განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
100210018002534634
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სსაქმე №100210018002534634

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1190-18 25 იანვარი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - ჭი--------- მუ--–----–-------- მე---- - ნო-- ჩ----–--ე - შპ- ,,პ-- ფა----“ - სა-–---ე ქ----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- შპ- ,,პ-- ფა----“-ს სარჩელი სსიპ ჭი--------- მუ--–----–-------- მიმართ დაკმაყოფილდა და ს.ს.ი.პ. ჭი--------- მ----–----–------- შპ- ,,პ-- ფა----“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 6821 (ექვსი ათას რვაას ოცდაერთი) ლარისა და 84 (ოთხმოცდაოთხი) თეთრის გადახდა.

- სსიპ ჭი--------- მ----–----–------- შპ- ,,პ-- ფა----“-ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 204 (ორას ოთხი) ლარისა და 66 (სამოცდაექვსი) თეთრის ოდენობით.

- შპ- ,,პ-- ფა----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 34 (ოცდათოთხმეტი) თეთრი (საგადასახადო დავალება №0; გადამხდელის ბანკი: სს”თიბისი ბანკი”, გადახდის თარიღი - 05.07.2018 წელი, სახაზინო კოდი 3--------, გადამხდელი - შპ- „პ-- ფა----“; თანხა - 205.00 ლარი) კანონით დადგენილი წესით.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. დადგენილია, რომ ჭი--------- მუ--–----–-------- საკრებულომ 2017 წლის 15 მარტს გამოსცა (№7) დადგენილება „ჭი--------- მუ--–----–-------- ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში წესი), რომლითაც დამტკიცდა ჭი--------- მუ--–----–-------- ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი. დადგენილება განსაზღვრავს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირთა წრეს, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და წესს. სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება (წესის პირველი მუხლის ა.ბ. პუნქტი). წესის პირველი მუხლის ა.ბ. პუნქტის შესაბამისად, ჭი--------- მუ--–----–-------- ბიუჯეტიდან გაიცემა სოციალური დახმარების სახით სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება. წესის მეორე მუხლის შესაბამისად, დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტიგენტია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განმსაზღვრელი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს;

 

2.2. ამავე წესის მე-17 მუხლის შესაბამისად, პირველი მუხლის ა.ბ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუ--–----–-------- გამგებელი იღებდა გადაწყვეტილებას ბენეფიციართა დაფინანსების შესახებ, იგი გადასცემდა ბენეფიციარს საგარანტიო წერილს, რომელსაც ეს უკანასკნელი წარადგენდა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულებაში. მუ--–----–-------- მიერ გაცემულ გარანტიაში აღინიშნებოდა ბენეფიციარის ვინაობა, მისი დაფინანსების ფარგლები (ეროვნულ ვალუტაში) და მომსახურების მიმწოდებლისათვის ანაზღაურების მიღებისათვის დაწესებული ვადა. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის (ანგარიშფაქტურისა) და საგარანტიო წერილის წარდგენის შემდგომ ჭი--------- მუ--–----–-------- გ-------- ახორციელებდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. ასეთივე წესი ასევე მიღებული იქნა 2018 წელს. ამავე წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა) წარმოდგენის შემდეგ ჭი--------- მუ--–----–-------- გ-------- ახორციელებს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე;

 

2.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ჭი--------- მუ--–----–-------- მიერ მოცემული სარჩელის ფარგლებში მითითებული წესის შესაბამისად გაცემული იქნა 6821 ლარის და 84 თეთრის საგარანტიო წერილი, ხოლო მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულების მოსარჩელე შპ- „პ-- ფა----“-ს მიერ მოპასუხისათვის წარდგენილია შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი-ანგარიშფაქტურა, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს, რომ 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 26 სექტემბრამდე მიწოდებული პროდუქციისათვის დარიცხული დავალიანება, შეადგენს 6821 ლარსა და 84 თეთრს;

 

2.4. დადგენილია, რომ მოპასუხე ჭი--------- მუნიციპალიტეტმა შესაგებელში ფაქტობრივად დაადასტურა გარემოება სარჩელში მითითებული დავალიანების არსებობის თაობაზე, თუმცა უთითებს, რომ ჭი--------- მუ--–----–-------- მ------ 2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული 2017 წლის დავალიანებები, რის გამოც ჭი--------- მუ--–----–-------- მე---- ამ ეტაპზე მოკლებულია ფინანსურ შესაძლებლობას, რათა მოახდინოს აღნიშნული თანხის შპ- „პ-- ფა----“-ს მიმართ ანაზღაურება. თანხის მოძიების შემთხვევაში მოხდებოდა საკითხის შესწავლა და მიღებული იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით;

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს;

 

2.9. დადგენილია, რომ ჭი--------- მუ--–----–-------- საკრებულო 2017 წლის 15 მარტს გამოსცა (№7) დადგენილება „ჭი--------- მუ--–----–-------- ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში წესი), რომლითაც დამტკიცდა ჭი--------- მუ--–----–-------- ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისას და მიღების წესი. დადგენილება განსაზღვრავს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირთა წრეს, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და წესს. სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება (წესის პირველი მუხლის ა.ბ. პუნქტი). წესის პირველი მუხლის ა.ბ. პუნქტის შესაბამისად ჭი--------- მუ--–----–-------- ბიუჯეტიდან გაიცემა სოციალური დახმარება სახით სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება. წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა) წარმოდგენის შემდეგ ჭი--------- მუ--–----–-------- გ-------- ახორციელებს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე;

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე;

 

2.12. დადგენილია, რომ მოპასუხე ჭი--------- მუ--–----–-------- მიერ მოცემული სარჩელის ფარგლებში მითითებული წესის შესაბამისად გაცემული იქნა 6821 ლარის და 84 თეთრის საგარანტიო წერილი, ხოლო მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულების მოსარჩელე შ.პ.ს. „პ-- ფა----“-ს მიერ მოპასუხისათვი წარდგენილია შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი-ანგარიშფაქტურა, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს, რომ 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 26 სექტემბრამდე მიწოდებული პროდუქციისათვის დარიცხული დავალიანება, შეადგენს 6821 ლარსა და 84 თეთრს;

 

2.13. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მიწოდებულია საქონელი, ხოლო გადახდილი არ არის ფასი, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჭი--------- მუ--–----–-------- მე----მ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ჭი--------- მუ--–----–-------- საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილებით (,,ჭი--------- მუ--–----–-------- ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ'') დამტკიცდა ჭი--------- მუ--–----–-------- ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი. დადგენილება განსაზღვრავს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირთა წრეს, მათთვის ფინასური დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და წესს. სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა ,,სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება". მუ--–----–-------- გამგებლის მიერ გაიცემოდა საგარანტიო წერილები, რომლის საფუძველზე, შპ- ,,პ-- ფა----’’-ს აფთიაქს უნდა გაეცა მედიკამენტები ბენეფიციარზე;

 

3.2. აპელანტის მითითებით, ვალდებულება (თანხა 6821.84 ლარი), რომელიც შპ- ,,პ-- ფა----"-ს და ჭი--------- მ----–----–------- შორის წარმოიშვა არის 2017 წლის დავალიანება, რომელიც ვერ იქნა 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული და შესაბამისად, ჭი--------- მუ--–----–-------- მე---- მოკლებულია შესაძლებლობას 2017 წლის დავალიანება დაფაროს. იფარება მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დავალიანებები. აღნიშნულის გამო, ჭი--------- მუ--–----–-------- მე---- მოკლებულია შესაძლებლობას დაფაროს მითითებული დავალიანება. ამ გარემოების გათვალისწინებით მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპ- ,,პ-- ფა----ს“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა შპ- ,,პ-- ფა----ს“ წარმომადგენელი, რომლისთვისაც სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით;

 

4.2. ჭი--------- მუ--–----–-------- მ------ წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა;

 

4.3. სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა ჭი--------- მუ--–----–-------- მ------ წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.4. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვარს სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. უწყება, უკუგზავნილი, 25.01.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.8. დადგენილია, რომ ჭი--------- მუ--–----–-------- მ------ წარმომადგენელმა მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (იხ.25.01.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.5. საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება მოწინააღმდეგე მხარე, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ;

 

4.6. საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით;

 

4.7. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის;

 

4.8. საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;

 

4.9. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. აღნიშნული კი გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას;

 

4.10. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

4.11. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებშიც შპ- ,,პ-- ფა----“-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 6821,84 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

 

4.16. მოცემული დავის განხილვისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ისე სააპელაციო საჩივრით ჭი--------- მუ--–----–-------- მე---- სადავოდ არ ხდის შპ- ,,პ-- ფა----“-ს მიმართ სარჩელში მითითებული დავალიანების არსებობის საფუძვლიანობას და ასევე მის ოდენობას. მოპასუხე მიუთითებს მხოლოდ ის გარემოებაზე, რომ ,,2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული 2017 წლის დავალიანებების დაფარვა, რის გამოც ამ ეტაპზე იგი მოკლებულია ფინანსურ შესაძლებლობას, რათა მოახდინოს აღნიშნული თანხის შპ- ,,პ-- ფა----“-ს მიმართ ანაზღაურება“;

 

4.12. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები;

 

4.13. სააპელაციო პალატა მოუხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ს-ეციალური ნორმებით. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. თუ სარჩელში მითითებულ, ამა თუ იმ ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა;

 

4.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება;

 

4.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა;

 

4.16. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ჭი--------- მუ--–----–-------- მე----ს არც პირველ ინსტანციაში წარმოდგენილი შესაგებლით და არც სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული/ფაქტიურად შეუდავებელი გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული იქნა მის მიერ მითითებული ღირებულების მედიკამენტები, რაც მიღებული იქნა მოპასუხის მიერ. პრეზუმირებული ფაქტები ისეთი ფაქტებია, რომელთა გაქარწყლების ტვირთი მოპასუხეს აწევს, მოპასუხის შესაგებელი კი ამ ფაქტებს ვერ აბათილებს. ამდენად, ვინაიდან, მან არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება;

 

4.17. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება;

 

4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

4.19. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპზე მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება - კვალიფიციურად შედავებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას - პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 26 სექტემბრამდე მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს 6821,84 ლარის ღირებულების მედიკამენტები, რაც მიღებული იქნა მოპასუხის (მესამე პირის) მიერ, თუმცა მოპასუხეს მისი ღირებულება არ გადაუხდია. ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო ბიუჯეტში თანხების გაუთვალისწინებლობა ვერ გაათავისუფლებს მოპასუხე მხარეს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. ამდენად, შპ- ,,პ-- ფა----“-ს წარმოეშვა უფლება მოსთხოვოს მოპასუხეს ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია;

 

4.20. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - შპ- ,,პ-- ფა----“-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ჭი--------- მუ--–----–-------- მ------ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჭი--------- მუ--–----–-------- მ------ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჭი--------- მუ--–----–-------- მ------ (წარმომადგენელი ნო-- ჩ----–--ე) შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ჭი--------- მუ--–----–-------- მ------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. დარჩეს უცვლელად საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

4. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლაურა მიქავა