განაჩენი

სისხლის სამართლის 18.01.2019
საქმის ნომერი
330100114648045
ინსტანცია
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100114648045

საქმე №1ბ/764-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

მეია მელქაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ------------ს

ადვოკატ: ი-----------ს

გამართლებულ: გ----------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ გ---------------------------–---–--- დაბადებულის 1----–-–------------–----აქართველოს მოქალაქის (პირადი #4-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს---------------------------–-–-----–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------------–------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ----------------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, მეტეხის ხიდთან, გ----------------–---–მა ა-–----------------–---ას ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა სახისა და ტანის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით:

 

გ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გაუქმდა გ----------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ----------------–---–ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი, ადეკვატური სასჯელის დანიშვნას. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების მიუხედავად მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, გ----------------–---–ის მიმართ სრულიად უსაფუძვლოდ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გამართლებულ გ----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ----------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოქვეყნდა მოწმე ა-–----------------–---ას მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად 2014 წლის 18 სექტემბერს მეგობართან ერთად ჩამოვიდა საქართველოს დასათვალიერებლად. 2014 წლის 20 სექტემბერს დაათვალიერა თბილისი მეგობარ ე-–---სთან ერთად, თუმცა დაახლოებით 20:00 საათისთვის მეგობარი დაიღალა და წავიდა სასტუმროში, ხოლო თვითონ გადაწყვიტა გასეირნება. სეირნობისას ზურგიდან წამოეწია მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც ესაუბრებოდა ქართულად, რომელსაც განუმარტა, რომ ქართული ენა არ ესმოდა და გააგრძელა გზა. თუმცა აღნიშნული მამაკაცი მიყვებოდა გვერდით, რომელიც რუსულ ენაზე ცდილობდა მის გაცნობას. გაეცნო, როგორც „ლადო“ და შესთავაზა თბილისის დათვალიერება, თუმცა უარი უთხრა გასეირნებაზე და აუხსნა, რომ სასტუმროში აპირებდა დაბრუნებას. აღნიშნულმა პირმა შესთავაზა შეეხვიათ იქვე მდებარე ქუჩაზე და ამ გზით დაბრუნებულიყო სასტუმროში, რაზეც დათანხმდა. გაიარეს რაღაც ქუჩა და გავიდნენ ხიდთან, დაინახა განათებული ხიდი და მიხვდა რომელი გზით უნდა წასულიყო სასტუმროში. აპირებდა ხიდზე გადასვლას თუმცა აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ ჩასულიყვნენ კიბეებით, რადგან იცოდა მოკლე გზა. გაიარეს გარკვეული მანძილი, რა დროსაც დაინახა კიბე, რომელიც ადიოდა საავტომობილო გზაზე. მან „ლადოს“ უთხრა, რომ აღარ გაყვებოდა მას და დააპირა კიბეზე ასვლა და სწორედ ამ დროს, ლადომ მოუარა უკნიდან, გადახვია ხელი, მოუჭირა ყელის არეში და ძალის გამოყენებით ჩაათრია მტკვრის პირას. დაიწყო ყვირილი და შეძლებისდაგვარად უწევდა წინააღმდეგობას, - წვდა სახის არეში და ფრჩხილებით გაუკაწრა სახის ქვედა ნაწილი. „ლადო“ ერთი ხელით ცდილობდა მის გაჩუმებას, ხოლო მეორე ხელს ურტყამდა გვერდებში. ამ დროს წაიქცნენ, ლადო დააჯდა სახეზე, რის გამოც ვეღარ სუნთქავდა და შეეცადა მოეტრიალებინა სახე, რათა სუნთქვა შეძლებოდა. ლადო ცდილობდა მისთვის ტანსაცმლის გახდას, აუწია სვიტერი, ძალის გამოყენებით ჩაუწია შარვლის ერთი ტოტი. ის ცდილობდა თავის დაღწევას და მოძალადეს წვდა ფეხებს - შუა სასქესო ორგანოს არეში, რამაც მისი ვარაუდით საკმაოდ ატკინა ლადოს, რადგან გააშვებინა ხელი და დაუწყო თითების გადაგრეხა. კვლავ მიწვდა ლადოს სახეზე და გაუკაწრა სახე, რის გამოც ლადო გამწარდა, უკბინა თითზე და გააგრძელა ცემა. ლადო ეჯდა სახეზე, ხოლო ენით და თითებით გარყვნილად ეფერებოდა ფეხებს შუა. საბოლოოდ, მოიკრიბა ძალა და მოახერხა თავის დაღწევა, რის შემდეგ „ლადოს“ უთხრა, რომ საქართველოში ჰყავდა ახლობლები, დაუწყებდნენ ძებნას და აუცილებლად იპოვიდნენ. აღნიშნულზე „ლადომ“ უთხრა, რომ წავიდოდა, მაგრამ უბრძანა არ ეყურებინა მისთვის და გაიქცა. დაზარალებულის განმარტებით, შეისწორა ტანსაცმელი და გზაზე გამოვიდა, სადაც დაინახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მოუყვა მომხდარი ფაქტის შესახებ. ვინაიდან, მას გარკვეული სახის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. „ლადო“ იყო დაახლოებით 28-33 წლის, დაახლოებით 180 სმ. სიმაღლის, ჩვეულებრივი აღნაგობით, მას ჰქონდა მოკლედ შეჭრილი მუქი ფერის თმა, კეხიანი ცხვირი, მოგრძო სახე ოდნავ წვერით და ჩავარდნილი ლოყებით, ტანთ ეცვა მუქი ფერის ნაჭრის ქურთუკი, თუ რა ეცვა ტანის ქვედა ნაწილზე არ ახსოვს. მოწმის განმარტებითვე, მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ის პირი, რომელმაც 2014 წლის 20 სექტემბერს მდინარის ნაპირზე მიაყენა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება და ცდილობდა მასთან სექსულური ურთიერთობის დამყარებას.

 

მოწმის სახით დაკითხული ზ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს „ფ------------ს“ სუპერმარკეტის ქსელის ინჟინერის პოზიციაზე. მის მიერ გამომძებლის მიმართვის საფუძველზე, დისკზე ჩაწერილი იქნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც გადასცა გამომძიებელს.

 

მოწმის სახით დაკითხული ქ-----------------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „ა-------ს“ დირექტორის პოზიციაზე. მისი თანხმობით გამომძებლის მიერ ამოღებული იქნა ვიდეომასალა, რომელიც დაილუქა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით.

 

მოწმის სახით დაკითხული თ-------–-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „ნ--------------–ში“ მიმღების განყოფილების მედდად. 2014 წელს დაიკითხა მოწმის სახით, ხოლო დაკითხვის დასრულების შემდეგ ნებაყოფლობით გამომძიებელს წარუდგინა დაზარალებულ - ა-–-----------------–----ს პირადი ნივთები.

 

მოწმის სახით დაკითხული დ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკითხა დაზარალებული, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა დაადასტურა.

 

მოწმის სახით დაკითხული გ----------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ დაკითხული იქნა მოწმე - ზ----------------–---–ი და დათვალიერებული იქნა ვიდეო ჩანაწერი, რაზედაც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ-----–-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის სექტემბერის თვეში მუშაობდა შპს „ნ---------------–ში.“ მის მიერ განხორციელდა პაციენტ - ა-–----------------–---ას მკურნალობა, რის თაობაზეც შეადგინა სამედიცინო ისტორია.

 

მოწმის სახით დაკითხული ვ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ მოწმის სახით დაკითხნენ: გიორგი ესართია, ა-–----------------–---ა, ჩაატარა პირის ამოცნობა, დაათვალიერა დისკები, გამოითხოვა დოკუმენტაცია, ბრალდებულს გაუგზავნა უწყება, შეადგინა მტკიცებულებათა გაცვლის ოქმი, დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა და ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.

 

გ----------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ა-–----------------–----ს არ იცნობს და ვერც რუსულად საუბრობს, რადგან არ იცის რუსული ენა. მას დაზარალებული თვალით არ უნახავს, შემთხვევის დღეს ფული არ ჰქონდა, იყო სახლში და დაზარალებული არც ყავაზე დაუპატიჟებია და არც გიდობა შეუთავაზებია მისთვის. დაზარალებულმა გამოძიებისას განაცხადა, რომ ვინმე „ლადოს“ სახე ორჯერ დაკაწრა ცემისას, თუმცა შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს და მას არანაირი ნაკაწრი არ ჰქონდა სახის არეში. მანვე აღნიშნა, რომ არ არის მოძალადე, ქალის მიმართ მსგავი ქმედება არასოდეს ჩაუდენია და არც ჩაიდენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო პალატა თავდაპირველად მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–3 ნაწილის d) ქვეპუნქტის მიხედვით, „ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში“. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ როგორც ბრალდების მხარემ, ისე პირველი ინსტანციის სასამართლომ გონივრული ძალისხმევა წარმართა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის დასწრების უზრუნველსაყოფად, თუმცა იმის გამო, რომ დაზარალებული ა-–----------------–---ა არ იმყოფებოდა საქართველოში და მისი იმჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მისი დაკითხვა ვერ განხორციელდა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ა-–----------------–---ას მიერ გამოძიებისათვის მიცმეული ჩვენება და შემდგომში მისი მონაწილეობით ჩატრებული ამოცნობა (რა დროსაც მის მიერ ამოცნობილი იქნა გ----------------–---–ი) ერთობლიობაში წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ მოწმეები - ზ----------------–---–ი, ქ-----------------–----, თ-------–------------ დ-----------–---–ი, რ------------------------------------- გ----------–---–---–ი, ვ------------------ე და ნ-----–------------- არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველები. ზ----------------–---–ის და ქ-----------------–----ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის ტექნიკური ხასიათის, ხოლო თ-------–-----------ს, დ-----------–---–ის, რ--------------------------------------- გ----------–---–---–ის, ვ-------------------------------------–---- მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის და ადასტურებს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობას; მოწმეები - გ-------------------------------–----------- ადასტურებენ მხოლოდ მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორეს. შესაბამისად, მათი ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამატყუნებელ განაჩენს.

 

სააპლეაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვიდეო ჩანაწერზე კარგად არ ჩანს პიროვნების სახე, რომელიც დაზარალებულს მიყვება გვერდით და ახურავს კეპი მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ის პირი გ----------------–---–ია, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. გამოძიების ეტაპზე არ ჩატარებულა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, პიროვნების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. არ არის აღებული ნიმუშები დაზარალებულის ფრჩხილებიდან, რომელმაც როგორც თავად აღნიშნა თავდამსხმელი ორჯერ დაკაწრა და არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზები; არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მეორე დღესვე პოლიციის განყოფილებაში წარდგენილ გ----------------–---–ს სახეზე ნაკაწრები აღენიშნებოდა. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელს, რომლის სახეც მან კარგად დაიმახსოვრა და შემდეგ ამოიცნო, ჰქონდა კეხიანი ცხვირი. გ----------------–---–ს არ აქვს კეხიანი ცხვირი.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ გ----------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ----------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ----------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთმტკიცება:

ა-–----------------–---ას ტანსაცმელი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო დისკები, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი