განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.12.2018
საქმის ნომერი
330310017001982297
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001982297 (N 3ბ/433-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლე - ილონა თოდუა, შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - მ--------------–-ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ. ი-–-- ს--------ე;

წარმომადგენელი - გ-----------------ა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

1.1. სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ი-–-- ს--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2----–-–-------------------------------------------------–----------------------------–--------–-----------------------–-–------------------- ბრძანება.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2010 წლის 9 ივნისს ი-–-- ს--------ე რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 10-11).

 

სააგენტოს მიერ ი-–-- ს--------ის მიმართ გამოწერი-–-- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №--–-----------, რომელშიც ოპერაციის შინაარსად მითითებულია ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ს------------------–-----–------------------------------------------------–-----------–------------------------------------------------------–----–----------–-–--------------------------- მძღოლი - ი-–-- ს--------ე. სასაქონლო ზედნადები გამოწერი-–-- 2----------–-----------------------------------–--------------–---------–-------------–----------–----------–----------–-------------------.

 

2----–-–-----------–----–--------------------------------–------------–-----–------------–-------------------–-----------, რომელშიც ოპერაციის შინაარსად მითითებულია ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ბ----------------------------------------------------–-----------–---------–----------–----–--------------------------–--------–-–-----------–ს.

 

2----–-–-----------–----–--------------------------------–------------–-----–------------–-------------------–-----------, რომელშიც ოპერაციის შინაარსად მითითებულია ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ბ----------------------------------------------------–-----------–---------–----------–----–--------------------------–--------–-–-----------–ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 68-70).

 

2----–-–------------–---------------------–--------------------------------–------------–-----–------------–-------------------–-----------, რომელშიც ოპერაციის შინაარსად მითითებულია ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ბო--------------------------------------------------–-----------–---------–-----–-------–-----------------------------–----–----------–-–-----------------------------------–------–------------------------------------------–-------–----–-------–------------------------------------------–------------- მითითებულია განცხადების ნომერი და შტრიხკოდი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადები №--–----------- (ს.ფ. 12).

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა 20---–-–------------–----------------------–-----–-------------------–--------–-----------------------------------------------------------------------------------------------–-–------------–--------------–--------------------–------------------------------–------–-----------------------–----–------–----------–----------------------–--------------------------–-----------------------------------------------–-–------------------–--------------- რომელსაც მართავდა ი-–-- ს--------ე. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილი დატვირთული იყო 2--------------–-------------–----------------------------–---------–------------–------–----------–------–---------------------------------–----–-------------------------------–-----–------------–---------------------------------------–------------–-–------------–-------- საათზე, ხოლო დეპარტამენტის მიერ ავტომანქანა გაჩერებულ იქნა 20---–-–------------–-------- საათზე. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ დროის ამ პერიოდში ი-–-- ს--------ე ერთი და იგივე ზედნადებით ახორციელებდა მეორე გადაზიდვას.

 

წერილით მოთხოვნი-–-- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი რეაგირების განხორციელება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს 2----–-–------------–--------------------- წერილი (ს.ფ. 56-57).

 

2----–-–---------სს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ი-–-- ს--------ის მიმართ შედგენილ იქნა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ი-–-- ს--------ის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, რისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, იგი დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. ოქმის მიხედვით, განხორციელდა 1-------–---------------------------–------------–---------------–--–-–-----------–------------–-------------------------------------------–----------------------–------------------------–----–-----------------------; მძღოლი - ი-–-- ს--------ე).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2----–-–---------------------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 13-14).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2----–-–------------------------- დასკვნის მიხედვით, ი-–-- ს--------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი W---------------–---------------–------------–--–-–-----------------–------–---–-----–------------------------–---------------–-------------------------–----------------- ლარი დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2----–-–------------------------- დასკვნა (ს.ფ. 72-76).

 

2----–-–--------------–-----------------------------------------–--------–------------------------–----–----------------------------------------------------------–-–---------------------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.

 

ს----–--------–-----------------------–-–------------------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ს----–--------–-----------------------–-–------------------- ბრძანება (ს.ფ. 15-17).

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, ხოლო მესამე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი);

 

2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 251 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსი-–-- მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ზედნადების სავალდებულო წესით გამოწერის შემთხვევები, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი. მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სასაქონლო ზედნადების თანხლებით. ამასთან, სასაქონლო ზედნადებში შევსებული უნდა იყოს ყველა რეკვიზიტი და იგი უნდა გამოიწეროს საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–---------სს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ი-–-- ს--------ის მიმართ შედგენილ იქნა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე. შედეგად, მოსარჩელე დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. ოქმის მიხედვით, განხორციელდა 1-------–---------------------------–------------–---------------–--–-–-----------–------------–-------------------------------------------–----------------------–------------------------–----–-----------------------; მძღოლი - ი-–-- ს--------ე).

 

მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას. ი-–-- ს--------ე არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არ ახდენდა საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას, რადგან 2----–-–------------–ს გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები №--–-----------. მისი განმარტებით, საქონლის გადატანა სწორედ აღნიშნული ზედნადების საფუძველზე ხდებოდა. მოსარჩელის მითითებით, კანონმდებლობა არ ავალდებულებს პირს, რომ ტრანსპორტირების დაწყების დღესვე დაასრულოს იგი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული. ამასთან, თავისუფალი მეწარმეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საგადასახადო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია გადასახადის გადამხდელთა კანონიერი ინტერესების დაცვა. ამდენად, საგადასახადო ორგანოთა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობის განხორციელებისთვის ხელშეშლა თუ შეფერხება, რამეთუ აღნიშნული პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტთან, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან. ამასთან, კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი ზედნადების გამოწერის ვალდებულება საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ან საქონლის მიწოდებისთანავე, როდესაც ადგილი არ აქვს ტრანსპორტირებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც სასაქონლო ზედნადების გამოწერის თარიღი არ ემთხვევა ტრანსპორტირების განხორციელების თარიღს, საგადასახადო ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი ავტომატურად არ უნდა მიიჩნიოს დადასტურებულად. მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, თარიღთა შორის სხვადასხვაობა განპირობებულია თუ არა ტრანსპორტირების მიმდინარეობის ხანგრძლივობით, როდესაც დაწყების დღეს არ დასრულებულა ტრანსპორტირება და გაგრძელდა მომდევნო დღესაც. თუკი გადასახადის გადამხდელი ტრანსპორტირების დაწყებამდე გამოწერს სასაქონლო ზედნადებს, მის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად ითვლება, ამასთან, საქონლის ტრანსპორტირების ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს ისეთი, რომ მისი დაწყებისა და დასრულების დღე ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დამოკიდებულია, ერთის მხრივ, ტრანსპორტირების დაწყების ადგილსა და დასრულების ადგილებს შორის მანძილით, ასევე, ტრანსპორტირების დაწყების დროით თუ სხვა ობიექტური გარემოებებით. ტრანსპორტირება საგადასახადო მიზნებისთვის გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის გადატანას ერთი პუნქტიდან სხვა ადგილამდე/ადგილებამდე და მოიცავს მთელ იმ პერიოდს, როდესაც ხდება საქონლის გადატანა ერთი ადგილიდან სხვა ადგილამდე/ადგილებამდე, ტრანსპორტირების დაწყებიდან დასრულებამდე, რომლის განმავლობაში შესაძლებელია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა იყოს გარკვეული დროით შეჩერებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად მოპასუხის მითითებისა სასაქონლო ზედნადების კორექტირების განუხორციელებლობაზე, უმთავრესია, დადგინდეს, რომ ტრანსპორტირება დაწყებულია და დასრულებულია სწორედ ერთი კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად, კონკრეტული საქონლის ერთი ადგილიდან მეორეში გადასატანად და დასტურდებოდეს ტრანსპორტირების პერიოდის განმავლობაში სწორედ ამ მიზნის განხორციელებისკენ მიმართული ქმედება, რაც შესაძლებელია, დადგინდეს მიზნის განსაზღვრის, საქონლის სახეობის, დანიშნულების ადგილის, ტრანსპორტირების მიმდინარეობის გონივრული დროის დადგენის მეშვეობით. ამასთან, თუკი ტრანსპორტირების გაჭიანურება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის თუ წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნით, აღნიშნულის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორედ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის დამტკიცება და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზედნადები არ დაკორექტირებულა არ გულისხმობს სამართალდარღვევის ჩადენის დადასტურებას, არამედ ზედნადების კორექტირება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მტკიცებით გარემოებას.

 

ამასთან, სასამართლომ მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია, რომ შესაძლებელი უნდა იყოს სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლისა და გადამოწმებისას აღმოჩენილი საქონლის იდენტიფიკაცია, უნდა დადასტურდეს მათი იდენტურობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენად ხდება სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირება, ვერ შემოწმდება საგადასახადო ორგანოთა მიერ.

 

სასამართლომ, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქცია №--–----------- და №--–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონლის სახეობასა და ოდენობას, ასევე, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილს, სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილს, სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და სამართალდარღვევის გამოვლენის თარიღთა შორის არსებულ დროის შუალედს და განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ცალსახად და პირდაპირ არ დასტურდება საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მხოლოდ ეჭვი კი არ შეიძლება გახდეს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსი-–-- გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათი-–--, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2----–-–---------სს ი.მ ი-–-- ს--------ის მიმართ შედგა N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდამრღვევ პირს სსკ-ის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა საქონლი.

 

ელ------------–------–----------–------–------------------------–----–-------------------------------–-----–------------–---------------------------------------–------------–-–------------–----------------------–----------------------------------------------------–-----------–-–------------–------- საათზე.

 

აპელანტმა აღნიშნა, რ---------–-–------------------------------------–---------------------–---------------–------------------------–---------–-----------------------–------------------------------------–------------. ამ ზედნადებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირებაზე ი-–-- ს--------ის მიერ გამოწერილ იქნა ორი ელექტრონული ზედნადები, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირება ხდებოდა სოფელი ს----------------–----------------–-----------------------–-–-----------–------------------------------------–-–----------------–-–-----------–--------------------------–-–-----------–------------------------------------–-–-------–------------------------------------------------------------------------------–-----------------------------–-------------------–--------------–-----–---------------------–-------------- ზედნადები, რომლითაც, კვლავ, ზემოაღნიშნული საქონელი იყო მითითებული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მითითებული ზედნადებების გამოწერა და შემდეგ მათი გაუქმება, ასევე, საქონლის ტრანსპორტირება წინა დღით დათარიღებული ზედნადებით, ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ერთი ზედნადებით ხდებოდა სხვადასხვა საქონლის ტრანსპორტირება. ასევე, საყურადღებო ის ფაქტი, რომ N-------------------------- ზედნადებების გაუქმება მოხდა დროის ისეთი სხვაობით, რაც სრულიად საკმარისი იყო საქონლის სოფელ ს--------ან თბილისამდე ტრანსპორტირებისთვის.

 

აპელანტმა მიუთითა, ვინაიდან ი-–-- ს--------ე წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, იგი ვალდებულია გულისხმიერად და პასუხისმგებლობით მოეკიდოს საგადასახადო ორგანოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გამოიხატება გადასახადების დროულ და სწორ ადმინისტრირებაში. შესაბამისად, როდესაც მან 20---–-–------------–------- საათზე გამოწერა სასაქონლო ზედნადები, ფაქტობრივ ტრანსპორტირებამდე საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ გაეუქმებინა ზედნადები ან დაეკორექტირებინა, რადგან ტრანსპორტირება განახორციელა მომდევნო დღეს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.

 

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია ი.მ. ი-–-- ს--------ე საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა თუ არა სასაქონლო ზედნადების საფუძველზე. კერძოდ, საქონლის ტრანსპორტირების წინა დღეს გამოწერილი სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს თუ არა მომდევნო დღეს განხორციელებულ ტრანსპორტირებაზე შექმნილ საგადასახადო დოკუმენტს. აღნიშნული გარემოების დადგენის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დადასტურდეს ფაქტი გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო მიზნით საქონლის ტრანსპორტირებისას გააჩნდა თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაქონლო ზედანდები და განისაზღვროს სადავო აქტების კანონიერების საკითხი.

 

სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი).

 

2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 251 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსი-–-- მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ზედნადების სავალდებულო წესით გამოწერის შემთხვევები, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი. მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სასაქონლო ზედნადების თანხლებით. ამასთან, სასაქონლო ზედნადებში შევსებული უნდა იყოს ყველა რეკვიზიტი და იგი უნდა გამოიწეროს საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. სასაქონლო ზედნადების გამოწერის შემთხვევაში ტრანსპორტირების იმავე დღეს დაწყების ან/და დასრულების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას, მეწარმე ვალდებულია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებით გათვალისწინებული წესით განახორციელოს კორექტირება გამოწერილ ზედნადებში, რადგან აღნიშნული დოკუმენტი უნდა ასახავდეს რეალურ ფაქტობრივ გარემოებას და მასში დაფიქსირებული მონაცემები მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს გადმოცემული. სასაქონლო ზედნადებში მონაცემთა უტყუარად დაფიქსირების ვალდებულება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იგი წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად იგი საგადასახადო მიზნებისათვის, მეწარმის უფლება-ვალდებულების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებით მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ის გარემოებები, რაც საქონლის ტრანსპორტირებისას შეიძლება წარმოიშვას და განსაზღვრულია მასზედ რეაგირების წესი, რომლის დაცვა გადასახადის გადამხდელის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს.

 

დადგენი-–--, რომ 2----–-–---------სს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ი-–-- ს--------ის მიმართ შედგენილ იქნა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე. შედეგად, მოსარჩელე დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. ოქმის მიხედვით, განხორციელდა 1-------–---------------------------–------------–---------------–--–-–-----------–------------–-------------------------------------------–----------------------–------------------------–----–-----------------------; მძღოლი - ი-–-- ს--------ე).

 

მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას. ი-–-- ს--------ე არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არ ახდენდა საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას, რადგან 2----–-–------------–ს გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები №--–-----------. მისი განმარტებით, საქონლის გადატანა სწორედ აღნიშნული ზედნადების საფუძველზე ხდებოდა.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელის მიერ 2----–-–------------–ს გამოწერი-–-- სასაქონლო ზედნადები №--–-----------, ხოლო ტრანსპორტირება დაწყებულია მეორე დღეს - 26 აპრილს. ი.მ. ი-–-- ს---------მ, 26 აპრილს საქონლის ტრანსპორტირებამდე, არ განახორციელა წინა დღს გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში კორექტირება, შესაბამისად, არ დაიცვა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადებში ზუსტად უნდა იყოს დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების დრო. კანონმდებლობის აღნიშნული დათქმა მინიმუმამდე ამცირებს არაკეთილსინდისიერ მეწარმეთა მხრიდან ერთი სასაქონლო ზედნადებით რამოდენიმეჯერ ტრანსპორტირების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ი.მ. ი-–-- ს--------ის მიერ დარღვეულია სასაქონლო ზედნადების შევსების წესი. პალატას მიაჩნია, რომ სასაქონლო ზედნადები გამოწერილი უნდა იქნეს ტრანსპორტირების დაწყებამდე გონივრული ვადის ფარგლებში. დაუშვებელია სასაქონლო ზედნადების გამოწერასა და ტრანსპორტირების დაწყებას შორის არაგონივრული პერიოდის არსებობა, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს მეწარმის არაკეთილსინდისიერ მიზნებზე.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს მეწარმის საქმიანობა საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენამდე, მის მიერ განხორციელებული საქონლის ტრანსპორტირებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედანადებების შესახებ ინფორმაცია, რაც დამატებით საფუძველს იძლევა მასზედ, რომ დადგინდეს მეწარმის მიზანი, კერძოდ მის მიერ მოხდა საკანონმდებლო მოთხოვნათა შეცდომით, არცოდნის საფუძველზე უგულვებელყოფა (თუმცა აღნიშნული მაინც ვერ გაამართლებს კანონდამრღვევთ), თუ აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ, პრაქტიკაში დამკვიდრებულ ქმედებას.

 

დადგენი-–--, რ---------–-–------------------------------------–---------------------–---------------–------------------------–---------–-----------------------–------------------------------------–------------. აღნიშნულ ზედნადებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირებაზე ი-–-- ს--------ის მიერ გამოწერილ იქნა ორი ელექტრონული ზედნადები, რომლის მიხედვით ტრანსპორტირება ხდებოდა სოფელი ს----------------–----------------–-----------------------–-–-----------–------------------------------------–-–----------------–-–-----------–--------------------------–-–-----------–------------------------------------–-–-------–------------------------------------------------------------------------------–-----------------------------–-------------------–--------------–-----–---------------------–-------------- ზედნადები, რომლითაც, კვლავ, ზემოაღნიშნული საქონელი იყო მითითებული. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მითითებული ზედნადებების გამოწერა და შემდეგ მათი გაუქმება, ასევე, საქონლის ტრანსპორტირება წინა დღით დათარიღებული ზედნადებით, ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ერთი ზედნადებით ხდებოდა სხვადასხვა საქონლის ტრანსპორტირება. ამასთან, N-------------------------- ზედნადებების გაუქმება მოხდა დროის ისეთი სხვაობით, რაც სრულიად საკმარისი იყო საქონლის სოფელ ს--------ან თბილისამდე ტრანსპორტირებისთვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე დასტურდება ი.მ. ი-–-- ს--------ის მხრიდან კანონით დადგენილი რეგულაციების უგულვებელყოფა, მან ტრანსპორტირების დაწყებამდე არ გამოწერა სასაქონლო ზედნადები, ამასთან წინა დღეს გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტირების დაწყებამდე არ განახორციელა კორექტირება, რის შედეგადაც სამეწარმეო მიზნით საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. სააპელაციო პალატის შეფასებით, განსახილველ საქმეში გადასახადების გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2-4 პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან, გამოწერილი ზედნადების ამოქმედებისა და საქონლის ტრანსპორტირების ვადები არ ემთხვევა ერთმანეთს, გადასახადების გადამხდელის მიერ ასევე არ მომხდარა წინა დღით გამოწერილი ზედნადების კორექტირება. აღნიშნული კი მეწარმის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტები კანონიერია, შეესაბამება სადავო ირთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას და ძალაში უნდა დარჩეს. აღნიშნული კი პირველი ინსტანციის სასაამრთლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას ჰქმნის.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ი.მ. ი-–-- ს--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლეები : ილონა თოდუა

 

შოთა გეწაძე