განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2019
საქმის ნომერი
130100118002481211
ინსტანცია
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #130100118002481211

საქმე №1ბ /33-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ნ-----–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლევის, პირადი N5----------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–----–------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი და მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ნ-----–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ-----–-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ. მანვე ჩაიდინა ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 2 მაისს, ქალაქ ხ-–----–-- ო-------------------------------–-- თავის საცხოვრებელ ბინაში, ნ-----–-----ემ ჩაიდინა ძალადობა ორსული მეუღლის - ი------------–--–---–-ს მიმართ, კერძოდ, სახეში რამოდენიმეჯერ დაარტყა გაშლილი ხელი და მუშტი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

მანვე, 2018 წლის 27 აგვისტოს ქალაქ ხ-–----–-- ო-------------------------------–-- თავის საცხოვრებელ ბინაში, ნ-----–-----ემ ჩაიდინა ძალადობა მამის - გ-----------–------- მიმართ, კერძოდ სახეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და თავი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ-----–------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---------–-----–---–მა, რომელმაც მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ნ-----–------სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩანადენს, დაზარალებულები არ ითხოვენ მის დასჯას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ-----–------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ნ-----–------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების: ი------------–--–---–-ს და გ-----------–------- გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ნ----–-–--–---–-------------–---------------–-----–--–-- გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ნ-----–------სათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მსჯავრდებული გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ-----–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---------–-----–---–ის, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ნ-----–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ნ-----–-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 27 აგვისტოდან.

 

ნ-----–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 02 მაისიდან 2018 წლის 11 მაისის ჩათვლით.

 

ნ-----–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარი, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ნ-----–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა, გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი