის წერილი #------ (ს.ფ. 119).

 

2.4. 2013 წლის 19 იანვარს მოპასუხე მ------ ყ---------–---–ს 2012 წლის 19 ნოემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებულ ფაქტებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნიშნების არ არსებობის გამო მოთხოვნა გამოძიების დაწყების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩლი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;

- 2013 წლის 19 იანვრის წერილი #------ (ს.ფ. 119).

 

2.5. 2014 წლის 03 აპრილს, მ------ ყ---------–---–ს და ნ--- პ--------–-–---–ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად წინამდებარე შეთანხმების გაფორმებამდე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა, ,,ნივთის გადამცემმა“ გამოიჩინა კეთილი ნება და უსასყიდლოდ გადასცემს ,,ნივთის მიმღებს“ ავეჯს (საძინებელი და კარადა), რომლის ფოტო სურათები თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას დანართის სახით (დანართი #1, #2, #3) და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ამავე შეთანხმების თანახმად, "ნივთის გადამცემმა“ უკვე მიაწოდა ,,ნივთის მიმღებს“ წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლით გათვალისწინებული ავეჯი თბილისში, შემდეგ მისამართზე: დ-------------–----------------------------------------------–------------. მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მოცემული შეთანხმების გაფორმება და ,,ნივთის მიმღებისათვის“ ავეჯის გადაცემა არ წარმოშობდა რაიმე სახის დამატებით ვალდებულებას მხარეთა მიმართ. წინამდებარე შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ,,ნივთის მიმღებმა“ ერთმნიშვნელოვნად, უპირობოდ და შეუქცევადად დაადასტურა, რომ არ გააჩნია და არც მომავალში ექნება რაიმე სახის მოთხოვნა ან/და პრეტენზია, როგორც ნ--- პ--------–-–---–ის, ასევე ა------- (ბ------) პ--------–-–---–ის მემკვიდრეების მიმართ.

 

2014 წლის 03 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით, მ------ ყ---------–---–მა დაადასტურა, რომ მან ნ--- პ--------–-–---–ისგან 2014 წლის 03 აპრილს მიიღო წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ავეჯი და ორი ტუმბო (,,ტრილიაჟი“), ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2014 წლის 03 აპრილის შეთანხმება (ს.ფ. 18-20);

- 04.04.2014 წლის ხელწერილი (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.6. 2014 წლის 04 აპრილის ხელწერილის თანახმად, მ------ ყ---------–---–მა წერილობით დაადასტურა, რომ მან 2014 წლის 03 აპრილს, ნ--- პ--------–-–---–ისგან ადვოკატ კ---- კ-------ის მეშვეობით მიიღო მითვისებული ავეჯის ნაწილი, კერძოდ, 95 000 აშშ დოლარის ღირებულების იაპონური კარადა, 25 000 აშშ დოლარის ღირებულების გარდერობი, 20 200 აშშ დოლარის ღირებულების საწოლი, 33 700 აშშ დოლარის ღირებულების დიდი ,,ტრილიაჟი“, 20 200 აშშ დოლარად ღირებული პატარა ,,ტრილიაჟი“, სულ 194 100 აშშ დოლარის მოძრავი ნივთები. ამავე ხელწერილში მითითებულია, რომ ნივთები იყო სრულყოფილ მდგომარეობაში, მათგან პირველი ნომერი ინახებოდა მოსარჩელესთან სახლში, ს---------------------------–---------ში, ხოლო დანარჩენი ოთხი მისი ახლობლის კუთვნილ ბინაში, მისამართზე: თ---–---------------------–---------------------------------------------------–-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;

- 2014 წლის 04 აპრილის ხელწერილი (ს.ფ. 23);

- ფოტო-მასალა (ს.ფ. 24-28).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ არსებული ფორმით. იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ კ---- კ--------ს და მ------ ყ---------–---–ს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კ---- კ--------ს მ------ ყ---------–---–-სთვის უნდა გაეწია საადვოკატო მომსახურება, ხოლო მ------ ყ---------–---–ს თავის მხრივ კ---- კ-------ისთვის უნდა გადაეხადა ამოღებული ქონების საერთო ღირებულების 10%.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სამოქალაქო დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა განიმარტოს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა უფლება-მოვალეობა და მათი განხორციელების გზები და საშუალებები. ცალსახაა, რომ ხელშეკრულებით ადვოკატის მომსახურება მოიცავს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას და შესაბამისად, 2012 წლის 01 ნოემბრის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა მოპასუხე მხარის ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის წესით საგამოძიებო ორგანოებში საჩივრის შეტანის (მისი დასაბუთება, იურიდიულად არგუმენტირება) უკანონოდ მითვისებული ქონების დაბრუნებისათვის. დადგენილია, რომ 2005-2010 წლების პერიოდში სასამართლოში სამოქალაქო წესით მოპასუხე მხარის მირ ქონების დაბრუნების თაობაზე დავა წარუმატებლად დამთავრდა. ასევე, გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტის თანახმად 2012 წლის 01 ნოემბრის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ 2012 წლის 19 ნოემბერს მოპასუხე მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მოგვიანებით, 2013 წლის 19 იანვრის წერილით დასტურდება, რომ აღნიშნული მოთხოვნა, სისხლის სამართლის ნიშნების არ არსებობის გამო, დაკმაყოფილებული არ იქნა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული ფაქტების ქრონოლოგიას და განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურება, მისი განხორციელების გზები დაკავშირებულია პირის უფლებების დაცვასთან სამართლებრივი მექანიზმების და შესაბამისი, კომპეტენტური ორგანოებში ინტერესების განხორციელებასთან; ასევე, პირისათვის იურიდიული ნორმების და არსებული სამართლებრივი პრაქტიკის, დარღვეული უფლების აღდგენის გზებისა თუ შესაძლებლობებზე კონსულტაციის გაწევასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითება, რომ მართალია აღნიშნულ შემთხვევაში სამართლებრივი რესურსები ამოწურული იქნა, მაგრამ ადვოკატის მომსახურება შესაძლებელია გამოიხატა გარეშე მესამე პირების შეწუხებასა ან/და დაუსრულებლად საჩივრების წერაში, რაც საბოლოოდ ,,აიძულებს“ მათ კონკრეტული ქმედების განხორციელებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სამოქალაქო დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების - მ------ ყ---------–---–სა და ნ--- პ--------–-–---–ს შორის 2014 წლის 03 აპრილს გაფორმებული შეთანხმების გამოკვლევა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, თუ რამ განაპირობა, მხარეთა ნების ამ სახით ფორმირება და ამ შინაარსის შეთანხმების დადება. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავო არ არის ის გარემოებები, რომ მ------ ყ---------–---–-ს მიერ წარმოებული დავები, რომელსაც იგი მოსარჩელე კ---- კ-------ის წარმომადგენლობით ახორციელებდა, წარუმატებლად იქნა დასრულებული. მოსარჩელემ ვერ მიაღწია მისთვის სასურველ შედეგს. ამ მრავალწლიანი სასამართლო პროცესების მ------ ყ---------–---–-სთვის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, მოდავე მხარეები - ნ--- პ--------–-–---–ი და მ------ ყ---------–---–- დებენ შეთანხმებას, სადაც მითითებულია, რომ ნ--- პ--------–-–---–ი თავისი კეთილი ნების საფუძველზე, უბრუნებს მ------ ყ---------–---–ს უსასყიდლოდ ავეჯს (საძინებელი და კარადა), რომლის ფოტოსურათები თან ერთვის ამ შეთანხმებას დანართის სახით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. საგულისხმოა, რომ ამ შეთანხმების დადებაში, კ---- კ-------ის რაიმე სახით მონაწილეობის ფაქტი, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აღნიშნული გარემოება არც ამ შეთანხმების ტექსტიდან იკითხება და არც სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებებიდან ჩანს. ამასთან, ლოგიკური დასკვნების და გონივრული ვარაუდების დონეზეც, არ დასტურდება კ---- კ-------ის მიერ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ნ--- პ--------–-–---–ის კეთილი ნების ფორმირებაში, რამაც განაპირობა, ამ უკანასკნელის მიერ საკუთარი ნებით, უსასყიდლოდ, მის მფლობელობაში არსებული ავეჯის მ------ ყ---------–---–-სთვის დაბრუნება. ხოლო აღნიშნული შეთანხმების მეორე დღეს მოპასუხე მხარის ხელწერილი, ადვოკატის კ---- კ-------ის მეშვეობით ქონების დაბრუნებასა და ამ ავეჯის ღირებულებითი ნაწილის აღწერის თაობაზე, არ შეიცავს მოპასუხე მხარის მიერ რაიმე დამატებით ვალდებულების კისრების თაობაზე ჩანაწერს. შესაბამისად, საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაოს რეზულტატთან იქნა დაკავშირებული მისი ჰონორარი (ამოღებული ქონების ღირებულების 10% ოდენობით) და ვინაიდან დადგენილია, რომ მცდელობის მიუხედავად, სისხლის სამართლის წესით აღნიშნული ქონების ამოღება ვერ მოხერხდა, მოპასუხე მხარის ფულადი ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; ხოლო, მოგვიანებით, თავად მესამე პირის კეთილი ნების ფარგლებში მოპასუხისათვის დაბრუნებული ქონების ფაქტობრივი გარემოება, თუნდაც მოპასუხე მხარის მიერ ადვოკატის მიმართ მადლიერების გამოხატვისა (რაც დაფიქსირებულია 04.04.2013 წლის ხელწერილში ადვოკატის მონაწილეობასთან მიმართებით), არ წარმოშობს 2012 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში ფულადი ვალდებულების დაკისრების საფუძველს.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლომ კ---- კ-------ის სარჩელი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებელად მიიჩნია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სამართლებრივი მექანიზმებით მ------ ყ---------–---–-ს უფლებების დაცვის შესაძლებლობა ამოწურული იყო, ამ მიმართებით აპელანტი მიუთითებს 01.11.2012 წლის განცხადებაზე, რომელიც მოპასუხის განმარტებით შედგენილი იყო კ---- კ-------ის მიერ, რამაც განაპირობა მინისტრის დაინტერესება და მასთან შეხვედრა. მოპასუხე მხარე ასევე განმარტავდა, რომ დავა არ იყო უპერსპექტივო, აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ კ---- კ-------ის მონაწილეობა ერთი განცხადებით არ შემოფარგლულა, არამედ საჩივრები შედიოდა სხვადასხვა საგამოძიებო უწყებებში.

 

3.1.2. აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად შეაფასა 04.04.2014 წლის ხელწერილი, სადაც მოპასუხე მხარე უთითებს, რომ კ---- კ-------ის მეშვეობით გამოძიებაში შეტანილი საჩივრების და განცხადებების საფუძველზე დაიბრუნა ნ--- პ--------–-–---–ის მიერ მითვისებული ქონება.

 

3.1.3. აპელანტის მითითებით სიმართლეს არ შეესაბამება გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ უფლების დაცვის მიზნით სამართლებრივი საშუალებების ამოწურვის შემდეგ იურიდიული მომსახურების გაწევა მესამე პირების შეწუხებაში ან/და განცხადებების დაუსრულებლად წერაში გამოიხატება.

 

3.1.4. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორი დაასკვნა გააკეთა მასზედ, რომ ნივთების დაბრუნება მოხდა ნ--- პ--------–-–---–ის ,,კეთილი ნების’’ საფუძველზე, ამ მიმართებით სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, თუ რის საფუძველზე მოხდა ნ--- პ--------–-–---–ის ნების ფორმირება. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ დაეყრდნო, მხოლოდ შს სამინისტროს წერილს და არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება, რწმუნებულება, ხელწერილი, ამასთან, მხედველობაში არ იქნა მიღებული არც ის გარემოება, რომ გამოძიება მისი მეშვეობით დაიწყო არა შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ, ფინანსთა სამინისტროში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. კ---- კ-------ის სასარჩელო მოთხოვნას მ------ ყ---------–---–-სთვის 19 410 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენს. მოსარჩელე აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მოპასუხის მიერ 01.11.2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე უთითებს.

 

4.1.2. სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ კ---- კ--------ს გასამრჯელოს (ჰონორარის) მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია, რადგან მას 03.04.2014 წელს ნ--- პ--------–-–---–თან შეთანხმების გაფორმებაში, რომლითაც ნ--- პ--------–-–---–მა მ------ ყ---------–---–-ს სასარგებლოდ შეთანხმებაში მითითებული მოძრავი ნივთების გადაცემის ვალდებულება იკისრა მონაწილეობა არ მიუღია.

 

4.1.3. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს კ---- კ-------ის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებაზე, სადაც ის განმარტავს, რომ 2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით დავა წაგებული და დასრულებული იყო, მისი ძალისხმევით და აქტიური მონაწილეობით დაიწყო საქმის წარმოება სისხლის სამართლებრივი კუთხით, რა დროსაც ნ--- პ--------–-–---–ის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ს182-ე მუხლით (მითვისება). სწორედ მისი დახმარებით და მეშვეობით 2014 წლის 03 აპრილს დაიდო შეთანხმება ნ--- პ--------–-–---–ს და მოპასუხეს შორის, რომლის საფუძველზეც მ------ ყ---------–---–ს დაუბრუნდა 194 100 აშშ დოლარის ღირებულების ქონება. (იხ. სარჩელი) ამდენად, მოსარჩელე მხარე თავად ადასტურებს ფაქტს მასზედ, რომ მ------ ყ---------–---–თან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე უკვე ამოწურული იყო მისი უფლებების სამოქალაქო წესით დაცვის ყველა შესაძლებლობა და ამ უკანასკნელის უფლების დაცვის მიზნით საქმის წარმოება სისხლის სამართლის წესით უნდა დაწყებულიყო. მოსარჩელე მხარის ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტების, ასევე 01.11.2012 წელს ერთი მხრივ მ------ ყ---------–---–ს და მეორე მხრივ კ---- კ--------ს შორის ,,დაზარალებულ მ------ ყ---------–---–-სთვის იურიდიული მომსახურების’’ გაწევის მიზნით ხელშეკრულების დადების ერთობლივი, ლოგიკური, შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შედეგად სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ მ------ ყ---------–---–ს და კ---- კ--------ს შორის 01.11.2012 წელს #-- ხელშეკრულების დადების საგანს/მიზანს მ------ ყ---------–---–-ს დარღვეული უფლებების სისხლის სამართლის წესით დაცვა წარმოადგენდა.

 

4.1.4. საქმეში წარმოდგენილი 19.01.2013 წლის წერილით ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტიდან ირკვევა, რომ დეტექტივ-გამომძიებელმა მ------ ყ---------–---–ს მისი 2012 წლის 19 ნოემბრის განცხადების პასუხად აცნობა, რომ მის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენდა, ამასთან, აღნიშნული ფაქტები არ შეიცავდა რა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს მოთხოვნა გამოძიების დაწყების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. (ტ.1.ს.ფ. 119)

 

4.1.5. 2014 წლის 03 აპრილს, ერთი მხრივ ნ--- პ--------–-–---–ს და მეორე მხრივ მ------ ყ---------–---–ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად ამ შეთანხმების გაფორმებამდე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა, ,,ნივთის გადამცემმა“ გამოიჩინა კეთილი ნება და იკისრა ,,ნივთის მიმღებისთვის“ ავეჯის (საძინებელი და კარადა) უსასყიდლოდ გადაცემის ვალდებულება, რომლის ფოტო სურათები თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას დანართის სახით (დანართი #1, #2, #3) და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

ამავე შეთანხმებით დგინდება, რომ შეთანხმების გაფორმების ეტაპზე პირველი მუხლით გათვალისწინებული ავეჯი "ნივთის გადამცემის“ მიერ უკვე მიწოდებული იყო ,,ნივთის მიმღებისთვის“ შემდეგ მისამართზე: თ---–--------------------–----------------------------------------------–------------. შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მოცემული შეთანხმების გაფორმება და ,,ნივთის მიმღებისათვის“ ავეჯის გადაცემა არ წარმოშობდა რაიმე სახის დამატებით ვალდებულებას მხარეთა მიმართ. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ,,ნივთის მიმღებმა“ ერთმნიშვნელოვნად, უპირობოდ და შეუქცევადად დაადასტურა, რომ არ გააჩნია და არც მომავალში ექნება რაიმე სახის მოთხოვნა ან/და პრეტენზია, როგორც ნ--- პ--------–-–---–ის, ასევე ა------- (ბ------) პ--------–-–---–ის მემკვიდრეების მიმართ.

 

2014 წლის 03 აპრილის ხელწერილით, მ------ ყ---------–---–მა დაადასტურა, რომ მან ნ--- პ--------–-–---–ისგან 2014 წლის 03 აპრილს მიიღო შეთანხმებით გათვალისწინებული ავეჯი და ორი ტუმბო (,,ტრილიაჟი“), ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში, ხელწერილი დამოწმებული იქნა სანოტარო წესით. (ტ.1.ს.ფ. 18-22)

 

4.1.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში გათვალისწინებით იმისა, რომ 03.04.2014 წლის შეთანხმებით დადასტურდა ამ შეთანხმების საფუძველზე მ------ ყ---------–---–-სთვის ნივთების გადაცემის ფაქტი, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, 03.04.2014 წელს ერთი მხრივ ნ--- პ--------–-–---–ს და მეორე მხრივ მ------ ყ---------–---–ს შორის შეთანხმების კ---- კ-------ის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული იურიდიული მომსახურების შედეგად გაფორმების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.

 

4.1.7. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 03.04.2014 წელს ერთი მხრივ ნ--- პ--------–-–---–ს და მეორე მხრივ მ------ ყ---------–---–ს შორის შეთანხმება (მოძრავი ნივთების გადაცემის შესახებ) გაფორმებული არ ყოფილა კ---- კ-------ის მიერ მ------ ყ---------–---–-ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების გაწევის შედეგად, რაც 01.11.2012 ხელშეკრულების შესაბამისად, გასამრჯელოს (ჰონორარის) გადახდის წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 03.04.2014 წლის შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ნ--- პ--------–-–---–მა მ------ ყ---------–---–ის სასარგებლოდ შეთანხმებაში მითითებული მოძრავი ნივთების გადაცემის ვალდებულება იკისრა. აქვე პალატა ხაზს უსვამს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რაზეც შეთანხმების მხარეებმა დოკუმენტის პირველივე პუნქტში მიუთითეს, კერძოდ, შეთანხმების პირველ პუნქტში ნივთის გადამცემის მიერ შეთანხმებაში მითითებული ნივთების ნივთის მიმღებისთვის გადაცემის საფუძვლად მითითებულია ნივთის გადამცემის კეთილი ნება. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი შეთანხმებით დასტურდება, რომ მ------ ყ---------–---–-სთვის შეთანხმებაში მითითებული ნივთების დაბრუნების საფუძველს ნ--- პ--------–-–---–ის კეთილი ნება წარმოადგენდა.

 

სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის/აპელანტის მხრიდან საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულება, რაც ნ--- პ--------–-–---–ის მიერ მ------ ყ---------–---–-სათვის მითითებული ნივთების გადაცემას კ---- კ-------ის მიერ 01.11.2012წ. ხელშეკრულების ფარგლებში განხორცილებულ ქმედებებს (საპროცესო მოქმედებები) დაუკავშირებდა. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნ--- პ--------–-–---–ის მიერ მოსარჩელისათვის გარკვეული ნივთების დაბრუნება, განპირობებული რომ იყო კ---- კ-------ის მიერ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებით, საადვოკატო მომსახურებით, ამის დამდასტურებელ მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს 04.04.2014 წლის ხელწერილი, სადაც, მ------ ყ---------–---–- უთითებს, რომ კ---- კ-------ის მეშვეობით დაიბრუნა ნ--- პ--------–-–---–ისგან გარკვეული ნივთები. პირველ რიგში, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს იმ ფაქტზე, რომ დასახელებული 04.04.20014 წლის ხელწერილი შედგა თავად კ---- კ-------ის ინიციატივით და არა მ------ ყ---------–---–ის სურვილით. ამსათან, საგულისხმოა, რომ დასახელებული ხელწერილში გამოვლენლი ნება არ შეიძლება განხილულ იქნეს კ---- კ-------ის მიმართ მხარეთა შორის გაფორმებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ-----------------–---–ის რაიმე ვალდებულების აღიარებად. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 01.11.2012 წ. ხელშეკრულების შინაარსზე, რომლის თანახმადაც მ------ ყ---------–---–ს კ---- კ-------ისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის ჰონორარის გადახდის ვალდებულების წარმოშობა, დამოკიდებულია ადვოკატის მიერ შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე - ქონების ამოღებაზე, შესაბამისად საადვოკატო ჰონორარის გადახდის ვალდებულების წარმოშობილად მიჩნევისათვის ცალსახად უნდა იკვეთებოდეს, რომ სწორედ კ---- კ-------ის მიერ განხორციელებული საადვოკატო მოქმედებების შედეგად მოხდა ნ--- პ--------–-–---–ის მიერ მ------ ყ---------–---–-სათვის ნივთების დაბრუნება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ------ ყ---------–---–-ს 04.04.2014 წლის ხელწერილი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. კერძოდ, ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის 19.01.2013 წლის წერილით, მ------ ყ---------–---–ს მისი 2012 წლის 19 ნოემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენდა, ამასთან, აღნიშნული ფაქტები არ შეიცავდა რა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს მოთხოვნა გამოძიების დაწყების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.1.ს.ფ. 119). ამდენად, სისხლის სამართლის წესით მ------ ყ---------–---–-ს უფლების დაცვის მიზნით კ---- კ-------ის მიერ მოქმედების განხორცილების ფაქტი, რომელსაც გარკვეული იურიდიული შედეგი მოჰყვა, საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნული კი გამორიცხავს მ------ ყ---------–---–-ს მიმართ საადვოკატო 19 410 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ

 

4.1.8. ამგვარად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად. ზემოთ მითითბული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სკ-ის 316-ე 317-ე და 629-ე მუხლებზე მითითებით სწორად მიიჩნია სარჩელი დაუსაბუთებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საბოლოოდ სახ. ბაჟის გადახდა ეკისრება წაგებულ მხარეს. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მისთვის დაბრუნებას არ ექვემდებარება და უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში .

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კ---- კ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /